ვანკომიცინი(ვანკოტექსი)1გ#1ფლ
გააზიარე:
სარეკომენდაციო ვერსია
შეფუთვის ფურცელი : ინფორმაცია პაციენტისთვის
ვანკოტექსი 500 მგ ფხვნილი კონცენტრატისთვის ინტრავენური საინფუზიო და პერორალური გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად
ვანკოტექსი 1 გ ფხვნილი კონცენტრატისთვის ინტრავენური საინფუზიო და პერორალური გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად
ვანკომიცინი
გენერიკული პრეპარატი
ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, სანამ დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას
- შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.
- თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
- ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
- თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან მედდას. იხილეთ ნაწილი 4.
რა წერია ამ ფურცელში :
I. რა არის ვანკოტექსი და რისთვის გამოიყენება;
2. რა უნდა იცოდეთ ვანკოტექსის მიღებამდე;
3. როგორ მიიღება ვანკოტექსი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;
5. როგორ ინახება ვანკოტექსი
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
1. რა არის ვანკოტექსი და რისთვის გამოიყენება
ვანკოტექსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ჯგუფს, სახელწოდებით "გლიკოპეპტიდები". ვანკოტექსი მოქმედებს ინფექციების გამომწვევი გარკვეული ბაქტერიების განადგურებით.
ვანკოტექსის ფხვნილი მზადდება ინტრავენური საინფუზიო ხსნარის ან პერორალური ხსნარის სახით.
ვანკოტექსი გამოიყენება ინფუზიით ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემდეგი სერიოზული ინფექციების სამკურნალოდ:
- კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები.
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები.
- ფილტვების ინფექცია სახელწოდებით "პნევმონია".
- გულის შიდა ლორწოვანი გარსის ინფექცია (ენდოკარდიტი) და ენდოკარდიტის პრევენცია რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში ძირითადი ქირურგიული პროცედურების გავლისას.
- ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექცია
- ინფექცია სისხლში, რომელიც დაკავშირებულია ზემოთ ჩამოთვლილ ინფექციებთან.
ვანკოტექსი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში წვრილი და მსხვილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ინფექციის სამკურნალოდ ლორწოვანის დაზიანებით (ფსევდომემბრანული კოლიტი), რომელიც გამოწვეულია Clostridium difficile ბაქტერიით.
2. რა უნდა იცოდეთ ვანკოტექსი ს მიღებამდე
არ მიიღოთ ვანკოტექსი
- თუ ალერგიული ხართ ვანკომიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ვანკოტექსის გამოყენებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს ან მედდას, თუ:
- თქვენ ადრე გქონდათ ალერგიული რეაქცია ტეიკოპლანინზე, რადგან ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ ასევე ალერგიული ხართ ვანკოტექსზე.
- გაქვთ სმენის დარღვევა, განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული (მკურნალობის დროს შესაძლოა დაგჭირდეთ სმენის ტესტები).
- გაქვთ თირკმლის უკმარისობა (მკურნალობის დროს დაგჭირდებათ სისხლისა და თირკმელების გამოკვლევა).
- იღებთ ვანკოტექსს ინტრავენური ინფუზიით დიარეის სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია Clostridium difficile-ს ინფექციასთან, პერორალური მიღების ნაცვლად.
- ვანკომიცინის მიღების შემდეგ ოდესმე გქონიათ ძლიერი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, ბუშტუკები და პირის ღრუში წყლულები.
კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლის რეაქცია ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით (DRESS) და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP) აღწერილია ვანკომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებით. შეწყვიტეთ ვანკომიცინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მე-4 ნაწილში აღწერილი რომელიმე სიმპტომს.
დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაკარგვა ვანკომიცინის თვალში ინექცირების შემდეგ.
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს ან მედდას ვანკოტექსით მკურნალობის დროს, თუ:
- იღებთ ვანკოტექსს დიდი ხნის განმავლობაში (მკურნალობის დროს შეიძლება დაგჭირდეთ სისხლის, ღვიძლისა და თირკმელების ანალიზი);
- მკურნალობის დროს განვითარდა კანის რაიმე რეაქცია;
- განვითარდა მძიმე ან გახანგრძლივებული დიარეა ვანკოტექსის მიღების დროს ან შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. ეს შეიძლება იყოს მსხვილი ნაწლავის ანთების (ფსევდომემბრანული კოლიტის) ნიშანი, რომელიც შეიძლება განვითარდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ.
ბავშვები
ვანკოტექსი გამოყენებული იქნება განსაკუთრებული ყურადღებით დღენაკლულებში და ახალშობილებში, რადგან მათი თირკმელები ბოლომდე არ არის განვითარებული და შეუძლება ვანკოტექსი დაგროვდეს სისხლში. ამ ასაკობრივ ჯგუფს შეიძლება დასჭირდეს სისხლის ანალიზები სისხლში ვანკოტექსის დონის კონტროლისთვის. ვანკოტექსისა და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული გამოყენება დაკავშირებულია კანის სიწითლესთან (ერითემა) და ალერგიულ რეაქციებთან ბავშვებში.
ანალოგიურად, სხვა სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები („ასს“, მაგ., იბუპროფენი) ან ამფოტერიცინ B (პრეპარატი სოკოვანი ინფექციისთვის) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს თირკმელების დაზიანების რისკი და, შესაბამისად, შეიძლება საჭირო იყოს უფრო ხშირი სისხლისა და თირკმელების ანალიზების ჩატარება.
