ეუკოლინი 30მლ საბ/წვეთები
გააზიარე:
ეუკოლინი საბავშვო წვეთები 30 მლ
საკვები დანამატი
შემადგენლობა
ცაცხვისა და იალღუნის გლიცერინის მაცერატი, კამის მშრალ ტიტრირებული ექსტრატი, გვირილის მშრალი ტიტრირებული ექსტრატი და ლაქტაზა (100.000 ALU/გ).
ფუნქციური დანიშნულება
კამა და გვირილა – არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას და უზრუნველყოფს გაზების ფიზიოლოგიურ გამოდევნას.
ცაცხვი (Tilia tomentosa Moench) – ყვავილოვანი მცენარეა, რომელიც მიეკუთვნება ცაცხვისებრთა ოჯახს. ცაცხვის ყვავილი მდიდარია ფლავონოიდებით და კუმარინით. ის ასევე შეიცავს ეთერზეთს, რაც აძლევს სასიამოვნო დამახასიათებელ სურნელს; შეიცავს ფენალაციდებს: ქლოროგენურ მჟავას და კოფეინს, კუმარინს, ვიტამინ C-ს და გარკვეულ რაოდენობა ტანინს; ახასიათებს მსუბუქი სედაციური და დამამშვიდებელი მოქმედება, განსაკუთრებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით გამოწვეული შფოთვის და ჰიპერაგზნებადობის დროს. ამ მცენარეში შემავალი ფიტოკომპლექსები უკავშირდება ბენზოდიაზეპინის რეცეპტორებს, რაც განაპირობებს ანქსიოლიზურ და სედაციურ ეფექტს. მისი დამამშვიდებელი მოქმედება განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებში.
დადასტურებულია გვერდითი ეფექტების არ არსებობა.
არ იწვევს ძილიანობას და შეჩვევას.
მას ასევე გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. იგი ხასიათდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე ანტისპაზმური მოქმედებით, რაც გამოწვეულია უჯრედში კალციუმის იონების შეღწევის ბლოკირებით.
ცაცხვის შემადგენლობაში შემავალი ლორწოვანი ნივთიერებები ხელს უწყობს ნაწლავის კედლის დაცვას გამღიზანებლისგან.
დიდი კამა (ცერეცო) (Foeniculum vulgare Mil) – მრავალწლოვანი მცენარეა, მიეკუთვნება Apiaceae-ს ოჯახს; მდიდარია ეთერზეთებით, დაახლოებით 1%-2%-ია. იგი ტრადიციულად გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის სტიმულაციისთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც მიირთმევს ბევრ და ცხიმით მდიდარ საკვებს.
მისი მეტეორიზმის საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება გამოწვეულია მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ფერმენტაციის პროცესის ინჰიბირებით, რაც ამცირებს ბაქტერიების ზრდას მსხვილი ნაწლავის გლუვ კუნთოვან ქსოვილში.
ნაწლავის ფერმენტაციის დროს წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ბიოგაზი, რაც იწვევს ნაწლავის შებერვას და მსხვილი ნაწლავის გლუვი კუნთების შეკუმშვის სტიმულაციას. შედეგად ჩნდება შებერვის შეგრძნება, მეტეორიზმი და ტკივილი მუცლის არეში.
კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ კამას აქვს ისეთივე სიმპტომური მოქმედება, როგორც მეტოკლოპრამიდს და გააჩნია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მასტიმულირებელი მოქმედება ნაკლებად გამოხატული გვერდითი ეფექტებით.
კვლევა ჩატარდა კოლიკით დავადებულ 2-დან 12 კვირამდე ასაკის 125 ბავშვში.
მათი ერთი ნაწილი იღებდა კამის თესლის ზეთს, შერეულს რძეში, ხოლო მეორე - პლაცებოს. შედეგად, 65%-ით შემცირდა კოლიკა ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ კამის თესლის ზეთს,
ხოლო 23,7%-ით პლაცებოს ჯგუფში. ამასთან არ გამოვლინდა გვერდითი ეფექტი.
ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ კამის თესლის ზეთს, აღენიშნებოდათ ნაწლავის გლუვი კუნთის მოდუნება. ამან შეამცირა ტკივილის სიმპტომი, რაც დამახასიათებელია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის.
