პარი-ფლო ადვანსი 125მლ სუსპ
გააზიარე:
პარი-ფლო ადვანსი
სუსპენზია შინაგანი გამოყენებისათვის 125 მლ
შემადგენლობა
პარი-ფლო ადვანსი შეიცავს:
აქტიურინივთიერებები: L-მეთილ ფოლატი (L-methyl folate), მაგნიუმის L-ტრეონატი (Magnesium L-threonate), L-გლიცინი (L-Glycine), პასიფლორა (Passiflora incarnata).
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონმჟავა, ყავისფერი-კოლა საღებავი, ლიმონის-ლაიმის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
გამოყენება
პარი-ფლოადვანსი გამოიყენება ფსიქოემოციური და ფსიქოსომატური დარღვევების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია სტრესით, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტონიით, არტერიული ჰიპერტენზიით, ჰორმონალური დარღვევებით (მენოპაუზა, პრემენსტრუალური სინდრომი, ჰიპერთირეოზი და სხვ.); სხვადასხვა წარმოშობის ნევროზების და ნევრასთენიების, გაღიზიანებადობის, შიშის და შფოთვის, ასევე დეპრესიის დროს; შაკიკის შეტევებისას; კრუნჩხვითი სინდრომით მიმდინარე ნევროლოგიური დაავადებების და მეტაბოლური დარღვევების შემთხვევაში; ალკოჰოლური აბსტინენციის დროს.
უკუჩვენებები
პარი-ფლო ადვანსის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
პარი-ფლო ადვანსის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის (ჩამოთვლილია შემადგენლობაში) მიმართ ალერგია.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი რისკ-ფაქტორები აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს პარი-ფლო ადვანსის მიღებამდე.
თუ ხშირად იღებთ პარი-ფლო ადვანსს
პარი-ფლო ადვანსის ხშირად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილის გაძლიერება.
მსგავს შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს, მან შეიძლება გირჩიოთ პარი-ფლო ადვანსის მიღების შეწყვეტა.
იმ შემთხვევაში, თუ გრძნობთ ტკივილს ან შებოჭილობას გულმკერდის არეში (როგორც წესი ქრება სწრაფად) და ეს ეფექტები ინტენსიურია, არ ქრება სწრაფად ან პირიქით ძლიერდება,
სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს დამატებით ინფორმაციას შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებდით, ამჟამად იღებთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები, მათ შორის ნებისმიერი მცენარეული პროდუქტი ან მედიკამენტი, რომელიც გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ზოგიერთი პრეპარატის მიღება არ შეიძლება პარი-ფლო ადვანსთან ერთად.
ზოგიერთმა პრეპარატმა პარი-ფლო ადვანსთან ერთად მიიღების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
ბავშვები 12 წლამდე
პარი-ფლო ადვანსის გამოყენება რეკომენდებულია 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, დაავადების სიმძიმისა და ხარისხის გათვალისწინებით.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პარი-ფლო ადვანსის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მონაცემების სიმცირის გამო, ორსულობისა და ლაქტაციის დროს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ფერტილობაზე ზემოქმედების ტესტი არ ჩატარებულა.
ავტომობილისა და მექანიზმების მართვა
პარი-ფლო ადვანსის გამოყენებისას შეიძლება დაქვეითდეს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ამ შემთხვევაში არ მართოთ მანქანა და მექანიზმები!
მიღების წესი
ბავშვებში დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია დაავადების ხარისხსა და სიმძიმეზე. პედიატრიაში პარი-ფლო ადვანსი შეიძლება გამოყენებულ იქნას წყალთან ერთად.
• გამოყენებამდე აუცილებელია შენჯღრევა.
• არ გამოიყენოთ ადეკვატური და დაბალანსებული კვების სანაცვლოდ.
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
დოზირება
ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებისთვის 10 მლ ერთჯერ დღეში.
რეკომენდებულიდღიურიდოზაბავშვებისთვის |
|
ასაკი (წლები) |
დღიური დოზა |
3-6 |
1,5-2 მლ 2-ჯერ დღეში |
6-12 |
2.5 მლ დღეში 2-ჯერ |
12-15 |
2.5 მლ დღეში 2-3-ჯერ |
15 |
5 მლ დღეში 2-ჯერ |
ჭარბი დოზირება
კლინიკურ პრაქტიკაში დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად, იშვიათ შემთხვევებში, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. მსგავს შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში ან აღინიშნა მათი ინტენსივობის მატება აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ
გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ინფორმაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ შეატყობინოთ (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ).
GMG Grand Medical-ის გვერდითი ეფექტების შეტყობინების სერვისს http://grandmedicalgroup.ch/adversereaction/
Drew Reis Maha.TextileKent Cad. Tekstilkent Koza Plaza Bl ok Kat:17 Esenler, სტამბული, თურქეთი.
ტელ: +90 212 438 50 20
ფაქსი: +90 212 43B 57 06.
პარი-ფლო ადვანსის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისობის თარიღი მიუთითებს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25°C-მდე ტემპერატურაზე.
მედიკამენტები არ ჩაყაროთ ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შიგთავსი
პარი-ფლო ადვანსი არის გამჭვირვალე, ყავისფერი სითხე დამახასიათებელი სუნით.
შეფუთვის ზომები: ბოთლი 125 მლ.
დამატებითიი ნფორმაცია
გამოყენების ინსტრუქცია არ შეიცავს სრულ ინფორმაციას თქვენი მედიკამენტის შესახებ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისათვის.
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი
Grand Medical Group AG.
მისამართი: Kornmarkt 10, C- 6004 Luzern / Switzerland
ტელ: +41 44 5853080
ტელ: +41 78 8324510
მწარმოებელი
Miquel Y Garriga SL,
Joaquim Costa, 18. 1'. 08390
Mangat , Barcelona, Spain
ტელ: +34 934692266
ფაქსი: +34 93 469 21 07.