სხვა მედიკამენტები და ვანკოტექსი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ვანკოტექსის მიღებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
- საანესთეზიო საშუალებები
- სოკოვანი ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (ამფოტერიცინი B)
- კიბოს სამკურნალო მედიკამენტები (ცისპლატინი)
- ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალო მედიკამენტები (პიპერაცილინი/ტაზობაქტამი, პოლიმიქსინი B, კოლისტინი, ბაციტრაცინი, ამინოგლიკოზიდები)
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად („აასს“, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები).
ორსულობა , ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს, თუ ხართ ორსულად, ცდილობთ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავთ. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ვანკოტექსი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ძუძუთი კვების შეწყვეტა.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
გვერდითი ეფექტები ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ცნობილი არ არის.
3. როგორ მიიღება ვანკოტექსი
საავადმყოფოში ყოფნისას სამედიცინო პერსონალი მოგცემთ ვანკოტექსს. თქვენი ექიმი გადაწყვეტს ამ მედიკამენტის რაოდენობას დღეში და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
დოზირება
დოზა დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- ასაკი,
- წონა,
- ინფექციის სახეობა,
- თირკმელების ფუნქცია,
- სმენის უნარი,
- ნებისმიერი სხვა მედიკამენტი, რომელსაც შესაძლოა იღებდეთ.
ინტრავენური შეყვანა
მოზრდილები და მოზარდები (12 წლის და ზემოთ )
დოზა გამოითვლება თქვენი სხეულის წონის მიხედვით. ჩვეულებრივი საინფუზიო დოზა არის 15-დან 20 მგ-მდე სხეულის წონის ყოველ კგ-ზე. ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 8-12 საათში. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს საწყისი დოზის გამოყენება 30 მგ-მდე სხეულის წონის ყოველ კგ-ზე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
გამოყენება ბავშვებში
ერთითვიდან 12 წლამდეასაკისბავშვები
დოზა გამოითვლება თქვენი სხეულის წონის მიხედვით. ჩვეულებრივი ინტრავენური ინფუზიის დოზა არის 10-15 მგ ყოველ კგ სხეულის მასაზე. ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 6 საათში ერთხელ.
დღენაკლულიდავადაში დაბადებულიახალშობილები (0-დან 27 დღემდდე)
დოზა გამოითვლება პოსტმენსტრუალური ასაკის მიხედვით (ბოლო მენსტრუაციის პირველ დღესა და დაბადებას (გესტაციური ასაკი) შორის დრო, პლუს დაბადების შემდეგ გასული დრო (მშობიარობის შემდგომი ასაკი).
ხანდაზმულებს, ორსულებს და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებს, მათ შორის დიალიზზე მყოფებს, შეიძლება დასჭირდეთ განსხვავებული დოზა.
პერორალური მიღება
მოზრდილები და მოზარდები (12- დან 18 წლამდე )
რეკომენდებული დოზა არის 125 მგ ყოველ 6 საათში. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს უფრო მაღალი დღიური დოზის გამოყენება 500 მგ-მდე ყოველ 6 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
თუ მანამდე აღინიშნა ეპიზოდები (ლორწოვანი გარსის ინფექცია), შეიძლება დაგჭირდეთ განსხვავებული დოზა და განსხვავებული თერაპიის ხანგრძლივობა.
გამოყენება ბავშვებში
ახალშობილები, ჩვილებიდა 12 წლამდეასაკისბავშვები
რეკომენდებული დოზა არის 10 მგ ყოველ კგ სხეულის მასაზე. ჩვეულებრივ ინიშნება ყოველ 6 საათში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
გამოყენების წესი
ინტრავენური ინფუზია ნიშნავს, რომ სამკურნალო პროდუქტი საინფუზიო ბოთლიდან ან ჩანთიდან მილის მეშვეობით გადადის ერთ-ერთ სისხლძარღვში და თქვენს ორგანიზმში. თქვენი ექიმი ან ექთანი ყოველთვის შეიყვანს ვანკოტექსს სისხლში და არა კუნთში.
ვანკოტექსი შეჰყავთ ვენაში მინიმუმ 60 წუთის განმავლობაში.
კუჭის მხრივ დარღვევების (ე.წ. ფსევდომემბრანული კოლიტის) სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება პერორალური ხსნარის სახით (მედიკამენტს მიიღებთ პერორალურად).
მკურნალობისხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციაზე და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირა.
თერაპიის ხანგრძლივობა შეიძლება განსხვავდებოდეს მკურნალობაზე ინდივიდუალური პასუხის მიხედვით.
მკურნალობის დროს შეიძლება ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზი, შარდის ანალიზი და სმენის ტესტები შესაძლო გვერდითი ეფექტების ნიშნების გამოსავლენად.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ვანკომიცინის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს:
- · არაამოწეული, წერტილის ფორმის ან წრიული მოწითალო ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, პირის ღრუს, ყელის, ცხვირის, სასქესო ორგანოების და თვალების მიდამოებში წყლულები. აღნიშნულ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები (სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).
- · ფართოდ გავრცელებული გამონაყარი, სხეულის მაღალი ტემპერატურა და გადიდებული ლიმფური კვანძები (DRESS სინდრომი ან წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობის სინდრომი).
