ფულვესტრანტი-ვისტა250მგ5მლ#1შპრ

ფულვესტრანტი-ვისტა250მგ5მლ#1შპრ

305.00 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ფარმალან ლაბორატორია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ფულვესტრანტი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 140890
გააზიარე:

გამოყენების ინსტრუქცია

ფულვესტრანტ-ვისტა

( Fulvestrant-Vista )

შემადგენლობა:

მოქმედები ნივთიერება: ფულვესტრანტი;

1 წინასწარ შევსებული შპრიცი (5 მლ) შეიცავს 250 მგ ფულვერსტრანტს;

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი 96%, ბენზილის სპირტი (E1519), ბენზილბენზოატი, აბუსალათინის ზეთი, რაფინირებული.

წამლის ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, ბლანტი სითხე, უფერო ან ყვითელი ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰორმონების ანტაგონისტები და ანალოგიური საშუალებები. ანტიესტროგეგნული საშუალებები. კოდი ათქ L02BA03.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები.

ფულვესტრანტი წარმოადგენს ესტროგენული რეცეპტორების კონკურენტულ ანტაგონისტს, რომლის აფინურობა ესტრადილის მსგავსია. ფულვესტრანტი თრგუნავს ესტროგენების ტროფიკულ მოქმედებას, ნაწილობრივი აგონისტური (ესტროგენის-მსგავსი) აქტივობის გარეშე. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ესტროგენული რეცეპტორების ცილების დონეების უარყოფით რეგულაციასთან. კლინიკურმა კვლევებმა პოსტმენოპაზაში მყოფი ქალების მონაწილეობით სარძევე ჯირკვლის პირველადი კიბოთი, აჩვენეს, რომ ფულვესტრანტი პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვნად ამცირებს ესტროგენული რეცეპტორების ცილების დონეს დადებითი ესტროგენული რეცეპტორების სიმსივნეების დროს. ასევე აღინიშნებოდა პროგესტერონული რეცეპტორების ექსპრესიის გამოხატული შემცირება, რაც თანხვედრაშია ესტროგენების აგონისტებისათვის დამახასიათებელის ეფექტების არარსებობასთან. ასევე ნაჩვენები იყო, რომ ფულვესტრანტი 500 მგ დოზით უფრო მეტად, ვიდრე ფულვესტრანტი დოზით 250 მგ, თრგუნავს ესტროგენულ რეცეპტორებს და Ki67 პროლიფერაციის მარკერს სარძევე ჯირკვლების სიმსივნეებში პოსტმენოპაუზის ქალების ნეოადიუვანტური მკურნალობის დროს.

კლინიკური უსაფრთხოება და სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურობა სარძევე ჯირკვლის კიბოს გვიან სტადიებზე.

მე-3 ფაზის ორი კლინიკური კვლევა ჩატარდა 851 ქალის მონაწილეობით პოსტმენოპაუზის პერიოდში სარძევე ჯირკვლის კიბოს გვიან სტადიებზე, რომლებსაც ჰქონდათ დაავადების რეციდივი ადიუვანტური ჰორმონული თერაპიის ფონზე ან შემდეგ, ან პროგრესირება ჰორმონული თერაპიის შემდეგ დაავადების გვიანი სტადიის გამო. კვლევის პოპულაციის 77%-ს ჰქონდა სარძევე ჯირკვლის კიბო დადებითი ესტროგენული რეცეპტორებით. აღნიშნული კვლევები ადარებდა ფულვესტრანტის ყოველთვიურ შეყვანის უსაფრთხოებას და ეფექტურობას დოზით 250 მგ 1 მგ ანასტროზოლის (არომატაზას ინჰიბიტორი) ყოველდღიურ შეყვანასთან. მთლიანობაში ფულვესტრანტი ყოველთვიური დოზირებით 250 მგ იყო ისეთივე, როგორც ანასტროზოლი, სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაავადების პროგრესირების გარეშე, ობიექტური პასუხის და ლეტალურ შედეგამდე დროსთან მიმართებაში. მკურნალობის ორ ჯგუფს შორის არ აღინიშნებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა არცერთი საბოლოო წერტილით. ორივე კვლევის გაერთიანებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პროგრესირება აღინიშნებოდა პაციენტების 83%-ში, რომლებიც იღებდნენ ფულვესტრანტს, პაციენტების 85%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლს. ორივე კვლევის გაერთიანებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ რისკების თანაფარდობა ფულვესტრანტისთვის დოზით 250 მგ და ანასტროზოლისათვის, სიცოცხლის ხანგრძლივობის პარამეტრთან დაკავშირებით დაავადების პროგრესირების გარეშე იყო 0,95 (95% CI 0.82-1.10). ობიექტურის პასუხის დონე ფულვესტრანტისთვის დოზით 250 მგ შეადგენდა 19,2%-ს შედარებით 16,5%-თან ანასტროზოლისთვის. დროის მედიანა ლეტალურ შედეგამდე შეადგენდა 27,4 თვეს პაციენტისათვის, რომელიც ღებულობდა ფულვესტრანტს, ეტალურ და 27,6 თვეს პაციენტისათვის, რომელიც ანასტროზოლს ღებულობდა. ფულვესტრანტის დოზით 250 მგ და ანასტროზოლის რისკების თანაფარდობა ლეტალურ შედეგამდე დროსთან მიმართებაში შეადგენდა 1,01-ს (95% CI 0,86-1,19).

