ლაქტო-პრო #16კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ლაქტო-პრო
LACTO-Pro
სასურსათო დანამატი
სავაჭრო დასახელება: ლაქტო-პრო.
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს: Lactobacillus acidophilus (2 მილიარდი), Lactobacillus bulgaricus (1მილიარდი), Bifidobacterium bifidum (1 მილიარდი) და Fructo-oligosaccharides (100 მგ).
ფარმაცევტული ფორმა
კაფსულები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ცოცხალი მიკროორგანიზმები, როგორიცაა Lactobacillus species, Bifidobacterium species და საფუარი, სასიკეთო გავლენას ახდენს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის გაუმჯობესებისთვის.
Lactobacillus acidophilus– რამდენიმე ბაქტერიიდან ერთ-ერთი ბაქტერიაა, რომელიც გვხვდება Lactobacillus-ის კლასში. მისი სახელწოდება სათავეს იღებს რძის ლაქტო-მნიშვნელობიდან, ბაცილას მნიშვნელობა ჩხირის მსგავსი ფორმით არის განპირობებული, ხოლო აციდოფილუსის მნიშვნელობა მჟავას-მოყვარულს უკავშირდება. L. acidophilus ბუნებრივად გვხვდება სხვადასხვა საკვებში, მათ შორის, რძის პროდუქტებში, მარცვლეულში, ხორცსა და თევზში. იგი ასევე წარმოდგენილია ადამიანის ნაწლავებში, პირის ღრუში და ვაგინაში. ამ ტიპის ჯანმრთელი ბაქტერიები გვხვდება ნაწლავებში, ვაგინაში და მოქმედებს ზოგიერთი არაჯანსაღი ორგანიზმების წინააღმდეგ.
ბიფიდობაქტერია – ადამიანის და ცხოველის მსხვილი ნაწლავის ჩვეულებრივი ბინადარია. ახალშობილები, განსაკუთრებით ძუძუთი კვებისას, დაბადებიდან რამდენიმე დღეში კოლონიზდებიან ბიფიდობაქტერიით. ბიფიდობაქტერია პირველად გამოიყოფა მეძუძური ჩვილების განავალში. ისინი გრამდადებითი, უმოძრაო, არასპორული ფორმირების და კატალაზა-უარყოფითი ანაერობებია.
მათი სახელი წარმოიშვა დაკვირვებიდან გამომდინარე, რომ ისინი ხშირად არსებობენ “Y” ფორმით ან ბიფიდო ფორმით. ამჟამად გამოიყოფა ბიფიდობაქტერიის 30 სახეობა.
Lactobacillus bulgaricus– მრავალთაგან ერთ-ერთი ბაქტერიაა, რომელიც გამოიყენება იოგურტის წარმოებისთვის. პირველად მისი იდენტიფიცირება მოხდა 1905 წელს ბულგარელი ექიმის სტამენ გრიგოროვის მიერ, და ამიტომ ეწოდა bulgaricus სახელი. მორფოლოგიურად, ეს არის გრამ-დადებითი ბაქტერია, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს ძაბრისებური ბაქტერიის სახით. იგი ასევე უმოძრაოა და არ წარმოქმნის სპორებს. ბაქტერია იკვებება რძით და წარმოქმნის რძემჟავას, რაც ასევე ხელს უწყობს რძის შენარჩუნებას. იგი შლის ლაქტოზას და სასარგებლოა მათთვის ვისაც აქვს ლაქტოზას აუტანლობა, ასევე მათთვის ვისაც აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის საჭირო ფერმენტების ნაკლებობა, რაც საჭიროა ლაქტოზას ან შაქრის დასაშლელად.
მოქმედების მექანიზმი
პრობიოტიკების მოქმედების ბოლო წლების კვლევები ადასტურებს, რომ პრობიოტიკები ეწინააღმდეგება ადამიანის კუჭ-ნაწლავის ანთებას ეპითელიალური უჯრედის ფუნქციაზე ზემოქმედების გზით. რძემჟავა-წარმომქმნელი ბაქტერიების სტიმულირების გზით იგი ამცირებს კუჭ-ნაწლავის pH-ს, უზრუნველყოფს პირდაპირ ანტაგონისტურ მოქმედებას კუჭ-ნაწლავის პათოგენებზე. უფრო მეტიც, რეცეპტორებთან კავშირით იგი კონკურენციას უწევს პათოგენებს. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium bifidum აძლიერებს იმუნურ ფაგოციტურ აქტივობას სისხლის გრანულოციტების ცირკულაციის გზით.
Lactobacillus acidophilus და Lactobacillus bulgaricus შტამების მსგავსად რძემჟავა ბაქტერიამ ასევე გამოავლინა ანტიოქსიდანტური უნარი. მისი მექანიზმი უკავშირდება მეტალის იონების (რკინა, სპილენძი) ხელატიზაციას, რეაქტიული ჟანგბადის გაწმენდას და მოქმედების შემცირებას.
ჩვენებები
პროდუქტი გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან:
• სხვადასხვა გენეზის დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოსაწესრიგებლად;
• იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
დოზირება
მოზრდილებში და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში:
1 ან 2 კაფსულა ყოველდღიურად ან ექიმის მითითების შესაბამისად.
მიღების წესი: პერორალური გამოყენებისთვის.
გვერდითი მოვლენები
გვერდითი ან ტოქსიკური ეფექტები არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენება
არ არის ცნობილი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრობლემების შესახებ არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები
შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისაგან და ტენიანობისგან.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის ვადა: 36 თვე.
შეფუთვა
4 კაფსულა თითოეულ ბლისტერზე, 4 ბლისტერი თითო ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
DRUG INTERNATIONAL LIMITED
Herbal Division.
გაზიპური, ბანგლადეში.