არკორელაქსი სტრესი #30ტ

არკორელაქსი სტრესი #30ტ

86.20 ლარი
ქვეყანა: საფრანგეთი
მწარმოებელი: არკოფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 140952
გააზიარე:

არკორელაქსი სტრესი ტბ #30

შემადგენლობა

ყოველი 2 ტაბლეტი შეიცავს: ციმბირული ჟენშენის ფესვის ექსტრაქტს - 300მგ; როდიოლას ფესვის ექსტრაქტს - 180მგ;  მაგნიუმს - 60მგ; B6 ვიტამინს - 1,4მგ.

არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს.

მოკლე აღწერა

პროდუქტი წარმოადგენს ნატურალურ საშუალებას სტრესის მანკიერი წრის გასარღვევად.

ფარმაკოლოგიური თვისებები

არკორელაქსი სტრესის მოქმედება განპირობებულია მასში ორი ადაპტოგენური მცენარის შემცველობით მაგნიუმთან და B6 ვიტამინთან ერთად. ადაპტოგენური მცენარე ხასიათდება უნიკალური თვისებით - „მიხვდეს“ადამიანის ორგანიზმს სტრესულ სიტუაციაში საუკეთესო პასუხისთვის რა ესაჭიროება: ასტიმულირებს მას დაღლილობის, გამოფიტვის, ენერგიის ნაკლებობის დროს და ამშვიდებს დაძაბულობის მატების დროს.

არკორელაქს სტრესში შემავალი ციმბირული ჟენშენი ზრდის ორგანიზმის ფიზიკურ გამძლეობას (+26%), როდიოლა აძლიერებს ემოციურ რეზისტენტობას (+32%), მაგნიუმის გლიცეროფოსფატი B6 ვიტამინთან ერთად აქვეითებს დაღლილობის და გამოფიტვის შეგრძნებას.

არკორელაქსი სტრეს ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. არ იწვევს მიჩვევას.

მიღების წესი და დოზირება

შფოთვის და ზომიერი სტრესის დროს რეკომენდებულია დღიურად 2 ტაბლეტის მიღება დილით.

ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახურებრივი სტრესი) დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 შუადღეს).

მკურნალობის კურსი - 15 დღე.

განსაკუთრებული მითითებები

-         გამოიყენება 15 წლის ასაკიდან;

-         არ მიიღოთ საღამოს 5 საათის შემდეგ;

-         მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

-         საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ორსულები და მეძუძურები

არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა

30 ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.

მწარმოებელი

არკოფარმა, საფრანგეთი.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (48 აფთიაქი)