ფოლიალი 2გრ #10 ვაგ.სუპ
გააზიარე:
ფოლიალი
FOLIAL
ვაგინალური სუპოზიტორიები
შემადგენლობა
პოლისაქარიდები ალოე ვერადან, სალბის ეთერზეთი, ჩაის ხის ეთერზეთი, გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი, რძემჟავა, ტრიგლიცერიდების ნარევი.
ფუნქციური დანიშნულება
ფოლიალი ვაგინალური სუპოზიტორები – დამხმარე სამედიცინო პროდუქტია სიმპტომური თერაპიისა და ბაქტერიული წარმოშობის საშოს ლორწოვანი გარსის დაავადებების პროფილაქტიკისთვის (როგორიცაა ვულვოვაგინიტი) ან სოკოვანი ინფექციები (როგორიცაა ვაგინალური კანდიდოზი). იგი შექმნილია საშოს ლორწოვანი გარსის წვის, ქავილის და სიწითლის შესამსუბუქებლად. მისი გამოყენება ასევე შეიძლება როგორც პროფილაქტიკური თერაპია, ხშირი რეციდივისკენ მიდრეკილ პაციენტებში.
დოზირება
სიმპტომური თერაპია: დღეში 1 სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ საშოში საღამოს, ძილის წინ, დაწოლილ მდგომარეობაში, არანაკლებ 10 დღის განმავლობაში.
პროფილაქტიკა: ციკლის სახით დღეში 1 სუპოზიტორია უნდა შეიყვანოთ საშოში საღამოს, ძილის წინ, დაწოლილ მდგომარეობაში, არანაკლებ 10 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ სამედიცინო პროდუქტი ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.
გამოყენების წესი
1. გახსენით შეფუთვა, გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები.
2. გენიტალიის არე კარგად ჩამოიბანეთ დელიკატური დასაბანი საშუალებით, ამოიღეთ 1 სუპოზიტორია ბლისტერიდან.
3. ფრთხილად შეიყვანეთ სუპოზიტორია რაც შეიძლება ღრმად საშოში, რათა თავიდან აიცილოთ მისი ჩამოვარდნა, სასურველია საღამოს, ძილის წინ.
შენახვის პირობები
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისა და სითბოსგან დაცულ ადგილას (t<30°C).
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ შეფუთვა დაზიანებულია.
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
მითითებული ვარგისობის ვადა ვრცელდება მხოლოდ დაუზიანებელ შეფუთვაში არსებულ პროდუქტზე, შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში.
გაფრთხილება
სუპოზიტორების არაერთგვაროვანი ფერი განპირობებულია მცენარეული წარმოშობის ექსტრაქტების არსებობით და დამახასიათებელია ამ პროდუქტისთვის. სამედიცინო პროდუქტი განკუთვნილია ვაგინალური გამოყენებისთვის.
არ გადაყლაპოთ.
არ გამოიყენოთ პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიის შემთხვევაში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ვაგინალური დაზიანებებისას.
ორსულობისას, ძუძუთი კვებისას ან თანმხლები მედიკამენტური თერაპიის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან გინეკოლოგს.
არ არის განკუთვნილი პედიატრიაში გამოსაყენებლად.
გვერდითი ეფექტები
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა სენსიბილიზაციის ფენომენი ან სხვა გვერდითი ეფექტები.
ქრონიკული დაავადების არსებობისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა რაიმე გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პროდუქტის გამოყენება და აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისობის ვადა
შეფუთვაზე მითითებულია ვარგისობის ვადა.
შეფუთვა
10 ცალი 2 გ. სუპოზიტორია .
მწარმოებელი
BIODUES.p.A.
Via A. Lorenzetti, 3/A Loc. Sambuca V.P. - Barberino Tavarnelle (FI), Italy
შპს ბიოდუე
ვია ა. ლორენზეტტი, ზ/ა ლოკ. სამბუკა ვ.პ. - ბარბერინო ტავარნელლე (ფი), იტალია.
წარმომადგენლობა უკრაინაში
შპს "ვინარა", 03035, უკრაინა, ქ. კიევი,
სოლომიანსკის მოედანი, კორპუსი 2, ოფისი 602.
ტელეფონი: +38 (067) 462 72 89.
Zandra
zeal-life.