ვიტანური 30მლ სპრეი

ვიტანური 30მლ სპრეი

31.49 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ედ მედლაინ საგლიკ ურუნლესი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აცეტილცისტეინი,პროპოლისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 141338
გააზიარე:

ვიტანური

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები თითოეულ შესხურებაში(0,130მლ):

პროპოლისის თხევადი ექსტრაქტი  15მგ,

სტანდარტიზებული 12მგ/მლ-ში პოლიფენოლამდე

N-აცეტილცისტეინი 6მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: მალტიტოლი, ქსანთინი, სუკრალოზა, გლიცერინი, პიტნის არომატიზატორი, ქსილიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, დეიონიზირებული წყალი.

ინფორმაცია პროდუქტის შესახებ

ვიტანური -კომბინირებული სპრეია, რომლიც შეიცავს პროპოლისის თხევად ექსტრაქტს და N-აცეტილცისტეინს. ის განკუთვნილია ყელის მიდამოს სანაციისთვს.

პროპოლისის თხევად ექსტრაქტს გააჩნია ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური თვისებები. პროპოლისი აუმჯობესებს ორგანიზმის დაცვით მექანიზმებს და უზრუნველყოფს მის დაცვას დაავადებებისგან.

N-აცეტილცისტეინი მიიღება ამინომჟავა ცისტეინისგან და გააჩნია მუკოლიზური მოქმედება. N-აცეტილცისტეინი ამცირებს ნახველის წარმოქმნას სასუნთქ გზებში, ათხიერებს წარმოქმნილ ნახველს და ხელს უწყობს მის გამოყოფას.

ჩვენებები

ვიტანური რეკომენდებულია როგორც დამხმარე საშუალება ადგილობრივი იმუნიტეტის ასამაღლებლად,  პირის ღრუს და ყელის მიდამოს სანაციისთვის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექიების, სტომატიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, ანგინის დროს.

უკუჩვენება

პროდუქტში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.

დოზირება

ბავშვები 4 წლამდე 1 შესხურება 2-ჯერ დღეში.

4 წლიდან 14 წლამდე 1 შესხურება 2-3-ჯერ დღეში.

მოზრდილებში -  2 შესხურება 2-3-ჯერ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები

ვიტანური არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. იგი არის ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

ორსულობის და ლაქტაციის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ ცვლის ბალანსირებულ დიეტას და ჯანმრთელი ცხოვრების წესს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა

სპრეი 30მლ მინის ფლაკონი.

შენახვის პირობებები

ინახება მშრალ ადგილას, 25°C ტემპერატურაზე,  მზის სხივების და სითბოს წყაროსგან მოშორებით.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი

AD MEDLINE SAGLIK URUNLERI SAN. TIC. LTD. SRI

Ortakoy Mh Harpuk Sk №4F Siliviri/Istanbul/Turkey

ცენტრალური ოფისი: AD MEDLINE HEALHCARE PRODUCT INDUSTRY TRD LTD CO.

17 Green Lanes, London, England, N 16 9BS

[email protected]

www.admedline.com

Official distributor: “PROFARMA” LTD.