ტინი ტალი 200მლ სიროფი
გააზიარე:
ტინი ტალი
შემადგენლობა
5 მლ ხსნარის შემცველობაა:
L - არგინინი ......................................................250 მგ
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) ..................... 70 მგ
ფოსფოტიდილსერინი ....................................10 მგ
ვიტამინი B3 .......................................................10 მგ
თუთია ..................................................... ..........5 მგ
ვიტამინი B5.................................................... ...4 მგ
ვიტამინი B1....................................................... 1 მგ
ვიტამინი B2.........................................................0.9 მგ
ვიტამინი E...........................................................0.95 მგ
მანგანუმი..............................................................0.25 მგ
ვიტამინი B6 .......................................................1 მგ
ვიტამინი A..........................................................240 İU
ფოლიუმის მჟავა ............................................... 100 მკგ
იოდი ..................................................... ............. 70 მკგ
სელენი ..................................................... ...........20 მკგ
ბიოტინი ..................................................... ..........2 მკგ
ვიტამინი D.......................................................... 10მკგ
ვიტამინი B12 .......................................................0,5 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი, ნატრიუმის ბენზოატი, არომატიზატორი, შაქრის სიროფი, ქსანთანი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ტინი ტალი მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია ფიზიკური ზრდის, მხედველობის ორგანოს, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. ტინი ტალში შემავალი კომპონენტების მოქმედება ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. ტინი ტალი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ტინი ტალი უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. ტინი ტალი ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსულ და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
ჩვენებები
- ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა;
- ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია;
- მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;
- ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია;
- რევმატოლოგიური დაავადებები;
- ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი;
- ტუბერკულოზი;
- დიაბეტი;
- იმუნიტეტის დაქვეითება;
- რაქიტი, მოტეხილობები, ოსტეოპოროზი;
- ზრდის პერიოდი.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოყენების წესი და დოზირება
4 წლამდე ასაკში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
4-14 წლის ბავშვებში: 5 მლ დღეში ერთხელ.
14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში: 5 მლ 2-ჯერ დღეში.
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
დოზა და ასაკობრივი ზღვარი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
გამოშვების ფორმა
სიროფი.
შეფუთვის ფორმა
200 მლ მინის ფლაკონში, მუყაოს კოლოფში.
ტინი ტალი ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია.
ტინი ტალი არ არის წამალი.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ,
ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი
შპს FITO LAB.