კალციტრონი პლუსი #90ტ

კალციტრონი პლუსი #90ტ

44.99 ლარი 38.24 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: პორტუგალია
მწარმოებელი: დიეტმედი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: კალციუმი+თუთია+ვიტ. დ-3+მაგნიუმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143359
გააზიარე:

კალციტრონი პლუსი #90 ტაბ.

საკვები დანამატი

სპეციალურად შემუშავებული მინერალებდა ვიტამინებ კომპლექსი ( Ca ,Mg, Zn და ვიტ. D3 ), რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შესანარჩუნებლად, ასევე კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

შემადგენლობა (3 ტაბლეტი): კალციუმის კარბონატი 1005 მგ (50.25% DV* Ca), მაგნიუმის ოქსიდი 405 მგ (64.8% DV* Mg), თუთიის სულფატი 43.68 მგ (177% DV* Zn), ვიტამინი D3 3.6 მკგ (72% DV*) .* ნუტრიენტების საცნობარო მნიშვნელობები.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

არ შეიცავს შაქარს, სახამებელს, ლაქტოზას, გლუტენს.

კალციუმის ძირითადი ფუნქცია არის ძვლოვანი სისტემის ფორმირება, რომლის შემადგენლობაში შედის კალციუმის 99%. დარჩენილი კალციუმის 1% ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას სისხლის შედედების პროცესში, ნერვული იმპულსების გენერაციასა და გადაცემაში, კუნთოვანი ბოჭკოს შეკუმშვაში, გარკვეული ფერმენტული სისტემების გააქტიურებაში, რამდენიმე ჰორმონის გამოყოფაში. კალციუმი საჭიროა მაგარი კბილებისა და ძვლების ფორმირებისთვის. კალციუმი მონაწილეობს ნერვული იმპულსის გადაცემაში, ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას, საჭიროა სისხლის შედედებისა და კიბოს პრევენციისთვის; უჯრედებს უზრუნველყოფს ენერგიით, მონაწილეობს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში, გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება (აფერხებს ჰისტამინის გამოყოფას, რაც ხელს უწყობს ალერგიული რეაქციის სიმპტომების, ტკივილის სინდრომისა და ანთებითი პროცესების შემცირებას). კალციუმს ახასიათებს სტრეს საწინააღმდეგო მოქმედება.

ვიტამინი D3- ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. იგი წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას და მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში.

Mg: მაგნიუმი მნიშვნელოვნად ზრდის კალციუმის შეწოვას და ამცირებს კუჭნაწლავის მხრივ გვერდით მოვლენებს. კალციუმი და მაგნიუმი აუცილებელი ელემენტებია ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებისთვის. ორგანიზმში არსებული მაგნიუმის ნახევარი მოთავსებულია ძვლებში და აუცილებელია მათი მდგრადობისა და ჯანმრთელობისთვის. მაგნიუმი მონაწილეობს კუნთების მოდუნებაში და აწესრიგებს ნერვულ ფუნქციას. მაგნიუმის ნაკლებობა იწვევს კუნთების უნებლიე კრუნჩხვით შეკუმშვებს.

Zn: თუთია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე მინერალია და მონაწილეობს 200-ზე მეტი ფერმენტის და ჰორმონის ფუნქციონირებაში, მათ შორის ინსულინის, ტესტოსტერონის, ესტროგენების სინთეზში. თუთია აუცილებელია ცილების სინთეზისთვის, კუნთების შეკუმშვისთვის, რეპროდუქციული ორგანოების ნორმალური მუშაობისთვის.

გამოყენების წესი: მიიღეთ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

შენახვის წესი: შეინახეთ მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისობის ვადა: იხ.კოლოფზე.  არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი:  დიეტმედი, პორტუგალია www.dietmed.pt

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“