- · დიფუზური, წითელი გამონაყარი კანქვეშ ამობურცულობით და ბუშტუკებით, რომელსაც თან ახლავს ცხელება მკურნალობის დასაწყისში (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი).
ვანკოტესმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები , თუმცა სერიოზული ალერგიული რეაქციები ( ანაფილაქსიური შოკი ) იშვიათია . დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს , თუ განვითარდა რაიმე უეცარი ხიხინი , სუნთქვის გაძნელება , სიწითლე სხეულის ზედა ნაწილზე , გამონაყარი ან ქავილი .
ვანკოტექსის აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უმნიშვნელოა. თუმცა, თუ გაქვთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დაღვევა, განსაკუთრებით, თუ თქვენ ასევე გაქვთ თირკმელების დარღვევა, გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვანკოტექსის ინფუზიით შეყვანისას.
ხშირი გვერდითი მოვლენები ( შეიძლება განვითარდეს 10- დან 1- მდე ადამიანში ):
- არტერიული წნევის დაცემა
- სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა (მაღალი ხმა, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების ზედა ნაწილში ჰაერის ნაკადის შეფერხებით)
- გამონაყარი და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, ქავილი, გამონაყარი ქავილით, ჭინჭრის ციება
- თირკმელების პრობლემები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს უპირველეს ყოვლისა სისხლის ანალიზით
- სხეულის ზედა ნაწილისა და სახის სიწითლე, ვენის ანთება
არახშირი გვერდითი მოვლენები ( შეიძლება განვითარდეს 100- დან 1- მდე ადამიანში ):
- სმენის დროებითი ან მუდმივი დაკარგვა
იშვიათი გვერდითი მოვლენები ( შეიძლება განვითარდეს 1000- დან 1- მდე ადამიანში ):
- სისხლის თეთრი უჯრედების, სისხლის წითელი უჯრედების და თრომბოციტების შემცირება (სისხლის უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სისხლის შედედებაზე)
- სისხლში ზოგიერთი თეთრი უჯრედის მატება.
- წონასწორობის დაკარგვა, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა
- სისხლძარღვის ანთება
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება)
- თირკმელების ანთება და თირკმელების უკმარისობა
- ტკივილი გულმკერდისა და ზურგის კუნთებში
- ცხელება, შემცივნება
ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები ( შეიძლება განვითარდეს 10000- დან 1- მდე ადამიანში ):
- კანის ძლიერი ალერგიული რეაქციის უეცარი განვითარება ბუშტუკების წარმოქმნით ან კანის აქერცვლით. ეს შეიძლება ასოცირებული იყოს მაღალ სიცხესთან და სახსრების ტკივილთან
- გულის გაჩერება
- ნაწლავის ანთება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და დიარეას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- ღებინება, დიარეა
- დაბნეულობა, ძილიანობა, ენერგიის ნაკლებობა, შეშუპება, სითხის შეკავება, შარდის შემცირება
- გამონაყარი შეშუპებით ან ტკივილით ყურების უკან, კისრის, საზარდულის მიდამოში, ნიკაპის და იღლიის ქვეშ (გადიდებული ლიმფური კვანძები), სისხლისა და ღვიძლის ფუნქციის ტესტების დარღვევა.
- გამონაყარი ბუშტუკებით და ცხელებით.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი ეფექტები უშუალოდ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით https://www.aifa.gov.it/content/segnalazioni-reazioni-avverse. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
5. როგორ ინახება ვანკოტექსი
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე 'EXP'-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვანკოტექსი 500 მგ
აქტიური ნივთიერება არის ვანკომიცინი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 500 მგ ვანკომიცინს (ჰიდროქლორიდს), რაც 500000 სე ვანკომიცინის ექვივალენტურია
რას შეიცავს ვანკოტექსი 1 გ
აქტიური ნივთიერება არის ვანკომიცინი. თითოეული ფლაკონი შეიცავს 1 გ ვანკომიცინს (ჰიდროქლორიდს), რაც 1.000.000 სე ვანკომიცინის ექვივალენტურია
ვანკოტექსის გარეგნობა და შეფუთვის შიგთავსი
ვანკოტექსი 500 მგ ფხვნილი კონცენტრატისთვის ინტრავენური საინფუზიო და პერორალური გამოყენების ხსნარირის მოსამზადებლად
შეფუთვა 1 ფლაკონი/10 ფლაკონი, თითოეული 500 მგ ფხვნილით
ვანკოტექსი 1 გ ფხვნილი კონცენტრატისთვის ინტრავენური საინფუზიო და პერორალური გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად
1 ფლაკონის შეფუთვა 1 გ ფხვნილით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Phannatex Italia Sri- Via S. Paolo, I -20121 Milan- იტალია
მწარმოებელი
Fisiopharma srl - Nucleo Industriale - 84020 Palomonte (SA), იტალია
ეს ფურცელი ბოლოს დამტკიცდა
2021 წლის 17 სექტემბერი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ინფორმაციის სხვა წყაროები
რეკომენდაცია/სამედიცინო განათლება
ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ისინი არაეფექტურია ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. თუ ექიმმა დაგინიშნათ ანტიბიოტიკები, ისინი ზუსტად თქვენი ამჟამინდელი დაავადების გამო გჭირდებათ. ანტიბიოტიკების მიუხედავად, ზოგიერთი ბაქტერია შეიძლება გადარჩეს ან გაიზარდოს. ამ ფენომენს რეზისტენტობას უწოდებენ: ზოგიერთი ანტიბიოტიკოთერაპია არაეფექტური ხდება. ანტიბიოტიკების ბოროტად გამოყენება ზრდის რეზისტენტობას. თქვენ შეიძლება დაეხმაროთ კიდეც ბაქტერიებს ახდნენ რეზისტენტული და, შესაბამისად, დაყოვნდეს თქვენი განკურნება ან შემცირდეს ანტიბიოტიკების ეფექტურობა, თუ შესაბამისად არ დაიცავთ:
- დოზას
- განრიგს
- მკურნალობის ხანგრძლივობას
შესაბამისად, ამ პრეპარატის ეფექტურობის შესანარჩუნებლად:
1 - გამოიყენეთ ანტიბიოტიკები მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
2 - მკაცრად დაიცავით დანიშნულება.
