ასპი 100მგ #60ტ

ასპი 100მგ #60ტ

8.39 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: მედინფარმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აცეტილსალიცილის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 142562
გააზიარე:

ASP 100

აცეტილსალიცილის მჟავა

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა.

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა 112 და მანიტოლი.

გამოყენება

ASP 100  თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავას (აქტიურ ნივთიერებას) პერორალური გამოყენებისთვის.

ASP 100-ის აქტიური ნივთიერება აცეტილსალიცილის მჟავა დაბალი დოზებით გამოყენებისას, თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას. ამიტომ, ეს ნივთიერება გამოიყენება იმ სიტუაციებში, როდესაც საჭიროა თრომბოემბოლიური შემთხვევების პრევენცია.

ASP 100 ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობისას, როდესაც საჭიროა თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა, კერძოდ

–         არასტაბილური სტენოკარდიის მქონე პაციენტებში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;

–         მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

–         მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პრევენცია;

–         ტრანზიტორული იშემიური შეტევების (TIA) და თრომბოზული ცერებროვასკულური შემთხვევების (CVA) პირველადი ან მეორადი პრევენცია;

–         თრომბოემბოლიის პრევენცია სისხლძარღვთა ქირურგიის ან სხვა ქირურგიული პროცედურების შემდეგ. 

უკუჩვენებები

ASP 100 -ის გამოყენება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

– აქტიური ნივთიერების, სხვა სალიცილატების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (მითითებულია შემადგენლობაში) ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა). ალერგიული რეაქციები ამ მედიკამენტზე შეიძლება მოიცავდეს სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპებას (ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება);

–         კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის ანამნეზი, რომელიც დაკავშირებულია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით (NSAIDs)  (გამოიყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ) ადრე მკურნალობასთან;

–         პეპტიური წყლული/აქტიური სისხლდენა ან მორეციდივე პეპტიური წყლულის/სისხლდენის ისტორია (დადასტურებული წყლულის ან სისხლდენის ორი ან მეტი განსხვავებული შემთხვევა), ან სისხლდენისაკენ მიდრეკილება (ჰემორაგიული დიათეზი);

–          ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, 100 მგ/დღეზე მაღალი დოზებით;

–         ცხელებით ან მის გარეშე მიმდინარე ინფექციების სამკურნალოდ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზარდებში,  პოტენციურად მძიმე დაავადების (რეიეს სინდრომი) გამოწვევის რისკის გათვალისწინებით;

–         3 წლამდე ასაკის ბავშვებში ნებისმიერი მდგომარეობისას.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ASP 100-ის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმის მიერ ASP 100 დანიშნულების გადაწყვეტილება ხდება პაციენტის კლინიკურ ისტორიისა და მისი მიმდინარე მდგომარეობის მიხედვით.

თავიდან უნდა იქნას აცილებული ASP 100-ის გამოყენება ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ გამოყენებულ სხვა პრეპარატებთან (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებთან) ერთად, მათ შორის შერჩევითი ციკლოოქსიგენაზა-2 ინჰიბიტორებთან ერთად.

კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, წყლული და პერფორაციები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, წყლულების და პერფორაციების პოტენციურად ფატალური შემთხვევები დაფიქსირდა ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდული ყველა საშუალების გამოყენებისას, მკურნალობის რამდენიმე ეტაპზე, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მის გარეშე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე მოვლენების წინა ისტორიით.

სისხლდენის, წყლულების ან პერფორაციების რისკი უფრო მაღალია უფრო დიდი დოზების გამოყენებისას იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში ჰქონდათ პეპტიური წყლულები, განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია სისხლდენასთან ან პერფორაციასთან, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.

აბდომინალური სიმპტომების  ან სისხლის  შემჩნევის შემთხვევაში  ღებინებისას ან განავალში, აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს.

