დოპელჰერცი აქტივი მატერნა + #30კაფს

დოპელჰერცი აქტივი მატერნა + #30კაფს

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ვიტ.ცე+ე+ბ1+ბ2+ბ9+ბ12
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 143129
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

დოპელჰერცი აქტივი მატერნა პლიუსი

სპეციალური ხაზი ორსულთათვის

შემადგენლობა 

ერთი კაფსულა შეიცავს: ომეგა –3 ცხიმოვანი მჟავა – 352 მგ, ბეტა-კაროტინი – 4 მგ, ვიტამინი E – 24 მგ, ვიტამინი D3 – 10 მკგ, ვიტამინი C – 160 მგ, პანტოთენის მჟავა – 12 მგ, ვიტამინი B1 – 2,4 მგ, ვიტამინი B2 – 3მგ, ვიტამინი B6 – 4 მგ, ფოლის მჟავა – 800 მკგ, ბიოტინი – 120 მკგ, ნიაცინი – 30 მგ, ვიტამინი B12 – 4 მკგ, რკინა – 28 მგ, მაგნიუმი – 120 მგ, თუთია – 10 მგ, სპილენძი – 2 მგ, იოდი – 300 მკგ.

არ შეიცავს ლაქტოზას, არ შეიცავს გლუტენს.

დანიშნულება

პროდუქტი წარმოადგენს იდეალურ ფორმულას ჩასახვის, ორსულობის და ძუძუთი კვებისთვის.

დოპელჰერცი აქტივი მატერნა საუკეთესო საშუალებაა ქალებისთვის ჩასახვის მომენტიდან ძუძუთი კვების დასრულებამდე. უახლესი სამეცნიერო შრომები აჩვენებს, რომ გარკვეული ვიტამინების, მინერალების და საკვები ნივთიერებების  მიღება ჩასახვამდე ორი თვით ადრე დადებითად აისახება მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე.

ფოლიუმისმჟავა აუცილებელია ნერვული მილის სწორად დახურვისთვის, რასაც ადგილი აქვს ორსულობის 22-დან 28 დღემდე, როდესაც ქალმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ ორსულად არის. სწორედ ამიტომ ქალებს, ურჩევენ ფოლიუმის მჟავას მიღებას ყოველდღიურად დაორსულებამდე მინიმუმ 4 კვირით ადრე.

ომეგა-3 ცხიმოვანიმჟავები, განსაკუთრებით DHA, მნიშვნელოვანია ნაყოფის თვალის და ტვინის განვითარებისთვის.

ვიტამინი C აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამცირებს რკინა-დეფიციტური ანემიის რისკს რკინის შეწოვის ხელშეწყობით. 

ვიტამინი E არის ძლიერი ანტიოქსიდანტი.

ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის ფიქსაციას ძვლებში. 

ვიტამინი B1, ნიაცინი, ვიტამინი B6 და პანთოტენისმჟავა მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკვები ნივთიერებების შეწოვაში და ენერგიის გამონთავისუფლებაში შაქრებისა და ლიპიდებისგან. 

ვიტამინი B2 აუცილებელია უჯრედების, განსაკუთრებით ნერვული უჯრედების დასაცავად. 

ვიტამინი B12 მონაწილეობს უჯრედების ზრდასა და ფუნქციონირებაში, ასევე ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობაში. 

ბიოტინი აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხს.

იოდი აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისთვის, რომელთა მოქმედება აკონტროლებს ზრდას, ნივთიერებათა ცვლას და ნაყოფის ტვინის და ძვლების განვითარებას.

რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის და ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის. ორსულობის დროს რკინის საჭიროება ორმაგდება.

თუთია ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას უჯრედების რეგენერაციასა და დაცვაში. C ვიტამინთან ერთად აძლიერებს იმუნურ სისტემას.

მაგნიუმი ააქტიურებს რამდენიმე ფერმენტს, გავლენას ახდენს ენერგიის მეტაბოლიზმზე და ნეიროკუნთოვანი სისტემის მუშაობაზე.

დოზირება

მიიღება ორსულობის მოსამზადებელ პერიოდში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 1 კაფს 2-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა 

№30 კაფსულა.

მწარმოებელი 

Queisser Pharma - გერმანია.