3 - არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი სამედიცინო დანიშნულების გარეშე, მაშინაც კი, თუ გსურთ მსგავსი დაავადების მკურნალობა.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ექიმებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
საჭიროების შემთხვევაში, ვანკომიცინი უნდა დაინიშნოს სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან ერთად.
ინტრავენური შეყვანა
დატვირთვის დოზა უნდა ეფუძნებოდეს სხეულის მთლიან წონას. დოზის თანმიმდევრული კორექცია უნდა ეფუძნებოდეს სისხლში კონცენტრაციას, რათა მიღწეული იყოს სამიზნე თერაპიული კონცენტრაციები. თირკმელების ფუნქცია მხედველობაში უნდა იქნას მიღებული თანმიმდევრული დოზებისა და შეყვანის ინტერვალის დროს.
12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები
რეკომენდებული დოზა არის 15-დან 20 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 8-12 სთ-ში (არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს დოზაზე).
სერიოზულად დაავადებულ პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას 25-30 მგ/კგ სხეულის მასაზე დატვირთვის დოზა მიზნის სწრაფად მისაღწევად სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციით.
ჩვილები და ბავშვები ერთი თვიდან 12 წლამდე:
რეკომენდებული დოზა არის 10-დან 15 მგ/კგ სხეულის მასაზე ყოველ 6 საათში (იხ. ნაწილი 4.4).
ვადაში დაბადებული ახალშობილები (დაბადებიდან მშობიარობის შემდგომი ასაკის 27 დღემდე) და ნაადრევი ახალშობილები (დაბადებიდან მშობიარობის მოსალოდნელ თარიღამდე პლუს 27 დღე)
ახალშობილებისთვის დოზირების რეჟიმის დასადგენად საჭიროა ახალშობილთა მენეჯმენტში გამოცდილი ექიმის რჩევა.
ახალშობილებში ვანკომიცინის დოზირების შესაძლო გზა ილუსტრირებულია შემდეგ ცხრილში (იხ. ნაწილი 4.4):
|
პმა (კვირები) |
დოზა (მგ/კგ) |
შეყვანის ინტერვალი (სთ) |
|
<29 |
15 |
24 |
|
29-35 |
15 |
12 |
|
>35 |
15 |
8 |
პმა: პოსტმენსტრუალური ასაკი [(დრო გასული ბოლო მენსტრუაციის პირველ დღესა და დაბადებას შორის (გესტაციური ასაკი) პლუს დაბადების შემდეგ გასული დრო (მშობიარობის შემდგომი ასაკი)].
ბაქტერიული ენდოკარდიტის პერიოპერაციული პროფილაქტიკა ყველა ასაკობრივ ჯგუფში
რეკომენდებული დოზა არის 15 მგ/კგ დატვირთვის დოზა ანესთეზიის ინდუქციამდე. ოპერაციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინის სხვა დოზა.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. ნებისმიერ შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს მორგებული ინფექციის ტიპისა და სიმძიმის და ინდივიდუალური კლინიკური პასუხის მიხედვით.
|
ჩვენება |
მკურნალობის ხანგრძლივობა |
|
კანისა და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები - არანეკროზული - ნეკროზული |
7-დან 14 დღემდე 4-დან 6 კვირამდე* |
|
ძვლებისა და სახსრების ინფექციები |
4-დან 6 კვირამდე* |
|
საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია |
7-დან 14 დღემდე |
|
ნოზოკომიური პნევმონია, მათ შორის ვენტილაციათან დაკავშირებული პნევმონია |
7-დან 14 დღემდე |
|
ინფექციური ენდოკარდიტი |
4-დან 6 კვირამდე*** |
|
მწვავე ბაქტერიული მენინგიტი |
10-21 დღე |
*გააგრძელეთ მანამ, სანამ საჭირო არ იქნება შემდგომი ქირურგიული დამუშავება, არ გაუმჯობესდება პაციენტის კლინიკური მდგომარეობა და პაციენტი არ გახდება აფებრილური 48-72 საათის განმავლობაში
** სახსრის პროთეზური ინფექციების დროს უნდა განიხილებოდეს პერორალური სუპრესიული მკურნალობის უფრო ხანგრძლივი კურსები მითითებული ანტიბიოტიკებით
***კომბინირებული თერაპიის ხანგრძლივობა და საჭიროება ემყარება სარქვლის ტიპსა და ორგანიზმს.
სპეციალური პოპულაციები
ხანდაზმულები
შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დაბალი შემანარჩუნებელი დოზები თირკმლის ფუნქციის ასაკთან დაკავშირებული შემცირების გამო.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ და პედიატრიულ პაციენტებში განხილული უნდა იყოს დატვირთვის დოზა, რომელიც განისაზღვრება სისხლში ვანკომიცინის დონის მიხედვით, და არა დაგეგმილი დოზირების რეჟიმით, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით ან იმ პირებში, რომლებიც იმყოფებიან თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, რამდენიმე ცვლადი ფაქტორის გამო, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ვანკომიცინის დონეზე.
