ოტოსანი იმუნიქს -3 150მლ სიროფი
გააზიარე:
იმუნიქს-3 სიროფი (150 მლ)
გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება:
Immunix-3 syrup (150 ml)
იმუნიქს-3 სიროფი (150 მლ)
ოტოსანი® (Otosan®)
- ბუნებრივი პროდუქტები უკეთესი ცხოვრებისთვის.
- ჯანმრთელობა, ინოვაცია და ხარისხი.
- უსაფრთხო გარანტია ჩვენი მომხმარებლებისთვის.
- კლინიკური კვლევებით მხარდაჭერილი.
- ტესტირებულია, შემოწმებულია და რეკომენდებულია ექიმების მიერ.
აღწერილობა:
● სამმაგი მოქმედება ერთ ახალ იმუნოსტიმულატორში;
● იდეალურია ბავშვებისთვის.
● ხელს უწყობს ბავშვების იმუნურ სისტემის გაძლიერებას;
სამმაგი მოქმედების საკვები დანამატი დამზადებულია ბეტა-გლუკანებისა და ექინაცეას საფუძველზე.
თუთია, ვიტამინი D3 და ვიტამინი B კომპლექსი (6-12) ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას;
ვიტამინი C ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან;
Bacillus Clausii-ს სპორები, რომლებიც ძალიან მდგრადია კუჭის მჟავების მიმართ, ცოცხლად აღწევენ ნაწლავებში, რაც განაპირობებს მათ ეფექტურ მოქმედებას.
სამმაგი მოქმედება:
- 1. იმუნური სისტემის გაძლიერება
ექინაცეა - სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტი, რომელიც ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას ინფექციების მიმართ. სასარგებლოა გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად და გაციებასთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
ბეტა-გლუკანები Saccharomyces Cerevisiae საფუარისგან - ნუტრიენტები, რომლებიც ზრდიან სისხლის თეთრი უჯრედების რეაქტიულობას და აძლიერებს მაკროფაგების ანტივირუსულ აქტივობას.
ვიტამინი D3 - იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან, აძლიერებს ანტიმიკრობული პეპტიდების მოქმედებას.
თუთია - მიკროელემენტი, რომელიც ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების მუშაობას და
T ლიმფოციტების აქტივობას, რომლებიც აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
- 2. დაცვა ოქსიდაციური სტრესისგან
B ვიტამინის კომპლექსი (B2, B3, B5, B6, B12) - აძლევს სხეულს გონებრივ და ფიზიკურ ძალას და სიცოცხლისუნარიანობას.
ვიტამინი C - ბუნებრივი უჯრედული ანტიოქსიდანტი და აუცილებელი საკვები ნივთიერებაა ანტიოქსიდანტური ფერმენტებისთვის, ის ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას, დაღლილობის შემცირებას და სეზონური ინფექციების პრევენციას.
- 3. ნაწლავის მიკრობიოტის დაბალანსება
Bacillus Clausii-ის სპორები - პრობიოტიკები აფერხებენ პათოგენების გამრავლებას და აბალანსებენ ნაწლავის მიკრობიოტას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას.
Bacillus Clausii სპორები შედგება მრავალშრიანი გარსისგან, რომელიც მდგრადია გარე შეტევების მიმართ.
როდესაც ისინი შედიან კონტაქტში ადეკვატურ საკვებ ნივთიერებებთან, იწყება რეჰიდრატაციის და გაღივების პროცესი, რითაც ხელახლა გააქტიურდება მიძინებული ბაქტერია. ის შემდეგ უვნებლად აღწევს ნაწლავის ბარიერს და მდგრადია ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. Bacillus Clausii სპორები ამცირებენ რესპირატორული ინფექციების რისკს ანტივირუსული ეფექტით, ასტიმულირებენ იმუნურ სისტემას.
შემადგენლობა:
წყალი, ფრუქტოზა; ველური ყვავილის თაფლი, Echinacea E.G. 4:1 (Echinacea Angustifolia) ფესვები, ბეტა-გლუკანი Saccharomyces Cerevisiae საფუარისგან, ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), თუთიის გლუკონატი, Bacillus Clausii სპორები, არომატიზატორი, ვიტამინი B3 (ნიაცინი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინი HCI), ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი), ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი).
მჟავიანობის რეგულატორი: ლიმონმჟავა, ვიტამინი B5 (კალციუმის პანტოტენატი).
გლუტენის და ლაქტოზას გარეშე.
|
შემადგენლობა |
დღიური დოზა (10 მლ) |
NRV % ბავშვებისთვის* |
|
ველური ყვავილის თაფლი |
2.2 გრ |
*** |
|
ექინაცეა |
60 მგ |
*** |
|
ბეტა-გლუკანი |
50 მგ |
*** |
|
ვიტამინი C |
45 მგ |
100 % |
|
Bacillus Clausii სპორები |
1.5 BIL – CFU |
100 % |
|
ვიტამინი B3 |
7 მგ |
100 % |
|
თუთია |
5 მგ |
100 % |
|
ვიტამინი B5 |
3 მგ |
100 % |
|
ვიტამინი B6 |
0.7 მგ |
100 % |
|
ვიტამინი B2 |
0.7 მგ |
100 % |
|
ვიტამინი D3 |
10 მკგ (400 ს/ე) |
100 % |
|
ვიტამინი B12 |
0.8 მკგ |
100 % |
ჩვენებები:
გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც იმუნური სისტემა დასუსტებულია:
● სეზონური ცვლილებები;
● გრიპის მსგავსი და რესპირატორული სინდრომები;
● რინიტი და სინუსიტი;
● ქრონიკული ტონზილიტი და ყელის ტკივილი;
● იმუნოსუპრესორების გამოყენება;
● უჯრედის ოქსიდაციური სტრესი;
● ნაწლავის მიკრობიოტას დისბალანსი;
● B, C და D ვიტამინის დეფიციტი;
● არაჯანსაღი ცხოვრების წესი;
● ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი ინფექციები;
რეკომენდირებულიდღიური დოზა და სხვა რეკომენდაციები:
ბავშვებისთვის 1+ წლიდან.
5 მლ - დღეში ორჯერ.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
პროდუქტის მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე;
ერთ წლამდე ასაკის გამოყენებისთვის მიმართეთ ბავშვთა ექიმს.
სიფრთხილის ზომები:
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას.
საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული საკვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ტემპერატურაზე 0-25°C-ს შორის შუალედში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, სინათლისგან მოშორებით, ბნელ ადგილას. გახსნის შემდეგ პროდუქტი შეინახეთ კარგად დალუქულ მდგომარეობაში, შენახვის პირობების გათვალისწინებით.
შენახვის ვადა: 36 თვე წარმოების თარიღიდან, მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი კომპანია:
OTOSAN SRL (იტალია);
მისამართი: VIA DEGLI SCAVI, 32 47122 FORLI - ITALY
ხარისხის მართვის სისტემა სერთიფიცირებულია ISO 13485:2016 სტანდარტების მიხედვით.










