დოპელჰერცი აქტ.რკინა #20პაკ

დოპელჰერცი აქტ.რკინა #20პაკ

31.29 ლარი 27.80 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ქვაიზერ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: რკინა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 142668
გააზიარე:

დოპელჰერცი რკინა

დოპელჰერც აქტივი რკინა წარმოადგენს რკინის და ვიტამინების იდეალური კომბინაციას პირში ხსნადი გრანულები ტყის კენკრის არომატით, რომელიც შექმნილია სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალური ფორმირების მხარდასაჭერად.

 

პროდუქტის დახასიათება

• დოპელჰერც რკინა თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე (რკინის ფუმარატი, C და B ჯგუფის ვიტამინები) უნიკალური ფორმულაა რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ და საპრევენციოდ;

• სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილი დოპელჰერც/აქტივი რკინა არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს;

• რკინის ფუმარატი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით;

• არ ბლოკავს სხვა ვიტამინების და მინერალების აბსორბციას (ვიტ. E, ვიტ C, Ca);

• არ იწვევს ყაბზობას და უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენებისთვის;

• C და B ჯგუფის ვიტამინები რკინასთან კომპლექსში აუმჯობესებს რკინის შეწოვას და ათვისებას.

 

რკინისფუმარატი ხასიათდება ერითროპოეზური, ჰემოპოეზური და ანტიანემიური მოქმედებით. სწრაფად ავსებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში, რის შედეგადაც ხდება ანემიის კლინიკური და ლაბორატორიული სიმპტომების თანდათანობითი რეგრესი.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) არეგულირებს სისხლის შედედების, ქსოვილების რეგენერაციის პროცესებს, მონაწილეობს რკინის მეტაბოლიზმში, ასტიმულირებს სისხლწარმოქმნის პროცესებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ.

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში არსებული სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ, ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ჰემოგლობინის, ნეირომედიატორების სინთეზში, ამინომჟავების, ცილების, ლიპიდების მეტაბოლიზმში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ფოლიუმისმჟავა ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას.

 

ჩვენება

· რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა;

· სხვადასხვა ეტიოლოგიის ანემია;

· პოსტოპერაციული ანემია;

· რკინის დაქვეითებული შეწოვა: მალაბსორბციის სინდრომი, ცელიაკია, კრონის დაავადება, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დისბაქტერიოზი;

· ჭარბი მენსტრუაცია;

· სისხლის დონორობა.

გაძლიერებულიმოთხოვნარკინაზე:

• ორსულობა;

• ინტენსიური ზრდის პერიოდი;

• ვეგანები და ვეგეტარიანელები;

• დიეტა, არაბალანსირებული კვების რაციონი;

• ხანდაზმული ასაკი;

• ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;

• ონკოპაციენტები.

 

შემადგენლობა:

დღიური დოზა1 მიკროპალეტი შეიცავს: რკინის ფუმარატი - 214 მგ (სადაც რკინა - 30 მგ); ფოლის მჟავა - 200 მკგ; ვიტამინი B6 -1,4 მგ; ვიტამინი B12 – 2,5 მკგ; ვიტამინი С - 80 მგ.

არშეიცავსლაქტოზას, არშეიცავსგლუტენს.

 

დოზირება

მიიღება 1 მიკროპალეტი დღეში მოზრდილებში წყლის მიყოლების გარეშე.

 

შენახვისპირობები

ინახება მშრალ, გრილ 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვებისფორმა

№20 მიკროპალეტი ტყის კენკრის არომატით.

 

მწარმოებელი

Queisser Pharma

გერმანია.