პაციენტებში თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობით, დატვირთვის დოზა არ უნდა შემცირდეს. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში მიზანშეწონილია შეყვანის ინტერვალის გახანგრძლივება, და არა ყოველდღიურად უფრო ნაკლები დოზების შეყვანა.
სათანადოდ უნდა იყოს განახილული ისეთი პრეპარატების ერთდროული მიღება, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ ვანკომიცინის კლირენსი და/ან გააძლიერონ მისი არასასურველი ეფექტები (იხ. ნაწილი 4.4).
ვანკომიცინი ცუდად დიალიზდება პერიოდული ჰემოდიალიზის დროს. თუმცა, როგორც მაღალი ნაკადის მემბრანების, ასევე თირკმლის უწყვეტი ჩანაცვლებითი თერაპიის გამოყენება ზრდის ვანკომიცინის კლირენსს და ზოგადად საჭიროებს ჩანაცვლებით დოზას (ჩვეულებრივ ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ პერიოდული ჰემოდიალიზის შემთხვევაში).
მოზრდილები
დოზის კორექცია მოზრდილებში შეიძლება გამოითვალოს გლომერულური ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის გამოყენებით, შემდეგი ფორმულით:
მამაკაცები: [წონა (კგ) x 140 - ასაკი (წლები)]/ 72 x შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
ქალები: 0,85 x მნიშვნელობა გამოითვლება ზემოაღნიშნული ფორმულით.
ჩვეულებრივი დატვირთვის დოზა მოზრდილებში არის 15-დან 20 მგ/კგ-მდე, რომელიც შეიძლება დაინიშნოს ყოველ 24 საათში პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 20-დან 49 მლ/წთ-მდე. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები) ან თირკმელების ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, თანმიმდევრული დოზების შესაბამისი განრიგი და რაოდენობა დიდად არის დამოკიდებული თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მოდალობაზე და უნდა ეფუძნებოდეს სისხლში ვანკომიცინის დონეს და თირკმელების ნარჩენ ფუნქციას. (იხ. ნაწილი 4.4). კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თანმიმდევრული დოზა შეიძლება შეჩერდეს ვანკომიცინის დონის შედეგების მოლოდინში.
თირკმლის უკმარისობის მქონე კრიტიკულად დაავადებულ პაციენტში საწყისი დატვირთვის დოზა (25-30 მგ/კგ) არ უნდა შემცირდეს.
პედიატრიული მოსახლეობა
დოზის კორექცია 1 წლის და უფროსი ასაკის პედიატრიულ პაციენტებში შეიძლება ემყარებოდეს გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიხშირეს და გამოითვალოს შესწორებული შვარცის ფორმულით:
გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიხშირე (მლ/წთ/1.73 მ2)=(სიმაღლე სმ-ში x 0.413)/შრატის კრეატინინი (მგ/დლ)
გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიხშირე (მლ/წთ/1.73 მ2)=(სიმაღლე სმ x 36,2/შრატის კრეატინინი (მკმოლ/ლ)
ახალშობილთა და 1 წლამდე ასაკის ჩვილებისთვის საჭიროა ექსპერტული რჩევა, რადგან შვარცის განახლებული ფორმულა არ გამოიყენება.
პედიატრიული პოპულაციისთვის ინდიკატური დოზირების რეკომენდაციები ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ცხრილში და ემყარება იმავე პრინციპებს, რაც გამოიყენება ზრდასრულ პაციენტებში.
|
გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (მლ/წთ/1,73 მ2) |
ი.ვ. დოზა |
სიხშირე |
|
50-30 |
15 მგ/კგ |
ყოველ 12 საათში |
|
29-10 |
15 მგ/კგ |
ყოველ 24 საათში |
|
<10 |
10-15 მგ/კგ |
დოზის განმეორებით მიღება დონის მიხედვით* |
|
პერიოდული ჰემოდიალიზი |
||
|
პერიტონეალური დიალიზი |
||
|
თირკმელების უწყვეტი ჩანაცვლებითი თერაპია |
15 მგ/კგ |
დოზის განმეორებით მიღება დონის მიხედვით* |
*შესაბამისი განრიგი და თანმიმდევრული დოზების რაოდენობა დიდად არის დამოკიდებული თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპიის მოდალობაზე და უნდა ეფუძნებოდეს სისხლში ვანკომიცინის დონეს, რომელიც მიღებულ იქნა დოზირებამდე და თირკმელების ნარჩენ ფუნქციაზე. კლინიკური ვითარების მიხედვით, თანმიმდევრული დოზა შეიძლება შეჩერდეს ვანკომიცინის დონის შედეგების მოლოდინში.
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ორსულობა
ორსულ ქალებში შრატში თერაპიული კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება საჭირო გახდეს მნიშვნელოვნად გაზრდილი დოზები (იხ. ნაწილი 4.6).
ჭარბწონიანი პაციენტები
ჭარბწონიან პაციენტებში დატვირთვის დოზა ინდივიდუალურად უნდა დარეგულირდეს სხეულის მთლიანი წონის მიხედვით, როგორც ეს ხდება არა ჭარბწონიან პაციენტებში.
