სპირალი-"ელოირა" 20მკგ/24სთ

სპირალი-"ელოირა" 20მკგ/24სთ

230.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი: პრეგნა ინტერნაციონალი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლევონორგესტრელი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 141168
გააზიარე:

ელოირა

ELOIRA

საშვილოსნოსშიდა ჰორმონალური სისტემა

ლევონორგესტრელი 52 მგ

პროდუქტის დანიშნულება

ელოირა (საშვილოსნოსშიდა ჰორმონალური სისტემა) არის პატარა მოწყობილობა, რომელიც თავსდება საშვილოსნოში ექიმი-სპეციალისტის მიერ. იგი შედგება პოლიეთილენის ჩარჩოსგან, რომელსაც აქვს მატრიცა, რომელიც შეიცავს ჰორმონ ლევონორგესტრელს. ამიტომ ეს არის საშვილოსნოსშიდა სისტემა და არა მხოლოდ საშვილოსნოსშიდა აპარატი.

ელოირას აქვს ორი ძაფი, რომელიც მიმაგრებულია მის ღეროზე. ძაფები არის ელოირა–ს ერთადერთი ნაწილი, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს გარეთ და საშოს შიგნით.

სისტემა გამოყოფს ლევონორგესტრელს ორგანიზმში მუდმივი სიჩქარით, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით (20 მიკროგრამი/24 საათში).

ეფექტურობა

ელოირა არის ხანგრძლივი მოქმედების კონტრაცეფციის შექცევადი მეთოდი. ყველა ხანგრძლივი მოქმედების მეთოდი ძალიან ეფექტურია, რადგან მათი გამოყენებისას არ არის საჭირო გახსოვდეთ სხვა კონტრაცეფციის მიღება ან გამოყენება. ტიპიური გამოყენებისას, ელოირა უფრო ეფექტურია, ვიდრე კონტრაცეფციის სხვა მეთოდები.

დაორსულების ალბათობა გამოყენების პირველი წლის განმავლობაში:

მეთოდი

ტიპიური გამოყენება

სრულყოფილი გამოყენება

ორსულობისგან თავდაცვის გარეშე

85 %

85 %

კომბინირებული აბები

8 %

0,30 %

აბები მხოლოდ პროგესტინით

13 %

1,10 %

სტერილიზაცია (ქალი)

0,50 %

0,50 %

სტერილიზაცია (მამაკაცი)

0,15 %

0,10 %

პრეზერვატივი (ქალის)

21 %

5%

პრეზერვატივი (მამაკაცის)

15 %

2 %

სპილენძის შემცველი საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა

0,80 %

0,60 %

ჰორმონალური საშვილოსნოსშიდა მოწყობილობა

0,20 %

0,20%

ლაქტაციური ამენორეა

2%

<1 %

პლასტირი

8%

0,30 %

ვაგინალური რგოლი

8%

0,30 %

Depo-Provera

3%

0,30 %

იმპლანტი

0,05%

0,05%

დიაფრაგმა და სპერმიციდი

16 %

6 %

შეწყვეტილი სექსობრივი აქტი

27 %

4 %

სტანდარტული კალენდარული მეთოდი

~12-25 %

~1-9 %

ლიტერატურა: Hurt, K. Joseph, et al. (რედ.); მეან-გინეკოლოგიისა დეპარტამენტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლა, ბალტიმორი, მერილენდი (2012-03-28).  ჯონს ჰოპკინსის მეან-გინეკოლოგიის სახელმძღვანელო. (მე -4 გამოცემა), ფილადელფია: Wolters Kluwer Health/Lippincott Williams & Wilkins,გვ. 232. ISBN 978-1-60547-433-5.

ელოირას მოქმედება

ელოირას ჩადგმა შეიძლება ნებისმიერ დროს მენსტრუალური ციკლისას, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არ ხართ ორსულად. ის დაუყოვნებლივ იწყებს მოქმედებას და უზრუნველყოფს ორსულობისგან დაცვას.

საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გასქელება

სპერმატოზოიდის მოძრაობის შეფერხება

საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელება

ელოირა მუშაობს საშვილოსნოს ყელის არხის ლორწოს გასქელების გზით, რაც ანელებს სპერმატოზოიდების მოძრაობას საშვილოსნოს ღრუში. ეს ართულებს სპერმატოზოიდების გადაადგილებას საშვილოსნოში კვერცხუჯრედის განაყოფიერების მიზნით. ელოირა ასევე ზღუდავს საშვილოსნოს კედლების ლორწოვანი გარსის ყოველთვიური განვითარებას. ეს კი ხელს უშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას საშვილოსნოში, რადგან ლორწოვანი გარსი ძალიან თხელი იქნება ორსულობის შესანარჩუნებლად. ელოირა არ იწვევს აბორტს.

