თიოკასი მონო 12,5მგ/გ60გ გელი

თიოკასი მონო 12,5მგ/გ60გ გელი

35.00 ლარი 29.75 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: დექსკეტოპროფენი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 140513
გააზიარე:

 

თიოკასი მონო 12,5მგ/გ 60გ გელ

გამოიყენებაგარეგანად.

 

შემადგენლობა

მოქმედინივთიერება:1 გრამი გელი შეიცავს 18.5 მგ დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლს, რაც შეესაბამება 12.5 მგ დექსკეტოპროფენს.

დამხმარენივთიერებები:კარბომერის ჰომოპოლიმერი (კარბოპოლი 974P), დიეთილენ გლიკოლმონოეთილის ეთერი (ტრანსკუტოლი P), მაკროგოლი (პოლიეთილენგლიკოლი 8000P), ლავანდის არომატი, ეთანოლი (96%) და გასუფთავებული წყალი.

 

1. თიოკასიმონო და მისი გამოყენება

თიოკასი მონო არის ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას).

თიოკასი მონო გამოიყენება სახსრებში, მყესებში (კუნთებისა და ძვლების შემაერთებელი სტრუქტურები), იოგებსა (ძვლების შემაერთებელი ქსოვილი) და კუნთებში ტრავმული და დეგენერაციული დაავადებების შედეგად განვითარებული ტკივილისა და ანთებითი მდგომარეობების სამკურნალოდ.

თიოკასი მონო მოქმედებს იმ ნივთიერებების წარმოქმნის პროფილაქტიკის ან შემცირების გზით, რომლებიც იწვევს ტკივილსა და ანთებას სახსრების, მყესების, იოგებისა და კუნთების დაზიანებულ უბნებში. ადგილობრივად წასმის შემთხვევაში გელი ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას დაზიანებულ უბანში.

თიოკასი მონო გელი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას დექსკეტოპროფენს (ტრომეტამოლის სახით) და გამოდის ალუმინის ტუბში, რომელიც შეიცავს 60 გრამ გელს.

 

2. თიოკასიმონოს გამოყენებამდე გასათვალისწინებელი ინფორმაცია

არგამოიყენოთთიოკასიმონოქვემოთმითითებულსიტუაციებში:

  • თუ ხართ ალერგიული (გაქვთ ჭარბი მგრძნობელობა) დექსკეტოპროფენის ტრომეტამოლის ან თიოკასი მონოს ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
  • თუ გაქვთ ალერგია აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის) ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ.
  • თუ გაქვთ ასთმა, ან წარსულში აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის) ან ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების გამოყენებისას გქონდათ ასთმის შეტევა, მწვავე ალერგიული რინიტი (ალერგიული ხანმოკლე ანთება ცხვირში), ცხვირის პოლიპები (ცხვირში წარმოქმნილი მასა ალერგიის გამო), ჭინჭრის ციება (გამონაყარი კანზე), სახის და ყელის შეშუპება ალერგიის გამო (სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება), ან ხიხინი გულ-მკერდის არეში.
  • თუ ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
  • პრეპარატი არ გამოიყენება ღია ჭრილობაზე ან კანის ხანგრძლივად დაზიანებულ უბნებზე.
  • პრეპარატი არ გამოიყენება ლორწოვან გარსებზე, თვალის, ანალურ ან გენიტალიების არეში.
  • თიოკასი მონოს გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური სახვევების ან მოჭერილი ტანსაცმლის გამოყენება.

თიოკასიმონოგამოიყენეთსიფრთხილისზომებისდაცვითქვემოთმითითებულსიტუაციებში:

· ადგილობრივად, განსაკუთრებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოსაყენებელი პროდუქტები შეიძლება იწვევდეს მგრძნობელობას და ადგილობრივ გაღიზიანებას.

· სინათლის მიმართ მგრძნობელობის ან ჰიპერმგრძნობელობის შესაძლო რეაქციების პრევენციისთვის თავიდან უნდა აიცილოთ მზის სხივების, ულტრაიისფერი და სოლარიუმის გამოსხივების ზემოქმედება მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში.

· მიუხედავად მისი მცირე სისტემური მოქმედებისა, პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით ან ღვიძლის დაავადებით.

· თიოკასი მონოს გამოყენების შემდეგ კანის მხრივ რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თუ ნებისმიერი ეს გაფრთხილება თქვენ გეხებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ადგილი ჰქონდათ წარსულში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

 

თიოკასიმონოს გამოყენებასაკვებთანდასასმელთანერთად

ვინაიდან პრეპარატი გამოიყენება კანზე, მოსალოდნელი არ არის მისი ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელებთან.

 

ორსულობა

მოცემულიპრეპარატისგამოყენებამდეკონსულტაციისთვისმიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში თიოკასი მონოს გამოყენება რეკომენდებული არ არის. ორსულობის პირველ ან მეორე ტრიმესტრში თიოკასი მონო გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, თიოკასი მონოს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

მკურნალობისპერიოდშიორსულობისდადგენისშემთხვევაშიდაუყოვნებლივმიმართეთკონსულტაციისთვისთქვენსექიმსანფარმაცევტს.

ძუძუთიკვება

მოცემულიპრეპარატისგამოყენებამდეკონსულტაციისთვისმიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, თიოკასი მონოს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. ძუძუთი კვების პერიოდში თიოკასი მონოს გამოყენება რეკომენდებული არ არის.

 

სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამექანიზმებთანმუშაობა

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არის.

 

მნიშვნელოვანიინფორმაციათიოკასიმონოს ზოგიერთიდამხმარენივთიერებისშესახებ

პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას.

 

სხვაპრეპარატებთანერთდროულადმიღება

ვინაიდან ადგილობრივი გამოყენების შემდეგ დექსკეტოპროფენი ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში, სამკურნალწამლო ურთიერთქმედება თითქმის შეუძლებელია.

ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან (ასას) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს გვერდითი მოქმედების რისკი.

თუამჟამადიღებთნებისმიერრეცეპტურულანარარეცეპტურულპრეპარატს, ანახლახანსდაასრულეთმათიმიღება, აცნობეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

 

3. თიოკასიმონოს გამოყენების წესი

მითითებასათანადოგამოყენებასთანდაკავშირებითდადოზა/გამოყენებისსიხშირეპრეპარატი უნდა წაისვათ მტკივნეულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.

გამოიყენეთ მითითებული დოზა, თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული თქვენი ექიმის მიერ.

გამოყენებისწესიდამეთოდი

თიოკასი მონო გამოიყენება გარეგანად.

გელი ფრთხილად უნდა შეიზილოთ სრულ შეწოვამდე.

თიოკასი მონოს წასმის შემდეგ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ.

 

სხვადასხვაასაკობრივიჯგუფები

ბავშვები

ვინაიდან ბავშვებისთვის ჩვენება და დოზა განსაზღვრული არ არის, მისი გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის.

ხანდაზმულები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 

გამოყენებაგანსაკუთრებულშემთხვევებში

თირკმელების/ღვიძლისუკმარისობა

მიუხედავად პრეპარატის მცირე სისტემური მოქმედებისა, ის სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება თირკმელების მძიმე უკმარისობის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თუფიქრობთ, რომთიოკასიმონოს მოქმედებაძალიანძლიერიანძალიანსუსტია, კონსულტაციისთვისმიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს.

 

თუგამოიყენეთსაჭიროზემეტითიოკასიმონო

არ გამოიყენოთ თიოკასი მონო გელის 7.5 გ-ზე მეტი დღეში (გელის დაახლოებით 14 სმ).

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ პრეპარატი, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.

თუგამოიყენეთსაჭიროზემეტითიოკასიმონო, მიმართეთექიმსანფარმაცევტს.

 

თუდაგავიწყდათთიოკასიმონოს მიღება

არმიიღოთორმაგიდოზაგამოტოვებული დოზისაკომპენსაციოდ.

 

ეფექტები, რომლებიცშეიძლებაგანვითარდესთიოკასიმონოთიმკურნალობისშეწყვეტისშემდეგ

ხელმისაწვდომი არ არის.

 

4.შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, თიოკასი მონოსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

იშვიათი გვერდითი მოქმედება (აღენიშნება 10000-დანსულმცირე 1 პაციენტს; მაგრამ 1000-დან 1-ზენაკლებპაციენტს):

· დერმატიტი (კანის სიწითლე, ძლიერი ქავილი, შეშუპება, ბუშტუკების განვითარება, ქერქის წარმოქმნა, აქერცვლა).

ძალიანიშვიათი გვერდითი მოქმედება (აღენიშნება 10000-დანსულმცირე 1 პაციენტს)

· ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, სახის, თვალების, ტუჩების ან ენის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება).

უცნობისიხშირისგვერდითიმოქმედება

· ფოტომგრძნობელობის რეაქციები (მგრძნობელობა სინათლის მიმართ) (წყლიანი ბუშტუკები კანზე, სიწითლე).

 

თუაღგენიშნებათნებისმიერიგვერდითიმოქმედება, რომელიცარარისმითითებულიმოცემულჩანართში, მიმართეთთქვენსექიმსანფარმაცევტს .

შეტყობინებაარასასურველირეაქციისშესახებ

დაუკავშირდით თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს, თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნით შეგიძლიათ დახმარება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.

 

5.თიოკასიმონოს შენახვის პირობები

თიოკასიმონოშეინახეთსაკუთარშეფუთვაში, ბავშვებისათვისმიუწვდომელადგილზე.

შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.

გამოიყენეთვარგისობისვადისდაცვით.

თიოკასიმონო არგამოიყენოთშეფუთვაზემითითებულივარგისობისვადისგასვლისშემდეგ.

თიოკასი მონო არ გამოიყენოთ, თუ შენიშნავთ პროდუქტის ან/და შეფუთვის დაზიანებას.