იალღუნი (Tamarix galica) – მიეკუთვნება Tamaricaceae-ის ოჯახს. იგი შეიცავს ტანინს, გალის მჟავას, მეთილურაცილს; აქვს დისპეპსიის საწინააღმდეგო მოქმედება, რაც პრევენციას ახდენს და კურნავს ადრეულ ნეონატალურ პერიოდში კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა მეტეორიზმი, კოლიკა და მასთან დაკავშირებული აგზნებადობა ჩვილებში.
იგი ამცირებს მუცლის შებერილობას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას, ასტიმულირებს მადას.
გვირილა (Matricaria chamomilla) – მიეკუთვნება Asteraceae ოჯახს. იგი მდიდარია ფლავონიდებით, რომლებიც მშრალი მცენარის 8%-ს შეადგენს და მათი უმეტესობა თეთრ ფოთლებშია. ესენია ალფა-ბისაბოლოლი, ქამაზულენი და მისი ოქსიდები, რომლებიც უფრო უხვადაა ყვავილის ყვითელ გულში.
მცენარის ყველა კომპონეტი მაღალ კონცენტრაციას აღწევს ყვავილობის პერიოდში. ისინი ძირითადად ყვავილშია და ნაკლებად - მცენარის სხვა ნაწილებში.
მისი ძირითადი დამახასიათებელი მოქმედებაა სედაციური ეფექტი. ცოტახნის წინ დადგენილი იქნა, რომ ზოგიერთ ფლავანოიდს ქვს ბენზოდიაზეპინის მსგავსი მოქმედება.
ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განსაკუთრებით, კუჭის ლორწოვანი გარსის დონეზე, რაც დაკავშირებულია აზულენთან და მის წარმოებულებთან, ასევე ფლავანოიდებთან.
ბისაბოლოლი და მისი წარმოებული კუჭ-ნაწლავს იცავს წყლულის განვითარებისაგან.
ანთების საწინაარმდეგო მოქმედებას განაპირობებს ფლავანოიდები, რომლებიც ახდენს ანთების გამომწვევი ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებას.
მცენარე ხსნის სპაზმს გლუვ კუნთებზე, რასაც უზრუნველყოფს ფლავანოიდები და განსაკუთრებით აპეგენინი, ასევე ბისაბოლოლი.
სპაზმოლიზური მოქმედება პაპავერინის მოქმედების ანალოგიურია, რაც გამოწვეულია კალციუმის შეღწევის შეფერხებით ნაწლავის გლუვკუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში.
ასევე გააჩნია ანტიალერგიული თვისებები იმის ხარჯზე, რომ ხელს უშლის პოხიერი უჯრედებიდან ჰისტამინის გამოყოფას.
ლაქტაზა – ფერმენტია, რომელიც აუცილებელია ლაქტოზის, რძეში შემავალი შაქრისა და მისი წარმოებულების მონელებისთვის. ეს ფერმენტი ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმში დაბადების მომენტიდან და ყველა ახალშობილს აქვს მისი გარკვეული რაოდენობა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში საჭმლის მომნელებელი სისტემის მოუმწიფებლობა იწვევს ფერმენტ ლაქტაზას ნაკლებობას, რაც კოლიკის მიზეზი ხდება. ყველაზე უფრო ხშირად ეს პრობლემა ვლინდება დღენაკლულ და დაბალწონიან ახალშობილებში. ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს რძეში არსებული ლაქტოზის ჰიდროლიზს.
დოზირება
რეკომენდებული დღიური დოზაა 20 წვეთი დღეში ორჯერ კვებამდე 30 წუთით ადრე.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
გაფრთხილება
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
ვარგისობის ვადა იხილეთ შეფუთვაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
საკვები დანამატები მრავალფეროვან და ბალანსირებულ კვლევას ვერ შეცვლის.
არ მიიღოთ პროდუქტი მის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ალერგიის შემთხვევაში.
პროდუქტმა შეიძლება შეიცვალოს ფერი შემადგენლობაში არსებული მცენარეების გამო, რაც არ ახდენს გავლენას მის ხარისხზე.
მწარმოებელი
BIOTRADING - MARSALA (ITALY).
www.biotradingpharma.it