ელოირას უპირატესობა

-         მოქმედებას იწყებს ჩადგმისთანავე;

-         მოქმედებს 5 წლის განმავლობაში (მაგრამ მისი ამოღება შესაძლებელია უფრო ადრე);

-         არ წყვეტს ნორმალურ სექსუალურ აქტივობას;

-         მისი გამოყენება შეიძლება ძუძუთი კვების დროს;

-         ფერტილობა ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება ელოირა-ს ამოღებისთანავე;

-         სხვა პრეპარატები მასზე არ ახდენს ზეგავლენას;

-         აქვს მაღალი ეფექტურობა.

ელოირას უარყოფითი მხარეები

პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში შესაძლებელია პერიოდული სისხლიანი გამონადენი და შეტევითი ტკივილები, მაგრამ თანდათანობით ეს მოვლენების შემცირდება.

იმისათვის, რომ განსაზღვროთ შესაფერისია თუ არა  თქვენთვის ელოირა, საჭიროა გინეკოლოგიური გამოკვლევა და კიდევ ერთი შემოწმება მოწყობილობის ჩადგმის წინ.

ელოირა არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან.

ელოირას გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები

ელოირას გამოყენების უპირატესობა ბევრად აღემატება იმ მცირე რისკებს, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ამ მოწყობილობის გამოყენებასთან. არსებობს ინფიცირების ძალიან მცირე ალბათობა ელოირას ჩადგმიდან პირველი 20 დღის განმავლობაში. ამიტომ, შეიძლება მაინც მიზანშეწონილი იყოს გამოკვლევის ჩატარება ნებისმიერი შესაძლო ან არსებული ინფექციის გამოსავლენად.

ელოირა შეიძლება გამოვარდეს საშვილოსნოდან (ექსპულსია) ან შეიცვალოს პოზიცია (გადაადგილება). ასეთი მოვლენა არ არის გავრცელებული. ეს უფრო სავარაუდოა, რომ მოხდეს მისი ჩადგმისთანავე და შეიძლება ვერ შეამჩნიოთ. ამიტომაც ექიმი აგიხსნით თუ როგორ  შეამოწმოთ ელოირას ძაფები ყოველთვიურად.

იშვიათ შემთხვევებში, ელოირამ შეიძლება შეაღწიოს საშვილოსნოში ან საშვილოსნოს ყელში (პერფორაცია) მისი ჩადგმის პროცესში. ამან შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, მაგრამ ხშირად არის უსიმპტომო. ასეთ შემთხვევაში ელოირას ამოღება შეიძლება ქირურგიული ჩარევით. პერფორაციის რისკი ძალიან დაბალია, როდესაც ელოირა-ს ჩადგმა ხდება გამოცდილი ექიმი-სპეციალისტის მიერ.

თუ ელოირას გამოყენებისას დაორსულდებით, არსებობს გარე ორსულობის მცირე რისკი. გარე ორსულობის რისკი ნაკლებია ქალებში, რომლებიც იყენებენ ელოირას, ვიდრე ქალებში, რომლებიც საერთოდ არ იყენებენ კონტრაცეფციას.

ელოირას ჩადგმის შემდგომი ჩივილები  

თუ ელოირას ჩადგმიდან პირველი სამი კვირის განმავლობაში  თავს ცუდად გრძნობთ და გაქვთ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, გაქვთ მაღალი ტემპერატურა ან უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი საშოდან, დაუკავშირდით ექიმს ან რაც შეიძლება მალე მიმართეთ კლინიკას. ეს მოვლენა შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი.

ელოირას მდებარეობის შემოწმება

ელოირას აქვს ორი ძაფი, რომელთა ბოლოები საშვილოსნოდან ოდნავ შორს არის ჩამოკიდებული საშოს ზედა ნაწილზე. ექიმი აგიხსნით, თუ როგორ უნდა მოსინჯოთ ეს ძაფები, რათა დარწმუნდეთ, რომ ელოირა ჯერ ისევ ადგილზეა. ეს პროცედურა უნდა გაიაროთ რამდენიმეჯერ პირველი თვის განმავლობაში, შემდეგ კი ყოველი მენსტრუალური ციკლის შემდეგ ან რეგულარული ინტერვალებით. იმის ალბათობა, რომ ელოირა გამოვა, ძალზე დაბალია,  მაგრამ თუ  ვერ გრძნობთ ძაფებს, ან თუ ფიქრობთ, რომ გრძნობთ თავად ელოირას, შეიძლება არ იყოთ დაცული ორსულობისგან. დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს და გამოიყენეთ დამატებითი კონტრაცეფციული მეთოდი, როგორიცაა პრეზერვატივი. თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ სქესობრივი კავშირი, შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება. იშვიათად, თქვენმა პარტნიორმა შეიძლება თქვას, რომ ის გრძნობს ძაფებს სქესობრივი კავშირის დროს. ასეთ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს,  რათა შეამოწმოს ძაფები.