ასეთ პაციენტებში მკურნალობის დაწყება ხდება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზით და უნდა განიხილებოდეს დამცავი საშუალებების (მაგ., მიზოპროსტოლი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) ერთდროული გამოყენება, ისევე როგორც იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ სხვა მედიკამენტებით, რომლებიც ზრდის წყლულების ან სისხლდენის რისკს, მაგალითად კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები (როგორიცაა ვარფარინი), სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები და ანტითრომბოციტული აგენტები.

ASP 100-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ან წყლულის შემთხვევაში.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ანამნეზში ნაწლავის ანთებითი დაავადების (წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) მქონე პაციენტებში, რადგან ეს მდგომარეობები შეიძლება გამწვავდეს.

ხანდაზმული პაციენტები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გვერდითი რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და პერფორაციები, რომლებიც შეიძლება  ფატალური იყოს.  

ASP 100 უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკებს, შემდეგ სიტუაციებში:

–         ორსულობის პირველი და მეორე ტრიმესტრი;

–         ძუძუთი კვება;

–         ალერგია ანთების საწინააღმდეგო  არასტეროიდულ სხვა საშუალებებზე;

–         თრომბოციტების აგრეგაციის სხვა ინჰიბიტორებთან და/ან ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მკურნალობა;

–         გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

–          ჰიპოპროთრომბინემიის ანამნეზი;

–         K ვიტამინის დეფიციტი;

–         ღვიძლის მძიმე დაავადება;

–         ქრონიკული ალკოჰოლიზმი (ყოველდღიურად ალკოჰოლური სასმელის ჭარბად მიღება), ვინაიდან ამ პაციენტებს აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილიდან სისხლდენის რისკი;

–         თირკმელების მძიმე დაავადება;

–         კუჭ-ნაწლავის დაავადების ისტორია;

–         უკონტროლო ჰიპერტენზია;

–         პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია;

–         ბრონქული ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თივისმიერი ცხელება და ცხვირის პოლიპები;

–         ხანგრძლივი პერიოდები კლინიკური მონიტორინგის გარეშე.

რეიეს სინდრომის შესაძლებლობის გათვალისწინებით, აცეტილსალიცილის მჟავა უნდა დაინიშნოს 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მხოლოდ ექიმის უშუალო მითითებით.

სხვა პრეპარატები და ASP 100

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო პერიოდში გაქვთ მიღებული ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

მკურნალობის შედეგებზე შესაძლოა გავლენა იქონიოს, თუ აცეტილსალიცილის მჟავა მიიღება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

–         სისხლის კოაგულაცია (მაგ. ვარფარინი);

–         სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორები: იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის რისკი;

–         ტკივილი და ანთება (მაგ., სტეროიდები ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები);

–         კორტიკოსტეროიდები და ალკოჰოლური სასმელები: ASP 100-თან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან წყლულის რისკი;

–         დიაბეტი (მაგ. სულფონილშარდოვანას წარმოებულები);

–         პოდაგრა (მაგ., პრობენეციდი);

–         კიბო ან რევმატოიდული ართრიტი (მაგ. მეტოტრექსატი);

–         ორგანოს მიუღებლობა ტრანსპლანტაციის შემდეგ (ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);

–         სულფონილშარდოვანა;

–         ვალპროის მჟავა (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ);

–         ინსულინი;

–         ფენიტოინი;

–          ტრიიოდთირონინი;

–         პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის (გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ), ბარბიტურატების და ლითიუმის (გამოიყენება ფსიქიატრიული დარღვევების სამკურნალოდ) მომატება;

–         დიურეტიკები, როგორიცაა ალდოსტერონის ანტაგონისტები ან მარყუჟოვანი დიურეტიკები, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs): აცეტილსალიცილის მჟავას მიღებამ (> 3 გ/დღეში) შეიძლება შეამციროს დირეზული საშუალებების, ისევე როგორც სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობა და შეიძლება გავლენა იქონიოს თირკმელების მუშაობაზე. ამიტომ, ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. მნიშვნელოვანია პაციენტებმა შეინარჩუნონ კარგი ჰიდრატაცია, თირკმლის ფუნქციის მონიტორინგის აუცილებლობა უნდა შეფასდეს კომბინირებული თერაპიის დაწყებიდან და რეგულარულად დაწყების შემდეგ;

