ჰემორზონი 20მგ/10მგ/8.3მგ#6სუპ.რექტ
გააზიარე:
ჰემორზონი 20 მგ/10 მგ/8.3 მგ სუპოზიტორები
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები: ტეტრაციკლინი 20 მგ (21.64 მგ ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდის სახით), ჰიდროკორტიზონის აცეტატი 10 მგ, ბენზოკაინი 8.3 მგ.
სხვა ინგრედიენტები: მყარი ცხიმი.
გამოყენება
ჰემორზონის სუპოზიტორებიმიეკუთვნება ანტიჰემოროიდულ საშუალებებს ადგილობრივი გამოყენებისთვის, რომელსაც კომბინირებული შემადგენლობა აქვს. ჰემორზონის სუპოზიტორებიამცირებს ტკივილს და ანალურ ქავილს, განსაკუთრებით ჰემოროიდული კრიზების, ჰემოროიდული თრომბოფლებიტის, პროქტიტის, კრიპტიტის დროს.
უკუჩვენებები
ჰემორზონის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ჰიდროკორტიზონის, ტეტრაციკლინის, ბენზოკაინის ან ჰემორზონისრომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი შემადგგენლობაში);
- ბაქტერიული ანორექტალური ინფექციები (ტუბერკულოზური ინფექციების ჩათვლით), ვირუსული ინფექციები, სოკოვანი ინფექციები;
- ინფიცირებული ანორექტალური დაზიანებები.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ჰემორზონის გამოყენებამდეგაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ სიმპტომები არ გაქრება 7 დღის შემდეგ ან აღინიშნება ადგილობრივი სისხლდენა, შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს. თქვენმა შეიძლება გირჩიოთ პროქტოლოგიური გამოკვლევა.
ჰემორზონით მკურნალობა არ ანაცვლებს ანალური დაავადების სპეციფიკურ მკურნალობას.
ბავშვები:ჰემორზონი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.
სპორტსმენები: ეს პრეპარატი შეიცავს ჰიდროკორტიზონს, რომელმაც შესაძლოა დადებითი შედეგი აჩვენოს ანტიდოპინგ ტესტებში.
სხვა პრეპარატები და ჰემორზონი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები.
არ არის რეკომენდებული ჰემორზონის გამოყენება ინტრარექტალურად შეყვანილ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
კორტიკოსტეროიდების შემცველ სხვა ადგილობრივ ან პერორალურ პრეპარატებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისტემური ეფექტების რისკი.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვინაიდან ჰიდროკორტიზონი გამოიყოფა დედის რძეში, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მეძუძურ ქალებში.
სატრანსპორტი საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება
ჰემორზონიარ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტი საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
გამოყენების წესი
პრეპარატიყოველთვის გამოიყენეთ ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივი დოზაა ჰემორზონის 1 სუპოზიტორია რექტალურად, დღეში ერთხელ, დეფეკაციისა და ადგილობრივად დაბანის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2-3 სუპოზიტორამდე დღეში.
გამოყენებამდე ამოიღეთ ფოლგის შეფუთვა.
ჰემორზონით მკურნალობა (1 სუპოზიტორია ყოველ 2 დღეში) უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი სიმპტომების სრული გაქრობიდან 1 კვირის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ ჰემორზონის სუპოზიტორიები დიდი ხნის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
ჰემორზონით დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, თუ ეჭვი გეპარებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
დოზის გამოტოვება
თუ დაგავიწყდათ დოზა, გამოიყენეთ პრეპარატი როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ შემდეგი დოზის დროა მოახლოებული, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
მკურნალობის შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ ჰემორზონით მკურნალობა ექიმთან შეთანხმების გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ჰემორზონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქციები, ადგილობრივი გამაღიზიანებელი რეაქციები და სწორი ნაწლავის ლორწოვანის ატროფია, აგრეთვე კორტიკოსტეროიდების სისტემური დონის მომატებით გამოწვეული რეაქციები (კუშინგის სინდრომი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია).
გვერდითი მოვლენები გამოვლენის სიხშირის მიხედვით კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე.
ხშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე.
არახშირი: შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.
იშვიათი: შეიძლება გავლენა იქონიოს 1000-დან 1 ადამიანზე.
ძალიან იშვიათად: შეიძლება გავლენა იქონიოს 10000-დან 1 ადამიანზე.
სიხშირე უცნობია: სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ რუმინეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნული სააგენტოს:
Aviator Sănătescu (ავიატორ სანატესკუ) ქ. #. 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478- RO
ტელ: + 4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ.ფოსტა: [email protected]
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის უზრუნველყოფას.
შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალებები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
ჰემორზონის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ჰემორზონის სუპოზიტორები ღია ყვითელი ფერისაა, ტორპედოსებური, ცხიმოვანი გლუვი ზედაპირით.
გარე მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 6 სუპოზიტორია.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
Antibiotice SA (ანტიბიოტიკ სა)
1 ვალეა ლუპულუის ქუჩა, იასი 707410, რუმინეთი.
დეტალური ინფორმაცია ამ პრეპარატის შესახებ ხელმისაწვდომია მედიკამენტებისა და სამედიცინო ხელსაწყოების ეროვნულ სააგენტოს გვერდზე http://www.anm.ro/