ფელორან ფორტე 5% 40გ გელი
გააზიარე:
ფელორან ფორტე 5 % გელი
Feloran forte 5 % gel
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ნატრიუმის დიკლოფენაკი.
1გ გელი შეიცავს ნატრიუმის დიკლოფენაკს 50 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი 980, დიმეთილსულფოქსიდი, იზოპროპილის სპირტი, ნატრიუმის ბენზოატი, დიეთანოლამინი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენება
ფელორან ფორტე გელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დიკლოფენაკ ნატრიუმს, რომელიც მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფს. დიკლოფენაკი ამსუბუქებს ანთების სიმპტომებს – ტკივილს და შეშუპებას. გელი სპეციალურად შემუშავებულია კანის მეშვეობით დიკლოფენაკის სწრაფი შეწოვისა და ტკივილის სწრაფად შესამსუბუქებლად.
ფელორან ფორტე გელის გამოყენება ნაჩვენებია:
– მყესების, იოგების, კუნთების და სახსრების დაზიანებების დროს, რომელიც გამოწვეულია დაჭიმვის, დაჟეჟილობების, სისხლჩაქცევების და ზურგის ტკივილის გამო (სპორტული ტრავმები);
– სახსარგარე რევმატიზმის ლოკალიზებული ფორმები – მყესების ანთება (მაგ. "ჩოგბურთის იდაყვი"), ბურსიტი (ტკივილი და შეშუპება სახსრებში და მის გარშემო), მხრის-ხელის სინდრომი, პერიართროპათია;
– სახსრების დეგენერაციული დაავადებების ლოკალიზებული ფორმები, მაგალითად, პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართრიტი.
უკუჩვენებები
ფელორან ფორტე გელი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ალერგია აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა შემადგენლობის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
- ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მიმართ ასთმის შეტევის, ურტიკარია ან ალერგიული რინიტის კლინიკური გამოვლინებით;
- 14 წლამდე ასაკი;
- ორსულობის ბოლო სამი თვე.
გაფრთხილებებიდასიფრთხილისზომები
ფელორან ფორტე გელის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია
თუ გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა (გულის დაავადება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ადვილი დაღლილობა, ქოშინი, ტერფის შეშუპება და ა.შ.), თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები.
გელი გამოიყენება მხოლოდ ჯანსაღ კანზე (ღია ჭრილობების და დაზიანებების არარსებობის შემთხვევაში).
არ წაისვათ თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.
არ წაისვათ სახვევის ქვეშ.
არ მიიღოთ პერორალურად.
არ დაუშვათ მზის სხივების ზემოქმედება გელით წასმული კანის ზედაპირზე.
კანის ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა ნიშნების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
სხვა მედიკამენტები და ფელორან ფორტე გელი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა წამლებს, ან უკვე მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა ფელორან ფორტე გელის კანზე გამოყენების შემთხვევაში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფელორან ფორტე გელის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
მანქანის მართვა დამექანიზმებთან მუშაობა
ფელორან ფორტე გელი გამოიყენება კანზე. ის არ მოქმედებს მანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ზოგიერთი ნივთიერების შემცველობა
ფელორან ფორტე გელი შეიცავსდიმეთილსულფოქსიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
პრეპარატი თითოეულ გრამი ასევე შეიცავს 2,5 მგ ნატრიუმისბენზოატს. ნატრიუმის ბენზოატმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი გაღიზიანება.
გამოყენების წესი
პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია ამ ინსტრუქციაში ან ექიმის ან ფარმაცევტის რჩევის მიხედვით. თუ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ფელორან ფორტე გელი გამოიყენება კანზე.
რეკომენდებული დოზა
მოზრდილებსა და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში გელი გამოიყენება დაზიანებულ ადგილზე 2-ჯერ დღეში (სასურველია დილით და საღამოს), ფრთხილად შეიზილეთ სანამ არ შეიწოვება კანით. გელის საჭირო რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებული ადგილის ფართობზე. მაგალითად 1 გ გელი (დაახლოებით 6 სმ) საკმარისია დაახლოებით 400სმ.² ფართობის დასაფარად. ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა დაიბანოთ ხელები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არის დამუშავებული ადგილები. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებაზე და მიღწეულ ეფექტზე.
