როქსამპექსი 20მგ/10მგ/8მგ#30ტ

როქსამპექსი 20მგ/10მგ/8მგ#30ტ

57.72 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კრკა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: როზუვასტატინი,ამლოდიპინი,პერინდოპრილი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 140712
გააზიარე:

როქსამპექსი®

როქსამპექსი® 10 მგ/5 მგ/4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
როქსამპექსი® 10 მგ/5 მგ/8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
როქსამპექსი® 10 მგ/10 მგ/8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
როქსამპექსი® 20 მგ/5 მგ/4 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
როქსამპექსი® 20 მგ/5 მგ/8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
როქსამპექსი® 20 მგ/10 მგ/8 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა
• აქტიური ნივთიერებები: როზუვასტატინი, ამლოდიპინი და პერინდოპრილ ტერტ-ბუტილამინი.

როქსამპექსი® 10მგ/5მგ/4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
• აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს, რაც 10.395 მგ როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტია, 5 მგ ამლოდიპინს, რაც 6.934 ამლოდიპინის ბესილატის ექვივალენტია და 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი, რაც 3.338 მგ პერინდოპრილის ექვივალენტია.
• სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), კროსპოვიდონი (ტიპი A) კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში და პოლივინილ სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172) და ტალკი აპკიან გარსში.

როქსამპექსი®10მგ/5მგ/8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
• აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს, რაც 10.395 მგ როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტია, 5 მგ ამლოდიპინს, რაც 6.934 ამლოდიპინის ბესილატის ექვივალენტია და 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი, რაც 6.676 მგ პერინდოპრილის ექვივალენტია.
• სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), კროსპოვიდონი (ტიპი A) კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში და პოლივინილ სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172) და ტალკი აპკიან გარსში.

როქსამპექსი® 10მგ/10მგ/8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
• აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ როზუვასტატინს, რაც 10.395 მგ როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტია, 10 მგ ამლოდიპინს, რაც 13.870 ამლოდიპინის ბესილატის ექვივალენტია და 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი, რაც 6.676 მგ პერინდოპრილის ექვივალენტია.
• სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), კროსპოვიდონი (ტიპი A) კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში და პოლივინილ სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) და ტალკი აპკიან გარსში.

როქსამპექსი® 20მგ/5მგ/4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
• აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს, რაც 20.79 მგ როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტია, 5 მგ ამლოდიპინს, რაც 6.934 ამლოდიპინის ბესილატის ექვივალენტია და 4 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი, რაც 3.338 მგ პერინდოპრილის ექვივალენტია.
• სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), კროსპოვიდონი (ტიპი A) კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში და პოლივინილ სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172) და ტალკი აპკიან გარსში.

როქსამპექსი® 20მგ/5მგ/8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
• აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს, რაც 20.79 მგ როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტია, 5 მგ ამლოდიპინს, რაც 6.934 ამლოდიპინის ბესილატის ექვივალენტია და 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი, რაც 6.676 მგ პერინდოპრილის ექვივალენტია.
• სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), კროსპოვიდონი (ტიპი A) კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში და პოლივინილ სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172) და ტალკი აპკიან გარსში.

როქსამპექსი® 20მგ/10მგ/8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
• აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ როზუვასტატინს, რაც 20.79 მგ როზუვასტატინის კალციუმის ექვივალენტია, 10 მგ ამლოდიპინს, რაც 13.87 ამლოდიპინის ბესილატის ექვივალენტია და 8 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინი, რაც 6.676 მგ პერინდოპრილის ექვივალენტია.
• სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), კროსპოვიდონი (ტიპი A) კოლოიდური უწყლო სილიციუმი და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში და პოლივინილ სპირტი, მაკროგოლი 3350, ტიტანის დიოქსიდი (E171) და ტალკი აპკიან გარსში.

აღწერა
10მგ/5მგ/4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოვარდისფრო, მრგვალი, ოდნავ ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი PAღ1 (ტაბლეტის დიამეტრი: დაახლოებით 8.5 მმ).

10მგ/5მგ/8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ღია მოვარდისფრო-ყავისფერი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი PAღ2 (ტაბლეტის დიამეტრი: დაახლოებით 8.5 მმ).

10მგ/10მგ/8მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
მოყვითალო ყავისფერი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი PAღ3 (ტაბლეტის დიამეტრი: დაახლოებით 11 მმ).
20მგ/5მგ/4მგაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ღია ნარინჯისფერი ვარდისფერი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი PAღ4 (ტაბლეტის დიამეტრი: დაახლოებით 11 მმ).

20მგ/5მგ/8მგაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ღია ყვითელი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი PAღ5 (ტაბლეტის დიამეტრი: დაახლოებით 11 მმ).

20მგ/10მგ/8მგაპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ყვითელი, მრგვალი, ოდნავ ორმხრივად ამობურცული, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით, ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია ნიშანი PAღ6 (ტაბლეტის დიამეტრი: დაახლოებით 11 მმ).

გამოყენება
როქსამპექსი® არის სამი აქტიური ინგრედიენტის როზუვასტატინის, პერინდოპრილის და ამლოდიპინის კომბინაცია.
როზუვასტატინი მიეკუთვნება სტატინების სახელით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს. პერინდოპრილი არის აგფ-ს (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტებით ცნობილი პრეპარატების ჯგუფს.

