ლივაროლი 400მგ #5ვაგ.სუპ(ნიჟფ)
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ლივაროლი
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: ლივაროლი
საერთაშორისო არასაპატენტო სახელწოდება: კეტოკონაზოლი
ქიმიური სახელწოდება
ცის-1-აცეტილ-4(4-((2-(2,4)-დიქლოფენილ)-2(1H-იმიდაზოლ-1-ილმეთილ-1,3-დიოქსოლან-4-ილ)-მეტოქსი)ფენილ)პიპერაზინი
აღწერილობა:
თეთრი, თეთრი მოყვითალო ან მონაცრისფრო, ან მოკრემისფრო ელფერის მქონე სუპოზიტორები.
შემადგენლობა
ვაგინალური სუპოზიტორები კეტოკონაზოლით შეიცავს: კეტოკონაზოლი – 0,4გ, ბუტილოქსიანიზოლი – 0,0005გ, ფუძეები (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400) – საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (კოდი ATC: G01AF11).
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტიური ნივთიერება – კეტოკონაზოლი, იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულები. გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგოსტატური მოქმედება დერმატოფიტებთან და საფუარებთან მიმართებაში. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვასა და სოკოს მემბრანების შემადგენლობის ლიპიდურ ცვლილებებაში.
პრეპარატი აქტიურია სტაფილოკოკებთან და სტრეპტოკოკებთან მიმართებაში.
ჩვენებები
საშოს მწვავე და ქრონიკული რეციდივული მიკოზის მკურნალობა.
საშოს სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობისას და ანტიბაქტერიული საშუალებებითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც არღვევენ საშოს ნორმალურ მიკროფლორას.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზები
კონტურული შეფუთვიდან სუპოზიტორიის ამოღების შემდეგ სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ზურგით მწოლიარე მდგომარეობაში დღეღამეში 1 სუპოზიტორი 3-5 დღის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ გამოჯანმრთელებამდე.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვა) სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას, იშვიათ შემთხვევებში - გულისრევა, თავბრუსხვევა.
განსაკუთრებული მითითებანი
მოერიდეთ ლატექსურ პრეპარატებთან კონტაქტს (კონტრაცეპტული დიაფრაგმები, კონდომები).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
რიფამპიცინთან და იზონიაზიდთან პრეპარატის ერთდროული გამოყენება ამცირებს პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას. ციკლოსპორინების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას კეტოკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის მომატება პლაზმაში.
გამოშვების ფორმა
ლივაროლი, ვაგინალური სუპოზიტორიები 5 ცალი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; ერთი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმი”, რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7.
ტელ: (831-2) 78-80-88
ფაქსი: (831-2) 78-80-03