ინფაერი 30მლ წვეთები
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ინფა R
Infa R
შემადგენლობა
ინფა R 30 ml შეიცავს: ლაქტობაცილუს რეუტერი (Lactobacillus Reuteri) – 1მილიარდ CFU* , სიმეთიკონი (Simeticone) – 2000მგ , კამის ზეთი (Dill oil) – 0.5მგ, ცერეცოს ზეთი ( Fennel oil ) – 0.25მგ.
*CFU= კოლონიის წარმომქმნელი ერთეული.
გამოყენება
ინფა R ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი და კოლიკის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც გამოიყენება დაბადების პირველი დღიდან.
ლაქტობაცილარეუტერი (Lactobacillus reuteri ) – მდგრადია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის pH-ისა და ნაღვლის მარილების ზემოქმედებისადმი. L.Reuteri ხელსაყრელ პირობებს ქმნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მიკროფლორის ფორმირებასა და ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში, არეგულირებს აირწარმოქმნას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას (ყაბზობა, დიარეა, რეგურგიტაცია), ხსნის მუცლის ტკივილსა და სპაზმს.
სიმეთიკონი (Simeticone ) – ცვლის აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგადაც ხდება მათი დაშლა. ამ პროცესში გამოთავისუფლებული აირების შეწოვა შეიძლება მოხდეს ნაწლავის კედელში, აგრეთვე გამოიყოფა ნაწლავის პერისტალტიკის მოქმედებით, შედეგად მცირდება მუცლის შებერილობა, ქრება ტკივილი.
კამისზეთი (Dill oil) , ცერეცოსზეთი ( Fennel oil ) – ეფექტურად და სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას, აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას, აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის ( Staphylococcus, Streptococcus, Pseudomonas და E.Coli ) ზრდას და გამრავლებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რის გამოც ის ასევე ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ.
დოზირება
0-6 თვის ასაკი: 0.5 მლ (10წვეთი ) 4-ჯერ დღეში, მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე.
6-12 თვის ასაკი: 0.75 მლ (15წვეთი) 4- ჯერ დღეში , მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე.
1 წლის ასაკიდან: 1 მლ (20წვეთი) 4 -ჯერ დღეში, მიიღება ჭამამდე 15 წუთით ადრე, ან ექიმის მითითებით.
გამოყენების წინ შეანჯღრიეთ !
ჩვენება
– ჩვილთა ნაწლავური კოლიკა;
– ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა;
– ალერგიული მდგომარეობები (ატოპიური დერმატიტი);
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გაზების ჭარბი წარმოქმნა და დაგროვება;
– ბოყინი, სლოკინი, შეკრულობა/დიარეა.
გაფრთხილება
საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუ ბავშვი ღებულობს ანტიბიოტიკებს, წვეთების მიღება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა
ინფა R წვეთები 30 მლ ბოთლში, თან ახლავს პიპეტი საზომი დანაყოფით.
შენახვისა და ტრანსპორტირების წესი
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას, 25°C -ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მწარმოებელი
ჰონორ ფარმა, თურქეთი.