- რბილი ქსოვილების ტრავმის ან რევმატიზმის დროს – არ არის რეკომენდებული გელის გამოყენება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ მკურნალობა არ არის დანიშნული ექიმის მიერ;
- ართრიტული ტკივილის დროს (18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები) - 21 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ მკურნალობა არ არის დანიშნული ექიმის მიერ.
როდესაც ფელორან ფორტე გელი გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე
მითითებული ჩვენებით, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 7 დღის განმავლობაში ან გაუარესდა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია,
14 წლამდე ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში უკუნაჩვენებია.
ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის): გამოიყენება ჩვეულებრივი დოზა.
ჭარბი დოზირება
პრეპარატი გამოიყენება კანზე, ამიტომ დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა. დიდი რაოდენობით პრეპარატის შემთხვევითი პერორალური მიღების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან დაუკავშირდით უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში, თუ თითქმის შემდეგი დოზის მიღების დროა, მიიღეთ ის ჩვეულებრივად. არ გამოიყენოთ პრეპარატის ორმაგი რაოდენობა შემდეგი გამოყენებისას. ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა წამლის მსგავსად, ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
სერიოზული არასასურველი რეაქციები
შეწყვიტეთ ფელორან გელის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ არასასურველ რეაქციას.
ძალიან იშვიათად (ახდენს ზემოქმედებას 10 000-დან 1 პაციენტზე ნაკლები): ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპებით, ხშირად თან ახლავს გამონაყარი და ქავილი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება; ხიხინი ან ქოშინი (ასთმის სიმპტომები); კანის გამონაყარი ჩირქით სავსე ბუშტუკებით.
სხვა არასასურველი რეაქციები
ხშირი (ახდენს ზემოქმედებას 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე):
სიწითლე, ქავილი, გამონაყარი, ეგზემა, აქერცვლა და მშრალი კანი.
იშვიათი (ახდენს ზემოქმედებას 1000 -დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე):
კანის შეშუპება და ბუშტუკები გამოყენების ადგილას.
ძალიან იშვიათი (ახდენს ზემოქმედებას 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტზე):
მზის სხივების ზემოქმედების დროს კანის მომატებული მგრძნობელობა.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებიდან შეფასების გაკეთება შეუძლებელია):
წვის შეგრძნება გამოყენების ადგილას.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
რაიმე არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული ვრცელდება იმ არასასურველ რეაქციებზეც, რომელიც ზემოთ არ არის მითითებული. არასასურველი რეაქციის შესახებ ასევე შეგიძლიათ აცნობოთ უშუალოდ წამლის აღმასრულებელ სააგენტოს: “დამიან გრუევ” -ის ქ, #8, 1303 ქ. სოფია, ტელ: +35928903417, ვებ-გვერდი: www.bda.bg.არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ შეიტანთ თქვენს წვლილს აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოებაში.
შენახვის წესი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ტუბის გახსნიდან გამოიყენების ვადა არის 1 თვემდე.
არ გამოიყენოთ ეს სამედიცინო პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე. ვარგისობის ვადა მოიცავს მითითებული თვის ბოლო რიცხვს.
არ გადააგდოთ პრეპარატი კანალიზაციაში ან სახლის ნაგვის კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ წამალი, რომელსაც უკვე აღარ იყენებთ. ამ ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას
აღწერა
გამჭვირვალე, უფერო, ჟელესმაგვარი მასა იზოპროპილ სპირტის სპეციფიკური სუნით.
40 გ/120 გ პროდუქტი დოზირებულია ალუმინის მემბრანულ ტუბში პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის თავსახურით, 1 ტუბი მუყაოს ყუთში ინსტრუქციასთან ერთად.
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი
სს სოფარმა , ბულგარეთი, ქ. სოფია 1220, ილიენსკო შოსე-ს ქ. # 16.