ვეგამილქ-სოიოს ულაქტოზო რძე (ვეგანური) 950მლ
გააზიარე:
ვეგამილქი - სოიოს მცენარეული რძე 950მლ. წარმოადგენს მაღალი ხარისხის მცენარეულ რძეს, რომელიც შეიცავს უამრავ სასარგებლო პროტეინს. შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს გაამდიდროს დიეტა მცენარეული პროდუქტებით. დამზადებულია საგულდაგულოდ შერჩეული და სერტიფიცირებული პროდუქტებით. სასმლის საფუძველს ქმნის სოიოს მარცვლები, რომელიც 100% მცენარეული პროტეინია, დამზადებისას გამოყენებულია არაგენმოდიფიცირებული სოიო.
პროდუქტი მზადდება სიოს მარცვლებისგან, რომელიც:
შეიცავს 9 აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
მდიდარია ფიტოსტეროლებით, რომლებიც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ქოლესტერინის დონეს;
შეიცავს იზოფლავონებს, რომლებსაც შეუძლიათ შეამცირონ კიბოს რისკი;
არის მცენარეული პროტეინის წყარო, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილების წარმოქმნას და აღდგენას;
მდიდარია მინერალებით, როგორიცაა რკინა, კალციუმი და მაგნიუმი;
არის ლაქტოზის და გლუტენის გარეშე.
მწარმოებელი კომპანია - JSC “Odesa Baby Food Cannery“, 144, Mira Str. Odesa, 67430, Ukraine. წარმოებულია უკრაინაში. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში შპს "ავერსი-ფარმა".