ელოირასთან ერთად ტამპონების გამოყენება

ელოირასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტამპონები და ხელსახოცები.

ელოირას ამოღება

გამოცდილ ექიმს შეუძლია ელოირას ამოღება ნებისმიერ დროს, ძაფების ნაზად გამოქაჩვით. თუ არ აპირებთ სხვა ელოირას ჩადგმას და არ გინდათ დაორსულება, გამოიყენეთ კონტრაცეფციის დამატებითი ფორმა, როგორიცაა პრეზერვატივი, ელოირას ამოღებამდე შვიდი დღის განმავლობაში. ეს ხელს შეუშლის სპერმატოზოიდის მოხვედრას თქვენს ორგანიზმში. ორგანიზმში სპერმატოზოიდები სიცოცხლისუნარიანია შვიდი დღის განმავლობაში და შეიძლება გამოიწვიოს ორსულობა ელოირას ამოღების შემდეგაც კი. ფერტილობა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას ელოირას ამოღებისთანავე.

ელოირას გავლენა მენსტრუალურ ციკლზე

ელოირას ჩადგმიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში, შეიძლება გქონდეთ მსუბუქი სისხლდენა მენსტრუაციებს შორის. ზოგიერთ ქალს შეიძლება ჰქონდეს უფრო მძიმე, ხანგრძლივი და მტკივნეული მენსტრუაცია. დროთა განმავლობაში მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს. გახანგრძლივებული სისხლდენის შემთხვევაში, შესაძლოა მიმართოთ ექიმს, რათა დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა, რაც ხელს შეუწყობს სისხლდენის კონტროლს. ის ასევე შეამოწმებს, სისხლდენა სხვა მიზეზებით ხომ არ არის გამოწვეული, როგორიცაა ინფექცია.

ელოირას გამოყენებისას დაორსულება

ძალიან ცოტა ქალი ორსულდება ელოირას გამოყენებისას. თუ დაორსულდებით, არსებობს გარე ორსულობის რისკი. გარე ორსულობა ვითარდება საშვილოსნოს გარეთ, ჩვეულებრივ ფალოპის მილში. თუ ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად  ან მუცლის ქვედა ნაწილში გაქვთ უეცარი ან უჩვეულო ტკივილი, მიმართეთ ექიმს რაც შეიძლება მალე. ეს შეიძლება იყოს გარე ორსულობის გამაფრთხილებელი ნიშანი.

თუ დაორსულდებით, რაც შეიძლება მალე უნდა ამოიღოთ ელოირა, მიუხედავად იმისა გინდათ თუ არა ორსულობის გაგრძელება.

ელოირას გამოყენება მშობიარობის შემდგომ

ელოირას ჩადგმა ჩვეულებრივ ხდება ვაგინალური მშობიარობიდან ან საკეისრო კვეთიდან ოთხი კვირის შემდეგ. მოწყობილობის ჩადგმა, ასევე შესაძლებელია მშობიარობიდან 48 საათის განმავლობაში. ელოირა უსაფრთხოდ შეიძლება იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების პერიოდში და არ იმოქმედებს ლაქტაციაზე.

ექიმთან ვიზიტის სიხშირე

ელოირას ჩადგმის შემდეგ არ არის აუცილებელი ხშირი შემოწმება. ჩვეულებრივ ჩადგმის შემდეგ საკმარისია ექიმის ერთი ან ორი კონსულტაცია, ყოველთვიურად ინტერვალით. ექიმი გასწავლით, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ ელოირას არსებობა, ძაფების მოსინჯვით.

ამასთან, რაიმე პრობლემის ან კითხვის არსებობის შემთხვევაში, ან თუ გსურთ მისი ამოღება, დაუკავშირდით ექიმს.  ელოირას ჩადგმის შემდეგ, იგი მოქმედებს 5 წლის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება გქონდეთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკი ან თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები:

მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადება (PID). PID - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა. PID–ით ინფიცირების შანსი იზრდება, თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს გყავთ რამდენიმე სექსუალური პარტნიორი. მას შეიძლება ახლდეს სერიოზული გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, გარე ორსულობა ან მუდმივი ტკივილი მენჯის არეში. PID-ს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. სერიოზულ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ოპერაცია.

მიმართეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ PID-ის რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი: ძლიერი ან ხანგრძლივი სისხლდენა, უჩვეულო ვაგინალური გამონადენი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, მტკივნეული სქესობრივი აქტი, შემცივნება ან ცხელება.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ელოირა-ს ჩადგმის შემდეგ გაქვთ ძლიერი ტკივილი.

ელოირას ხშირი გვერდითი მოვლენები

-         დისკომფორტი ჩადგმის დროს: ჩადგმის დროს შეიძლება აღინიშნოს თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა, სისხლდენა ან შეტევითი ტკივილები. ეს არის ხშირი მოვლენები. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ შეტევითი ტკივილები მძიმეა.

-         ექსპულსია: ექსპულსია არის როდესაც ელოირა თავისით ვარდება. თუ ეს მოხდება, მაშინ არსებობს დაორსულების რისკი. თუ აღმოაჩინეთ, რომ ელოირა გამოვარდა, გამოიყენეთ კონტრაცეფციის სხვა მეთოდი, როგორიცაა პრეზერვატივი და მიმართეთ თქვენს ექიმს.

-         გამოტოვებული მენსტრუაცია: მიმართეთ თქვენს ექიმს თუ ელოირა–ს გამოყენებისას 6 კვირის განმავლობაში არ გექნებათ მენსტრუაცია.

მომხმარებელთა მცირე პროცენტულ რაოდენობას შეიძლება აღენიშნოს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე გვერდითი მოვლენა:

-         თავის ტკივილი/შაკიკი;

-         აკნე;

-         დეპრესიული განწყობა;

-         ძლიერი ან გახანგრძლივებული მენსტრუალური სისხლდენა;

-         ვაგინალური გამონადენი;

-         მკერდის ტკივილი ან სისუსტე;

-         გულისრევა;

-         ნევროზულობა;

-         საშვილოსნოს ყელის, გარე სასქესო ორგანოების ან საშოს ანთება;

-         ტკივილი მენჯის არეში მენსტრუაციის დროს;

-         წელის ტკივილი;

-         წონის მომატება;

-         შემცირებული სქესობრივი ლტოლვა;

-         მაღალი არტერიული წნევა;

-         ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;

-         ანემია;

-         თმის უჩვეულო ზრდა ან ცვენა;

-         კანის გაღიზიანება (როგორიცაა ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ეგზემა ან ქავილი);

-         შეშუპების შეგრძნება;

-         ხელების და/ან ფეხების შეშუპება;

-         ექსპულსია.

იმ შემთხვევაში, თუ გვერდითი მოვლენები დარჩება უფრო დიდი ხნის განმავლობაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.

სისხლდენის რეჟიმის ცვლილებები

პირველი 3-6 თვის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ სისხლდენა და სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის. შეიძლება დროდადრო გქონდეთ უფრო ძლიერი სისხლდენა. მაგრამ ძირითადად, სისხლდენა ჩვეულებრივზე მსუბუქად მიმდინარეობს და შეიძლება გახდეს არარეგულარული. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სისხლდენა უჩვეულოა ან თუ ის უფრო მძიმე ხდება მსუბუქი სისხლდენის შემდეგ.

კისტა საკვერცხეზე

ქალებს, რომლებიც იყენებენ ელოირა-ს, შეიძლება განუვითარდეთ კისტა საკვერცხეზე. ასეთი სახის კისტა თავისით ქრება 1 ან 2 თვის განმავლობაში. თუმცა, მათ შეიძლება გამოიწვიონ ტკივილი და შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

გარდა ზემოაღნიშნული გვერდითი მოვლენებისა, შესაძლოა სხვა გვერდითი მოვლენებიც გამოვლინდეს. გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს.

საერთო რეკომენდაციები მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით

ზოგჯერ შეიძლება დაინიშნოს სამკურნალო საშუალებები გარკვეული მდგომარეობებისთვის, რომლებიც არ არის ნახსენები მომხმარებლის ამ საინფორმაციო წიგნში. ფურცელი-ჩანართი შეიცავს მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან და კრიტიკულ ინფორმაციას ელოირას შესახებ. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ასევე, შეგიძლიათ მოითხოვეთ ინფორმაცია ელოირას შესახებ, რომელიც მიეწოდება ექიმს.

გაცემის რეჟიმი

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

ვუმენქეა გლობალი - DKT International–ის კომპანია

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით