ასპირინი კარდიო 100მგ#20(თურქ)

ასპირინი კარდიო 100მგ#20(თურქ)

6.89 ლარი 5.85 ლარი
მაქსიმალურ ფასდაკლებას მიიღებთ მხოლოდ მტრედი ბარათის გამოყენებით
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ბაიერ ტურკ კიმია სან
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: აცეტილსალიცილის მჟავა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 140126
გააზიარე:

ასპირინი® 100მგ ტაბლეტი

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100მგ აცეტილსალიცილის მჟავას, L-როტლაქს, საღებავის სახით და ნატრიუმის სახარინს, როგორც დამატკბობელი.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

აცეტლისალიცილის მჟავას ახასიათებს ანალგეზიური, ანტიპირეტული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტული ეფექტები. აცეტილსალიცილის მჟავა აღწევს ეფექტებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით, რომელიც მიიღება შეუქცევადი აცეტილირებით. ციკლოოქსიგენაზას ფერმენტის ინჰიბიება (პროსტაგლანდინის სინთეზი) ხელს უშლის პროსტაგლანდინების სინთეზს, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილზე, ცხელებაზე, ანთებასა და აგრეგაციაზე.

აცეტილსალიცილის მჟავა სწრაფად და თითქმის მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღების შემდგომ. სალიცილატის მაქსიმალური დონე პლაზმაში მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. თუმცა, პლაზმაში ეფექტური კონცენტრაცია მიიღწევა 20-30 წუთის შემდეგ. აცეტილსალიცილის მჟავის 20% შეკავშირებულია პლაზმის ცილებთან, 80-90% მაჩვენებლით, ჰიდროლიზდება სისხლში და 80% კი ღვიძლსა და თირკმლებში. აცეტილსალიცილის მჟავა გამოიყოფა თირკმლებით სალიცილის მჟავისა და მისი მეტაბოლიტების სახით.

 

ჩვენებები

-        ანთებითი მდგომარეობების დროს: მაგ., გამოიყენება მწვავე და ქრონიკული რევმატული დაავადებების დროს;

-        ტკივილი: მაგ., თავისა და კბილის ტკივილის დროს, წელის ტკივილის დროს (ლუმბაგო), ნევრალგია, რადიკულიტი, შაკიკი;

-        გამოიყენება გაციების დროს ტკივილისა და ციებ-ცხელების სამკურნალოდ, სურდოსა და მსუბუქი ინფექციების დროს.

 

უკუჩვენებები

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ალერგიულები არიან სალიცილატებსა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდულ მედიკამენტებზე, პათოლოგიური მდგომარეობების დროს, მზარდი სისხლდენისადმი მიდრეკილებით, ასევე ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.

უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვთ გლუკოზა-6-ფოსფატაზას უკმარისობა, ქრონიკული და აქტიური წყლულებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

 

გაფრთხილებები, სიფრთხილის ზომები

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული პრეპარატთა ურთიერთქმედება.

იგი ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ასთმა, ცხვირის პოლიპები ან ნაზალური ალერგიები, კუჭ-ნაწლავის ჩივილები, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის დისფუნქცია და ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ ისინიც, ვინც იტარებენ ქირურგიულ ჩარევას.

 

სიფრთხილეა სჭირო ბავშვებსა და მოზარდებში სურდოს დროს გამოყენებისას, რომელიც გამოხატულია მაღალი ციებ-ცხელებით და ჩუტყვავილას დროს. ასეთ შემთხვევაში გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თერაპევტის კონსულტაციით, ვინაიდან არსებობს რეის სინდრომის განვითარების რისკი.

სიფრთხილეა საჭირო სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას.

თერაპევტის რჩევის გარეშე არ უნდა გამოიყენოთ ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში. თუ არ გირჩევთ თერაპევტი, არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რადგანაც შესაძლოა გამოიწვიოს სისხლდენის პრობლემები დედასა და ბავშვში.

