ლერკანიდიპინი 10მგ#28ტ( შტადა)

ლერკანიდიპინი 10მგ#28ტ( შტადა)

13.37 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: სერბეთი
მწარმოებელი: ჰემოფარმი სერბია
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ლერკანიდიპინი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 139972
გააზიარე:

ლერკანიდიპინი სტადა 10მგ

შემადგენლობა

აქტიურინივთიერება: ლერკანიდიპინი.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდს ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდის ჰემიჰიდრატის სახით.

სხვაკომპონენტები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, ჰიპრომელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

ფირის საფარი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 8000, ტიტანის დიოქსიდი (E-171), ტალკი და ყვითელი რკინის ოქსიდი (E-172).

გამოყენება

ლერკანიდიპინი სტადა არის კალციუმის არხების შერჩევითი ბლოკატორი და მიეკუთვნება დიჰიდროპირიდინების ჯგუფს. კალციუმის არხების შერჩევითი ბლოკატორები ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას. იგი იწვევს არტერიების გაფართოებას და შესაბამისად, არტერიული წნევის დაქვეითებას.

ლერკანიდიპინი სტადა გამოიყენება:

-        მაღალი არტერიული წნევის, მსუბუქი და ზომიერი (ესენციური ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ.

უკუჩვენებები

ლერკანიდიპინი სტადა არმიიღება შემდეგ შემთხვევებში:

  • ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდის ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში) მომატებული მგრძნობელობისას;
  • ალერგიული რეაქციები ლერკანიდიპინის მსგავს მედიკამენტებზე (როგორიცაა ამლოდიპინი, ნიკარდიპინი, ფელოდიპინი, ისრადიპინი, ნიფედიპინი ან ლაციდიპინი);
  • ორსულობისას ან ლაქტაციის პერიოდში,  ან სავარაუდო ორსულობისას  (იხილეთ ორსულობა და ლაქტაცია);
  • გულის გარკვეული დაავადებები, როგორიცაა:

-        არაკონტროლირებადი გულის უკმარისობა;

-        გულიდან სისხლის ნაკადის შეფერხება;

-        არასტაბილური სტენოკარდია (სტენოკარდია დასვენების დროს ან თანდათან მზარდი სტენოკარდია);

-        გულის შეტევა თვეზე ნაკლები ხნის წინ.

  • ღვიძლის ან თირკმელების მძიმე პრობლემები;
  • ისეთი მედიკამენტებთან ან საკვებთან ერთად, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ლერკანიდიპინის ეფექტურობაზე ან არასასურველ რეაქციებზე, როგორიცაა:

-     სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი);

-     მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი);

-     ანტივირუსული საშუალებები (რიტონავირი, აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალება);

-     ციკლოსპორინი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ უარყოფის რეაქციის თავიდან ასაცილებლად);

-     გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ლერკანიდიპინის მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ ან ოდესმე გქონიათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დაავადება ან მდგომარეობა:

-     ავადმყოფი სინუსის სინდრომი (გულის დაავადება, რომელიც იწვევს ძალიან აჩქარებულ ან შენელებულ გულის ცემას), თუ არ არის ნამკურნალევი კარდიოსტიმულატორით;

-     მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია (გულის მდგომარეობა, რომლის დროსაც გულის ერთ-ერთი საკანი შესაბამისად ვერ ავსებს ან ვერ ტუმბავს სისხლს);

-     გულის იშემიური დაავადება (როდესაც გულს სისხლი მიეწოდება არასაკმარისი რაოდენობით);

-     ადრე არსებული სტენოკარდია;

-     ღვიძლის ან თირკმელების ზომიერი უკმარისობა.

ლერკანიდიპინი  და სხვამედიკამენტები

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა მედიკამენტებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებსაც.