გავლენა ენდომეტრიუმზე პოსტმენოპაუზის პერიოდში. პრეკლინიკური მონაცემები ცხადჰყოფენ ენდომეტრიუმზე ფულვესტრანტის მასტიმულირებელის გავლენის არარსებობას პოსტმენოპაუზის პერიოდში. ორკვირიანმა კვლევამ, ჯანმრთელი მონაწილეების მონაწილეობით პოსტმენოპაუზის პერიოდში, რომლებიც იღებდნენ ეთინილესტრადიოლს 20 მკგ დოზით დღეში, აჩვენა, რომ პლაცებოთი წინა მკურნალობასთან შედარებით, წინა მკურნალობა ფულვესტრანტით დოზით 250 მგ იწვევდა ენდომეტრიუმზე მასტიმულირებელი გავლენის მნიშვნელოვან შემცირებას პოსტმენოპაუზის პერიოდში ენდომეტრიუმის სისქის ულტრაბგერითი გაზომვის მონაცემების შესაბამისად. არაადიუვანტური მკურნალობა, 16 კვირამდე ხანგრძლივობით სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ან ფულვესტრანტით დოზით 500 მგ, ან ფულვესტრანტით დოზით 250 მგ, არ იწვევდა ენდომეტრიუმის სისქის კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც აგონისტური გავლენის არარსებობაზე მიუთითებდა. დღეისათვის არარსებობს ენდომეტრიუმზე არასასურველი გავლენის მტკიცებულებები სარძევე ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისას. არ არის ხელმისაწვდომი მონაცემები ენდომეტრიუმის მორფოლოგიურ სტრუქტურასთან მიმართებაში. ორ ხანმოკლე კვლევაში (1 და 12 კვირა) კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადებების მქონე პრემენოპაუზის პაციენტების მონაწილეობით, ფულვესტრანტითა და პლაცებოთი მკურნალობის ჯგუფებს შორის არანაირი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ენდომეტრიუმის სისქეში არ აღინიშნებოდა, რაც დადასტურდა ულტრაბგერდითი კვლევების მონაცემებით.

გავლენა ძვლებზე.

გრძელვადიანი მონაცემები ძვლებზე ფულვესტრანტის გავლენასთან დაკავაშირებით არ არსებობს. ნეოადიუვანტური მკურნალობა 16 კვირამდე ხანგრძლივობით პაციენტებში სარძევე ჯირვლის კიბოთი, რომლებიც მკურნალობდნენ ან ფულვესტრანტით დოზით 500 მგ, ან ფულვესტრანტით დოზით 250 მგ, არ იწვევდა ძვლის რემოდელირების შრატის მარკერების დონეების კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს.

პედიატრიული პოპულაცია.

ფულვესტრანტი არ არის ნაჩვენები ბავშვების სამკურნალოდ.

მე-2 ფაზის ღია კვლევაში სწავლობდნენა ფულვესტრანტის უსაფრთხოებას, ეფექტურობასა და ფარმაკოკინეტიკას 1-დან 8 წლამდე ასაკის 30 გოგონაში ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით, დაკავშირებული ოლბრაიტ-მაკ-კიუნ-შტერნბერგის (MAS) სინდრომთან. ბავშვები იღებდნენ კუნთში 4 მგ/კგ-ს ფულვესტრანტს ყოველთვიურად. აღნიშნულ 12-თვიან კვლევაში სწავლობდნენ საბოლოოს წერტილების სპექტრს MAS-ის დროს სამკურნალო საშუალების გამოყენების ეფექტურონასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგებმა აჩვენეს ვაგინალური სისხლდენების სიხშირის შემცირება და ძვლის ასაკის ნაადრევი მომწიფების ტემპის შენელება. ფულვესტრანტის მინიმალური წონასწორული კონცენტრაციები ბავშვებში აღნიშნულ კვლევაში შეესაბამებოდა სამკურნალო პრეპარატის კონცენტრაციებს მოზრდილებში (იხ. პუნქტი „ფარმაკოკინეტიკა“). ახალი შეკითხვები, დაკავშირებული სამკურნალო პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებასთან, აღნიშნული მცირე კვლევის მსვლელობისას არ წარმოქმნილა, თუმცა ხუთწლიანი მონაცემები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.

ფარმაკოკინეტიკა.

შეწოვა.

ფულვესტრანტის შეყვანისას კუნთში პრლონგირებული მოქმედების ინექციის სახით, ის ნელა შეიწოვება, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) დაახლოებით 5 დღეში მიიღწევა. ფულვესტრანტის მიღებისას დოზით 500 მგ, წონასწორული ან მიახლოებული მდგომარეობის ექსპოზიციის დონეები მიიღწევა მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში (საშუალო მაჩვენებელი [ვარიაციის კოეფიციენტი]: AUC 475 [33.4%] ნგ.დღე/მლ, Cmax 25.1 [35.3%] ნგ/მლ, Cmin 16.3 [25.9%] ნგ/მლ შესაბამისად). წონასწორულ მდგომარეობაში ფულვესტრანტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შენარჩუნებელი შედარებით ვიწრო დიაპაზონის ფარგლებში დაახლოებით სამჯერადი სხვაობით მაქსიმალურ და მინიმალურ კონცენტრაციებს შორის. 50-500 მგ დოზის დიაპაზონში კუნთში შეყვანის შემდეგ ექსპოზიცია დაახლოებით დოზის პროპორციულია.

განაწილება.

ფულვესტრანტი ფართოდ და სწრაფად ნაწილდება. განაწილების მნიშვნელოვანი აშკარა განაწილება წონასწორულ მდგომარეობაში (Vdss), რაც დაახლოებით 3-დან 5 ლ/კგ შეადგენს, მოწმობს უპირატესად ექსტრავასკულარულ განაწილებაზე. ფულვესტრანტი მაღალი ხარისხით (99%) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. შეკავშირების მთავარი კომპონენტებია ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (VLDLP), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDLP) და

მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (HDLP) ფრაქციები. ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები ცილების კონკურენტული შეკავშირების საგანზე არ ჩატარებულა. სასქეო ჰორმონეთან შემაკავშირებული გლობულინის დონე არ არის დადგენილი.

ბიოტრანსფორმაცია.

