ამლოკორი 5მგ #30ტ
გააზიარე:
ამლოკორი
Amlocor
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (amlodipine). თითოეული ტაბლეტი შეიცავს შესაბამისად 5მგ ან 10მგ ამლოდიპინს, ამლოდიპინის ბეზილატის ფორმის სახით.
სხვა შემადგენელი ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი;
გამოყენება
ამლოკორი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების (კალციუმის ანტაგონისტების) ჯგუფს. მისი მოქმედება ამცირებს სისხლძარღვთა პერიფერიულ წინაღობას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას. ამლოკორი აუმჯობესებს გულის კუნთის სისხლით მომარაგებას, ამის შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმისთვის ჟანგბადის მიწოდება და იხსნება გულმკერდის ტკივილი.
ამლოკორი განკუთვნილია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
- მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია): დამოუკიდებლად ან წნევის დამწევ სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში;
- სტენოკარდია (გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმები, რომლის დროსაც ირღვევა გულის სისხლმომარაგება, რის გამოც წარმოიქმნება ტკივილი გულმკერდის არეში): დამოუკიდებლად ან სხვა ანტისტენოკარდიულ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში;
- ვარიანტული ანგინა/Prinzmetal-ის ანგინა (გულ-სისხლძარღვთა შევიწროებით გამოწვეული სტენოკარდია).
უკუჩვენებები
ამლოკორი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ამლოდიპინის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი ნივთიერებების, ან სხვა კალციუმის ანტაგონისტების მიმართ;
- მძიმე ჰიპოტონია (ძალიან დაბალი არტერიული წნევა);
- გულის სარქვლის აორტის შევიწროება (აორტის სტენოზი);
- არასტაბილური სტენოკარდია ან კარდიოგენური შოკი.
განსაკუთრებული სიფრთხილე
აცნობეთ ექიმს ჯანმრთელობის ყველა პრობლემის შესახებ, რომელიც გაქვთ ან გქონდათ წარსულში, ასევე ალერგიის შესახებ; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ თირკმლის და ღვიძლის პრობლემები;
ასევე აცნობეთ ექიმს, თუ გადატანილი გაქვთ გულის ინფარქტი ან ჰიპერტონული კრიზი;
გულის უკმარისობის მქონე პაციენტები
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებმაუნდა იმკურნალონ ყურადღებით.
პრეპარატის გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ამლოდიპინს გააჩნია შენელებული გამოყოფა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. დოზირების რეჟიმი არ არის დაზუსტებული, შედეგად, ამლოდიპინი ასეთ პაციენტებში მეტი ყურადღებით უნდა იყოს გამოყენებული.
ამლოდიპინის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში
ხანდაზმულ პაციენტებში დოზის მომატება უნდა მოხდეს ყურადღებით.
ამლოდიპინის გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში
ამლოდიპინი ასეთ პაციენტებთან გამოიყენება ჩვეულებრივ დოზებში. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.
გამოყენება ბავშვებში
ამლოდიპინი არ გამოიყენება ბავშვებში.
სხვა მედიკამენტების მიღება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
სხვა პრეპარატევის გავლენა ამლოდიპინზე
სამკურნალო პრეპარატებთან, როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი ერთდროული მიღებისას, შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც ამ პრეპარატებთან მეტი ყურადღებით უნდა იყოს გამოყენებული.
სამკურნალო პრეპარატების, როგორიცაა რიფამპიცინი, ასევე კრაზანას (Hypericum perforatum) შემცველ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, შესაძლოა შემცირდეს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლში, რის გამოც ამ პრეპარატებთან მეტი ყურადღებით უნდა იყოს გამოყენებული.
მედიკამენტური ურთიერთქმედებების კვლევისას, გრეიფრუტის წვენი, ციმეტიდინი, ალუმინი/მაგნიუმი (ანტაციდები) და სილდენაფილი არ ახდენს გავლენას ორგანიზმში ამლოდიპინის ქცევაზე.
ამლოდიპინის გავლენა სხვა სამედიცინო პრეპარატებზე
ამლოდიპინის არტერიული წნევის დამწევი ეფექტი ემატება სხვა ანტიჰიპერტენზიული სამედიცინო პრეპარატების ეფექტებს.
მედიკამენტური ურთიერთქმედებების კვლევებით დადგენილია, რომ ამლოდიპინი არ ახდენს ზეგავლენას ატორვასტატინის, დიგოქსინის, ეთანოლის (ალკოჰოლის), ვარფარინის და ციკლოსპორინის ეფექტზე.