პერორალური მიღება
12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტები
Clostridium difficile-ს ინფექციის მკურნალობა:
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა არის 125 მგ ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში არამძიმე Clostridium difficile-ს ინფექციის პირველი ეპიზოდის დროს. ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 500 მგ-მდე ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში მძიმე ან გართულებული დაავადების შემთხვევაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
მრავალჯერადი რეციდივების მქონე პაციენტებში შეიძლება განიხილებოდეს Clostridium difficile-ს ინფექციის მიმდინარე ეპიზოდის მკურნალობა ვანკომიცინით, 125 მგ ოთხჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დოზა თანდათან მცირდება 125 მგ-მდე დღეში, ან მწყობრი რეჟიმით, ანუ 125-500 მგ/დღეში ყოველ 2-3 დღეში მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში.
ახალშობილები, ჩვილები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები
ვანკომიცინის რეკომენდებული დოზა არის 10 მგ/კგ პერორალურად ყოველ 6 საათში 10 დღის განმავლობაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
შეიძლება საჭირო გახდეს ვანკომიცინით მკურნალობის ხანგრძლივობის კორექტირება ცალკეული პაციენტების კლინიკური კურსის მიხედვით. შეძლებისდაგვარად უნდა შეწყდეს ანტიბაქტერიული საშუალების გამოყენება, რომლებმაც სავარაუდოდ გამოიწვიეს Clostridium difficile-ს ინფექცია.
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სითხისა და ელექტროლიტების ადეკვატური ჩანაცვლება.
შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი
თერაპიული პრეპარატების მონიტორინგის სიხშირე ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს კლინიკური ვითარებისა და მკურნალობაზე პასუხის მიხედვით, ყოველდღიური ნიმუშების აღებით, რაც შეიძლება საჭირო გახდეს ზოგიერთ ჰემოდინამიურად არასტაბილურ პაციენტში და მინიმუმ კვირაში ერთხელ სტაბილურ პაციენტებში, რომლებიც აჩვენებენ პასუხს მკურნალობაზე. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ვანკომიცინის კონცენტრაცია შრატში უნდა შემოწმდეს მკურნალობის მეორე დღეს, უშუალოდ მომდევნო დოზის მიღებამდე.
პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან პერიოდულ ჰემოდიალიზზე, ვანკომიცინის დონე ჩვეულებრივ უნდა განისაზღვროს ჰემოდიალიზის დაწყებამდე.
პერორალური მიღების შემდეგ უნდა ჩატარდეს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი ნაწლავის ანთებითი დარღვევების მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4).
სისხლში ვანკომიცინის დონის მინიმალური თერაპიული პიკი ჩვეულებრივ უნდა იყოს 10-20 მგ/ლ, დამოკიდებულია ინფექციის ადგილზე და პათოგენის მგრძნობელობაზე. მინიმალური მნიშვნელობები 15-20 მგ/ლ ზოგადად რეკომენდებულია კლინიკური ლაბორატორიების მიერ, რათა უკეთ მოიცვას პათოგენები, რომლებიც კლასიფიცირდება, როგორც მგრძნობიარე მიკ >1 მგ/ლ-ით. (იხ. ნაწილები 4.4 და 5.1).
მოდელზე დაფუძნებული მეთოდები შეიძლება სასარგებლო იყოს ინდივიდუალური დოზის საჭიროების შესაფასებლად ადექვატური AUC-ის მისაღწევად. მოდელზე დაფუძნებული მიდგომა შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პერსონალიზებული საწყისი დოზის გამოსათვლელად, ასევე დოზის კორექტირებისთვის თერაპიული პრეპარატის მონიტორინგის შედეგების საფუძველზე (იხ. ნაწილი 5.1).
შეყვანის წესი
ინტრავენური შეყვანა
ინტრავენური ვანკომიცინი ჩვეულებრივ შეჰყავთ წყვეტილი ინფუზიის სახით და დოზირების რეკომენდაციები, რომლებიც მოცემულია ამ ნაწილში ინტრავენური გზით შესაყვანად, შეესაბამება ამ ტიპის შეყვანას.
ვანკომიცინი უნდა შეიყვანოთ მხოლოდ ნელი ინტრავენური ინფუზიით მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში ან მაქსიმალური სიჩქარით 10 მგ/წთ (რომელიც უფრო გრძელია) და უნდა იყოს საკმარისად განზავებული (მინიმუმ 100 მლ ყოველ 500 მგ-ზე ან მინიმუმ 200 მლ ყოველ 1000 მგ-ზე) (იხ. ნაწილი 4.4).
პაციენტებს, რომლებშიც სითხის მიღება შეზღუდული უნდა იყოს, ასევე შეუძლიათ მიიღონ ხსნარი 500 მგ/50 მლ ან 1000 მგ/100 მლ, თუმცა ინფუზიასთან დაკავშირებული არასასურველი ეფექტების რისკი შეიძლება გაიზარდოს ასეთი მაღალი კონცენტრაციით.
ხსნარის მომზადების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 6.6.
შეიძლება რეკომენდებული იყოს ვანკომიცინის უწყვეტი ინფუზია, მაგ. ვანკომიცინის არასტაბილური კლირენსის მქონე პაციენტებში.
