ლიკოფილი #30კაფს
გააზიარე:
ლიკოფილი
სურსათის(სასურსათო)დანამატი
ნუტრიციული ფაქტორები |
100 გ მშრალ პროდუქტზე |
დღიური დოზა (1 კაფსულა) |
სადღეღამისო გამოყენების რეკომენდებული ნორმის% ზრდასრული ადამიანისათვის DRI %* |
ენერგეტიკული ღირებულება |
302.06 კკალ |
1.66 კკალ |
0.098 |
ცხიმები მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები |
0,15 გ |
0,001 გ |
0,001 |
ნახშირწყლები მათ შორის შაქარი |
71.2 გ - |
0.39 გ - |
- - |
საკვები ბოჭკოები |
0.23 გ |
0.0013 გ |
1.24 |
ცილები |
0.001 გ |
0.003 გ |
0.62 |
მარილები (გ) |
0.297 მგ |
0.003 მგ |
0.00013 |
ინგრედიენტები |
|
|
|
პომიდვრის ექსტრაქტი |
27.27გ |
150მგ |
** |
** არ არის დადგენილი
სხვა ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
ლიკოფილი – მცენარეული წარმოშობის ნივთიერებებისგან მიღებული მეცნიერულად დადასტურებული ანტიაგრეგაციული მოქმედების აქტიური კომპლექსია.
პომიდვრის ექსტრაქტი შეიცავს ვიტამინ C-ს, ვიტამინ A-ს, კალიუმს და რკინას, რომლებიც აუცილებელია სისხლის ნორმალური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად და ვიტამინი K, რომელიც აკონტროლებს სისხლდენას და სისხლის შედედებას. ექსტრაქტის შემადგენლობა მნიშვნელოვნად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას მათი აქტივაციის ინჰიბირებით, სისხლის კოაგულაციის სისტემაზე ზემოქმედების გარეშე; მოქმედებს სისხლის შედედების პროცესის პირველ ფაზაზე. ლიკოფილი შეიცავს უაღრესად სპეციალიზებულ სტანდარტიზებულ პომიდვრის ექსტრაქტს (WSTC). კაფსულა დამატებით შეიცავს რესვერატროლს.
პომიდვრის ექსტრაქტი ხელს უწყობს თრომბოციტების ნორმალურ აგრეგაციას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას. ლიკოფილის მიღება ხელს უწყობს არტერიული წნევისა და შრატში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის რეგულირებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის მქონე ადამიანებში ქოლესტერინის და ტრიგიცერიდების დონისა და სისხლძარღვებში მათი დეპონირების შემცირებას. საჭიროებისას, მაგ. ტრავმის შემთხვევაში, ლიკოფილი არ უშლის ხელს სისხლის შედედებას. აქედან გამომდინარე, ლიკოფილი არის პროდუქტი, რომელიც უშუალოდ მოქმედებს სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებაზე. ერთი კაფსულა (150 მგ) საკმარისია ერთი დღისთვის. ეფექტი იწყება მიღებიდან დაახლოებით 1-1,5 საათის შემდეგ. თუ ლიკოფილი ყოველდღიურად მიიღება, სისხლის თრომბოციტების ელასტიურობა 24 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.
გამოყენების რეკომენდაცია
1 კაფსულა დღეში.
პირველადი პრევენცია:
– თრომბოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს;
– თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების აუტანლობა ან უკუჩვენება (ასპირინი, კლოპიდოგრელი);
– სისხლდენის გაზრდილი რისკის ფონზე, როცა სხვა ანტიაგრეგანტების დანიშვნა უკუნაჩვენებია.
თრომბოციტების აგრეგაციის მომატების მაღალი რისკის დროს:
– II ტიპის დიაბეტი, სიმსუქნე;
– მეტაბოლური დარღვევები;
– მენოპაუზა;
– 45 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები.
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. სურსათის (სასურსათო) დანამატები არ გამოიყენებამრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.
გამოშვების ფორმა
30 კაფსულა 16,5გ.
შენახვის წესი
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი
GLOBAL CBS LLC -სთვის ჰონორ ილაჩი.
Honor İlaç Sanayi ve Tic. Ltd. Şti.