ჰიპის ორგანული მარცვლოვანი ფანტელები ხილით (10 თვიდან) ჰიპის საბავშვო მარცვლოვანი ფანტელები ხილით ადაპტირებულია სხვადასხვა ასაკის ბავშვების კვებით საჭიროებებზე და ხელს უწყობს ბავშვის ჯანსაღ ზრდასა და განვითარებას. არ შეიცავს დამატებულ შაქარს — შეიცავს მხოლოდ ინგრედიენტებში ბუნებრივად არსებულ შაქრებს; არ შეიცავს რძეს, არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებსა და გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს. მდიდარია B1 ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. შემადგენლობა: ხორბლის მარცვლები – 28%, შვრიის მარცვლები – 28%, ვაშლის პიურე – 19%, ფქვილი – 11% (ხორბალი, ქერი*, შვრია*, ჭვავი*, სელტი*), ბანანის მარცვლები – 11%, ქლიავის მარცვლები – 1,7% (ქლიავის პიურე, ბრინჯის ფქვილი), სიმინდის ფქვილი, ვიტამინი B1. შენახვის პირობები: გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ შეფუთვა დაუზიანებელია. შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, 0- 25°C-მდე. გახსნილი შეფუთვა ვარგისია 3–4 კვირის განმავლობაში. ყოველი გამოყენების შემდეგ შეფუთვა კარგად დახურეთ. ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ბეიბი ფუდი“, თევდორე მღვდლის ქ. 51–53, თბილისი, საქართველო.










