არკოკაფსი გინკო N45კაფს

არკოკაფსი გინკო N45კაფს

61.76 ლარი
ქვეყანა: საფრანგეთი
მწარმოებელი: არკოფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: გინკგო ბილობა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 140935
გააზიარე:

არკოკაფსი გინკო კაფს #45

შემადგენლობა

ორგანული გინკოს ფოთლების (Ginkgo biloba) ექსტრაქტი და ფხვნილი (Totum integration) – ექვივალენტურია გინკოს თესლის 666მგ-ისა 2 კაფსულაზე,

ორგანული ვაშლის ბოჭკო (Malus domestica), ორგანული ბრინჯის კონცენტრატი (Oryza sativa).

შემავსებელი: აკაციის გუმფისი, 100% მცენარეული გელი (მიღებული ცელულოზისგან).

2 კაფსულა შეიცავს: გინკოს ფოთლების ფხვნილი - 190მგ, გინკოს ფოთლების ექსტრაქტი - 190მგ. გინკოლიდების კონცენტრაცია - 1,2მგ.

მოკლე აღწერა

პროდუქტი აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს, აძლიერებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გინკო ბილობას ბიოაქტიური კომპონენტები – ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას,  თავის ტვინის მომარაგებას ჟანგბადითა და გლუკოზით, აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას და მეტაბოლიზმის რეგულაციის გზით იცავს უჯრედებსა და ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებისაგან. გინკო ბილობა აუმჯობესებს მეხსიერებისა და კონცენტრაციის უნარს, ახდენს მეხსიერების გაუარესების პრევენციას; კიდურების სისხლით მომარაგების დარღვევისას ამცირებს სიცივის, ჩხვლეტის, დაბუჟების შეგრძნებას, ტკივილს სიარულისას.

გინკო ბილობას ეფექტურობა სხვადასხვა პათოლოგიის დროს დადასტურებულია მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებით.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულატორული ენცეფალოპათიები (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმული ასაკი), რასაც თან ახლავს ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუარესება, შიში, შფოთვა, ძილის დარღვევა;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და მიკროცირკულაციის დარღვევები (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
  • ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია);
  • ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია, დიაბეტური რეტინოპათია.

მიღების წესი და დოზირება

გამოიყენება 12 წლის ასაკიდან.

2 კაფსულა დღეში ჭამის დროს, დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ანტიკოაგულანტებით მკურნალობისას პრეპარატი მიიღება ექიმის რჩევის გათვალისწინებით.  

საკვებ დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს სრულფასოვანი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ორსულები და მეძუძურები

პრეპარატის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში არ არის რეკომენდებული.

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლის, სითბოსა და ნესტისგან დაცულ, ასევე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა 

45 კაფსულა შეფუთვაში.

მწარმოებელი

არკოფარმა, საფრანგეთი.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (49 აფთიაქი)