დოპელჰერც სისტემი კოლაგენ+ #30ა
გააზიარე:
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი პლიუსი დასალევი ამპულა
მზა დასალევი ამპულები ტყის კენკრის არომატით
შემადგენლობა
ერთი ამპულა შეიცავს: კოლაგენჰიდროლიზატი (ცხოველური წარმოშობის ) – 11 გ, ქონდროიტინის სულფატი (ცხოველური წარმოშობის) - 100 მგ, ვიტამინი C – 60 მგ, ვიტამინი D3 -5 მკგ, სელენი - 16.5 მგ, სპილენძი - 0.3 მგ.
დანიშნულება
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი შეიცავს ვიტამინებისა და მიკროელემენტების კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობას.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, მათ შორის დაბალანსებული დიეტა მნიშვნელოვანია სახსრების კომფორტისა და მობილობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში.
დოპელჰერცი სისტემი კოლაგენი შეიცავს ვიტამინებს და მიკროელემენტებს, რომლებიც ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობას და უჯრედების ეფექტურ დაცვას. გარდა ამისა, შეიცავს 11 გ კოლაგენის ჰიდროლიზატს და 100 მგ ქონდროიტინის სულფატს, რომლებიც ხრტილისა და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტებია.
კოლაგენი შემაერთებელი ქსოვილის მთავარი კომპონენტია. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლიგატების, მყესების, ხრტილებისა და ძვლების ფუნქციონირებაში.
ვიტამინი C ხელს უწყობს ენდოგენური კოლაგენის ნორმალურ სინთეზს, ხრტილების და ძვლების გამართულ ფუნქციონირებას. ასევე იცავს უჯრედებს ოქსიდანტური სტრესისგან.
სპილენძი უზრუნველყოფს ჯანსაღი შემაერთებელი ქსოვილების შენარჩუნებას, რაც მნიშვნელოვანია კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის.
სელენი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.
ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ხელს უწყობს კუნთების და იმუნური სისტემის მუშაობას.
ქონდროიტინი არის პროტეოგლიკანების ერთ-ერთი სამშენებლო სუბსტანცია, რომელიც ქმნის ხრტილს და აძლევს მას მდგრადობას გაჭიმვებისა და შეკუმშვების დროს.
ჩვენება
– ხერხემლის და სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
– პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი, ოსტეოართროზი;
– მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
– ოსტეოქონდროზი;
– კოქსართროზი;
– სპონდილიტი;
– სპონდილოზი;
– ოსტეოპოროზი, პაროდონტოპათია;
– ტრავმისა და მოტეხილობის შემდგომი პერიოდი;
– სპორტი და ფიზიკური აქტივობა.
დოზირება
მიიღება მოზრდილებში1 დასალევი ამპულა დღეში, გამოყენებამდე ამპულა შეანჯღრიეთ.
გამოშვების ფორმა
№30 ამპულა ტყის კენკრის არომატით.
მწარმოებელი
Queisser Pharma - გერმანია.