მულტიჯინ აქტიგელი 50მლ გელ+აპლ

მულტიჯინ აქტიგელი 50მლ გელ+აპლ

89.90 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ბიოკლინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 140523
გააზიარე:

მულტი-ჯინ აქტიგელი

შემადგენლობა

ძირითადი კომპონენტები: გალაქტოარაბინანის პოლიგლუკურონის მჟავა კროსპოლიმერი*, ქსანთანის ფისი, გლიცერინი, კაპრილილ გლიკოლი.

 *2QR-კომპლექსი: დაპატენტებული ინგრედიენტის წყაროა ალოე (Aloe barbadensis).

გამოყენება

მულტი-ჯინ აქტიგელი გამოიყენება  ბაქტერიული ვაგინოზის (BV) სამკურნალოდ. მისი გამოყენების სარგებელია:

– ამცირებს სუნს და გამონადენს;

– გააჩნია პირდაპირი დამამშვიდებელი ეფექტი;

– ანორმალიზებს ვაგინალურ pH-ს და ფლორას;

– წარმოადგენს ბუნებრივ პროდუქტს.

ჩვენება

ქალებში ხშირია  ვაგინალურ გამონადენთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები.

მულტი-ჯინ აქტიგელი ძალზე ეფექტურია ბაქტერიული ვაგინოზის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების დროს, როგორიცაა თხელი ნაცრისფერი გამონადენი, თევზის სუნი, ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, სიწითლე და ტკივილი.

ეს პროდუქტი არ წარმოადგენს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების საპრევენციო საშუალებას.

მოქმედების მექანიზმი

მულტი-ჯინ აქტიგელი დაფუძნებულია დაპატენტებულ 2QR-კომპლექსზე.  ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის ამ ინგრედიენტს გააჩნია უნიკალური უნარი, უსაფრთხო და ბუნებრივი გზით დაიცვას მგრნობიარე საშოს ლორწოვანი მავნე ბაქტერიებისგან. მულტი-ჯინ აქტიგელი ასევე აუმჯობესებს ბუნებრივ სამკურნალო პროცესს. მისი მოქმედებით შესაძლებელია ოპტიმალური ვაგინალური მჟავიანობის (pH-ის მნიშვნელობის) აღდგენა. ოდნავ მჟავა გარემო ხელს უწყობს „კარგი“ ბაქტერიების (ლაქტობაცილების) განვითარებას და ვაგინალური ფლორის დაბალანსებას.

 პროდუქტის გამოყენება უზრუნველყოფს დელიკატურ და უაღრესად ეფექტურ მკურნალობას მავნე გვერდითი ეფექტების გარეშე.

გამოყენების ინსტრუქცია

–          ბაქტერიული ვაგინოზის (BV) სამკურნალოდ  გარკვეული რაოდენობით

მულტი-ჯინ აქტიგელი გამოიყენეთ საშოში, სულ მცირე დღეში ორჯერ, მინიმუმ 5 დღე. რეკომენდებულია აპლიკაციის გამოყენება ძილის წინ.

–          ვაგინალური დისკომფორტის დროს, როგორიცაა ქავილი და გაღიზიანება, მულტი-ჯინ აქტიგელი  საკმარისი რაოდენობით წაისვით დღეში ერთხელ მაინც ან საჭიროებისამებრ.

 მულტი-ჯინ აქტიგელი არ უნდა იქნას გამოყენებული ზედიზედ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

 თუ ჩივილები გრძელდება ან განმეორდება, მიმართეთ თქვენს ექიმს.

განსაკუთრებული მითითება

მულტი-ჯინ აქტიგელის გამოყენების შემდეგ თუკი იგრძნობთ წვის ან/და ჩხვლეტის შეგრძნებას  – არ ინერვიულოთ, ეს ნორმალურია და სწრაფად გაივლის.

მულტი-ჯინ აქტიგელი დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე

მულტი-ჯინ აქტიგელი არ შეიცავს ჰორმონებს, ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს ან სუნის მიმცემ დანამატებს.

ინფორმაცია ალერგიის შესახებ

მულტი-ჯინ აქტიგელის კომპონენტების მიმართ ალერგია ძალიან იშვიათია. ეჭვის შემთხვევაში, მცირე რაოდენობა დატესტეთ წინამხრის შიდა ზედაპირზე. თუ ქავილი, წითელი ლაქა ან გამონაყარი გაჩნდება, თავი უნდა შეიკავოთ მულტი-ჯინ ფლორა პლიუსის გამოყენებისგან.

