მემოსმარტი #30კაფს(NEW)
გააზიარე:
მემოსმარტი
შემადგენლობა
ფოსფატიდილქოლინი 50მგ,
ფოსფატიდილსერინი 50მგ,
L- გლიცინი 50მგ,
ინოზიტოლი 50მგ,
კალციუმის ფოსფატები, მიკროკრისტალური ცელულოზა, ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები.
ფარმაკოლოგიურიჯგუფი
ნეირომეტაბოლური, კოგნიტური ფუნქციების მარეგულირებელი, ანგიოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური საშუალება.
ფარმაკოლოგიურიმოქმედება
ფოსფატიდილსერინი – აუმჯობესებს თავის ტვინის, როგორც თეთრი ასევე რუხი ნივთიერების ტროფიკულ ფუნქციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას, ყურადღების კონცენტრაციას, გუნება-განწყობას, აღადგენს ნერვული ქსოვილების სტრუქტურას და მეტაბოლიზმს.
ფოსფატიდილქოლინი – მონაწილეობს თავის ტვინის ერთ-ერთი უმთავრესი ნეირომედიატორის აცეტილქოლინის სინთეზში. აცეტილქოლინი ააქტიურებს და აუმჯობესებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. იგი მონაწილეობს ცხიმოვან ცვლაში და გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. აცეტილქოლინის ნაკლებობა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, გონებრივი აქტივობის და ფსიქიკური მოქმედების შეზღუდვას, რაც განსაკუთრებით ვლინდება დეპრესიის დროს.
L გლიცინი – არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ცნს-ში, ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას, გააჩნია გლიცინ, გამაერგული, ალფა 1-ადენობლოკატორული, ანტიოქსიდანტური, ანტიტოქსიური მოქმედება; არეგულირებს გლუტამატური (NMDA რეცეპტორების ფუნქციას, ამცირებს ვეგეტოსისხლძარღვოვან დარღვევებს.
ინოზიტოლს – მნიშვნელოვანი როლი აკისრია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში, ნერვული სიგნალის გადაცემაში, აუმჯობესებს მნიშვნელოვანი ნეირომედიატორების აცეტილქოლინის, დოფამინის, ნორადრენალინის და სეროტონინის ფუნქციონირებას; უზრუნველყოფს 5- НТ (სეროტონინს) აქტივაციას ნერვულ უჯრედებში, რაც ამცირებს შფოთვას და შფოთვით აშლილობებს; ხელს უწყობს კალციუმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. იგი არის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი. ინოზიტოლი მონაწილეობს ჰეპატოციტების რეგენერაციაში.
ჩვენებები
– ინტელექტუალური შესაძლებლობების და მეხსიერების დაქვეითება;
– ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება;
– ფსიქოემოციური სტრესი, დეპრესია;
– ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია (დისცირკულატორული ენცეფალოპატია), თავის ტვინის სისხლძართვების ათეროსკლეროზი, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტების აღდგენითი პერიოდი;
– თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება;
– თავისა და ზურგის ტვინზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა;
– სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობისას (გამოცდების პერიოდში, კონფლიქტურ და სხვა სიტუაციებში), ყურადღების დეფიციტით განპირობებული დარღვევები;
– ნევროლოგიური და ფსიქიატრიული დაავადებების სხვადასხვა ფორმა, რომელიც მიმდინარეობს კოგნიტური და ინტელექტუალური ფუნქციების პროგრესირებადი მოშლით;
– გადატანილი ინფექციური დაავადებების რეაბილიტაციის პერიოდი;
– დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას;
– პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
– ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
– ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
– დიაბეტური რეტინოპათია.
გამოყენებისწესიდადოზირება
კაფსულა ორჯერ ან სამჯერ დღეში.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
– ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად დისპეპსიური და ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა.
გამოშვების ფორმა
N#30 ვეგეტარიანული კაფსულა
შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
Nature Pharma, ესპანეთი.
შპს “ლაიფლაინი”
მისამართი: თბილისი, თამარაშვილის 13
ელ.ფოსტა:[email protected]
ტელ.: 595 02 02 78.