ფულვესტრანტის მეტაბოლიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა მოიცავს ბიოტრანსფორმაციის მრავალი შესაძლო მეტაბოლური გზების კომბინაციას, რომლებიც ენდოგენური სტეროიდების ბიოტრანსფორმაციის მეტაბოლური გზების ანალოგიურია. ანტიესტროგენულ მოდელებეში იდენტიფიცირებულია მეტაბოლიტები (მათ შორის მეტაბოლიტები 17-კეტონი, სულფონი, 3-სულფატი, 3- და 17-გლუკურონიდი) ან ნაკლებად აქტიურია, ან ავლენენ ფულვესტრანტის მსგავს აქტივობას. კვლევების მონაცემები ადამიანის ღვიძლის პრეპარატების და ადამიანის რეკომბინანტული ფერმენტების გამოყენებით, აჩვენებენ, რომ CYP3A4 წარმოადგენს ერთადერთ იზოფერმენტს P450, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ფულვესტრანტის დაჟანგვაში, თუმცა ითვლება, რომ in vivo ჭარბობს გზები, რომლებიც არ არის დაკავშირებული P450-სთან. In vitro მონაცემები მოწმობს, რომ ფულვეტრსნატი არ თრგუნავს CYP450 იზოფერმენტებს.

გამოყოფა.

ფულვესტრანტი უპირატესად გამოიყოფა მეტაბოლიზებული ფორმით. გამოყოფის ძირითადი წესი - განავალთან ერთად, ამასთან <1% გამოიყოფა შარდთან ერთად. ფულვესტრანტს გააჩნია მაღალი კლირენსი, 11±1,7 მლ/წთ/კგ, რაც ექსტრაქციის მაღალი ღვიძლისმიერ კოეფიციენტზე მოწმობს. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (t1/2) კუნთში შეყვანის შემდეგ დგინდება შეწოვის სიჩქარით და შეადგენს 50 დღეს.

პაციენტების ცალკეული კატეგორიები.

არ აღინიშნება რაიმე განსხვავება ფულვესტრანტის ფარმაკოკინეტიკურ პროფილში ასაკის (დოაპაზონი 33-89 წელი), ,სხეულის მასის (40-127 კგ) ან რასობრივი კუთვნილების მიხედვით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა არ ახდენს გავლენა ფულვესტრანტის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვან დონემდე.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.

ფულვესტრანტის ფარმაკოკინეტიკა ფასდებოდა კლინიკურ კვლევაში პრეპარატის ერთჯერადი დოზის გამოყენებით, ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების (კლასი A და B ჩაილდ-პიუს მიხედვით) მქონე ქალების მონაწილეობით. ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში იყენებდნენ მაღალ დოზებს სამკურნალო საშუალების კუნთში შეყვანით. ჯანმრთელ პირებთან შედარებით, ქალებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით აღინიშნება AUC-ის თითქმის 2,5-ჯერ მომატება. მოსალოდნელია, რომ ექსპოზიციის გაზრდა ამ მაჩვენბლამდე პაციენტებში, რომლებშიც შეყავთ ფულვესტრანტი, კარგი იქნება ათვისებული.

პედიატრიული პოპულაცია.

ფულვესტრანტის ფარმაკოკინეტიკა შეაფასეს 30 გოგონაში პროგრესირებადი ნაადრევი სქესობრივი მომწიფებით დაკავშირებული ოლბრაიტ-მაკ-კიუნ-შტერნბერგის სინდრომთან. პედიატრიუმის პაციენტები (1-დან 8 წლამდე) იღებდნენ ფულვესტრანტს დოზით 4 მგ/კგ კუნთში ყოველთვიურად. მინიმალური კონცენტრაციის საშუალო გეომეტრიული მაჩვენებელი (სტანდარტული გადახრა) წონასწორულ მდგომარეობაში (Cmin, ss) და AUCss შეადგენდა 4,2 (0,9) ნგ/მლ-ს და 3680 (1020) ნგ*სთ/მლ -ს შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ მიღებულია შეზღუდული მონაცემები, ფულვესტრანტის წონასწორული მინიმალური კონცენტრაციები ბავშვებში შეესაბამება კონცენტრაციებს მოზრდილებში.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ფულვესტრანტი-ვისტა ნაჩვენებია:

  • · მონოთერაპიის სახით სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ ესტროგენ-დადებითი რეცეპტორებით ქალებში პოსტ-მენოპაუზის პერიოდში:

- რომლებსაც ადრე არ ჩაუტარებია ჰორმონალური თერაპია, ან

- ადიუვანტური ანტიესტროგენული თერაპიის დროს ან მას შემდეგ დაავადების რეციდივის ან ანტიესტროგენული თერაპიის დროს დაავადების პროგრესირების შემთხვევაში;

  • · პალბოციკლიბთან კომბინაციაში ჰორმონ-რეცეპტორ-დადებითი (HR-დადებითი), უარყოფითი ადამიანის ზრდის ეპიდემური ფაქტორის 2 რეცეპტოთ (HER2) სარძევე ჯირკვლის ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოს სამკურნალოდ ქალებში, რომლებსაც ცატარებული აქვთ წინასწარი ენდოკრინული თერაპია (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“).

ქალებში პრემენოპაუზის ან პერიმენოპაუზის პერიოდში, კომბინირებული მკურნალობა პალბოციკლიბით უნდა ჩატარდეს კომბინაციაში მალუთეინიზირებელი ჰორმონ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტებთან.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია (იხ. პუნქტი „გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს“).

თირკმლის მძიმე უკმარისობა (იხ. პუნქტები „ფარმაკოკინეტიკა“ და „გამოყენების თავისებურებანი“).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებანი.

მიდაზოლამთან (სუბსტრატი CYP3A4) კლინიკური ურთიერთქმედების შემსწავლელმა კვლევამ აჩვენა, რომ ფულვესტრანტი არ თრგუნავს CYP3A4-ს. რიფამპიცინთან (CYP3A4 ინდუქტორი) და კეტოკონაზოლთან (CYO3A4 ინჰიბიტორი) კლინიკური ურთიერთქმედების კვლევამ არ აჩვენა ფულვესტრანტის კლირენსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამრიგად, პაციენტებისათვის, ვისაც დანიშნული აქვს ფულვესტრაბტი და CYP3A4-ის ინჰიბიტორები ან ინდუქტორები, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გამოყენების თავისებურებანი

ფულვესტრანტ-ვისტა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით (იხ. პუნქტები „ფარმაკოკინეტიკა“, „უკუჩვენებები“ და „მიღების წესი და დოზები“).