–         ASP 100-ის ერთდროული მიღება ამცირებს ურიკოზურიული აგენტების (წამლები, რომლებიც ზრდის შარდმჟავას ექსკრეციას) და ალფა-ინტერფერონის ეფექტს;

–         ალუმინის, ფოსფორის ან მაგნიუმის შემცველი მედიკამენტების ერთდროულმა გამოყენებამ, როგორიცაა ზოგიერთი ანტაციდები, შეიძლება შეამციროს ASP 100-ის ეფექტი.

–         მეტამიზოლმა (ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება) შეიძლება შეამციროს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედება თრომბოციტების აგრეგაციაზე ერთდროულად მიღებისას. ამიტომ, ეს კომბინაცია სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ  დაბალდოზირებულ, ასპირინს კარდიოპროტექციის მიზნით.

–         აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება არ შეიძლება გრიპის ცოცხალი ვირუსის ვაქცინასთან ერთად.

პაციენტებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ჩუტყვავილას ვირუსის (ჩუტყვავილას) ვაქცინა, ურჩევენ არ მიიღონ აცეტილსალიცილის მჟავა ვაქცინაციიდან 6 კვირის განმავლობაში, რადგან ჩუტყვავილას ვირუსით ინფექციის შემდეგ დაფიქსირდა პოტენციურად მძიმე დაავადების შემთხვევები (რეის სინდრომი).

აცეტილსალიცილის მჟავას მიღებამდე აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ სხვა პრეპარატებს. თუ რეგულარულად იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას,  მასთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღებამდე (მათ შორის, მედიკამენტები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა) მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ASP 100-ის აქტიური ნივთიერება აცეტილსალიცილის მჟავა აღწევს პლაცენტაში. კლინიკური კვლევების მონაცემებით, 100 მგ-მდე დღიური დოზების მიღება გარკვეულ სამეანო ჩვენებაში, რომელიც საჭიროებს სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას, აშკარად უსაფრთხოა.

აცეტილსალიცილის მჟავამ, როგორც პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ორსულობაზე და/ან ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე. ეპიდემიოლოგიური კვლევის მონაცემები მიუთითებს სპონტანური აბორტისა და გულ-სისხლძარღვთა მალფორმაციების გაზრდილ რისკზე, როდესაც პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები ინიშნება ორსულობის ადრეულ ეტაპებზე. ორსულობის მე-3 ტრიმესტრში ამ ნივთიერებების მიღებამ შესაძლოა ნაყოფში გამოავლინოს კარდიოპულმონური ტოქსიკურობისა და თირკმლის დისფუნქცია. ორსულობის ბოლო სტადიაზე დედასაც და ნაყოფსაც შეიძლება აღენიშნოს სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ანტითრომბოციტული ეფექტები და საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან გახანგრძლივება.

ამიტომ ASP 100-ის გამოყენება 100 მგ/დღეზე მაღალი დოზებით უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

ASP 100 არ უნდა დაინიშნოს ორსულობის 1 და 2 ტრიმესტრში, თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკებს.

ძუძუთი კვების დროსASP 100 არ უნდა მიიღება, თუ მოსალოდნელი სარგებელი არ აღემატება პოტენციურ რისკებს. თუმცა, ძუძუთი კვების შეწყვეტა არ არის საჭირო ერთჯერადი დოზის შემდეგ. რეგულარული გამოყენებისას ან მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

აცეტილსალიცილის მჟავათი მკურნალობის დროს სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედება არ არის აღწერილი.

ASP 100-ის მიღების წესი

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ  ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ASP 100 ტაბლეტი მიიღება პერორალურად წყალთან ერთად.

რეკომენდებული დოზაა 1-დან 3-მდე ASP 100 ტაბლეტი დღეში (100-დან 300 მგ აცეტილსალიცილის მჟავა), კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენება ბავშვებში

აცეტილსალიცილის მჟავა არ უნდა დაინიშნოს 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში ან ცხელებისას ბავშვებსა და 12 წლამდე მოზარდებში, რეის სინდრომის შესაძლო განვითარების გამო.