როზუვასტატინი – ხელს უწყობს ქოლესტერინის მაღალი დონის კონტროლს:
• გულის შეტევის ან ინსულტის რისკის ქვეშ მყოფ პირებში როზუვასტატინი გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ;
• თუ კვებითი რეჟიმის ცვლილება და ფიზიკური აქტივობის მომატება საკმარისი არ აღმოჩნდა ქოლესტერინის მაჩვენებლების კორექციისთვის. როზუვასტატინის მიღების პერიოდში უნდა გაგრძელდეს ქოლესტერინის დამწევი კვებითი რეჟიმი და ფიზიკური დატვირთვა.
პერინდოპრილი და ამლოდიპინი – ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) კონტროლს.
როქსამპექსი® ინიშნება მოზრდილ პაციენტებში მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და იმავდროულად ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ. პაციენტები, რომლებიც უკვე იღებენ როზუვასტატინის, პერინდოპრილის და ამლოდიპინის ტაბლეტებს, შეუძლიათ მიიღონ ერთი ტაბლეტი როქსამპექსი®, რომელიც შეიცავს სამივე ინგრედიენტს.

უკუჩვენებები
როქსამპექსის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში®:
• როზუვასტატინის, პერინდოპრილის ან ნებისმიერი სხვა აგფ ინჰიბიტორის, ამლოდიპინის ან ნებისმიერი სხვა კალციუმის ანტაგონისტის ან როქსამპექსის® ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის (ჩამონათვალი მოცემულია შემადგენლობაში) მიმართ ალერგიის შემთხვევაში;
• ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიცაა ქოშინი, სახის ან ენის შეშუპება (მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება ანგიოშეშუპება), ძლიერი ქავილი ან კანის მძიმე რეაქციები აგფ ინჰიბიტორის მანამდე გამოყენებისას ან თუ ოჯახის წევრს ჰქონია მსგავსი სიმპტომები ნებისმიერ სხვა გარემოებებში;
• დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა და მკურნალობა ალისკირენის შემცველი არტერიული წნევის დამწევი პრეპარატით;
• სერიოზული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა);
• აორტის სარქვლის სტენოზი (შევიწროება) ან კარდიოგენური შოკი (მდგომარეობა, რომლის დროსაც გული ვერ აწვდის საკმარის სისხლს ორგანიზმს);
• გულის უკმარისობა გულის შეტევის შემდეგ;
• თირკმლის მძიმე დაავადება;
• ღვიძლის დაავადება;
• კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი;
• პრეპარატ ციკლოსპორინით (რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ) მკურნალობისას;
• ორსულობა ან ძუძუთი კვება. როქსამპექსის გამოყენებისას თუ დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ ექიმს;
• დიალიზის ან სხვა სახის სისხლის ფილტრაციის დროს. გამოყენებული დანადგარის მიხედვით, როქსამპექსის გამოყენება შეიძლება შესაფერისი არ იყოს პაციენტისთვის;
• თირკმლის პრობლემებისას, როდესაც დაქვეითებულია თირკმელებში სისხლის მიწოდება (თირკმლის არტერიის სტენოზი);
• საკუბიტრილს/ვალსარტანით (გამოიყენება მოზრდილებში გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ) მკურნალობისას, რადგან მატულობს ანგიოშეშუპების რისკი.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
როქსამპექსის გამოყენებამდე პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს:
• თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანა გულის შეტევა;
• თუ აქვს აორტის სარქვლის სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სისხლძარღვის შევიწროება) ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთების დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის სისხლით მომმარაგებელი არტერიის შევიწროება);
• თუ აქვს გულის უკმარისობა ან გულის სხვა პრობლემები;
• თუ აქვს თირკმლის პრობლემები ან თუ იმყოფება დიალიზზე;
• თუ აქვს ღვიძლის პრობლემები;
• თუ აქვს კოლაგენის დაავადება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადება), როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;
• თუ აქვს სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოშეშუპება), რომელიც შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დროს, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მაშინვე დაუკავშირდეს ექიმს;
• თუ კვების რეჟიმში შეზღუდული აქვს მარილი ან იყენებს კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს;
• თუ იღებს ლითიუმის ან კალიუმის დამზოგავ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი). როქსამპექსთან ერთად მათი გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული (იხილეთ „სხვა პრეპარატების მიღება“);
• არის ხანდაზმული ასაკის;
• თუ აქვს სისხლში ჰორმონ ალდოსტერონის მომატებული მაჩვენებელი (პირველადი ალდოსტერონიზმი);
• თუ აქვს დიაბეტი;
• თუ უნდა ჩაუტარდეს ანესთეზია და/ან ქირურგიული ოპერაცია;
• თუ უნდა ჩაუტარდეს LDL აფერეზი (რაც გულისხმობს სისხლიდან ქოლესტერინის მოცილებას დანადგარით);
• თუ უნდა ჩაუტარდეს დესინსიტიზაციის მკურნალობა ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენებზე ალერგიის ეფექტების შესამცირებლად;
• თუ ცოტა ხნის წინ ჰქონდა დიარეა ან ღებინება, ან არის დეჰიდრატირებული;
• თუ აქვს შაქრის აუტანლობა;
• თუ ფარისებრი ჯირკვალი არასათანადოდ ფუნქციონირებს;
• თუ არის აზიური წარმომავლობის - იაპონელი, ჩინელი, ფილიპინელი, ვიეტნამელი, კორეელი და ინდოელი. ექიმი შეარჩევს პაციენტისთვის შესაფერის როქსამპექსის სწორ საწყის დოზას;
• შავკანიან პაციენტებში ანგიოშეშუპების მომატებული რისკის გამო, ეს პრეპარატი შეიძლება ნაკლებად უფრო ეფექტიანი იყოს, ვიდრე არაშავკანიან პაციენტებში;
• თუ ჰქონია კუნთების განმეორებითი ან აუხსნელი ტკივილი, პირად ან საოჯახო ანამნეზში კუნთების პრობლემები ან მანამდე კუნთების პრობლემები ქოლესტერინის დამწევი სხვა პრეპარატების მიღებისას. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს, თუ აქვს კუნთების აუხსნელი ტკივილი, განსაკუთრებით, თუ თავს კარგად არ გრძნობს ან აქვს ცხელება. ასევე საჭიროა შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს კუნთების მუდმივი სისუსტე;
• ქოლესტერინის დასაწევად თუ იღებს სხვა პრეპარატებს, როგორიცაა ფიბრატები, ასევე თუ მანამდე მიღებული აქვს მაღალი ქოლესტერინის დასაწევი სხვა პრეპარატები;
• თუ იღებს აივ ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებს, მაგ. რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან ერთად, იხილეთ პუნქტი „სხვა პრეპარატების მიღება“;
• თუ რეგულარულად იღებს დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;
• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ თუ იღებს რომელიმე შემდეგ პრეპარატს:
– ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი (ცნობილი ასევე, როგორც სარტანები. მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, დიაბეტთან დაკავშირებული თირკმლის პრობლემებისას;
– ალისკირენი.
• ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას როქსამპექსის მიღებისას სათანადო კონტრაცეპციის გამოყენებით.

