ქაღალდის ხელსახოცი Roja Tissue Paper

ქაღალდის ხელსახოცი Roja Tissue Paper

0.00 ლარი
კოდი: 140119
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

რეოკონი

Reocon

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი 

შემადგენლობა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული, რეოკონის ერთი ტაბლეტი შეიცავს:

პანკრეატინი – 175 მგ (ამილაზა 4200 F.I.P ერთეული, ლიპაზა 5367 F.I.P ერთეული, პროტეაზა 222 F.I.P ერთეული),

დიმეტიკონი – 25 მგ,

ჰემიცელულაზა – 50 მგ,

ხარის ნაღვლის ექსტრაქტი – 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი, დიაცეტილირებული მონოგლიცერიდი, საქაროზა, ჟელატინი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის ოქსიდი, კარნაუბის ცვილი.

მოქმედების მექანიზმი

პანკრეატინი – წარმოადგენს პანკრეასის ფერმენტს, რომელსაც გააჩნია ამილაზური, ლიპოლიზური და პროტეოლიზური აქტივობა. პანკრეატინის ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების დაშლაში.

დიმეტიკონი – ცვლის ნაწლავებში არსებული აირების ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, ახდენს მათ გაერთიანებას, რაც განაპირობებს აირების გამოთავისუფლებას.

ჰემიცელულაზა – ახდენს ცელულოზას ჰიდროლიზს, რომელსაც შეიცავს მცენარეული უჯრედები.

ხარისნაღვლის ექსტრაქტი (ნაღვლის მჟავები) – ააქტიურებს ფერმენტ ლიპაზას, ხელს უწყობს ცხიმების ემულგაციას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ აბსორბციაში.

ჩვენებები

–         საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება;

–         მუცლის შებერილობა (სიმპტომური თერაპიის სახით);

–          ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დამხმარე თერაპია;

–         ღეჭვის გართულებით გამოწვეული საჭმლის მონელების პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და/ან კბილის პროთეზთან;

–         მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რადიოლოგიური გამოკვლევების წინ.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა რეოკონში შემავალი კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

დაუშვებელია Dანოტაციაში მითითებული დოზის გადაჭარბება.

რეოკონის მიღების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დადებითი დინამიკის არარსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეოკონის გამოყენება უსაფრთხოა.

მიღების წესი და დოზირება

რეოკონი მიიღება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად პირის ღრუს და ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ვარგისობა და შენახვის პირობები

რეოკონის ვარგისობის ვადა - 3 წელი. დაუშვებელია მისი მიღება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები, 30 ტაბლეტი ბლისტერში;

მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

მწარმოებელი

Daewon Pharmaceutical Co., Ltd., სამხრეთ კორეა

წარმოებულია შპს ჯიემფარმასიუთიქალსისთვის.