 

გვერდითი ეფექტები/გვერდითი რეაქციები

დოზადამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ჰემორაგია, დაწყლულება, ტინიტუსი, ვერტიგო, სმენის დროებითი დაქვეითება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება და იშვიათი ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, შესაძლოა გამოვლინდეს პლაზმაში რკინის კონცენტრაციის დაქვეითება.

ასევე, იშვიათ შემთხვევებში, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების სახით ვლინდება პრურიტუსი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ასთმა და ანაფილაქსია.

 

თუ გამოვლინდება არასასურველი გვერდითი ეფექტი, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

 

პრეპარატთა ურთიერთქმედება

იგი ზრდის არასტეროიდული ანტირევმატული პრეპარატების ეფექტებსა და გვერდით ეფექტებს, ავლენს მეტოტრექსატის არასასურველ ეფექტს, ზრდის ანტიკოაგულანტების  (მაგ. ჰეპარინი და კუმარინის წარმოებულები) და კუჭ-ნაწლავის სისხლდენის შესაძლებლობას სტეროიდებთან ერთად მიღებისას.

შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალურად მისაღები ანტიდიაბეტური პრეპარატების (მაგ.: სულფონილურეა) დოზის დარეგულირება, დიაბეტის მქონე პაციენტებში.

სალიცილატებმა შეიძლება გავლენა მოახდინონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლებზე.

 

გამოყენება და დოზირება

თუ ექიმი არ გირჩევთ სხვაგვარად:

მომდევნო დოზები შეიძლება გაიმეოროთ დღეში სამჯერ, საჭიროებისამებრ;

ასაკის ჯგუფი     ერთჯერადი დოზა

1-2 წელი              ½ ტაბლეტი (50მგ)

2-3 წელი               1 ტაბლეტი (100მგ)

4-6 წელი               2 ტაბლეტი (200მგ)

7-9 წელი               3 ტაბლეტი (300მგ)

 

არ უნდა იყოს გამოყენებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გამოყენება

პრეპარატის სასიამოვნო გემოს გამო, ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ასპირინი გაწუწვნით ან მცირეოდენ წყალში გახსნით. პრეპარატის მიღების შემდგომ, უნდა მიაყოლოთ ცოტა წყალი.

 

ჭარბი დოზირება

მაღალ დოზებში ვლინდება თავბრუსხვევა, ტინიტუსი, ოფლიანობა, გულისრევა, პირღებინება, დაბნეულობა.

 

ასევე შესაძლოა გამოვლინდეს სალიცილიზმის სიმპტომები, როგორიცაა ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპერთერმია და დეჰიდრატაცია.

ძალიან მაღალ დოზებში ვლინდება კომა, გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი და რესპირატორული ტრაქტის უკმარისობა ცენტრული ნერვული სისტემის დეპრესიის გამო.

მწვავე ინტოქსიკაციის დროს ტარდება კუჭის ამორეცხვა 5%-იანი ბიკარბონატის ხსნარით.

მძიმე ინტოქსიკაციისას (მაგ.: ნატრიუმის ბიკარბონატით) უნდა ჩატარდეს დიურეზი ძლიერი ალკალინებით.

მძიმე შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ჰემოდიალიზი.

 

სავაჭრო ფორმები

ბაზარზე ხელმისაწდომია შემდეგი ფორმებით:

ასპირინი 100მგ 20 ტაბლეტიანი კოლოფი, ბლისტერულ შეფუთვაში.

ასპირინი 500  ბლისტერული შეფუთვა 20 ტაბლეტით, ერთი ტაბლეტი შეიცავს 500მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

 

გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით.

არ უნდა გამოიყენოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

შეინახეთ ის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მის ორიგინალ შეფუთვაში.

 

შენახვის წესი

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.

შეიანახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას და მის ორიგინალ შეფუთვაში.

არ შეიძინოთ დაზიანებული ან გახსნილი შეფუთვები.

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Bayer Türk Kimya San Ltd. Şti.,

Çakmak Mah. Balkan Cad. No: 53

34770 Ümraniye / Istanbul

 

წარმოების ადგილი

Sanofi ilac San. Ve Tic. A.S.

Luleburgaz /Kirklareli.