პერორალური მიღება
ერთი ფლაკონის შემცველობა (500 მგ) შეიძლება განზავდეს დაახლოებით 50 მლ წყალში და მიეცეს პაციენტს პერორალურად ან ნაზოგასტრული მილით.
ნეფროტოქსიკურობა
ვანკომიცინი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარისობის, მათ შორის ანურიის მქონე პაციენტებში, რადგან ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი გაცილებით მაღალია სისხლში ხანგრძლივი მაღალი კონცენტრაციის არსებობისას. ტოქსიკურობის რისკი იზრდება სისხლში მაღალი კონცენტრაციით ან გახანგრძლივებული თერაპიით.
სისხლში ვანკომიცინის დონის რეგულარული მონიტორინგი ნაჩვენებია მაღალი დოზებით თერაპიისა და ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის დისფუნქციით ან სმენის დარღვევით, აგრეთვე ნეფროტოქსიური ან ოტოტოქსიური ნივთიერებების ერთდროული მიღებისას (იხ. ნაწილი 4.2).
პედიატრიული მოსახლეობა
ამჟამინდელი ინტრავენური დოზირების რეკომენდაციების შედეგად პედიატრიულ პოპულაციაში, განსაკუთრებით 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, შეიძლება აღინიშნოს ვანკომიცინის სუბთერაპიული დონეები ბავშვების მნიშვნელოვან რაოდენობაში. თუმცა, ვანკომიცინის გაზრდილი დოზის უსაფრთხოება არ არის სათანადოდ შეფასებული და შესაბამისად, დღეში 60 მგ/კგ-ზე მაღალი დოზები ზოგადად რეკომენდებული არ არის.
ვანკომიცინი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება დღენაკლულ ახალშობილებში და მცირეწლოვან ჩვილებში მათი თირკმლის მოუმწიფებლობისა და სისხლში ვანკომიცინის კონცენტრაციის შესაძლო ზრდის გამო. ამიტომ ამ ბავშვებში ვანკომიცინის კონცენტრაცია სისხლში გულდასმით უნდა შემოწმდეს. ვანკომიცინის და საანესთეზიო საშუალებების ერთდროული მიღება დაკავშირებულია ერითემასთან და ჰისტამინის მსგავს გამონაყართან ბავშვებში. ანალოგიურად, ნეფროტოქსიურ აგენტებთან ერთდროული გამოყენება, როგორიცაა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., იბუპროფენი არტერიული სადინრის დახურვისთვის) ან ამფოტერიცინ B, ასოცირდება ნეფროტოქსიურობის გაზრდილ რისკთან (იხ. პუნქტი 4.5) და, შესაბამისად, რეკომენდებულია შრატში ვანკომიცინის დონის და თირკმლის ფუნქციის უფრო ხშირი მონიტორინგი.
გამოყენება ხანდაზმულებში
გლომერულური ფილტრაციის ბუნებრივმა შემცირებამ ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მომატება, თუ დოზა არ არის კორექტირებული (იხ. ნაწილი 4.2).
პრეპარატის ურთიერთქმედება საანესთეზიო საშუალებებთან
ანესთეზიით გამოწვეული მიოკარდიუმის დეპრესია შეიძლება გააძლიეროს ვანკომიცინმა. ანესთეზიის დროს, დოზები უნდა იყოს კარგად განზავებული და შეყვანილი ნელა გულის მჭიდრო მონიტორინგით. პოზიციის შეცვლა უნდა გადაიდოს ინფუზიის დასრულებამდე, რათა მოხდეს პოსტურალური კორექტირება (იხ. ნაწილი 4.5).
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი
მძიმე მუდმივი დიარეის შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის შესაძლებლობა, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში იყოს (იხ. ნაწილი 4.8). არ უნდა დაინიშნოს ანტიდიარეული საშუალებები.
სუპერინფექცია
ვანკომიცინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არამგრძნობიარე ორგანიზმების ჭარბი ზრდა. აუცილებელია პაციენტზე ფრთხილად დაკვირვება. თუ თერაპიის დროს განვითარდა სუპერინფექცია, მიღებული უნდა იყოს შესაბამისი ზომები.
პერორალური მიღება
ვანკომიცინის ინტრავენური შეყვანა არ არის ეფექტური Clostridium difficile-ს ინფექციის სამკურნალოდ. თუ ეს მოხდება, ვანკომიცინი უნდა დაინიშნოს პერორალურად.
Clostridium difficile-ს კოლონიზაციის ან ტოქსინის ტესტები რეკომენდებული არ არის 1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში უსიმპტომო კოლონიზაციის მაღალი სიხშირის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩვილებში ვლინდება მძიმე დიარეა სტაზისის რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა ჰირშპრუნგის დაავადება, ანალური ატრეზია ან სხვა მძიმე მოძრაობის დარღვევები. ალტერნატიული ეტიოლოგიის ძიება ყოველთვის უნდა მოხდეს და Clostridium difficile-ით გამოწვეული ენტეროკოლიტი უნდა იყოს დემონსტრირებული.
სისტემური აბსორბციის რისკი
აბსორბცია შეიძლება გაძლიერდეს პაციენტებში ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დარღვევებით ან Clostridium difficile-ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტით. ასეთი პაციენტები შეიძლება იყვნენ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის ქვეშ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს თანმხლები თირკმლის უკმარისობა. რაც უფრო სერიოზულია თირკმელების უკმარისობა, მით უფრო მაღალია ვანკომიცინის პარენტერალურად მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი. შრატში ვანკომიცინის კონცენტრაციის მონიტორინგი უნდა ჩატარდეს ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დარღვევების მქონე პაციენტებში.