ამლოდიპინს არ გააჩნია ზემოქმედება ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე.
ამლოკორის მიღება კვებასთან და სასმელებთან ერთად
ამლოკორის მიღება შეიძლება საკვების ან სასმელის მიღებამდე, ან მიღების შემდეგ. სპეციალური კვებითი რეჟიმის დაცვა არ არის საჭირო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცვეტთან.
ორსულობა
ამლოდიპინის უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის დადგენილი.
თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს იქამდე სანამ მიიღებთ ამლოკორს.
ძუძუთი კვება
დედის რძეში ამლოდიპინის გადასვლის შესახებ მონაცემები არ არის.
აუცილებელია ექიმის კონსულტაცია კვების გაგრძელებასა თუ შეწყვეტაზე, ან ამლოდიპინით მკურნალობის გაგრძელებასა თუ შეწყვეტაზე, ბავშვის კვებისა და ამლოდიპინით მკურნალობის სარგებლი/რისკის გათვალისწინებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნაკლებად მოსალოდნელია, ამლოკორის გამოყენება ზეგავლენას ახდენდეს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუ ამლოკორის მიღებისას გამოვლინდება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ღებინება, შესაძლებელია რეაქცია და უნარი ა დაქვეითდეს.
ამლოკორის გამოყენების წესი
ამლოკორი ყოველთვის გამოიყენეთ ისე, როგორც ექიმი გირჩევთ. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
ამლოკორის მიღება ხდება პერორალურად წყლის სათანადო რაოდენობით, საკვები არ ახდენს ზეგავლენას აქტიური ნივთიერების ათვისებაზე.
ზრდასრული პაციენტები
მაღალი არტერიული წნევის და სტენოკარდიის სამკურნალო ჩვეულებრივი დოზა არის 5მგ დღეში ერთხელ, რომლის გაზრდა შეიძლება თუკი ექიმი საჭიროდ ჩათვლის 10მგ-მდე ერთჯერადად.
ბავშვები 18 წლამდე
ეს პროდუქტი ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. ამ ჯგუფის პაციენტებში უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დამტკიცებული.
ხანდაზმულ პაციენტებში
რეკომენდებულია დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი, მაგრამ მიუხედავად ამისა, დოზის გაზრდა უნდა მოხდეს ყურადღებით.
თირკმლის დარღვევის მქონე პაციენტებში
ასეთ პაციენტებში ამლოდიპინი გამოიყენება ჩვეულებრივ დოზებში. ამლოდიპინი არ გამოიყოფა დიალიზის მეშვეობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში
ჩვეულებრივი დოზის რეჟიმი ღვიძლის ფუნქციის დაღვევის მქონე პაციენტებში არ არის დაზუსტებული, შედეგად ამლოდიპინი ამ პაციენტებში განსაკუთრებული ყურადღებით მიიღება.
ჭარბი დოზირება
ამლოკორის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს დახმარებისთვის!
ამოდიპინით ზედოზირების შემთხვევაში შესაძლოა წარმოიქმნას სისხლძარღვთა გაფართოება არტერიული წნევის ხანგრძლივი დაქვეითებით და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის გართულებით.
მკურნალობა
ამლოდიპინით ზედოზირების შემთხვევაში არტერიული წნევის დაქვეითებისას, საჭიროა პაციენტის წოლით მდგომარეობაში დაყოვნება, კიდურების ზემოთ აწევა და ფიზიოლოგიური ხსნარის ყურადღებით გადასხმა. სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებლები უნდა იყოს ყურადღების ქვეშ და საჭიროების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზი ეფექტური არ არის.
დოზის გამოტოვება
თუ გამოტოვეთ ამლოკორის დოზის მიღება, ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელეთ მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებად
მკურნალობის შეწყვეტა
დაუშვებელია ამლოკორით მკურნალობის შეწყვეტა დამოუკიდებლად. ექიმმა უნდა განსაზღვროს მკურნალობის ხანგრძლივობა და მისი შეწყვეტის მეთოდები.
ამ პრეპარატით მკურნალობასთან დაკავშირებით სხვა დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამლოკორმაც შეიძლია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება.
ქვემოთ ჩამოთვლილია არასასურველი რეაქციები MedDRA-ს სისტემური ორგანული კლასიფიკაციის მიხედვითა და შესაბამისი სიხშირით:
– ძალიან ხშირი ( ≥ 1/10); ხშირი (≥ 1/100 დან <1/10 -მდე); არახშირი (≥ 1/1000 დან <1/100 -მდე); იშვიათი (≥ 1/10 000 დან <1/1 000 -მდე); ძალიან იშვიათი (<1/10 000 ); უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით შეუძლებელია შეფასება).