მკურნალობისას ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს პაციენტის თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგ. კალიუმი) რაოდენობის რეგულარული ინტერვალებით კონტროლი.
იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია პუნქტში „უკუჩვენებები“.

თუ პაციენტი იღებს ან ბოლო 7 დღის განმავლობაში მიღებული აქვს ფუსიდის მჟავა (ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი) პერორალურად ან ინექციით
ფუსიდის მჟავას და როზუვასტატინის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სერიოზული პრობლემები (რაბდომიოლიზი), იხილეთ „სხვა პრეპარატების მიღება“.

ანგიოშეშუპების რისკი შეიძლება გაიზარდოს, შემდეგ პრეპარატებიდან რომელიმე მათგანის მიღების შემთხვევაში:
• რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ);
• სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ე.წ. მთორ ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების უკუგდების თავიდან ასაცილებლად);
• ვილდაგლიპტინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ.

ანგიოშეშუპება
ანგიოშეშუპება (მწვავე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპებით, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებით) აღინიშნა იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით, მათ შორის როქსამპექსით. ეს მოვლენა შეიძლება განვითარდეს მკურნალობის პერიოდში ნებისმიერ დროს. აღნიშნული სიმპტომების განვითარებისას, შეწყვიტეთ როქსამპექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

ადამიანთა მცირე რაოდენობაში, სტატინებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლზე, რაც დგინდება მარტივი ტესტით, რომელიც ავლენს სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატებულ მაჩვენებლებს. ამ მიზნით, რეკომენდებულია სისხლის ანალიზის (ღვიძლის ფუნქციის ტესტის) ჩატარება როქსამპექსით მკურნალობის წინ და დროს.

პრეპარატის მიღების პერიოდში ექიმი აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას, თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან დიაბეტის განვითარების რისკი. დიაბეტის განვითარების რისკი არსებობს, თუ პაციენტს აქვს სისხლში შაქრების და ცხიმების მაღალი მაჩვენებლები, მაღალი არტერიული წნევა და ჭარბწონიანია.

ბავშვები და მოზარდები
როქსამპექსი არ გამოიყენება ბავშვებსა და მოზარდებში.

სხვა პრეპარატები და როქსამპექსი
პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებს, ცოტა ხნის წინ მიიღო ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
როქსამპექსით® მკურნალობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებმა.

პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ იღებს რომელმე შემდეგ პრეპარატს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა:
• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორები, ალისკირენი (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია პუნქტებში „უკუჩვენებები“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეტიკები (პრეპარატები, რომლებიც ზრდის თირკმელების მიერ წარმოქმნილ შარდის რაოდენობას);
• კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები (მაგ. ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები (მათ შორის მარილის შემცვლელები) და სხვა პრეპარატები, რომლებიც ზრდის სისხლში კალიუმის რაოდენობას (მაგ. ტრიმეთოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი – ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციებისათვის; ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი – იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს უკუგდების პრევენციისთვის; ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც გამოიყენება თრომბის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად – სისხლის გასათხელებლად);
• გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოსაყენებელი კალიუმ-დამზოგავი პრეპარატები: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი დღეში 12.5 მგ- 50 მგ დოზებით;
• ლითიუმი – მანიის ან დეპრესიის სამკურნალოდ;
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგ. იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზა (მაგ. ასპირინი);
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცაა ინსულინი ან მეტფორმინი);
• ბაკლოფენი (კუნთების გაშეშების სამკურნალოდ, რაც ვითარდება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი);
• ფსიქიკური დარღვევების, როგორიცაა დეპრესია, აგზნება, შიზოფრენია და სხვ. სამკურნალო პრეპარატები (მაგ. ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები);
• ტრიმეთოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ);
• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს თერაპიისას);
• დიარეის საწინააღმდეგოდ ხშირად გამოყენებული პრეპარატი (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოს უკუგდების თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ე.წ. მთორ ინჰიბიტორების კლასს). იხილეთ პუნქტი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“;
• ალოპურინოლი – პოდაგრის სამკურნალოდ;
• პროკაინამიდი – არითმიის სამკურნალოდ,
• ვაზოდილატატორები, მათ შორის ნიტრატები;
• ჰეპარინი (სისხლის გამათხელებელი საშუალება);
• დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ გამოსაყენებელი პრეპარატები (მაგ. ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი);
• ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური გამოყენების (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სმაკურნალოდ);
• ვარფარინი ან კლოპიდოგრელი ან ნებისმიერი სხვა პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად;
• ფიბრატები (როგორიცაა გემფიბროზილი, ფენოფიბრატი) ან ქოლესტერინის დამწევი ნებისმიერი სხვა პრეპარატი (როგორიცაა ეზეტიმიბი);
• საჭმლის მონელების დარღვევის სამკურნალო პრეპარატები – ანტაციდები;
• ანტიბიოტიკები: რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი;
• პერორალური კონტრაცეპტივები ან ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია (აბები);
• ანტივირუსული პრეპარატები, როგორიცაა რიტონავირი ლოპინავირთან და/ან ატაზანავირთან ან სიმეპრევირთან (გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის აივ ან ჩ ჰეპატიტის ინფექციის – იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“);
• კრაზანა (Hყპერისუმ პერფორატუმ);
• საგულე პრეპარატები: ვერაპამილი, დილთიაზემი;
• საინფუზიო დანტროლენი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევებისთვის);
• სიმვასტატინი (ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი).

თუ პაციენტს ესაჭიროება პერორალური ფუსიდის მჟავას მიღება ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, დროებით უნდა შეწყვიტოს ამ პრეპარატის მიღება. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის იქნება მისი განახლება უსაფრთხო. ფუსიდის მჟავასთან ერთად გამოყენებამ იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე ან ტკივილი (რაბდომიოლიზი).

ექიმმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება დოზის შეცვლის და/ან სხვა სიფრთხილის ზომების შესახებ:
• თუ პაციენტი იღებს ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორს ან ალისკირენს (იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია პუნქტში „უკუჩვენებები“ და „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“).

საკვებთან და სასმელთან მიღება
როქსამპექსის მიღება უმჯობესია ჭამის წინ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ როქსამპექსი®, თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს.
პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა
აცნობეთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლოა დაორსულდეთ). თუ როქსამპექსის მიღების დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ როქსამპექსის შეწყვეტას დაორსულებამდე ან როგორც კი გაიგებთ ორსულობის შესახებ, და როქსამპექსის ნაცვლად დანიშნავს სხვა პრეპარატს.
როქსამპექსის მიღებისას ქალები უნდა მოერიდონ დაორსულებას სათანადო კონტრაცეფციის გამოყენებით.

ძუძუთი კვება
აცნობეთ ექიმს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ძუძუთი კვების დაწყებას. როქსამპექსი® უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისთვის და ექიმმა შეიძლება პაციენტს შეურჩიოს სხვა მკურნალობა, თუკი სურს ძუძუთი კვება, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილია ან ნაადრევად დაბადებული.

ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა
როქსამპექსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. რეკომენდებულია ავტომობილის ან დანადგარის მართვისაგან თავის შეკავება, ვიდრე პაციენტი არ გაიგებს, როგორ გავლენას ახდენს მასზე როქსამპექსი.
თუ ტაბლეტების მიღებისას აღინიშნება გულისრევა, თავბრუსხვევა ან დაღლილობა, ან თავის ტკივილი, არ მართოთ ავტომობილი ან დანადგარები და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ დარწმუნებული არ ხართ მიღების წესში, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ტაბლეტის მიღება უმჯობესია დილით, ჭამის წინ. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყლის მიყოლებით.
ექიმი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტისთვის სწორი დოზის შერჩევაზე.
როქსამპექსი ინიშნება იმ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ როზუვასტატინს, პერინდოპრილს და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით.

ჭარბი დოზირება
როქსამპექსის დოზის რეკომენდებულზე ჭარბად მიღების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საადავმყოფოს მიმღებ განყოფილებას. ჭარბი დოზის მიღებისას ყველაზე ხშირად შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის დაქვეითება. არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაცემის სიმპტომების (თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა) შემთხვევაში, პაციენტი უნდა წამოწვეს და შეეცადოს, ფეხები ზემოთ ასწიოს.

დოზის გამოტოვება
მნიშვნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღიურად, რადგან რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტიანია. მიუხედავად ამისა, თუ როქსამპექსის დოზის უნებლით გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.
გამოტოვებული დოზის კომპენსიების მიზნით დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება.