ვერდითი მოვლენები

მულტი-ჯინ აქტიგელს აქვს ოპტიმალური მჟავიანობა (დაბალი pH) საშოსთვის. ამიტომ ამან შეიძლება შეამციროს სპერმის აქტივობა, რომელიც არის ტუტე (მაღალი pH). ამის გამო თუკი ორსულობა გეგმავთ, რეკომენდებული არ არის მულტი-ჯინ აქტიგელის გამოყენება ოვულაციის პერიოდში. სხვა გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

ურთიერთქმედება მედიკამენტებთან

მულტი-ჯინ აქტიგელის ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ძუძუთი კვების დროს მულტი-ჯინ აქტიგელის გამოყენებასთან დაკავშირებით უკუჩვენებები არ არის ცნობილი. გამოყენების შესაძლებლობა განიხილეთ თქვენს ექიმთან.

გამოყენება პრეზერვატივთან და პესართან

მულტი-ჯინ აქტიგელის ეფექტი პესარზე და პრეზერვატივზე უცნობია.

შენახვის პირობები

მულტი-ჯინ აქტიგელი  შეინახეთ 10-25˚C-მდე ტემპერატურაზე (ოთახის ტემპერატურა). მულტი-ჯინ აქტიგელი  შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

მულტი-ჯინ აქტიგელი არ გამოიყენოთ  ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მულტი-ჯინ აქტიგელის გარეგანი და საშოსშიდა გამოყენება 

გარე აპლიკაცია

გარე ინტიმური ზონის (ვულვის) დისკომფორტის დროს მულტი-ჯინ აქტიგელი შეგიძლიათ დაიტანოთ თითით. გამოყენების წინ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.

  1. მოხსენით მილს თავსახური. პირველი გამოყენების დროს დალუქული ტუბის გასახვრეტად გამოიყენეთ თავსახურის უკანა ნაწილი;
  2. აიღეთ ტუბი ერთ ხელში და მიიტანეთ მეორე ხელის საჩვენებელი თითი ტუბის მილთან ახლოს, როგორც ნაჩვენებია სურათზე. გამოწურეთ ტუბი მანამ, სანამ არ გექნებათ საკმარისი რაოდენობა საჩვენებელ თითზე, როგორც სურათზეა ნაჩვენები;
  3. საჩვენებელ თითზე მოცულობა უნდა იყოს მინიმუმ თითის წვერის ოდენობის (დაახლოებით 2 მლ);
  4. წაისვით გელი გარე ინტიმურ არეზე.

შიდა აპლიკაცია

კოლოფში მოთავსებული სპეციალური აპლიკატორი განკუთვნილია გელის საშოში გამოყენებისთვის. აპლიკატორი უნდა დამაგრდეს ტუბის ხრახნიან ბოლოზე.  გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ აპლიკატორი მილზე, გარეცხოთ თბილი წყლით და შემდეგ  აპლიკატორს თავსახური მოარგოთ. ასევე შეგიძლიათ გელი აპლიკატორის ნაცვლად თითით დაიტანოთ საშოში. დაიბანეთ ხელები და წაისვით თითისწვერის ოდენობის გელი და შეიტანეთ საშოში.

  1. მოხსენით მილს თავსახური. პირველი გამოყენების დროს, დალუქული ტუბის გასახვრეტად გამოიყენეთ თავსახურის უკანა ნაწილი;
  2. მიამაგრეთ სპეციალური აპლიკატორი, რომელიც ყუთშია მოთავსებული;
  3. მოხსენით პატარა თავსახური აპლიკატორს;
  4. აიღეთ ტუბი ერთ ხელში და ნაზად გამოწურეთ, სანამ გელს დაინახავთ აპლიკატორის წვერზე. ამის შემდეგ დარწმუნდით, რომ აპლიკატორი სავსეა გელით და მზად არის გამოსაყენებლად. შეამოწმეთ, ნაზი დაჭერით რა რაოდენობის გელი გამოდის გარეთ;  საჭიროა თითის წვერზე დასადები ოდენობა (დაახლოებით 2 მლ);
  5. აპლიკატორი შეიტანეთ საშოში, როგორც ნაჩვენებია სურათზე;
  6. ნაზად გამოწურეთ მილი. საჭიროა მინიმუმ თითისწვერის ოდენობა. თუ უფრო მეტი აღმოჩნდება, არ არის დამაზიანებელი;
  7. გამოყენების შემდეგ შეგიძლიათ აპლიკატორი დატოვოთ მილზე და გარეცხოთ თბილი წყალით;
  8. პატარა თავსახური კვლავ მოარგეთ აპლიკატორს.

