ნევრომედი რელაქსი #15კაფს
გააზიარე:
ნევრომედი რელაქსი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
ნერვული სისტემისთვის
2 კაფსულის შემადგენლობშიშედის:
- 120 მგ - კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი (Valeriana officinalis L.)
- 80მგ - სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი (Humulus lupulus L. )
- 80 მგ - პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflora incarnata L.)
კაფსულის გარსი (ჟელატინი, დამატენიანებელი საშუალებები - გლიცერინი და სორბიტოლის სიროფი, საღებავები - კალციუმის კარბონატი და რკინის ოქსიდები (ჰიდროქსიდები), სოიოს ზეთი, პალმის ზეთი, ქოქოსის ჰიდრატირებული ზეთი, მინანქრის საშუალება - ფუტკრის ცვილი, ემულგატორი - სოიოს ლეციტინი
თვისებები:
ნევრომედი რელაქსის კაფსულების აქტიური ინგრედიენტები შერჩეულია ნერვულ სისტემაზე მათი დადებითი ზემოქმედების შესაბამისად. ეს ნივთიერებები ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. გააჩნიათ დამამშვიდებელი, შფოთვის საწინააღმდეგო და საძილე ეფექტი.
ნევრომედი რელაქსის კაფსულაში შემავალი ნივთიერებები:
- ამცირებენ შფოთვას, დაძაბულობას, სტრესით გამოწვეულ სპაზმს და ტკივილს.
- აუმჯობესებენ ძილს
- ამცირებენ სიმპტომებს მენოპაუზის და პრემენოპაუზის დროს.
- აუმჯობესებს გუნება -განწყობას და ცხოვრების ხარისხს
- ხელს უწყობს ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
კატაბალახას ფესვის მშრალი ექსტრაქტი
სედაციური ეფექტი მიეკუთვნება კატაბალახას ექსტრაქტში შემავალი ვალეპოტრარების ეთერზეთს და დაშლის პროდუქტებს. კატაბალახა უზრუნველყოფს შეგვინარჩუნოს ფსიქოლოგიური წონასწორობა დაძაბულობის და სტრესის დროს , აადვილებს ჩაძინების პროცესს.
სვიის გირჩების მშრალი ექსტრაქტი
უძველესი დროიდან სვია გამოიყენებოდა უძილობის და ნერვული სისტემის პრობლემის დროს , სვიის გირჩებს გააჩნიათ ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური და ესტროგენული მოქმედება. სვია შეიცავს მწარე ნივთიერება ლუპულინს, ფლავანოიდებს, ფიტოჰორმონებს და ვიტამინებს, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტების ფუნქიის გაუმჯობესებას მომატებული ნერვული აღგზნებადობის დროს, გამოიყენება უძილობისას. ამცირებს სიმპტომებს მენოპაუზის და პრემანოპაუზის დროს .
პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი
გამოიყენება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მომატებული მგრძნობელობისა და შიშის დროს , დადგენილია მისი მსუბუქი სედაციური და დამაშვიდებელი ეფექტურობა სვიასა და კატაბალახასთან ერთად გააჩნია გამოხატული საძილე ეფექტი.
გამოყენება:
სტრესის, დაძაბულობის და მენოპაუზის პერიოდში მოზრდილებში
გამოიყენება: 1 კაფსულა 3 -ჯერ დღეში.
უძილობის დროს: 2-3 კაფსულა ძილის წინ.
არ გადააჭარბოთ დოზას.
შენახვისპირობები:
შეინახეთ მშრალ ბნელ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25 °C.
შეფუთვა: რბილი კაფსულა N 15, (7,11გ ) ბლისტერზე
მწარმოებელი: Valentis AG, CH-6982 Agno - ლუგანო, შვეიცარია.
დამზადებულია ევროკავშირში.