მკურნალობის შეწყვეტა
იმის გამო, რომ არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა, როგორც წესი, მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება, ამ პრეპარატის შეწყვეტამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტები, რომლებიც შეიძლება სერიოზული იყოს:
• სახის, ტუჩების, პირის, ენისა ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპება) (იხილეთ „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“) (არახშირი – შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში),
• მძიმე თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა არტერიული წნევის დაცემის გამო (ხშირი – შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში),
• უჩვეულოდ სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ტკივილი გულ-მკერდის არეში (სტენოკარდია) ან გულის შეტევა (ძალიან იშვიათად – შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში),
• ხელების ან ფეხების სისუსტე, ან მეტყველების პრობლემები, რომლებიც შეიძლება ინსულტის ნიშანი იყოს (ძალიან იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში),
• უეცარი ხრიალი, გულის არეში ტკივილი, ქოშინი, ან სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) (არახშირი – შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში),
• პანკრეასის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის და ზურგის არეში მძიმე ტკივილი შეუძლოდ ყოფნით (იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 1,000-დან 1-მდე ადამიანში),
• კანის ან თვალების სიყვითლე (სიყვითლე), რაც შეიძლება ჰეპატიტის ნიშანი იყოს (ძალიან იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში),
• კანზე გამონაყარი, რომელიც იწყება წითელი ქავილიანი ლაქებით სახეზე, მკლავებსა და ფეხებზე (მულტიფორმული ერითემა) (ძალიან იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამინში),
• კანზე სერიოზული გამონაყარი (სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), შეიძლება გამოვლიდეს მოწითალო წერტილოვანი ლაქების ან მრგვალი ლაქების სახით ხშირად ტანზე ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირის, ყელის, ყურის, სასქესო ორგანოებისა და თვალების მიდამოებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მაგვარი სიმპტომები (ძალიან იშვიათი – შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში).

ამის გარდა, ასევე შეწყვიტეთ როქსამპექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ კუნთების უჩვეულო ტკივილები, რომლებიც მოსალოდნელზე დიდხანს გრძელდება. კუნთების მხრივ სიმპტომები უფრო ხშირია ბავშვებსა და მოზარდებში, ვიდრე მოზრდილებში. სხვა სტატინების მსგავსად, ამ პრეპარატის შემთხვევაშიც, ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანში აღინიშნა უსიამოვნო ეფექტები კუნთების მხრივ და იშვიათად გადაიზარდა ეს ეფექტები სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიშ კუნთების დაზიანებაში ე.წ. რაბდომიოლიზში.
სიხშირის კლებადობის მიხედვით, გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს:
ძალიან ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
• შეშუპება (სითხის შეკავება)

ხშირი (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე ადამიანში):
• დიაბეტი (უფრო მოსალოდნელია, თუ პაციენტს აქვს სისხლში შაქრის და ცხიმების მაღალი მაჩვენებლები, ჭარბწონიანია და აქვს მაღალი არტერიული წნევა; ექიმი უნდა აკონტროლებდეს პაციენტის მდგომარეობას ამ პრეპარატის მიღების პერიოდში);
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა;
• პალპიტაციები (გულსცემის შეგრძნება);
• დაბალი არტერიული წნევა, სისხლის მოწოლა;
• ხველა, ქოშინი;
• კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (გემოს დარღვევები, დისპეფსია ან მონელების გაძნელება, ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა);
• ალერგიული რეაქციები (როგორიცაა კანზე გამონაყარი, ქავილი);
• მხედველობის დარღვევები (მათ შორის მხედველობის გაორება);
• ტინიტუსი (ყურებში ხმაურის შეგრძნება);
• კუნთების ტკივილი, სპაზმები;
• დაღლილობის შეგრძნება, დაღლილობა.

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე ადამიანში):
• ეოზინიფილების მომატება (სისხლის თეთრი უჯრედების სახეობა);
• ხასიათის ცვალებადობა, ძილის დარღვევები, დეპრესია, უძილობა;
• კანკალი, კიდურებში დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, გონების დაკარგვა;
• გულის რითმის დარღვევები, ტაქიკარდია;
• სისხლძარღვების ანთება;
• ბრონქოსპაზმი (გულის არეში მოჭერა, ხრიალი და ქოშინი), ცემინება/ცხვირიდან გამონადენი გამოწვეული რინიტით (ცხვირის გარსის ანთებით);
• პირის სიმშრალე;
• ანგიოშეშუპება (სიმპტომები – ხრიალი, სახის ან ენის შეშუპება);
• თირკმლის პრობლემები;
• ძლიერი ქავილი ან კანზე სერიოზული გამონაყარი, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა, თმის ცვენა, მომატებული ოფლიანობა, კანის ქავილი, კანზე წითელი ლაქები, კანის ფერის ცვლილება;
• ფოტომგრძნობელობის რეაქცია (მზის მიმართ კანის მგრძნობელობის მომატება);
• სახსრების ტკივილი;
• ზურგის ტკივილი;
• შარდვის დარღვევა, ღამით შარდვის გახშირება, შარდვის გახშირება;
• მამაკაცებში ერექციის დარღვევა, დისკომფორტი ან მკერდის გადიდება;
• ტკივილი გულის არეში, ტკივილი, სისუსტე, პერიფერიული შეშუპება, ცხელება;
• ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილება: კალიუმის მაღალი დონე სისხლში, რაც შექცევადია შეწყვეტისას, ნატრიუმის დაბალი დონე, ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე) დიაბეტის მქონე პაციენტებში, სისხლში შარდოვანას მომატება და სისხლში კრეატინინის მომატება;
• წონაში მომატება ან დაკლება;
• დაცემა.

