ბიქსტონიმი ქსილო1მგ/მლ10მლ ცხ/სპრ
გააზიარე:
ბიქსტონიმი ქსილო არომა
1 მგ/მლ ცხვირის სპრეი, ხსნარი
1. ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ და მისი გამოყენება
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ შეიცავს ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს, რომელიც ადგილობრივი გამოყენების ცხვირის დეკონგესტანტების, სიმპატომიმეტიკების, ფარმაკოთერაპიული ჯგუფის წარმომადგენელია.
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ, პიტნისა და ევკალიპტის არომატით, სწრაფად ხსნის დახშულ ცხვირს და აადვილებს სუნთქვას.
იგი ნაჩვენებია მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში.
პრეპარატი გამოიყენება ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად გაციების და გრიპის, ვაზომოტორული რინიტისა და ალერგიული რინიტის დროს. ამის გარდა, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურის ინფექციების სამკურნალოდ ნაზოფარინქსის ლორწოვანი გარსის დეკონგესტის დასახმარებლად. მისი გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით ცხვირის გამოკვლევის ჩასატარებლად.
2. ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია
არ გამოიყენოთ ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ
- თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ქსილომეტაზოლინის ან ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- თუ გაქვთ ცხვირის ლორწოვანი გარსის მშრალი ქრონიკული ანთება, რომელსაც არ ახლავს სეკრეცია (rhinitis sicca);
- თუ გაქვთ ცერებრალური ინსულტის ისტორია ან რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ ცერებრალური ინსულტის განვითარებას ალფა-სიმპატომიმეტური აქტივობით: მკურნალობა ვაზოკონსტრიქტორებით, კრუნჩხვების ისტორია, ურეთროპროსტატული დაავადებები შარდის შეკავებით, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირი მოქმედების სიმპათომიმეტიკებთან;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
- ანტიდეპრესანტებით, მონოამინ-ოქსიდაზას ინჰიბიტორებით (MAO ინჰიბიტორებით) ან სხვა პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა;
-თუ გაქვთ მომატებული თვალშიდა წნევა, განსაკუთრებით ვიწროკუთხოვანი გლაუკომა, ფეოქრომოციტომა, პროსტატის ადენომა (კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერტროფია);
- თუ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები (მაგ., გახანგრძლივებული QT სინდრომი, გულის კორონარული დაავადება, მაღალი წნევა), მეტაბოლური დარღვევები (მაგ., ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი);
- განმეორებითი ან/და გახანგრძლივებული მიღების შემთხვევაში, არსებობს ტაქიფილაქსიის და იატროგენული რინიტის განვითარების რისკი;
- განმეორებითი და/ან გახანგრძლივებული მიღების შემთხვევაში, არსებობს ქსილომეტაზოლინის სისტემური შეწოვის რისკი იმ რაოდენობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისტემური გვერდითი რეაქციები.
სხვა სიმპათომიმეტური საშუალებების მსგავსად, ქსილომეტაზოლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გაზრდილი ინტენსივობის რეაქცია ადრენერგული ნივთიერებების მიღებაზე, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა უძილობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, გულის არითმია ან არტერიული ჰიპერტენზია.
სხვა მედიკამენტები და ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იყენებთ, ცოტა ხნის წინ იყენებდით ან შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატები.
ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ ერთდროულმა გამოყენებამ მონოამინ-ოქსიდაზას ინჰიბიტორებთან (MAO ინჰიბიტორებთან) ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან ტეტრაციკლურ ანტიდეპრესანტებთან შეიძლება გამოიწვიოს წნევის მომატება (ქსილომეტაზოლინის მიერ გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა ეფექტების გამო).
ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ და სისტემური ვაზოკონსტრიქტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, ქცევის დარღვევა, აგზნება, უძილობა.
არ გამოიყენოთ ერთდროულად წვეთები ან ცხვირის სპრეი, რომლებიც შეიცავენ იმავე კლასის აქტიურ ნივთიერებებს, როგორიცაა ქსილომეტაზოლინი, ან ოქსიმეტაზოლინი, ნაფაზოლინი.
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ საკვებთან და სასმელთან ერთად
არ აქვს მნიშვნელობა.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
არ გამოიყენოთ ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, ან თუ ხართ რეპროდუქციული ასაკისა და არ იყენებთ კონტრაცეფციას.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ-ის ხანგრძლივი გამოყენების ან მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში, არ მართოთ მანქანები და არ გამოიყენოთ მექანიზმები, რადგან აქტიური ნივთიერების სისტემური შეწოვა არ არის გამორიცხული და შესაძლოა გავლენა იქონიოს მანქანის მართვისა და მექანიზმების მართვის უნარზე.
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან შეშუპება ცხვირის შიგნით, განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ შეიცავს პოლიეთოქსილირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის დისკომფორტი და დიარეა.
ეს წამალი შეიცავს სორბიტოლს 10 მგ მილილიტრზე.
3. ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ-ს გამოყენების წესი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზარდები და მოზრდილები 12 წელზე ზემოთ
ჩვეულებრივი დოზა არის 1 შესხურება 3-ჯერ დღეში, თითოეულ ნესტოში.