გამოყენება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ). ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში აცეტილსალიცილის მჟავა უნდა დაინიშნოს ჰემოდიალიზის შემდეგ.

გამოყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

აცეტილსალიცილის მჟავას გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

არასასურველი ეფექტების მინიმუმამდე შემცირება შესაძლებელია სიმპტომების კონტროლისთვის საჭირო უმოკლეს დროში ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენებით.

ASP 100-ის ჭარბი დოზირება

ASP 100-ის გადაჭარბებული მიღების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ღრმა და/ან სწრაფი სუნთქვა, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, აჩქარებული გულისცემა, სიწითლე, ძილიანობა და წყურვილი. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელება, აგზნება, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, კომა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰიპოგლიკემია და სისხლდენა. ქრონიკული ჭარბი დოზირება (სალიცილიზმი) არსებითად ვლინდება ნერვული სისტემის დარღვევებით, რაც უპირატესად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ASP 100-ის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ASP 100-ის დოზის გამოტოვება

დოზის გამოტოვების შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჩვეულებისამებრ,  შემდეგი ტაბლეტი მიიღება ჩვეულ დროს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

მედიკამენტების რეგულარული მიღება წარმატებული მკურნალობის აუცილებელი ფაქტორია.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ყველაზე ხშირი  გვერდითი მოვლენებია კუჭ-ნაწლავის მხრივ რეაქციები. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პეპტიური წყლულის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან პერფორაციის პოტენციურად ფატალური შემთხვევებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ამ მედიკამენტების მიღების შემდეგ დაფიქსირდა გულისრევის, დისპეფსიის, ღებინების, ჰემატემეზის, მეტეორიზმის, მუცლის ტკივილის, დიარეის, ყაბზობის, მელენას, აფთოზური სტომატიტის, კოლიტის გამწვავების და კრონის დაავადების შემთხვევები. გასტრიტის შემთხვევები დაფიქსირდა ნაკლებად ხშირად.

არასასურველი ეფექტები სიხშირის თითოეული კლასისთვის ჩამოთვლილია ქვემოთ, სიმძიმის შემცირების თანმიმდევრობით.

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები:

იშვიათი (> 1/10,000-დან < 1/1,000-მდე): რკინა დეფიციტური ანემია (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), სისხლდენის დროის გაზრდა. ძალიან იშვიათი (< 1/10,000): ჰემოლიზური ანემია, რომელიც დაკავშირებულია გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტთან, პორფირია.

მეტაბოლიზმის და კვებითი დარღვევები:

ძალიან იშვიათი (< 1/10,000): ჰიპოგლიკემია.

ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:

იშვიათი (> 1/10,000-დან < 1/1,000-მდე): თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური და სმენის დაკარგვა, ასოცირებულია დოზის გადაჭარბებასთან, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და ბავშვებში.

სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები:

ძალიან იშვიათად (< 1/10,000): ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა და თვალშიდა სისხლჩაქცევა.

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ დარღვევები:

ხშირი (> 1/100-დან < 1/10-მდე): გულისრევა, გულძმარვა, აბდომინალური დისტრესი, დიარეა, ღებინება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მსუბუქი  სისხლდენა, რაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იწვევს ანემიას. იშვიათი (> 1/10,000-დან < 1/1,000-მდე): კუჭ-ნაწლავის წყლული, ზოგჯერ დაკავშირებული სისხლდენასთან (ჰემატემეზი და/ან მელენა) და/ან პერფორაციასთან. ძალიან იშვიათი (< 1/10,000): ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებები.

ჰეპატობილიარული დარღვევები:

ძალიან იშვიათი (< 1/10,000): ჰეპატიტი.

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები:

იშვიათი (> 1/10,000-დან < 1/1,000): ალერგიული დერმატიტი.