ფულვესტრანტ-ვისტა სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ).

შეყვანის ინტრამუსკულარული მეთოდის გათვალისწინებით, ფულვესტრანტ-ვისტა სიფრთხილით უნდა იქნე გამოყენებყლი ჰემორაგიული დიათეზის, თრომბოციტოპენიის მქონე პაციენტების, და ისეთი პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს.

თრომბოემბოლიური რეაქციები ძირითადად აღინიძნება ქალებში სარძევე ჯირკვლის პროგრესირებადი კიბოთი და რომლებიც დარეგისტრირდა ფულვესტრანტის კლინიკური კვლევების მსვლელობისას (იხ. პუნქტი „გვერდითი მოვლენები“). აღნიშნული გასათვალისწინებელია სამკურნალო საშუალების დანიშვნისას რისკის ჯგუფში შემავალ პაციენტებში.

ფულვეტრანტის შეყვანისას დაფიქსირდა ინექციის ადგილთან დაკავშირებული რეაქციები, მათ შორის იშიასი, ნევრალგია, ნეიროპათიური ტკივილი და პერიფერიული ნეიროპათია. საჯდომის ნერვის მდებარეობის სიახლოვის გათვალისწინები, სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტ-ვისტას შეყვანა ფრთხილად უნდა მოხდეს საჯდომი უბნის ზედა გარეთა კვადრანტში (იხ. პუნქტი „გამოყენების წესები და დოზები“ და „გვერდითი მოვლენები“). ძვლებზე ფულვესტრანტის გავლენის შემსწავლელი გრძელვადიანი კვლევების მონაცემები არ არსებობს. ფულვესტრანტის მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არსებობს ოსტეოპოროზის განვითარების პოტენციული რისკი. ფულვესტრანტის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა (მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში პალბოციკლიბთან) პაციენტებში კრიტიკული ვისცერალური დაავადებები არ არის შესწავლილი. სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტ-ვისტას კომბინირებისას პალბოციკლიბთან, იხ. ასევე სამკურნალო საშუალება პალბოციკლიბის მოკლე დახასიათება.

ზეგავლენა ესტრადიოლის კვლევაზე ანტისხეულების გამოყენებით.

ფულვესტრანტისა და ესტრადიოლის სტრუქტურული მსგავსების გათვალისწინებით, ფულვესტრანტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ესტრადიოლის დონის კვლევის შედეგებზე, რომლებიც ტარდება ანტისხეულებთან რეაქციის საფუძველზე, და გამოიწვიოს ესტრადილის დონეების ცრუ მომატება.

დამხმარე ნივთიერებები.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს 10 მოც. % ეთანოლს (ალკოჰოლს), ანუ 1 გრ/დოზას, რაც დოზაში 20 მლ ლუდის, 8 მლ ღვინის ექვივალენტურია. მავნეა ალკოჰოლიზმით დავადებული პაციენტებისათვის. სიფრთხილით გამოიყენება ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებში, ღვიძლის დაავადებების და ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს აბუსალათინის ზეთს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები. ფულვესტრანტ-ვისტას 1 დოზა შეიცავს 1 გრ ბენზილის სპირტს, რაც 100 მგ/მლ-ის ექვივალენტურია. ბენზილის სპირტმა შეიძლება ალერგიული რეაქციების პროვოცირება მოახდინოს.

დიდი მოცულობები გამოიყენება სიფრთხილით და მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ორსულ ქალებში და მეძუძურ დედბში, ასევე პაციენტებში ღვიძლისა და თირკმლების დარღვევებით აკუმულაციისა და ტოქსიურობის რისკის არსებობის გამო (მეტაბოლური აციდოზი).

ბავშვები.

ფულვესტრანტ-ვისტას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში, ვინაიდან მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიისათვის დადგენილი არ არის (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“).

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

რეპროდუქციული ასაკის ქალები.

რეპროდუქციული ასაკის პაციენტებისათვის აუცილებელია კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდების შერჩევა, ფულვესტრანტ-ვისტას მკურნალობისას და ბოლო დოზის მომენტიდან 2 წლის განმავლობაში.

ორსულბა.

ფულვესტრანტ-ვისტა უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“). ნაჩვენებია, რომ ფულვესტრანტი გადის პლაცენტარულ ბარიერს ერთჯერადი ინტრამუსკულარული შეყვანის შემდეგ ცხოველებში. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რეპროდუქციული ტოქსიკურობა, მათ შორის ანომალიების და ნაყოფის სიკვდილის სიხშირის მატეა. თუ ფულვესტრანტ-ვისტათი მკურნალობის დროს პაციენტი დაორსულდა, ის ინფორმირებული უნდა იყოს ნაყოფისათვის პოტენციური საფრთხის და ორსულობის შეწყვეტის პოტენციური რისკის შესახებ.

ძუძუთი კვების პერიოდი

ფულვესტრანტ-ვისტას გამოყენებისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს. ფულვესტრანტი გამოიყოფა მეძუძური ცხოველების რძეში. დღეისათვის არ არიც ცნობილი გამოიყოფა, თუ არა ფულვესტრანტი ადამიანის რძეში. მეძუძურ ჩვილებში, ფულვესტრანტით გამოწვეულია მძიმე გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია აღნიშნული სამკურნალო საშუალების მიღების პერიოდში (იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“).

ფერტილობა.

ფულვესტრანტით გავლენა ადამიანის ფერტილობაზე არ არის შესწავლილი.

რეაქციის სიჩქარეზე გავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ფულვესტრანტ-ვისტა გავლენას არ ახდენს ან უმნიშვნელო გავლენა აქვს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნაზე. ვინაიდან ფულვესტრანტით მკურნალობის დროს აღინიშნებოდა ასთენიის ხშირი შემთხვევები, პაციენტებმა, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს აღენიშნებოდა მსგავსი გვერდითი მოვლენა, უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე.