ნეფროტოქსიკურობა
თირკმელების ფუნქციის პერიოდული მონიტორინგი უნდა ჩატარდეს თირკმლის ლატენტური დისფუნქციის მქონე პაციენტების მკურნალობისას ან პაციენტებში, რომლებიც იღებენ თანმხლებ თერაპიას ამინოგლიკოზიდებით ან სხვა ნეფროტოქსიური პრეპარატებით.
ოტოტოქსიკურობა
სმენის ფუნქციის უწყვეტი ტესტები შეიძლება სასარგებლო იყოს ოტოტოქსიკურობის რისკის შესამცირებლად პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლატენტური სმენის დაქვეითება, ან რომლებიც იღებენ თანმხლებ თერაპიას ოტოტოქსიური აგენტებით, როგორიცაა ამინოგლიკოზიდი.
პრეპარატის ურთიერთქმედება მოტორიკის საწინააღმდეგო საშუალებებთან და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან
მოტორიკის საწინააღმდეგო საშუალებები თავიდან უნდა იქნას აცილებული და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენება უნდა აღდგეს.
პრეპარატისადმი რეზისტენტული ბაქტერიების განვითარება
პერორალური ვანკომიცინის გამოყენება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული ენტეროკოკების პოპულაციის რისკს. შედეგად, რეკომენდებულია პერორალური ვანკომიცინის გონივრული გამოყენება.
დოზის გადაჭარბება
დამხმარე თერაპიის სახით, რეკომენდებულია გლომერულური ფილტრაციის შენარჩუნება. ვანკომიცინი ცუდად გამოიყოფა სისხლიდან.
ვანკომიცინის კლირენსის ზრდა მიიღწევა ჰემოფილტრაციით და ჰემოპერფუზიით პოლისულფონის ფისებით.
დოზის გადაჭარბების მკურნალობისას გასათვალისწინებელია დოზის გადაჭარბების შესაძლებლობა მრავალი პრეპარატის, პრეპარტებს შორის ურთიერთქმედების პაციენტის უჩვეულო ფარმაკოკინეტიკის გამო.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და დამუშავებისას
ვანკომიცინის ხსნარს აქვს დაბალი pH და შეიძლება გამოიწვიოს სხვა ნაერთების ფიზიკური არასტაბილურობა. შეყვანამდე მედიკამენტები პარენტერალური ინექციისთვის უნდა შემოწმდეს კონკრეტულ პრობლემებზე და/ან ფერის ცვლილებაზე, როცა თავად ხსნარი ან კონტეინერი ამის საშუალებას იძლევა.
ხსნარის მომზადება
გამოყენების დროს 500 მგ ფხვნილის შემცველ ფლაკონს დაუმატეთ 10 მლ სტერილური საინექციო წყალი ან 1 გ ფხვნილის შემცველ ფლაკონს - 20 მლ სტერილური საინექციო წყალი; მიიღება 50 მგ/მლ ხსნარი.
საჭიროა ხსნარის შემდგომი განზავება. წაიკითხეთ შემდეგი ინსტრუქციები:
1. წყვეტილი ინტრავენური შეყვანა (შეყვანის სასურველი მეთოდი):
ზემოაღნიშნული წესით მიღებული ხსნარები (შეიცავს 500 მგ და 1 გ ვანკომიცინს) უნდა დაემატოს შესაბამისად 100 მლ და 200 მლ ფიზიოლოგიურ ან გლუკოზის 5% ხსნარს. ინტრავენური ინფუზია ტარდება მინიმუმ 60 წუთში (იხ. გვერდითი მოვლენები) და განმეორებით მიიღება 6 საათის ინტერვალით. აღდგენილი და შემდგომში 5% დექსტროზის ხსნარით ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით განზავებული ვანკომიცინი შეიძლება ინახებოდეს მაცივარში 14 დღის განმავლობაში, მოქმედების ძალის მნიშვნელოვანი დაკარგვის გარეშე.
თავსებადობა ინტრავენურად შეყვანილ სხვა ხსნარებთან
ქვემოთ ჩამოთვლილი საინფუზიო სითხეებით განზავებული ხსნარები შეიძლება ინახებოდეს მაცივარში 96 საათი:
- 5% დექსტროზის ხსნარი და 0,9% NaCl ხსნარი
- რინგერის ლაქტატის ხსნარი
- რინგერის ლაქტატის ხსნარი და 5% დექსტროზის ხსნარი
- ნორმოსოლ-M ხსნარი 5% დექსტროზით
- იზოლიტ-E ხსნარი
- რინგერის აცეტატის ხსნარი.
2. უწყვეტი ინფუზია (გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც წყვეტილი ინფუზია შეუძლებელია): დაამატეთ ზემოთ მოცემული წესით მომზადებული ფლაკონების შიგთავსი ფიზიოლოგიური ხსნარის რაოდენობას ან გლუკოზის 5%-იან ხსნარს, რომელიც საკმარისია ნელი ინტრავენური ინფუზიისთვის, წვეთებით, 24 საათის განმავლობაში.
პერორალური მიღება
ერთი ფლაკონის შემცველობა (500 მგ) შეიძლება განზავდეს დაახლოებით 50 მლ წყალში და მიეცეს პაციენტს პერორალურად ან ნაზოგასტრული ზონდით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.










