გააზიარე:
დასახელება : HiPP 1 Organic Combiotic რძის ფორმულა (დაბადების პირველი დღიდან) 300გრ / 8075
ბრენდი: ჰიპი
ქვეყანა : ავსტრია
მოკლე აღწერა (ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ)
HiPP 1 Organic Combiotic მორგებულია თქვენი ბავშვის სპეციფიკურ კვებით საჭიროებებზე დაბადების პირველი დღიდან და ხელს უწყობს მის ჯანმრთელ განვითარებას.
• შერეული ან ხელოვნური კვებისთვის.
• შეიცავს ორგანული წარმოებიდან მიღებულ ინგრედიენტებს.
• შეიცავს გალაქტოოლიგოსაქარიდებს (GOS) და ბუნებრივ რძემჟავა კულტურას.
• შეიცავს ყველა აუცილებელ ვიტამინსა და საკვებ ნივთიერებას (კანონმდებლობის შესაბამისად).
მოქმედება
• HiPP 1 Organic Combiotic აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ბავშვისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდებას.
• რეკომენდებულია დაბადების პირველი დღიდან.
ინგრედიენტები / შემადგენლობა
• ვიტამინი C ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
• ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა DHA ხელს უწყობს ჩვილებში მხედველობის ნორმალურ განვითარებას.
• ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა ALA ხელს უწყობს ტვინისა და ნერვული ქსოვილის ნორმალურ განვითარებას.
• კალციუმი ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ განვითარებას.
გამოყენების წესი: აადუღეთ სასმელი წყალი და გააგრილეთ დაახლოებით 40–50°C-მდე. ბოთლში ჩაასხით საჭირო რაოდენობის წყალი. საზომი კოვზით დაამატეთ საჭირო რაოდენობის ფხვნილი. კოვზი გაასწორეთ დანის ბრტყელი პირით. დახურეთ ბოთლი და კარგად შეანჯღრიეთ, სანამ ფხვნილი სრულად არ გაიხსნება. გააგრილეთ საკვები დაახლოებით 37 C °-მდე და კვებამდე აუცილებლად შეამოწმეთ მისი ტემპერატურა.
შენახვის პირობები: გახსნის შემდეგ კოლოფი ყოველთვის მჭიდროდ დახურეთ. შეინახეთ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 0-25 C °-მდე. გახსნილი კოლოფი გამოიყენეთ 3 კვირის განმავლობაში. არ გააცხელოთ მომზადებული რძე მიკროტალღურ ღუმელში. არ შეინახოთ მომზადებული რძე თერმოსში.
მოცულობა - 300 გრ
შპს „ბეიბი ფუდი“ თევდორე მღვდლის 51-53, თბილისი