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-მდე ადამიანში):
• ლაბორატორიული პარამეტრების ცვლილებები: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, შრატში – ბილირუბინის მაღალი დონე, სისხლში – თრომბოციტების რაოდენობის შემცირება;
• გონების არევა, ფეხებისა და ხელების მიდამოში ნერვების დაზიანება (დაბუჟება), მეხსიერების დაკარგვა;
• კუჭის არეში მძიმე ტკივილი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);
• მძიმე ალერგიული რეაქცია – ნიშნებია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება, კანის სერიოზული ქავილი (ამობურცული ადგილებით). თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ ალერგიული რეაქცია, შეწყვიტეთ როქსამპექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას;
• მგლურასმაგვარი დაავადების სინდრომი (მათ შორის გამონაყარი, სახსრების დარღვევები და ეფექტები სისხლის უჯრედებზე);
• კუნთების დაზიანება მოზრდილებში, კუნთების გახლეჩა – სიფრთხილის ზომის სახით, შეწყვიტეთ როქსამპექსის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულო ტკივილები კუნთების არეში, რაც შეიძლება მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდეს.

ძალიან იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანში):
• სისხლის მნიშვნელობების ცვლილებები, როგორიცაა სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დაწევა;
• სისხლში ჭარბი შაქარი (ჰიპერგლიკემია);
• ფეხებისა და ხელების არეში ნერვების დაზიანება (დაბუჟება);
• მეხსიერების დაკარგვა;
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (სტენოკარდია და გულის შეტევა);
• კუნთების დაძაბულობის მომატება;
• ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახეობა), რინიტი;
• მუცლის ბუყბუყი (გასტრიტი);
• ღრძილების შეშუპება;
• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), სიყვითლე (კანის და თვალების სიყვითლე);
• მულტიფორმული ერითემა (კანზე გამონაყარი, რომელიც იწყება წითელი ქავილიანი ლაქებით სახეზე, მკლავებზე ან ფეხებზე);
• სტივენს-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული ბუშტუკები კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე);
• შარდში სისხლი, თირკმლის მძიმე პრობლემები.
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმი, გონების არევა და შეტევები, რაც შეიძლება განპირობებული იყოს აგფ ინჰიბიტორების მიღებისას ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანდო სეკრეციით.

ცნობილი არ არის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
• ძილის დარღვევები, მათ შორის უძილობა და ღამის კოშმარები;
• მყესების დაზიანება, კუნთების სისუსტე, რომელიც მუდმივია;
• კანის სიწითლე და აქერცვლა სხეულის ფართო უბნებზე;
• ანგიონევროზული შეშუპება;
• კანის მძიმე რეაქცია (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);
• ხელის ან ფეხის თითების ფერის ცვლილება, დაბუჟება და ტკივილი (რეინოს სინდრომი).

შეიძლება განვითარდეს სისხლის, თირკმლის, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ დარღვევები და ლაბორატორიული პარამტერების ცვლილებები (სისხლის ანალიზებში). ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს სისხლის ანალიზების ჩატარება პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

გვერდითი ეფექტების ინფორმირება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლებელია იყოს ისეთი მოვლენაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე მიაწოდოთ პირდაპირ:
ჟავნა აგენციჯა ღეპუბლიკე შლოვენიჯე ზა ზრდავილა ინ მედიცინსკე პრიპომოცკე
შეკტორ ზა ფარმაკოვიგილანცო
Nაციონალნი ცენტერ ზა ფარმაკოვიგილანცო
შლოვენცევა ულიცა 22
შI-1000 Lჯუბლჯანა
თელ: +386 (0) 8 2000 500
Fაკს: +386 (0) 8 2000 510
ე-პოსტა: ჰ-ფარმაკოვიგილანცა@ჯაზმპ.სი
სპლენტა სტრან: წწწ.ჯაზმპ.სი

გვერდითი ეფექტების ინფორმირებით ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

შენახვის წესი
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე “EXP” ნიშნით. ვარგისობის ვადად იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის რაიმე სპეციალურ პირობას ტემპერატურის მხრივ.

დაუშვებელია პრეპრატების გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვა
როქსამპექსი® წარმოდგენილია შეფუთვებში 30, 60, 90 და 100 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტებით ბლისტერებში.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი.

