პიკო ანტირეფლუქსი 1

პიკო ანტირეფლუქსი 1

47.90 ლარი
კატეგორია: რძის ნაზავი
კოდი: 140550
გააზიარე:

პიკო ანტირეფლუქსი 1 - სამკურნალო-პროფილაქტიკური ნარევი დაბადებიდან 6 თვემდე. 400გ

გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის დროს. კერატის გუმფისით შესქელებული ფორმულა
შეიცავს :
შემასქელებელს - კერატის გუმფისს
პრობიოტიკს - Bifidobacterium Lactis (BB12)
ARA/DHA - ტვინის და მხედველობის განვითრებისთვის
მინერალებსა და ვიტამინებს

შემადგენლობა : ლაქტოზა (რძე), მცენარეული ცხიმები (მაღალოლეინური მზესუმზირა, რაფსი, პალმა, ქოქოსი, მზესუმზირა), ცხიმმოხდილი რძე, მალტოდექსტრინი, ხსნადი რძის ცილები, შემასქელებელი(კერატის გუმფისი), მინერალები(ტრიკალციუმ ფოსფატი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, კალიუმის ჰიდროქსიდი, მაგნიუმის ქლორიდი, რკინის სულფატი, თუთიის სულფატი, ნატრიუმის სელენატი, კალიუმის იოდიდი, სპილენძის სულფატი, მანგანუმის სულფატი), თევზის ცხიმი( DHA-ს წყარო) (რძე, სოიო), მორტიერელა ალპინა (ARA-ს წყარო) (რძე), ემულგატორი (სოიოს ლეციტინი), ქოლინის ქლორიდი, ვიტამინები (C,E,PP,B5,A,K, B1,B12,B6, B2,D, B9,H), ინოზიტოლი, ანტიოქსიდანტები(ასკორბილის პალმიტატი, ტოკოფეროლი)(სოიო), L-ცისტეინი, L- კარნიტინი, პრობიოტიკი (bifidobacterium lactis ).

მომზადების წესი: ბოთლში ჩაასხით ადუღებული და 40⁰C-მდე გაგრილებული წყლის რეკომენდირებული რაოდენობა (იხ. კვების ცხრილი). დაამატეთ საზ.კოვზით საჭირო რაოდენობის ფხვნილი ბავშვის ასაკის შესაბამისად. გამოიყენეთ მხოლოდ კოლოფში არსებული საზომი კოვზი. მჭიდროდ დაახურეთ ბოთლს თავსახური და შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულ გახსნამდე. შეამოწმეთ რძის ტემპერატურა ხელის მაჯაზე დაწვეთებით. რძის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37⁰C -ს.

ერთი საზომი კოვზი = 4,5 გ ფხვნილს. 100 მლ. მზა საკვები = 13,5 გ (3 საზ. კოვზი) + 90 მლ. წყალი.

მნიშვნელოვანი მითითებები
: ყურადღებით დაიცავით ინსტრუქცია. მოამზადეთ უშუალოდ კვების წინ. არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ნარევის ნარჩენი შემდგომი კვებისათვის. გახსნილი კოლოფი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, მაგრამ არა მაცივარში. გამოიყენეთ გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.