ერთი შესხურება აწვდის 81 მკგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დოზა განისაზღვრება პაციენტის მგრძნობელობისა და კლინიკური ეფექტის მიხედვით, მაგრამ მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 5 დღეზე მეტ ხანს.
12 წლამდე ასაკის ბავშვები
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმულები
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ ინიშნება იმავე დოზებით, როგორც მოზრდილებში.
თუ იყენებთ იმაზე მეტ ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ-ს, ვიდრე საჭიროა
თურეკომენდებულზე უფრო მაღალი დოზა მიიღეთ, შეიძლება განვითარდეს:
გუგების გაფართოება (მიდრიაზი), გულისრევა, ღებინება, ტუჩების ლურჯი შეფერილობა (ციანოზი), ცხელება, კრუნჩხვები, გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (ტაქიკარდია/ბრადიკარდია, სხვა არითმიები, კოლაფსი, გულის გაჩერება, მაღალი არტერიული წნევა), რესპირატორული დარღვევები (ფილტვის შეშუპება, ქოშინი და ა.შ.), ფსიქიკური დარღვევები, ძილიანობა, სხეულის დაბალი ტემპერატურა, დაბალი გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა, სუნთქვის გაჩერება და კომა.
აღნიშნული მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, თუ ექიმი სხვაგვარად არ გირჩევთ.
ქსილომეტაზოლინის ახალ გამოყენებამდე საჭიროა რამდენიმე დღიანი შესვენება მიღებებს შორის.
თუ დაგავიწყდათ ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ მეტი ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ მიღება
არ ინერვიულოთ, რადგან უწყვეტი მკურნალობა არ არის სავალდებულო.
ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
გვერდითი რეაქციები კლასიფიცირდება შემდეგი სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (აღენიშნება 10-დან 1 პაციენტზე მეტს), ხშირი (აღენიშნება 10-დან 1 პაციენტზე ნაკლებს), არახშირი (აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში), იშვიათი (უვითარდება 1000 პაციენტში 1-ზე ნაკლებს), ძალიან იშვიათად (აღენიშნება10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტს) უცნობი სიხშირით (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
იშვიათი
- ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში: ადგილობრივი ზომიერი და გარდამავალი გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის ან სიმშრალის შეგრძნება).
ძალიან იშვიათი
- შეგუბებული რებაუნდის სინდრომი (რეაქტიული ჰიპერემია) მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;
- ხანგრძლივმა მკურნალობამ, ქსილომეტაზოლინის ხშირმა და/ან მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება (ცხვირის ლორწოვანი გარსის წვა ან სიმშრალე), ასევე რეაქტიული შეშუპება წამლით გამოწვეული რინიტით. ეს ეფექტი შეიძლება გაქრეს მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ 5 დღის შემდეგ და, თუ მიღება გაგრძელდა, შეიძლება განვითარდეს ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაზიანება ქერქის წარმოქმნით;
- თავის ტკივილი, უძილობა, ასთენია და მხედველობის დარღვევები, სიმპათომიმეტური ტიპის სისტემური ეფექტები, როგორიცაა პალპიტაცია (არანორმალური გულისცემა), ტაქიკარდია ან მაღალი წნევა.
უცნობი სიხშირე
- გულისრევა.
გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება
რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ გვერდით ეფექტს, რომელიც შესაძლოა არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ არასასურველი რეაქციების შესახებ პირდაპირ ეროვნული შეტყობინების სისტემის მეშვეობით,
მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების ეროვნული სააგენტო
Str. viator Sanatescu no. 48, სექტორი 1
ბუქარესტი 011478- RO
ტელეფონი: + 4 0757 117 259
ფაქსი: +4 0213 163 497
ელ.ფოსტა: [email protected]
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.
5. ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოიყენეთ ბოთლის პირველი გახსნიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, ვარგისობის ვადა არის მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომელბსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ
- აქტიური ნივთიერება არის ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი. ცხვირის სპრეის ხსნარის ერთი მილილიტრი შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა კომპონენტებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, სორბიტოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლიეთოქსილირებული აბუსალათინის ზეთი, ევკალიპტოლი, ლევომენთოლი, გაწმენდილი წყალი.
ბიქსტონიმი ქსილო არომას 1 მგ/მლ გარეგნული აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ბიქსტონიმი ქსილო არომა 1 მგ/მლ არის გამჭვირვალე, უფერო ხსნარი, მენთოლისა და ევკალიპტის დამახასიათებელი სუნით.
მუყაოს კოლოფი ერთი ქარვისფერი შუშის ბოთლით სპრეის ტუმბოთი, რომელიც შეიცავს 10 მლ ცხვირის სპრეის ხსნარს.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
BIOFARM S.A.
99 Logofătul Tăutu Street, მე-3 რაიონი, ბუქარესტი, რუმინეთი
ტელეფონი: +4 021 30.10.600
ფაქსი: +4 021 30.10.605
ელ.ფოსტა : [email protected]