დოპელჰერცი სისტ.რელაქსი მელატონით#30ტ

დოპელჰერცი სისტ.რელაქსი მელატონით#30ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ბარამბო+სვია+ლავანდა+ვიტ.ბ6+მელატონინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143130
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დოპელჰერცი სისტემი რელაქსი და ძილი მელატონინთან ერთად

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს: მელატონინი – 1 მგ, მაგნეზია – 56,3 მგ, სვიის ექსტრაქტი – 120 მგ, მელისას ფოთლების ექსტრაქტი – 100 მგ, ლავანდას ყვავილების ექსტრატი – 30 მგ, ვიტამინი B6 – 0,4 მგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დანიშნულება

პროდუქტის შემადგენლობა ორგანიზმს  უზრუნველყოფს სრულფასოვანი ძილისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და მცენარეული ინგრედიენტებით.

ძილის ხარისხი დიდ გავლენას ახდენს  ფიზიკურ და გონებრივ აქტივობაზე დღის განმავლობაში. ძილის დარღვევამ, განსაკუთრებით სტრესის დროს, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე.

ძილის ხარისხის გაუმჯობესება და ძილის ლატენტური დროის შემცირება უმნიშვნელოვანესია შინაგანი სიმშვიდის მისაღწევად.

მელატონინი არის ეპიფიზის მთავარი ჰორმონი, ცირკადული რიტმის მარეგულირებელი, ახდენს ფიზიოლოგიური ძილის ნორმალიზებას, შეუძლია შეცვალოს უარყოფითი ემოციური მდგომარეობა, შეამციროს სხვადასხვა სტრესით გამოწვეული შფოთვა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ანტიოქსიდანტური აქტივობა, რომელიც  მიმართულია უჯრედის დნმ-ის დაცვაზე.

დოპელჰერცი რელაქსი და ძილის ტაბლეტები შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება სრულფასოვანი ძილისთვის: სვია, მელისა და ლავანდაცნობილია ხალხურ მედიცინაში მათი დამამშვიდებელი ეფექტით, რაც ხელს უწყობს მშვიდი ძილის აღდგენას. ეს სამი ბალახი ტრადიციულად გამოიყენება უსაფრთხო ძილისთვის მათი ბუნებრივი, არანარკოტიკული, სედატიური და ანქსიოლიზური თვისებების გამო.

ვიტამინი B6 და მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას და დაღლილობის შემცირებას.

ჩვენებები

– გაძნელებული ჩაძინება;

– ღამით ხშირი გაღვიძება; 

– სტრესული მდგომარეობები;

– ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მათ შორის კლიმაქტერული პერიოდი.

დოზირება

1 ტაბლეტი დღეში საღამოს, არ დაღეჭოთ. 

გამოშვების ფორმა 

№30 ტაბლეტი. 

მწარმოებელი

Queisser Pharma - გერმანია.