თირკმელების და შარდის სისტემის დარღვევები:

ძალიან იშვიათი (< 1/10,000): თირკმლის ფუნქციის ცვლილებები.

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილას:

იშვიათი (> 1/10,000-დან <1/1,000-მდე): ქოშინის შეტევები, ბრონქოსპაზმი, ვაზომოტორული რინიტი, ჭინჭრის ციება და ანგიონევროზული შეშუპება. ძალიან იშვიათი (< 1/10,000): ერითემა, გამონაყარი და პუსტულოზური გამონაყარი.

შეტყობინება  გვერდითი ეფექტების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორისაა ის შესაძლო გვერდით ეფექტებიც, რაც ზემოთ არ არის მითითებული. შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება, ასევე შესაძლებელია პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით INFARMED I.P.-ში, ქვემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შესახებ განაცხადით შეგიძლიათ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებაში დახმარება.

 INFARMED I.P

მედიკამენტების რისკის მართვის დირექტორატი

Parque da Saude de Lisboa, A. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ცხელი ხაზი: 800222444 (უფასო)

ვებგვერდი: http://www/infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

ელ.ფოსტა: [email protected]

ASP 100-ის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 250C-ზე.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ „EXP“-ის შემდეგ. მოქმედების ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ პრეპარატები გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ პრეპარატები, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი:III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ASP 100-ის გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

თეთრი და მრგვალი ტაბლეტები.

ASP 100 ხელმისაწვდომია 10, 20, 30 და 60 ტაბლეტიან შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია ბლისტერებში.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

მარკეტინგის ნებართვის მფლობელი

LABORATÓRIO MEDINFAR - PRODUTOS FARMACÊUTICOS, S.A.

რუა ჰენრიკ დე პაივა კუსეირო # 29, ვენდა ნოვა,

2700-451 ამადორა, პორტუგალია.

მწარმოებელი

FARMALABOR – Produtos Farmaceuticos, S.A.

კონდეიშა-ა-ნოვას ინდუსტრიული ზონა

3150-194 კონდეიშა-ა-ნოვა

პორტუგალია.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (144 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-01-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-01-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-01-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-01-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-01-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-01-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-01-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-01-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-01-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-01-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-01-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-01-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-01-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-01-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-01-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-01-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-01-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-01-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-01-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-01-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-01-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-01-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-01-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-01-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-01-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-01-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-01-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-01-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-01-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-01-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-01-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-01-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-01-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-01-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-01-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-01-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-01-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-01-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-01-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-01-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-01-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-01-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-01-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-01-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-01-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-01-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-01-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-01-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-01-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-01-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-01-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-01-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-01-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-01-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-01-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-01-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-01-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-01-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-01-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-01-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-01-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-01-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-01-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-01-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-01-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-01-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-01-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-01-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-01-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-01-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-01-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-01-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-01-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-01-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-01-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-01-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-01-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-01-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-01-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-01-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-01-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-01-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-01-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-01-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-01-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-01-01

რეგიონი (200 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-01-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-01-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2026-01-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-01-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-01-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-01-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-01-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2026-01-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2026-01-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-01-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-01-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-01-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-01-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-01-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2026-01-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-01-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2026-01-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-01-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2026-01-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2026-01-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2026-01-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-01-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-01-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-01-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-01-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-01-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-01-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-01-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-01-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-01-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-01-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-01-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2026-01-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2026-01-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-01-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-01-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-01-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-01-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-01-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-01-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2026-01-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-01-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-01-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-01-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-01-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-01-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-01-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-01-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-01-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-01-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-01-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-01-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-01-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-01-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-01-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-01-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-01-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-01-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-01-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-01-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2026-01-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-01-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-01-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-01-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-01-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-01-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-01-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2026-01-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-01-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-01-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-01-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-01-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-01-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2026-01-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-01-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-01-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2026-01-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-01-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2026-01-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-01-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-01-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-01-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2026-01-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2026-01-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2026-01-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2026-01-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-01-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-01-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2026-01-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2026-01-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-01-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-01-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2026-01-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-01-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2026-01-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-01-01