ზოგადი ინფორმაცია

ჯანმრთელ საშოში წარმოადგენილია სხვადასხვა ბაქტერიების ერთობლიობა – ვაგინალური ფლორა. როდესაც საშოს ბუნებრივი გარემო ან pH დარღვეულია,  შესაძლოა მავნე  ბაქტერიები და მიკრობები  განვითარდეს. ბაქტერიული ვაგინოზი (BV) და კანდიდოზები, მათთან დაკავშირებული სიმპტომები ძალიან ხშირია და დისკომფორტმა შეიძლება ცხოვრების ხარისხი გააუარესოს. მნიშვნელოვანია ინფექციების მკურნალობა რაც შეიძლება მალე, თუმცა სიმპტომების იდენტიფიცირება შეიძლება რთული იყოს. ბაქტერიული ვაგინოზის  და კანდიდოზის სიმპტომები და ჩივილები განსხვავებულია. ეფექტური მკურნალობა იწყება პრობლემის ამოცნობით.  ქვემოთ მოცემულია ინფორმაციია, რომლითაც განმარტებულია რა არის BV და კანდიდოზი და როგორია სიმპტომებს შორის განსხვავება.

ბაქტერიული ვაგინოზი (BV)

ბაქტერიული ვაგინოზი გამოწვეულია მავნე ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდის შედეგად, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება საშოში. ჩვეულებრივ, "კარგი" ბაქტერიები (ლაქტობაცილები) აღემატება "ცუდ" ბაქტერიებს. მაგრამ თუ ცუდი ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა, მათი სიჭარბე  უმცირესობაში აქცევს „კარგ“ ბაქტერიებს, ირღვევა მიკროორგანიზმების ბუნებრივი ბალანსი საშოში და ვითარდება ბაქტერიული ვაგინოზი.

ბაქტერიული ვაგინოზის ნიშანია ცვლილება ვაგინალურ გამონადენში. შეიძლება იყოს თხელი, წყლიანი და გამჭვირვალე ან ნაცრისფერი და ჩვეულებრივზე მეტი. ბაქტერიული ვაგინოზის დროს გამონადენს სავარაუდოდ ექნება თევზის, უსიამოვნო სუნი. განსაკუთრებით, დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ვაგინალურ დისკომფორტს, როგორიცაა ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, სიწითლე და ტკივილი. ამ დროს ვაგინალური მჟავიანობა ყოველთვის დარღვეულია – უფრო ტუტესკენაა გადახრილი, pH 5-ზე მეტია. ზოგიერთ ქალს არ აქვს მკვეთრი სიმპტომები, რაც ართულებს ბაქტერიული ვაგინოზის გამოვლენას.

BV არ არის საშიში ვაგინალური ინფექცია. თუმცა, ის ძალიან შემაწუხებელია და შეიძლება ნამდვილად იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ ნაჩვენებია მკურნალობა. მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულებისთვის.  ეს საკითხი განიხილება ექიმთან.

ვაგინალური კანდიდოზური ინფექცია

ვაგინალური კანდიდოზი სოკოვანი ინფექციაა, რომელიც იწვევს გაღიზიანებას,

გამონადენს, საშოსა და ვულვის ქსოვილების ინტენსიურს ქავილს.

ხშირად დამახასიათებელია  უსუნო, თეთრი, სქელი, ხაჭოსებრი ტექსტურის გამონადენი. ასევე შეიძლება გამოხატული იყოს სხვა სახის ვაგინალური დისკომფორტი, როგორიცა ქავილი, გაღიზიანება, მგრძნობელობა, სიწითლე და ტკივილი.

კანდიდოზი არ არის საშიში ვაგინალური ინფექცია. თუმცა, ის ძალიან შემაწუხებელია

და შეიძლება ნამდვილად იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ ნაჩვენებია მკურნალობა.

გამოშვების ფორმა

გელი აპლიკატორით N1, 50მლ.

მწარმოებელი

BioClin BV, Blaak 555, 3011 GB

როტერდამი, ნიდერლანდები.

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (48 აფთიაქი)

რეგიონი (43 აფთიაქი)

ზესტაფონი 1 (24სთ)
აღმაშენებლის ქ. №16
ვადა: 2026-07-01
ზესტაფონი 2
ჭანტურიას ქ. №1
ვადა: 2026-07-01
სამტრედია 2
ჭავჭავაძის ქ. №5
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 27
ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43
ვადა: 2026-07-01
წყალტუბო 2
წყალტუბო. 9 აპრილის ქ #2ა
ვადა: 2026-07-01
გეგუთი 1
წყალტუბოს რ-ნი სოფელი გეგუთი მე-3 ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01