არ მიიღოთ ლერკანიდიპინი იმ მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც აფერხებს მეტაბოლიზმს და, შესაბამისად, შესაძლებელია გავლენა იქონიოს ლერკანიდიპინის მოქმედებაზე და/ან გვერდით მოვლენებზე. მათ შორისაა, მაგალითად:

-     ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემდეგ უარყოფის რეაქციის თავიდან ასაცილებლად);

-     კეტოკონაზოლი და იტრაკონაზოლი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალებები);

-     რიტონავირი (აივ-ინფექციის სამკურნალო საშუალება);

-     ერითრომიცინი ან ტროლეანდომიცინი (ანტიბიოტიკები).

ზოგიერთმა სხვა მედიკამენტმა, რომელიც მეტაბოლიზდება ფერმენტ CYP3A4-ით ან რომელიც იწვევს ამ ფერმენტზე ზემოქმედებას, შესაძლებელია გავლენა იქონიოს ლერკანიდიპინის კონცენტრაციაზე სისხლში. ამიტომ, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს მიმართეთ ექიმს.

ლერკანიდიპინისმოქმედება ძლიერდება შემდეგი მედიკამენტებით:

-          მიდაზოლამი (ტრანკვილიზური საშუალება);

-          ტერფენადინი ან ასტემიზოლი (ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება თივის ცხელებისა და სხვა სახის ალერგიის სამკურნალოდ);

-          ამიოდარონი, ქინიდინი (არითმიის სამკურნალოდ);

-          ციმეტიდინი (კუჭის წყლულის სამკურნალოდ), მაღალი დოზებით (>800 მგ დღეში).

ლერკანიდიპინისმოქმედება  მცირდება შემდეგი მედიკამენტებით:

-          ფენიტოინი, კარბამაზეპინი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები ეპილეფსიის სამკურნალოდ);

-          რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი);

-          ბეტა-ბლოკატორები (არტერიული ჰიპერტენზიის და გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები; მაგ. მეტოპროლოლი).

ლერკანიდიპინიაძლიერებს შემდეგი მედიკამენტების მოქმედებას:

-          დიგოქსინი (გულის დარღვევების სამკურნალოდ);

-          სიმვასტატინი (ქოლესტერინის შესამცირებელი საშუალება).

საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან  ერთად მიღება

ლერკანიდიპინი სტადა ყოველთვის მიიღეთ ჭამამდე (საუზმემდე) სულ მცირე 15 წუთით ადრე.

ალკოჰოლის მიღებამ შესაძლებელია გაზარდოს ლერკანიდიპინის მოქმედება და გვერდითი მოვლენები. ამიტომ, მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოთ ალკოჰოლი.

გრეიფრუტმა შესაძლებელია გაზარდოს ლერკანიდიპინის კონცენტრაცია სისხლში. არ უნდა მიიღოთ გრეიფრუტი ან გრეიფრუტის წვენი, თუ იღებთ ლერკანიდიპინს.

ორსულობა და ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას.

ორსულობა

ლერკანიდიპინი არ უნდა მიიღოთ თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას. აცნობეთ ექიმს და შეგიცვლით მკურნალობას.

ლაქტაცია

ლერკანიდიპინი არ უნდა მიიღოთ ლაქტაციის პერიოდში. ლერკანიდიპინი შესაძლებელია გადავიდეს ბავშვის  ორგანიზმში დედის რძით. თუ გააგრძელებთ ლერკანიდიპინით მკურნალობას, ძუძუთი კვება უნდა შეწყვიტოთ.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა

ლერკანიდიპინმა შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა და ძილიანობა. მათი გამოვლენის შემთხვევაში არ მართოთ ავტომანქანა და არ გამოიყენოთ მექანიზმები.

ლერკანიდიპინი სტადა  შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

მედიკამენტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 23 მგ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (1 მმოლ)  ანუ არსებითად „ნატრიუმისგან თავისუფალია“.

მიღების წესი

ზედმიწევნით დაიცავით ექიმის მიერ ამ მედიკამენტის მიღებისთვის მოცემული ინსტრუქცია. რაიმე სახით დაეჭვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

 პრეპარატის მთელი ტაბლეტი ან ნახევარი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია დილით, საუზმემდე მინიმუმ 15 წუთით ადრე.