მიღების წესი და დოზები.

დოზირება.

მოზრდილი ქალები (ხანდაზმული ასაკის ჩათვლით).

რეკომენდებული დოზა შეადგენს 500 მგ 1 თვის ინტერვალით, პირველი ინექციიდან 2 კვირის შემდეგ შეჰყავთ დამადებითი დოზა 500 მგ.

სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტ-ვისტას გამოყენებისას კომბინაციაში პალბოციკლიბთან ასევე იხ. სამკურნალო საშუალება პალბოციკლინიბის მოკლე დახასიათება. ქალებმა პრე/პერიმენოპაუზის პერიოდში, სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტ-ვისტათი და პალბოციკლიბით კომბინირებული თერაპიის დროს, უნდა გამოიყენონ მალუთეინიზირებელი ჰორმონ-რილიზინგ ჰორმონის აგონისტები კლინიკური პრაქტიკის ლოკალური სტანდარტების შესაბამისად.

პაციენტების ცალკეული კატეგორიები.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

პაციენტებისათვის თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევით (კრეატინინის კლირენსი ≥30 მლ/წთ) დოზის კორექცია საჭირო არ არის. სამკურნალო საშუალების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ შეფასებულა პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მძიმე დაღღვევებით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ), ამიტომ სამკურნალო საშუალება სიფრთხილით გამოიყენება (იხ. პუნქტი „გამოყენების თავისებურებანი“).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისათვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. თუმცა, ასეთ პაციენტებში სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტ-ვისტა სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული ფულვესტრანტის ექსპოზიციის შესაძლო გაზრდის გათვალისწინებით. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტების შესახება ინფორმაცია არ არსებობს (იხ. „ფარმაკოკინეტიკა“ და „გამოყენების თავისებურებანი“).

მიღების წესები.

ფულვესტრანტ-ვისტას შეყვანა ხდება ორი თანმიმდევრული, ნელი (1-2 წუთი ინექციაზე) ინტრამუსკულარული ინექციის სახით 5 მლ, ერთი ინექცია თითო დუნდულოში (საჯდომ უბანში).

შეყვანის ინსტრუქციები.

სამკურნალო საშუალების შეყვანა ხდება დიდი მოცულობის ინტრამუსკულარული ინექციების შესრულების ადგილობრივი წესების შესაბამისად.

შენიშვნა. საჯდომის ნერვის მდებარეობის სიახლოვის გათვალისწინებით, სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტ-ვისტას შეყვანა ფრთხილად უნდა მოხდეს საჯდომი უბნის ზედა გარეთა კვადრანტში (იხ. პუნქტი „გამოყენების წესები და დოზები“ და „გვერდითი მოვლენები“).

გაფრთხილება: გამოყენების წინ არ შეიძლება უსაფრთხო ნემსის (კანქვეშა ნემსი დაფარული ხუფით „BD SAfetyglideTM Safety Hyperdermic Needle“) სტერილიზაცია ავტოკლავში.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ხელები უნდა იყოს ნემსის უკანა მხარეს.

ორი შპრიციდან თითოეულისთვის: სურ. 1

  • · ამოიღეთ შპრიცის შუშის ცილინდრი კარტრიჯიდან და შეამოწმეთ, ხომ არ არის დაზიანებული.
  • · გახსენით უსაფრთხო ნემსის გარეთა შეფუთვა (SafetyGlide™).
  • · პარენტერალური ხსნარი შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალუად მყარი ნაწილაკების არსებობასა და ფერის შეცვლაზე.
  • · შპრიცი დაიჭირეთ წიბოვანი ნაწილით ზემოთ (C). მეორე ხელი მოკიდეთ ხუფს (A) და ფრთხილად გადაწიეთ უკან და წინ მანამ, სანამ ხუფი არ მოშორდება და შესაძლებელი იქნება მისი მოხსნა. არ დაატრიალოთ (იხ. სურ. 1).

სურ.2

  • · მოხსენით ხუფი (A) პირდაპირი მიმართულებით ზემოთ. სტერილობის უზრუნველსაყოფად არ შეეხოთ შპრიცის წვერს (B) (იხ. სურ. 2)

სურ. 3

  • · უსაფრთხო ნემსი მჭიდროთ მიამაგრეთ ლიურის თავსაცმს (იხ. სურ. 3).
  • · შეამოწმეთ, რომ ნემსი მიმაგრებული იყოს ლიუერის შპრიცის თავსაცმზე, ვერტიკალური სიბრტყიდან გადანაცვლებამდე.
  • · მოხსენით დამცავი ხუფი ნემსიდან ზემოთ მიმართულებით ნემსის წვერის დაზიანების პრევენციის მიზნით.
  • · მიუახლოვეთ შევსებული შპრიცი შეყვანის წერტილს.
  • · მოხსენით ნემს ხუფი.
  • · შპრიციდან გამოდევნეს ნარჩენი ჰაერი.
  • · შეიყვანეთ ნელა კუნთში (1-2 წთ/ინექცია) საჯდომში. მომხმარებლის კომფორტისთვის ნემსის ჭრა მიმართული იყოს სახელურის მხრისკენ (იხ. სურ. 4).

სურ. 4

სურ. 5

  • · ნემსის ამოღებისთანავე დააჭირეთ სახელურის მხარს ერთი თითი დამცავი დგუშის მექანიზმის აქტივაციისათვის (იხ. სურ. 5).

შენიშვნა. აქტივაციის დროს, ნემსი დაიჭირეთ თქვენგან და სხვებისგან მოშორებით. უნდა გაიგოთ ტკაცუნის ხმიანობა და ვიზუალურად დარწმუნდით, რომ ნემსის წვერი ბოლომდე დაიხურა.

უტილიზაცია.

წინასწარ შევსებული შპრიცები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

აღშნინული სამკურნალო საშუალება შეიძლება წარმოადგენდეს საფრტხე წყლის გარემოსთვის.

სამედიცინო დანიშნულების ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები ექვემდებარება უტილიზაციას ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ბავშვები.

ფულვესტრანტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებისათვის ასაკობრივი კატეგორიით დაბადებიდან 18 წლამდე არ არის დადგენილი. დღეისათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია წარმოადგენილია ნაწილში „ფარმაკოლოგიური თვისებები“, თუმცა დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ვერ კეთდება.

ჭარბი დოზირება.

დაფიქსირებულია ფულვესტრანტით ჭარბი დოზირების ცალკეული შემთხვევები ბავშვებში. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომატური შემანარჩუნებელი თერაპია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ფულვესტრანტის მაღალი დოზები არ იწვევდა სხვა ეფექტებს, გარდა ეფექტებისა, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ანტიესტროგენულ მოქმედებასთან.

გვერდითი მოვლენები.

უსაფრთხოების პროფილის რეზიუმე.

მონოთერაპია.

აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება ყველა გვერდით მოვლენას, რომელთა შესახებ ინფორმაცია მიღებულია კლინიკური კვლევებიდან, რეგისტრაციული კვლევებისა თუ სპონტანური შეტყობინებების შემდეგ. ფულვესტრანტით მონოთერაპიის მონაცემების გაერთიანებული სელექციაში, გვერდითი მოვლენები, რომლებიც ყველაზე ხშირად დაფიქსირდა იყო რეაქციები შეყვანის ადგილზე, ასთენია, გულისრევა და ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (ალტ (ალანინამინოტრანსფერაზა), ასტ (ასპარტატამინოტრანსფერაზა), ტუტე ფოსფატაზა).

გამოვლენის სიხშირის შესახებ მონაცემები ცხრილში შეჯამებულია ყველა დაფიქსირებული შემთხვევის საფუძველზე, მკვლევარის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შეფასებისგან დამოუკიდებლად. 500 მგ ფულვესტრანტით მკურნალობის ხანგრძლივობის მედიანა მონაცემების გარეთიანულ სელექციაში შეადგენდა 6,5 თვეს.

გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი ცხრილის სახით.

ქვემოთ წარმოდგენილი გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია გამოვლენის სიხშირეის და ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით. ჯგუფებად განაწილება სიხშირის მიხედვით ჩატარდა საყოველთაოდ მიღებული წესების მიხედვით; ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100-დან <1/10-მდე), იშვიათი (>1/1000-დან < 1/100-მდე). სიხშირის მიხედვით თითოეული ჯგუფის ფარგლებში გვერდითი მოვლენები წარმოდგენილია სიმძიმის კლების მიხედვით.

გვერდითი მოვლენები ორგანოთა სისტემის კლასის მიხედვით და შემთხვევების სიხშირის მიხედვით, დაფიქსირებული პაციენტებში მხოლოდ ფულვესტრანტით მკურნალობის დროს.

ცხრილი 1

გვერდითი მოვლენები, კლასიფიცირებული სიხშირისა და ორგანოთა სისტემების კლასის მიხედვით

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი

შარდგამომყოფი გზების ინფექციები

იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებიe

არახშირი

ანაფილაქსიური რეაქციები

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ

ხშირი

ანორექსიაa

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

თავის ტკივილი

სისხლძარღვების მხრივ

ძალიან ხშირი

ალებიe

ხშირი

ვენური თრომბოემბოლიაa

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი

გულისრევა

ხშირი

ღებინება, ფაღარათი

ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ

ძალიან ხშირი

ღვიძლის ფერმენტების დონეების მომატება (ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა)a

ხშირი

ბილირუბინის დონის მომატებაa

არახშირი

ღვიძლის უკმარისობაc,f, ჰეპატიტიf, გამაგლუტამილ ტრანსფერაზას დონეების მომატებაf

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი

გამონაყარიe

ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ

ძალიან ხშირი

ტკივილი სახსრებსა და ჩონჩხის კუნთებშიd

ხშირი

წელის ტკივილიa

რეპროდუქციულის სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ხშირი

ვაგინალური სისხლდენაe

არახშირი

ვაგინალური კანდიდოზიf, ლეიკორეაf

ზოგადი დარღვევები და მოვლენები შეყვანის ადგილზე

ძალიან ხშირი

ასთენიაa, რეაქციები ინექციის ადგილზე

ხშირი

პერიფერიული ნეიროპათიაe, იშიასიe

არახშირი

ჰემორაგია ინექციის ადგილზეf, ჰემატომები ინექციის ადგილზეf, ნევრალგიაc,f

კანისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ხშირი

თრომბოციტების რაოდენობის შემცირებაe

a მოიცავს გვერდით მოვლენებს სამკურნალო საშუალებაზე, რომლებისთვის ფულვესტრანტთან კავშირის შეფასება ზუსტად შეუძლებელია ძირითადი დაავადების მიხედვით.

b ტერმინი „რეაქციები ინექციის შეყვანის ადგილზე“ არ გულისხმობდა ტერმინებს „ჰემორაგიები ინექციის ადგილზე“ და „ჰემატომას ინექციის ადგილზე“, „იშიასს“, „ნევრალგიას“, „პერიფერიულ ნეიროპათიას“.

c რეაქცია არ აღინიშნებოდა დიდი კლინიკური კვლევების მსვლელობისას.

სიხშირე გათვლილი იყო სანდოობის ინტერვალის ზედა ზღვარის 95% გამოყენებით წერტილის შეფასებისათვის. გამოთვლილი იყო, როგორც 3/560 (სადაც 560 არის პაციენტების რაოდენობა დიდ კლინიკურ კვლევებში), რაც შეესაბამება კატეგორიის სიხშირეს „არახშირი“.

d მოიცავს ართრალგიას და არც ისე ხშირად - ძვალ-კუნთოვან ტკივილს, მიალგიას და ტკივილს კიდურებში.

e არსებობს გარკვეული განსხვავებები გვერდითი რეაქციების სიხშირეს შესაბამის კატეგორიებში ორგანოებისა და ორგანოების სისტემებისთვის უსაფრთხოების კვლევისა და FALCON კვლევის დროს.

f გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა FALCON კვლევის მსვლელობისას.

