ოილესენი 1000სე 10მლ ორ/სპრეი
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ოილესენი სპრეი 10მლ
Oilsen
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 1000 სე (25მკგ)
შემადგენლობა
საშუალო-ჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, მარწყვის ბუნებრივი არომატიზატორი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3-მიღებული ატლანტიკის ოკეანის ორაგულის ღვიძლისგან), ანტიოქსიდანტი - ალფა-ტოკოფეროლი.
გამოყენება
ოილესენი სპრეი წარმოადგენს D ვიტამინის წყაროს. ეს პროდუქტი განკუთვნილია D3 ვიტამინის დამატებითი უზრუნველყოფისათვის ზრდასრულებში, მათ შორის, 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ასევე, იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ სახლიდან გასვლას და მზეზე ყოფნას.
ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას, კუნთების და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე, კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვას/ათვისებას.
ვიტამინი D საჭიროა ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.
ვიტამინი D ხელს უწყობს დაცემის რისკის შემცირებას, რომელიც დაკავშირებულია პოსტურალურ არასტაბილურობასთან და კუნთების სისუსტესთან. დაცემა წარმოადგენს ძვლის მოტეხილობის რისკ-ფაქტორს 60 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებსა და ქალებში. სასურველი ეფექტი მიიღწევა 20 მკგ D ვიტამინის ყოველდღიური მიღებით ყველა წყაროდან.
OILESEN' ვიტამინი D 1000 პერორალური სპრეი იძლევა D ვიტამინის უშუალოდ პირში (ენის ქვეშ ან ლოყის შიდა მხარეს) შესხურების შესაძლებლობას სწრაფი შეწოვის ეფექტით. ეს ძალზე მოსახერხებელია, რადგანაც საჭირო არ არის პერორალური სპრეის მიღება საკვებთან ერთად და შეგიძლიათ შეისხუროთ იგი დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
|
ერთიდოზა (0,1 მლ) |
ვიტამინი D3 |
25 მკგ (1000 სე 500%*) |
*NRV - ნუტრიენტის საცნობარო მნიშვნელობა
ვიტამინი D
ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც სინთეზდება ადამიანის კანის ღრმა ეპიდერმისში, მას შემდეგ, როცა კანი ექცევა მზის ულტრაიისფერ (UV-B) დასხივების ქვეშ. D ვიტამინის მიღება ასევე შესაძლებელია მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საკვებიდან; თუმცა, ნატურალური პროდუქტები ამ ვიტამინს მხოლოდ მცირე რაოდენობით შეიცავს. D ვიტამინის საუკეთესო ბუნებრივი წყაროა ცხიმიანი თევზი (როგორიცაა ორაგული, ქაშაყი და გველთევზა), კვერცხის გული, ღვიძლი, კარაქი და ყველი. ადამიანები, რომლებიც ეკვატორთან ახლოს ცხოვრობენ და მზის სხივებს საკმარისად იღებენ, როგორც წესი, არ განიცდიან D ვიტამინის დეფიციტს. ცნობილია, რომ ზამთრის სეზონზე ჩვენს განედზე მცხოვრები ადამიანების დაახლოებით 80%ამ ვიტამინის ნაკლებობას განიცდის.
D ვიტამინისროლი
– ვიტამინი D დიდ როლს თამაშობს ჩვენი ორგანიზმისთვის; ყველაზე მნიშვნელოვანია შრატში კალციუმის და ფოსფორის ადეკვატური კონცენტრაციის შენარჩუნება, რაც აუცილებელია უჯრედშიდა პროცესებისთვის, ძვლის მინერალიზაციისთვის და როგორც ნერვების, ისე კუნთების ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი D ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას წვრილ ნაწლავებში და სისხლში კალციუმის ადეკვატური დონის შენარჩუნებას.
– ვიტამინი D განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, რადგანაც იგი მონაწილეობს ძვლებისა და კბილების განვითარებაში. D ვიტამინის არარსებობის შემთხვევაში კალციუმის მხოლოდ 15 პროცენტი და ფოსფორის 60 პროცენტი შეიწოვება, ამიტომაც D ვიტამინი აუცილებელია ბავშვის ძვლებისა და კბილების ნორმალური განვითარებისა და ზრდისთვის.