დოზა

მოზრდილები:

ჩვეულებრივი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. ექიმი გადაწყვეტს საჭიროა თუ არა დოზის გაზრდა 20 მგ-მდე დღეში.

ხანდაზმული პაციენტები

ზოგადად, ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ღვიძლისანთირკმლისუკმარისობისმქონეპაციენტები:

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 10 მგ დღეში ერთხელ. თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე უკმარისობა, ლერკანიდიპინი სტადა არ უნდა მიიღოთ.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში:

ლერკანიდიპინი სტადას მიღება  არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ საკმარისი  მონაცემების არ არსებობის გამო.

ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის ზედმეტად დაცემა და  გულის ცემის აჩქარება ან შენელება.  ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა და სხვა გვერდითი მოვლენები.  დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გაძლიერდეს შესაძლო გვერდით მოვლენებში აღწერილი სხვა სიპტომები.

დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ან დარეკეთ ტოქსიკოლოგიურ საინფორმაციო სამსახურში, ტელეფონზე: 91 562 04 20 (მედიკამენტის და მიღებული რაოდენობის მითითებით).

დოზის გამოტოვება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. ჩვეულებრივად  მიიღეთ შემდეგი დოზა.

მკურნალობის შეწყვეტა

ლერკანიდიპინი სტადას მიღება არ შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. მედიკამენტის  მიღებასთან დაკავშირებით რაიმე სახის შეკითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა მედიკამენტების მსგავსად, შესაძლებელია ამ მედიკამენტსაც ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

ლერკანიდიპინთან ასოცირდება შემდეგი გვერდითი მოვლენები: 

ნაკლებად ხშირი  (შესაძლებელია გამოვლინდეს  100-დან 1 ადამიანში)

-          სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია);

-          გულისცემის გაცნობიერება (პალპიტაცია);

-          პერიფერიული შეშუპება (სითხის დაგროვება კიდურებში, განსაკუთრებით ფეხებში);

-          თავის ტკივილი;

-          თავბრუსხვევა;

-          სიწითლე (კანის სიწითლე, განსაკუთრებით სახის).

იშვიათი  (შესაძლებელია გამოვლინდეს  1000-დან 1 ადამიანში)

-          სტენოკარდია (მკერდის ტკივილი);

-          ლერკანიდიპინი სტადას მსგავსმა ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს წინაგულების ტკივილი (ტკივილი გულმკერდის წინა არეში);

-          ძილიანობა;

-          გულისრევა;

-          მონელების დარღვევა;

-          დიარეა;

-          მუცლის ტკივილი;

-          ღებინება;

-          პოლიურია (ხშირი შარდვა);

-          გამონაყარი;

-          კუნთების ტკივილი;

-          სისუსტე;

-          დაღლილობა.

ძალიან იშვიათი  (შესაძლებელია გამოვლინდეს  10000-დან 1  ადამიანში)

-          თუ გაქვთ სტენოკარდია, სიმპტომები შესაძლებელია უფრო ხშირად გამოვლინდეს, გაგრძელდეს ან უფრო მძიმე იყოს;

-          გულის შეტევის ცალკეული შემთხვევები (მიოკარდიუმის ინფარქტი);

-          გულისცემა (სინკოპე);

-          ღვიძლის ფერმენტების (ტრანსამინაზების) დონის მომატება სისხლის ანალიზში (როგორც წესი, შექცევადია მკურნალობის შეწყვეტისას);

-          ღრძილების შეშუპება (ღრძილების ჰიპერტროფია);

-          შარდვის გახშირება;

-          ჰიპოტენზია (დაბალი წნევა);

-          მკერდის ტკივილი.

ინფორმაციის შეტყობინება გვერდითიმოვლენების შესახებ

ნებისმიერი  სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენების განვითარებისას, რომლებიც წინამდებარე ანოტაციაში არ არის მოცემული.  გვერდითი მოვლენების შესახებ ასევე შეგიძლიათ პირდაპირ განაცხადოთ ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ესპანეთის ფარმაკოზედამხედველობის სისტემაში: https://www.notificaram.es/.  გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ხელს შეუწყობთ  ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შენახვის წესი

მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

სინათლისგან დაცვის მიზნით პრეპარატი შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ მიიტანეთ აფთიაქის Punto SIGRE პუნქტში, დაეჭვების შემთხვევაში, ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გადააგდოთ კონტეინერები და მედიკამენტები, რომლებიც არ გჭირდებათ. აღნიშნული ფორმით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას. 