როქსამექსის გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა, ტოვარნა ზრდავილ, დ.დ.,
ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო,
სლოვენია.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (145 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-06-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-06-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-06-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-06-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-06-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-06-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-06-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-06-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-06-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-06-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-06-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-06-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-06-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-06-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-06-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-06-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-06-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-06-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-06-01
ავერსი 187
სიმონ კანდელაკის 59
ვადა: 2026-06-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-06-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-06-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-06-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-06-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-06-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-06-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-06-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-06-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-06-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-06-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-06-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-06-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-06-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-06-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-06-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-06-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-06-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-06-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-06-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-06-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-06-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-06-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-06-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-06-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-06-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-06-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-06-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-06-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-06-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-06-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-06-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-06-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-06-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-06-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-06-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-06-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-06-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-06-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-06-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-06-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-06-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-06-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
ავერსი 174
ვეკუას ქ. №55 (ყოფილი ხიზანიშვილის ქ.)
ვადა: 2026-06-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-06-01

რეგიონი (200 აფთიაქი)

ახმეტა 1
რუსთაველის ქ. №68
ვადა: 2026-06-01
ახმეტა 2
ახმეტა, რუსთაველის ქუჩა
ვადა: 2026-06-01
გურჯაანი 1 (24სთ)
ნონეშვილის ქ. №25
ვადა: 2026-06-01
გურჯაანი 2
წმინდა ნინოს ქ. კვარტალი 60
ვადა: 2026-06-01
გურჯაანი 3
გურჯაანი შესახვევი ნონეშვილი 12
ვადა: 2026-06-01
კაჭრეთი
გურჯაანი სოფ კაჭრეთი
ვადა: 2026-06-01
დედოფლისწყარო
ჰერეთის ქ. N1
ვადა: 2026-06-01
ჩუმლაყი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი სოფელი ჩუმლაყი
ვადა: 2026-06-01
თელავი 2
ალაზნის გამზირი №4
ვადა: 2026-06-01
თელავი 3 (24სთ)
ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N4ა
ვადა: 2026-06-01
თელავი 4
ვ. სეხნიაშვილის. №3
ვადა: 2026-06-01
თელავი 5
ქ. თელავი, ქეთევან წამებულის ქუჩა 3გ
ვადა: 2026-06-01
ყარაჯალა-1
თელავის რ-ნი, სოფ ყარაჯალა
ვადა: 2026-06-01
თელავი 6
ვახტანგ სეხნიაშვილის ქ.N10
ვადა: 2026-06-01
თელავი 7
შოთა რუსთაველის გამზ N78
ვადა: 2026-06-01
იორმუღანლო
სოფელი იორმუღანლო
ვადა: 2026-06-01
იყალთო 1
სოფელი იყალთო
ვადა: 2026-06-01
ლაგოდეხი 1
ნინოშვილის ქ. №2
ვადა: 2026-06-01
ლაგოდეხი 2 (24სთ)
ზაქათალას ქ. (ბაზრის მიმდებარედ)
ვადა: 2026-06-01
საგარეჯო 1
აღმაშენებლის №14
ვადა: 2026-06-01
საგარეჯო 2
რუსთაველის ქ. N240 / რუსთაველის ქ. N210
ვადა: 2026-06-01
სიღნაღი (24სთ)
კოსტავას ქ. №8
ვადა: 2026-06-01
ყვარელი (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-06-01
ყვარელი 3
ყვარელი ჭავჭავაძის 95
ვადა: 2026-06-01
ყვარელი 4
ქ. ყვარლი, ჭავჭავაძის ქ. N122
ვადა: 2026-06-01
ახალსოფელი
ყვარლის რნ სოფ ახალსოფელი
ვადა: 2026-06-01
წნორი (24სთ)
თავისუფლების ქ.№2
ვადა: 2026-06-01
კაზრეთი-1
დაბა კაზრეთი
ვადა: 2026-06-01
ბოლნისი 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №117
ვადა: 2026-06-01
ბოლნისი 2
სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165 / სოლხან-საბა ორბელიანის ქ. N165ა
ვადა: 2026-06-01
გარდაბანი
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-06-01
დმანისი
წმინდა ნინოს ქ, №37
ვადა: 2026-06-01
გამარჯვება 1
გარდაბნის რ–ნი გამარჯვება
ვადა: 2026-06-01
წალკა 1
ქ. წალკა, არისტოტელეს ქ. N2
ვადა: 2026-06-01
თეთრიწყარო 1
ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. N1
ვადა: 2026-06-01
კრწანისი
სოფ. კრწანისი, მე-6 ქუჩის III, ჩიხი #2
ვადა: 2026-06-01
მარნეული 1 (24სთ)
სულხან-საბას ქ. №58
ვადა: 2026-06-01
მარნეული 2 (24სთ)
