ფორკაპილი N60საღეჭი პასტილა
გააზიარე:
ფორკაპილი საღეჭი პასტილი #60
მოკლე აღწერა
ფორკაპილის საღეჭი პასტილები შემუშავებულია სპეციალურად თმის ზრდის სტიმულირებისთვის და თმის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
შემადგენლობა
გლუკოზის სიროფი, შაქარი, ნატურალური არომატიზატორები (ჟოლოს და ტყის კენკრის), პექტინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ვიტამინი C, თუთიის ციტრატი, ნატრიუმის სელენიტი, მინდვრის შვიტა (Equisetum arvense L), სტაფილოს კონცენტრატი (Daucus carota L.), შავი მოცხარის კონცენტრატი (Ribes nigrum L.), ვიტამინი B5, B6, B8, B9. შემომგარსველი ნივთიერება: კარნაუბის ცვილი.
კომპონენტები |
2 საღეჭ მარმელადში რაოდენობრივი შემცველობა |
% VNR* |
მინდვრის შვიტას ექსტრაქტი |
10 მგ |
|
ვიტამინი C |
40 მგ |
50% |
ვიტამინი B5 |
6 მგ |
100% |
ვიტამინი B6 |
2 მგ |
143% |
ვიტამინი B8 (ბიოტინი) |
446 µg |
892% |
ვიტამინი B9 |
300 µg |
150% |
თუთია |
5 მგ |
50% |
სელენი |
55 µg |
100% |
* Nutritional Reference Values(საცნობარო კვებითი ღირებულება)
არ შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს, კონსერვანტებს.
ვეგანური პროდუქტი.
თვისებები
მინდვრის შვიტას ექსტრაქტი ასტიმულირებს თმის ზრდას, ეფექტურია ალოპეციის დროს.
თმის სიძლიერის კოქტეილი (B5,B6,B8-ბიოტინი,B9-ფოლიუმის მჟავა) მონაწილეობს კერატინის სინთეზში, უზრუნველყოფს თმის სიჯანსაღეს, ამცირებს ცხიმიანობას.
თუთიის, სელენის და ვიტამინი C-ს შემცველობის გამო საღეჭი ფორკაპილი თმას ხდის უფრო მორჩილს და მბზინვარეს, ანიჭებს ჯანსაღ იერს.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება 15 წლის ასაკიდან.
მიიღეთ დღეში 2 საღეჭი პასტილი ნებისმიერ დროს.
განსაკუთრებული მითითებები
გამოიყენება 15 წლის ასაკიდან. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
შესაძლებელია ფერის მსუბუქი ვარიაციები პრეპარატის ნატურალური შემადგენლობის გამო, მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს პროდუქტის ხარისხსა და ეფექტურობაზე.
საკვებ დანამატი ვერ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ორსულები და მეძუძურები
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს, ამ პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ტენისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა
ნატურალური ხილის გემოს მქონე 60 საღეჭი პასტილი შეფუთვაში.
მწარმოებელი
არკოფარმა, საფრანგეთი.