– D ვიტამინისა და კალციუმის საკმარისი რაოდენობა ძალზე მნიშვნელოვანია ბავშვობის და მოზარდობის პერიოდში, როდესაც ძვლები იგროვებს კალციუმს, მყარდება და ინტენსიურად იზრდება; იგი განსაზღვრავს ძვლის მინერალიზაციის სტატუსს შემდგომ ცხოვრებაში.
– დადგენილია, რომ ვიტამინი D ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას. ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში ვლინდება კუნთების სისუსტე.
– ვიტამინი D ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის. იგი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
D ვიტამინისდეფიციტიმოზრდილებში
გენეტიკური ფაქტორების გარდა, არსებობს D ვიტამინის დეფიციტის სამი ძირითადი მიზეზი.
– კვებითი ჩვევები. D ვიტამინით მდიდარი საკვების არასაკმარისი მოხმარება.
– მზის სხივების დეფიციტი. კანში არსებული D ვიტამინის რაოდენობა ყოველთვის არ არის საკმარისი. ზამთარში მზის ნაკლებობა, ზაფხულში მზის ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი საშუალებების გამოყენება და დახურულ შენობაში დიდი დროით ყოფნა, ხელს უშლის კანში D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობის სინთეზს.
– ორგანიზმის ზოგიერთი ფუნქციის გარკვეული დარღვევები.
D ვიტამინისრეკომენდებულიმიღება
აღინიშნულია, რომ ჩვილებს ჩვეულებრივ აძლევენ D ვიტამინის საკმარის რაოდენობას, მაგრამ მოგვიანებით ცხოვრებაში D ვიტამინის ადეკვატური დონის შენარჩუნება, როგორც წესი, ვერ ხდება ხოლმე. ევროპის მრავალ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში D ვიტამინის მიღება არასაკმარისია. მეცნიერები და ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. ამიტომ ტარდება კვლევები და მიმდინარეობს ინტენსიური დისკუსიები. ცოტა ხნის წინ D ვიტამინის მიღების შესახებ ცენტრალური ევროპის მოსახლეობისთვის გამოქვეყნდა შემდეგი რეკომენდაციები:
მოზარდებიდამოხუცები |
800 - 2000 სე ყოველდღიურად სხეულის წონისა და მზის ზემოქმედების მიხედვით |
ორსულიქალებიორსულობისმეორეტრიმესტრში |
1500-2000IU |
D ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის რეკომენდებულია D ვიტამინის შემდეგნაირი მიღება:
ჭარბწონიანებიდამოხუცები |
1600-4000IU დღიურად |
ღამით მომუშავედამუქ-კანიანიადამიანები |
1000-2000IU დღიურად |
ზაფხულის მანძილზე ადამიანი დიდ დროს ატარებს გარეთ, ამიტომ D ვიტამინის დანამატი რეკომენდებულია მხოლოდ ოქტომბრიდან აპრილამდე.
ხანდაზმულებისთვის (65 წელზე ზევით) რეკომენდებულია D ვიტამინის მიღება მთელი წლის განმავლობაში. D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობით მიღებასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, რეკომენდებულია შეამოწმოთ ორგანიზმში D ვიტამინის დონე.
D ვიტამინის დოზის მწვავე და ხანგრძლივი გადაჭარბება საშიშია.
აუცილებელია D ვიტამინის უსაფრთხო დოზის შენარჩუნება.
D ვიტამინის შემთხვევაში გათვალისწინებულია შემდეგი რეკომენდირებული ტოლერანტული მნიშვნელობები, რომლებიც უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისას. ეს მნიშვნელობები დადგენილია ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (EFSA) ექსპერტების მიერ.
მოზრდილებიდახანდაზმულიადამიანებისხეულისნორმალურიწონით |
4000 სე (100 მკგ) დღიურად |
ჭარბწონიანიმოზრდილებიდამოხუცები |
10000 სე (250 მკგ) დღიურად |
ორსულიდამეძუძურიქალები |
4000 სე (100 მკგ) დღიურად |
რეკომენდებულიმიღება
მოზრდილებში, მათ შორის 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში, მიიღება დღეში 1 დოზა, უშუალოდ პირის ღრუს ლორწოვან ზედაპირზე (ენის ქვეშ ან ლოყის შიგნით). გამოყენებამდე პრეპარატი უნდა შეანჯღრიოთ.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დოზას.
საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
შენახვისწესი
შეინახეთ სიცხისა და ტენისგან დაცულ ადგილას; არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.