26 მაისის ქ.
ვადა: 2026-06-01
მარნეული 3
რუსთაველის ქ. №5 ა
ვადა: 2026-06-01
მარნეული 4
მარნეული, შ. რუსთაველის ქ. N78
ვადა: 2026-06-01
სადახლო
მარნეული სოფ სადახლო
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 1
მეგობრობის გამზ. №10
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 2 (24სთ)
კოსტავას ქ. №15
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 3 (24სთ)
მესხიშვილის ქ. №3ა
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 4
ქ.რუსთავი მე-19 მკრ. კორპ N11
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 6
მეგობრობის გამზ. N61 (შარტავას გამზ N17)
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 7
ქ. რუსთავი პავლე თოდრიას ქN5
ვადა: 2026-06-01
მარტყოფი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 8
ქ.რუსთავი მეგობრობის გამზირი N18
ვადა: 2026-06-01
რუსთავი 9
მეგობრობის გამზ. N4
ვადა: 2026-06-01
ბაღდათი (24სთ)
წერეთლის ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ვანი
თამარ მეფის გამზირი. №3
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 3
აღმაშენებლის ქ. №27
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 4
ჭანტურიას ქ. №12
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 5
აღმაშენებლის ქ. №43
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 6
მელქაძის ქ. N2
ვადა: 2026-06-01
ზესტაფონი 7
დავით აღმაშენებლის ქ. #85
ვადა: 2026-06-01
თერჯოლა 1 (24სთ)
რუსთაველის ქ. №111
ვადა: 2026-06-01
თერჯოლა 2
ქ.თერჯოლა,რუსთაველის 78
ვადა: 2026-06-01
სამტრედია 1 (24სთ)
რესპუბლიკის №2
ვადა: 2026-06-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 1 (24სთ)
გომართელის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 2
გომართელის ქ. №30 ა
ვადა: 2026-06-01
საჩხერე 3
ივანე გომართელის ქ.2ა
ვადა: 2026-06-01
ტყიბული
რუსთაველის ქ.№1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-06-01
ხარაგაული
სოლომონ მეფის ქ.#33
ვადა: 2026-06-01
დიმი 1
ბაღდათის რ-ნი სოფელი დიმი
ვადა: 2026-06-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-06-01
წყალტუბო 1 (24სთ)
იმერეთის მოედანი ბაზრობის მიმდ.ტერიტორია
ვადა: 2026-06-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-06-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 1
ნინოშვილის ქ. №6
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 2 (24სთ)
აბაშიძის ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 3
იაშვილის ქ. №4
ვადა: 2026-06-01
ჭიათურა 4
ჭიათურა, ნინოშვილის ქ. N18
ვადა: 2026-06-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-06-01
ჩაქვი
ჩაქვი,თ/მეფის #33
ვადა: 2026-06-01
ხულო
ხულოს რაიონი, მ. აბაშიძის ქუჩა N18
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 2
ჭავჭავაძის ქ. №39
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 3 (24სთ)
გორგილაძის ქ. №53
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 4
აღმაშენებლის ქ. №20
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 5 (24სთ)
ბაგრატიონის ქ. №140ბ. 29-30
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 6
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 7 (24სთ)
გორგასლის ქ. №149/151/153 გრიბოედოვის ქ. №29/31
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 8
ჭავჭავაძის ქ. №6
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 9
მაიაკოვსკის ქ. №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 10
თამარ–მეფის დასახლება ქ. №12ა
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 11
ბარათაშვილის №26
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 12
დ. თავდადებულის ქუჩა №11
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 13
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №356
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 14
ისრაფილ ჯინჭარაძის ქ. N1
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 15
ბესიკის ქ. N55
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 16 (24სთ)
ინასარიძის ქ. N3
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 17
პუშკინის ქ. # 124
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 18
ჯავახიშვილის ქ #65
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 20
ქ. ბათუმი, ავგიას ქ. N2
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 21
ვ.გორგასლის ქ.#84
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 22
ბათუმი, ჰ.აბაშიძის N64 (ხოზრევანიძის კლინიკასთან)
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 23
მაზნიაშვილის 68 / ჭავჭავაძის 18
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 25
აღმაშენებელის №1
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 24
ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. N162
ვადა: 2026-06-01
ბათუმი 26
ლეხ და მარია კაჩინსკების #1
ვადა: 2026-06-01
ქობულეთი 1 (24სთ)
აღმაშენებლის №3
ვადა: 2026-06-01
ქობულეთი 2
რუსთაველის №122
ვადა: 2026-06-01
აბაშა (24სთ)
თავისუფლების ქ. №50
ვადა: 2026-06-01
ბანძა
მარტვილის რ-ნი, სოფ. ბანძა
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 1
კიტიას ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 2
რუსთაველის ქ. №91
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 3 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №23
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 4 (24სთ)
გამსახურდიას გამზ. №36
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 5 (24სთ)
რუსთაველის ქ. №99
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 6
თამარ მეფის ქ. №18
ვადა: 2026-06-01
ზუგდიდი 7 (24სთ)
ზუგდიდი კ.გამსახურდიას 219
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 1 (24სთ)
თავისუფლების ქ. №16
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 2
თავისუფლების ქ. №14
ვადა: 2026-06-01
მარტვილი 3
კოსტავას №1 თამარ მეფის №5
ვადა: 2026-06-01
მესტია
სეტის მოედანი №12
ვადა: 2026-06-01
სენაკი 1 (24სთ)
რუსთაველის №172
ვადა: 2026-06-01
სენაკი 2 (24სთ)
რუსთაველის №110
ვადა: 2026-06-01
სენაკი 3
ჭავჭავაძის №87
ვადა: 2026-06-01
სენაკი 4
ჭავჭავაძის №123
ვადა: 2026-06-01
ფოთი 1 (24სთ)
რუსთაველის რკალი №24
ვადა: 2026-06-01
ფოთი 2
ფარნავაზ მეფის ქ. №7
ვადა: 2026-06-01
ფოთი 3
გურიის ქ. #210
ვადა: 2026-06-01
ჩხოროწყუ 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №12
ვადა: 2026-06-01
ჩხოროწყუ 2
გობეჩიას ქ. N 3/5
ვადა: 2026-06-01
წალენჯიხა 1
გამსახურდიას ქ. №5
ვადა: 2026-06-01
წალენჯიხა 2
სალიას ქუჩა
ვადა: 2026-06-01
ხობი
შარტავას ქ. №3
ვადა: 2026-06-01
ჯვარი
ლემონჯავას (ყოფილი ჯიქიას) ქ.№13
ვადა: 2026-06-01