ცალკეული რეაქციების აღწერა.

წარმოდგენილი აღწერა ეფუძნება უსაფრთხოების ანალიზს პაციენტიების ჯგუფისა, რომლებიც იღებდნენ სულ მცირე ფულვესტრანტის 1 დოზას და პაციენტების ჯგუფისა, რომლებიც იღებდნენ ანასტროზოლის სულ მცირე 1 დოზას FALCON -ის კვლევის მე-3 ფაზის მსვლელობისას.

ტკივილის სახსრებსა და ძვალ-კუნთოვანი ტკივილი.

FALCON კვლევის მონაცემების შესაბამისად, პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც დააფიქსირეს სახრებშის ტკივილის და ძვალ-კუნთოვანი ტკივილის შესახებ, შეადგენდა 65 (31,2%) და 48 (24,1%) ფულვესტრანტისა და ანასტროზოლის გამოყენებისას შესაბამისად, 65 პაციენტიდან, რომლებიც ფულვესტრანტს ღებულობდნენ, 40% (26/65) პაციენტმა დააფიქსირა სახსრების და ძვალ-კუნთოვანი ტკივილის მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში, პაციენტების 66%-მა (43/65) - მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში. არცერთმა პაციენტმა არ დააფიქსირა CTCAE-ს მიხედვით ≥3 ხარისხის შემთხვევები ან შემთხვევები, რომლებიც საჭიროებდა სამკურნალო საშუალების დოზის შემცირებას, მიღების დროებით შეჭყვეტას ამ მკურნალობის მოხსნას გვერდითი მოვლენების მონაცემების გამო.

კომბინირებული თერაპია პალბოციკლიბთან.

ფულვესტრანტის უსაფრთხოების ზოგადი პროფილი პალბოციკლიბთან კომბინაციაში გამოყენებისას ეფუძნება 517 პაციენტის მონაცემებს სარძევე ჯირკვლის HR-დადებითი HER2-უარყოფითი ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური კიბოთო რანდომიზებულ კვლევაში PALOMA3 (იხ. პუნქტი „ფარმაკოდინამიკა“). ნებისმიერი ხარისხის ყველაზე გავრცელებული (≥20%) გვერდითი მოვლენები, რომლებიც გამოვლინდა პაციენტებში ფულვესტრანტის კომბინირებისას პალბოციკლიბთან იყო ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ინფექციები, დაღლილობა, გულისრევა, ანემია, სტომატიტი, ფაღარათი და თრომბოციტოპენია. ყველაზე გავრცელებული (≥2%) ≥ III ხარისხის გვერდითი მოვლენები იყო ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ანემია, ინფექციები, ასტ დონის მომატება, ტრომბოციტოპენია და დაღლილობა.

ქვემო ცხრილში, წარმოდგენილია მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ, რომლებიც აღინიშნებოდა PALOMA3 კვლევაში.

ფულვესტრანტით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 11,2 თვეს ფულვესტრანტი-პალბოციკლიბის ჯგუფში და 4,9 თვეს ფულვესტრანტი+პლაცებოს ჯგუფში. პალბოციკლიბით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა ფულვესტრანტი+პალბოციკლიბის ჯგუფში შეადგენდა 10,8 თვეს.

გვერდითი მოვლენები PALOMA3 კვლევის მონაცემებით (N=517).

ცხრილი 2

ორგანოთა კლასი

სიხშირე

უპირატესი გამოყენების ვადა

ფულვესტრანტი + პალბოციკლიბი (N=345)

ფულვესტრანტი + პლაცებო

(N=172)

ყველა ხარისხის

n (%)

≥ III ხარისხის

n (%)

ყველა ხარისხის

n (%)

≥ III ხარისხის

n (%)

ინფექციური და პარაზიტული დაავადებები

ძალიან ხშირი

       

ინფექციებიb

163 (47,2)

11 (3,2)

54 (31,4)

5 (2,9)

სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან ხშირი

       

ნეიტროპენიაc

287 (83,2)

228 (66,1)

7 (4,1)

1 (0,6)

ლეიკოპენიაd

183 (53,0)

105 (30,4)

9 (5,2)

2 (1,2)

ანემიაe

102 (29,6)

12 (3,5)

22 (12,8)

3 (1,7)

თრომბოციტოპენიაf

78 (22,6)

8 (2,3)

0 (0,0)

0

არახშირი

       

ფებრილური ნეიტროპენია

3 (0,9)

3 (0,9)

1 (0,6)

1 (0,6)

ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ

ძალიან ხშირი

       

მადის გაუარესება

55 (15,9)

3 (0,9)

14 (8,1)

1 (0,6)

ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

       

დისგევზია

23 (6,7)

0

5 (2,9)

0

მხედველობის ორგანოების მხრივ

ხშირი

       

მომატებული ცრემლდენა

22 (6,4)

0

2 (2,1)

0

არამკაფიო მხედველობა

20 (5,8)

0

3 (1,7)

0

თვალების სიმშრალე

13 (3,8)

0

3 (1,7)

0

სასუნთქი, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ

ხშირი

       

ცხვირიდან სისხლდენა

23 (6,7)

0

3 (1,7)

0

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ძალიან ხშირი

       

გულისრევა

117 (33,9)

0

48 (27,9)

1 (0,6)

სტომატიტიg

97 (28,1)

2 (0,6)

22 (12,8)

0

ფაღარათი

81 (23,5)

0

33 (19,2)

2 (1,2)

ღებინება

65 (18,8)

2 (0,6)

26 (15,1)

1 (0,6)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ძალიან ხშირი

       

ალოპეცია

62 (18,0)

0

11 (6,4)

0

გამონაყარიh

58 (16,8)

2 (0,6)

11 (6,4)

0

ხშირი

       

კანის სიმშრალე

21 (6,1)

0

2 (1,2)

0

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ძალიან ხშირი

       

დაღლილობა

142 (41,2)

8 (2,3)

50 (29,1)

2 (1,2)

ცხელება

44 (12,8)