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევა
ძალიან იშვიათი: სისხლის უჯრედული შემადგენლობის ცვლილება ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.
იმუნური სისტემის დარღვევა
ძალიან იშვიათი: ალერგიული რეაქციები.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევა
ძალიან იშვიათი: სისხლში შაქრის მომატება.
ფსიქიური დარღვევა
არახშირი: უძილობა, განწყობის შეცვლა, შფოთვა და დეპრესია.
ნერვული სისტემის დარღვევა
ხშირი: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში).
არახშირი: ტრემორი, გემოს დარღვევა და ცვლილება, სინკოპი, შეხების მგრძნობელობის შემცირება, კანკალი.
ძალიან იშვიათი: ჰიპერტონია, პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევა.
მხედველობის დარღვევა
არახშირი: მხედველობის დარღვევა, გაორება.
სმენის და ლაბირინთის დარღვევა
არახშირი: ყურებში ხმაური.
გულის დარღვევა
არახშირი: გულისცემის შეგრძნება.
ძალიან იშვიათი: მიოკარდიუმის ინფარქტი, არითმია (გულის რითმის დარღვევა).
სისხლძარღვთა დარღვევა
ხშირი: გაწითლება.
არახშირი: დაბალი არტერიული წნევა.
ძალიან იშვიათი: სისხლძარღვების ანთება.
სუნთქვისდა თორაკალური დარღვევები
არახშირი: ქოშინი, სურდო.
ძალიან იშვიათი: ხველება.
კუჭ-ნაწლავის დარღვევა
ხშირი: მუცლის ტკივილი, ღებინება.
არახშირი: გულისრევა, მონელების დარღვევა, აშლილობა, ყაბზობა, პირის სიმშრალე.
ძალიან იშვიათი: პანკრეატიტი, გასტრიტი, პირის ლორწოვანი გარსის შეშუპება.
ნაღვის ბუშტისა და ღვიძლის დარღვევები
ძალიან იშვიათი: ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), სიყვითლე, ღვიძლის ენზიმების მომატება.
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევა
არახშირი: თმის ცვენა, წერტილოვანი ქანქვეშა სისხლჩაქცევები, კანის ფერის შეცვლა, ოფლიანობა, ქავილი, გამონაყარი.
ძალიან იშვიათი: სინათლის მიმართ მგრძნობელობა, ურტიკარია, მძიმე ალერგიული რეაქციები - ანგიონევროზული შეშუპება, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვინკეს შეშუპება.
ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილების დარღვევა
ხშირი: იდაყვის შეშუპება.
არახშირი: კუნთების და სახსრების ტკივილი, კრუნჩხვები, ზურგის ტკივილი.
თირკმლისა და საშარდე გზების დარღვევები
არახშირი: შარდვის დარღვევა, ღამის შარდვა, გახშირებული შარდვა.
რეპროდუქციული სისტემისა და მკერდის დარღვევები
არახშირი: იმპოტენცია, გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების ზრდა მამაკაცებში).
ზოგადი დარღვევები და გამოყენების ეფექტები
ხშირი: შეშუპება, დაღლილობა.
არახშირი: გულმკერდის ტკივილი, დაღლილობა, ტკივილი, სისუსტე.
არახშირი: წონის მომატება ან შემცირება.
თუ რომელიმე არასასურველი რეაქცია გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ არასასურველ რეაქციებს, რომლებიც აღწერილი ზემოთ არ არის აღნიშნული, გთხოვთ, შეატყობინოთ ექიმს ან ფარრმაცეფტს.
ამლოკორის შენახვა
შეინახეთ ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მითითებულია თვის ბოლო რიცხვამდე.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ მედიკამენტი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ამლოკორის გარეგნული სახე და შეფუთვა
ამლოკორი წარმოდგენილია ტაბლეტების სახით, ტაბლეტები არის თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი და ბრტყელი.
ერთ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში მოთავსებულია 10 ტაბლეტი. 3 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში მოთავსებულია 20 ტაბლეტი. 1 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთ PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერში მოთავსებულია 15 ტაბლეტი. 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი
სს „ადიფარმ“
1700, სოფია
„სიმეონევსკო შოსე“-ს ბულვარი # 130,
1700 ქ. სოფია, ბულგარეთი.