გლობავიქსი 1500მგ/1200მგ#15პაკ
გააზიარე:
გლობავიქსი 1200/1500მგ 15 პაკეტი
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა
თითოეული საშეტი შეიცავს:
გლუკოზამინის სუფატის ნატრიუმის ქლორიდს 2002,23 მგ (ეკვივალენტურია 1500 მგ გლუკოზამინის),
ქონდროიტინის სულფატი ნატრიუმი USP 90% 1371,6 მგ (ეკვივალენტურია 1200 მგ ქონდროიტინის სულფატის).
დამხმარე ნივთიერებები: ასპარტამი, ყვითელი სანსეტი FCF, ქინოლინის ყვითელი WS, ლიმონის მჟავა წყლის გარეშე, პოვიდონი, გრანულირებული ყვითელი ფერის ფხვნილი P7324, კოლოიდური სილიციუმი წყლის გარეშე.
აღწერილობა
ორალურად მისაღები ხსნარის მოსაზადებელი ფხვნილი გრანულების სახით ფორთოხლის გემოთი.
გამოყენების სფერო
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციონირების შემანარჩუნებელი საშუალება.
გლუკოზამინის სულფატი შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი საშენი მასალაა, ასტიმულირებს პროტეოგლიკანების, გლუკოზამინოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზს, მონაწილეობს ხრტილის, იოგების, მყესების, სინოვიალური სითხის ფორმირებაში, ხელს უშლის სასახსრე ხრტილის რღვევას და ხელს უწყობს ხრტილოვანი და ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას, ამცირებს ტკივილს სახსრებში და აღადგენს მათ ფუნქციას.
ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც არეგულირებს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლას, აფერხებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და აქვეითებს კალციუმის დანაკარგს, ასტიმულირებს ჰიალურონის, პროტეოგლიკანების და II ტიპის კოლაგენის სინთეზს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესებს, ასტიმულირებს სასახსრე ხრტილის რეგენერაციას, ხელს უწყობს სასახსრე ჩანთის, სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის აღდგენას.
პროდუქტი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ხელს უშლის ოსტეოართრიტის პროგრესირებას, ამსუბუქებს მის სიმპტომებს, ამცირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
ჩვენება
- სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის და სხვ.);
- მხარ-ბეჭის პერიართრიტი, რევმატოიდული ართრიტი;
- ოსტეოქონდროზი;
- სპონდილოზი, სპონდილიტი;
- ოსტეოპოროზი;
- ტრავმისა და მოტეხილობების შემდგომი პერიოდი;
- სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
- 40 წლის შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა;
- მოტეხილობები;
- იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე;
- სპორტი და ფიზიკური დატვირთვა.
მიღების მეთოდი
მიიღება 1 ჯერ დღეში 1 საშეტი, ჭამის დროს. საშეტი იხსნება 1 ჭიქა წყალში (ოთახის ტემპერატურის). არ არის რეკომენდორებული დოზის გადამეტება!
გვერდითი ეფექტები
გლობავიქსი ჩვეულებრივ კარგად მიიღება ორგანიზმის მიერ. აღინიშნებოდა ერთეული უმნიშვნელო ალერგიული რეაქცია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის უმნიშვნელო გაღიზიანება.
უკუჩვენება
. მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი შემადგენელი ელემენტის მიმართ;
. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
. ფენილკეტონურია;
. 18 წლამდე ასაკი.
ენერგეტიკული ღირებულება: 100გ - 5კკალ
ცილები - 0გ
ცხიმები - 0გ
ნახშირწყლები - 1,2გ.
განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდირებული ანტიკოაგულანტებთან ერთად მიღება. შაქრიანი დიაბეტის დროს უნდა ვაკონტროლოთ შაქრის შემცველობა სისხლში მიღების პირველ დღეებში.
გაიცემა რეცეპტის გარეშე!
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
4,7გფხვნილი საშეტის სახით ორალურად მისაღებად.
15საშეტი ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა
36 თვე დამზადების თარიღიდან.