სამბოვინი ქიდსი 150მლ სიროფი***
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
სამბოვინი ქიდსი
SAMBOVIN KIDS
საკვები დანამატი
შემადგენლობა
10 მლ სიროფი შეიცავს:
ბეტა გლუკანი - 125 მგ;
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) - 90 მგ;
ვიტამინი E (DL – ალფა ტოკოფეროლის აცეტატი) - 35 მგ;
თუთია (თუთიის გლუკონატი) - 21 მგ;
სელენი (ნატრიუმის სელენიტი) - 125 მკგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ბეტაგლუკანი სოკოსგან და შვრიისგან მიღებული ბუნებრივი პოლისაქარიდია. ბეტა გლუკანი აძლიერებს როგორც ადგილობრივ იმუნიტეტს (იცავს ორგანიზმს ანტიგენის შეჭრისგან), ასევე ზოგად იმუნიტეტს (ანადგურებს უკვე შეღწეულ გამომწვევს და აღადგენს იმუნურ ჰომეოსტაზს). მაკროფაგების, ნეიტროფილების და ნატურალური კილერების (NK) უჯრედების ზედაპირზე აღმოჩენილია ბეტა გლუკანის რეცეპტორები (Dectin-1 da CR3). ბეტა გლუკანი ააქტიურებს მაკროფაგებს და ზრდის მათ ფაგოციტურ აქტივობას, მონაწილეობს ციტოკინების (ინტერლეიკინი, ინტერფერონი) სინთეზსა და გამოთავისუფლებაში, ააქტიურებს T ლიმფოციტებს. ბეტა გლუკანს აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, რეგენერაციული მოქმედება; იცავს ორგანიზმს რადიაციული სტრესისგან; ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციების მიმართ. ბეტა გლუკანის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის იმუნოდეფიციტის დროს.
ვიტამინიC (ასკორბინისმჟავა) ხასიათდება იმუნომასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და რეგენერაციული მოქმედებით. იგი აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის ნორმალური რეგულაციისთვის. ვიტამინი C უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ დაცვას, ნატურალური NK გააქტივებას, ლიმფოციტების პროლიფერაციას, ქემოტაქსისს, შენელებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს. ასკორბინის მჟავა წყალში ხსნადი ვიტამინია. არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში, კოლაგენის სინთეზში; აძლიერებს რეპარაციულ ფუნქციებს, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, დადებითად მოქმედებს ლიპიდურ ცვლაზე.
ვიტამინი E (DL-ალფატოკოფეროლი) სინთეზური გზით მიღებული ალფა ტოკოფეროლია. ხასიათდება ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით (ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას); ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესის მიმართ; მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, აუმჯობესებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას; ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რეგენერაციულ პროცესებს.
თუთია ადამიანის ორგანიზმში 70-მდე ფერმენტის კოფერმენტია. იგი აუცილებელი ელემენტია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციონირებისთვის; მონაწილეობს გლუკოკორტიკოსტეროიდების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, ლეიკოპოეზის პროცესში. თუთია აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას; აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, რეგენერაციული მოქმედება; მნიშვნელოვანი კომპონენტია სასქესო სისტემის ნორმალური განვითარებისთვის.
სელენი – გამოირჩევა ანტიოქსიდანტური, იმუნომასტიმულირებელი, იმუნომოდულატორული, ანთების საწინააღმდეგო, ციტოპროტექტორული მოქმედებით. სელენი ერთვება ქსოვილოვან სუნთქვაში და ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესებში. ამცირებს ორგანიზმში ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების დაგროვებას, ზრდის არასპეციფიურ იმუნიტეტს; ამცირებს რეკონვალესცენციის პერიოდს ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ; იცავს დნმ-ის სტრუქტურას, აკონტროლებს უჯრედის ნორმალურ დაყოფას და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას გარემოს მავნე ფაქტორების მიმართ; იცავს ფარისებრ ჯირკვალს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან და აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური აქტივობისთვის. სელენდამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმში არსებული მთავარი ანტიოქსიდანტი გლუტათიონპეროქსიდაზა.
ჩვენებები
– იმუნოდეფიციტური მდგომარეობები;
– ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული ინფექციები;
– ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, სტრესი, ასთენია;
– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
– გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
– შაქრიანი დიაბეტი (კომპლექსურ თერაპიაში);
– ქრონიკული დაავადებების ხშირი გამწვავება;
– ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი;
– რეკონვალესცენციის პერიოდი.
მიღების წესი და დოზირება
სამბოვინი ქიდსის სიროფი ინიშნება 1-2 ჯერ დღეში ჭამიდან 1 სთ-ის შემდეგ. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
4-14 წლამდე ბავშვები: 5 მლ 1-2-ჯერ დღეში.
14 წლის ზემოთ ბავშვები და მოზრდილები: 10 მლ 1-ჯერ დღეში ან 5 მლ 2-ჯერ დღეში.
მიღების წესის რეგულირება შესაძლებელია ექიმის მიერ.
გვერდითი მოქმედება
ძალიან იშვიათად ინდივიდუალური აუტანლობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გამოშვების ფორმა
სამბოვინი ქიდსი მუყაოს ყუთში 150 მლ ფლაკონი, საზომ კოვზთან და ფურცელჩანართთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა
მითითებულია მუყაოს შეფუთვასა და ფლაკონზე.
არ გამოიყენოთ მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია
NOVATOR PHARMA – დიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი
SIA PRIMEA – ლატვია.