1 (0,3)

9 (5,2)

0

ხშირი

       

ასთენია

26 (7,5)

0

9 (5,2)

1 (0,6)

ლაბორატორიული კვლევების შედეგები

ხშირი

       

ასტ დონის მომატება

26 (7,5)

10 (2,9)

9 (5,2)

3 (1,7)

ალტ დონის მომატება

20 (5,8)

6 (1,7)

6 (3,5)

0

ალტ=ალანინამინოტრანსფერაზა; ასტ=ასპარტატამინოტრანსფერაზას; N/n=პაციენტების რაოდენობა.

a მითითებულია პრივილეგირებული ტერმინები მოვლენებისათვის MedDRA 17.1 -ის თანახმად.

bყველა ტერმინი, რომელიც მიეკუთვნება ორგანოთა სისტემის კლასებს: ინფექციები და ინვაზიები.

c ნეიტროპენია მოიცავს ტერმინებს: ნეიტროპენია, ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობა.

d ლეიკოპენია მოიცავს ტერმინებს: ლეიკოპენია, ლეიკოციტების შემცირებული რაოდენობა.

e ანემია მოიცავს ტერმინებს: ანემია, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ჰემატოკრიტის დონის დაქვეითება.

f თრომბოციტოპენია მოიცავს ტერმინებს: თრომბოციტოპენია, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

g სტომატიტი მოიცავს ტერმინებს: აფტოზური სტომატიტი, ქეილიტი, გლოსიტი, გლოსოდინია, წყლულები პირის ღრუში, ლორწოვანი გარსების ანთება, ტკივილი პირის ღრუში, ოროფარინგეალური დისკომფორტი, ოროფარინგეალური ტკივილი, სტომატიტი.

hგამონაყარი მოიცავს ტერმინებს: გამონაყარი, მაკულპაპულოზური გამონაყარი, გამონაყარი ქავილით, ერითემატოზული გამონაყარი, პაპულოზური გამონაყარი, დერმატიტი, დერმატიტი ფერისმჭამელებით, კანის ტოქსიკური გამონაყარი.

ცალკეული გვერდითი მოვლენების აღწერა.

ნეიტროპენია.

პაციენტებში, რომლებიც ფულვესტრანტს იღებენ კომბინაციაში პალბოციკლიბთან, PALOMA3 კვლევაში, დაფიქსირდა ნებისმიერი ხარისხის ნეიტროპენიის შემთხვევები 287 (83,2%) პაციენტში, III ხარისხის ნეიტოპენია აღინიშნა 191 (55,14%) პაციენტში, IV ხარისხის ნეიტროპენია - 37 (10,7) პაციენტში. ფულვესტრანტ+პლაცებოს ჯგუფში, ნებისმიერი ხარისხის ნეიტროპენია დაფიქსრდა 7 (4,1%) პაციენტში, III დონის ნეიტროპენია - 1 (0,6%) პაციენტში. ფულვესტრანტი+პლაცებოს ჯგუფში IV ხარისხის ნეიტროპენიის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

პაციენტებში, რომლებიც ფულვესტრანტს ღებულობდნენ კომბინაციაში პალბოციკლიბთან, დროის მედიანა ნეიტროპენიის პირველ ეპიზოდამდე შეადგენდა 15 დღეს (დიაპაზონი: 13-317), ხოლო ≥III ხარისხის ნეიტროპენიის ხანგრძლივობის მედიანა შეადგენდა 7 დღეს, პაციენტების 0,9%-ში, რომლებიც ფულვესტრანტს იღებდნენ კომბინაციაში პალბოციკლიბთან, აღინიშნებოდა ფებრილური ნეიტროპენიის შემთხვევები.

ვარგისობა

2 წელი.

ტემპერატურული ცვალებადობა 2-80C დიაპაზონის ფარგლებს გარეთ შეზღუდული უნდა იყოს. ამასთან მოსარიდებელია შენახვა > 300C ტემპერატურაზე და 28 დღეზე მეტ ხანს, რომლის დროსაც პრეპარატის შენახვის საშუალო ტემპერატურა არის < 250C (თუმცა >2-80C). ტემპერატურის ცვალებადობის შემდეგ პრეპარატი სასწრაფოდ უნდა დაუბრუნდეს შენახვის რეკომენდებულ პირობებში (შენახვა და ტრანსპორტირება მაცივარში 2-80C ტემპერატურის პირობებში). ტემპერატურის ცვალებადობა ავლენს კუმულაციურ ეფექტს სამკურნალო საშუალების ხარისხზე, და 28-დღიანი პერიოდი არ უნდა აითვალოს სამკურნალო საშუალება ფულვესტრანტ-ვისტას შენახვის ორწლიანი ვადის შემდეგ. <20C ტემპერატურის გავლება არ იწვევს სამკურნალო საშუალების დაზიანებას იმ პირობით, თუ ის არ ინახება -200C ტემპერატურის პირობებში.

შენახვის პირობები.

ინახება და ტრანსპორტირედება 20C-დან 80C-მდე ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

წინასწარ შევსებული შპრიცები ინახება ორიგინალურ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.

შეითავსებლობა

ვინაიდან თავსებადობის კვლევები არ არსებობს, აღნიშნული სამკურნალო საშუალების შერევა სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ შეიძლება.

შეფუთვა.

1 წინასწარ შევსებული შპრიცი პირველი გახსნის კონტროლით მუყაოს კოლოფში უსაფრთხო ნემსთან ერთად (BD SafetyGlide) ან 2 წინასწარ შევსებული შპრიცი პირველი გახსნის კონტროლის მუყაოს კოლოფში ორ უსაფრთხო ნემსთან ერთად (BD SafetyGlide).

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი.

ლაბორატორიოს ფარმალან ს.ა.

მწარმოებლის მისამართი და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი.

ქ. ლა ვალინა ბ/ნ, პოლიგონო ინდასტრიალ ნავატეხერა, 24193, ვილიაკილამბრე (ლეონი), ესპანეთი.

ბოლო გადახედვის თარიღი. 18.07.2022