პროდუქციის ვიზუალური მხარე  და შეფუთვის შიგთავსი

ლერკანიდიპინი სტადა  10 მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული, ტაბლეტები გამყოფი ხაზითაა. ჭრილი გამოიყენება გასაყოფად და გადაყლაპვის გასაადვილებლად, მაგრამ არა თანაბარ დოზებად გასაყოფად.

ლერკანიდიპინი სტადა ხელმისაწვდომია შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 10, 14, 28, 30, 50, 56, 84, 98, 100, 126 ან 154 ტაბლეტს თეთრი გაუმჭვირვალე ალუმინის/PVC/PVDC ბლისტერებში.

შეიძლება ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

Laboratorio  STADA, S.L.

ფრედერიკ მომპუ, 5

08960 სანტ ხუსტ დესვერნ  (ბარსელონა) ესპანეთი

[email protected]

მწარმოებელი

STADA Arzneimittel AG

Stadastrasse, 2-18

D-61118 ბად ვილბელი, გერმანია.

ეს მედიკამენტი ავტორიზებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით:

ავსტრია:                      Lercanidipin STADA 10 mg Filmtabletten

ბელგია:                        Lercanidipine EG 10 mg filmomhulde tabletten

ბულგარეთი:               ARETA 20 mg

დანია:                           Lercastad

ესპანეთი:                     Lercanidipino STADA 10 mg comprimidos recubiertos con película EFG

ისლანდია:                   Lercanidipine Clonmel 10 mg Film-coated Tablets

იტალია:                        LERCANIDIPINA EG – 10 mg compresse rivestite con film

ლუქსემბურგი:            Lercanidipine EG 10 mg comprimés pelliculés

ნიდერლანდები:         Lercanidipine HCl 10 mg, filmomhulde tabletten

პორტუგალია:             Lercanidipina Ciclum

რუმინეთი:                  Lercanidipina STADA-HEMOFARM 10 mg comprimate filmate

მედიკამენტის შესახებ დეტალური და განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია თის სამედიცინო პროდუქციის და წამლის სააგენტოს (AEMPS) ვებ. გვერდზე: http://www.aemps.gob.es

საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით

თბილისი (143 აფთიაქი)

ავერსი 3
ა.ყაზბეგის გამზ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 19
ვაჟა-ფშაველას გამზ. კვარტ. III, კორპ.№9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 21 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №39
ვადა: 2026-07-01
ავერსი 23
პეკინის გამზ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 33
პეკინის გამზ. №45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 34 (24სთ)
ცინცაძის. №1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 39
ბახტრიონის ქ. №20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 41
ა.ყაზბეგის გამზ. №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 46
ნუცუბიძის ქ. №179
ვადა: 2026-07-01
ავერსი 65
დოლიძის ქ N24 / ბალანჩივაძის N17
ვადა: 2026-07-01
ავერსი 78
პეტრიწის ქ. №5
ვადა: 2026-07-01
ავერსი 89
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 91 (24სთ)
ვაჟა-ფშაველას გამზ. №27ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 94
ცინცაძის ქ. №9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 97
გამრეკელის ქ. №20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 120
ვაჟა ფშაველას N6
ვადა: 2026-07-01
ავერსი 150
ვაჟა–ფშაველას მეოთხე კვარტალი, პირველი კორპუსის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 153
ა.ყაზბეგის გამზ. №16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 154
პ.ასლანიდის №3/ ბერბუკის №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 157
შარტავას 4/6
ვადა: 2026-07-01
ავერსი 158
მირიან მეფის №75
ვადა: 2026-07-01
ავერსი 160
ნუცუბიძის II მკრ, I კვარტალი, №3დ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 165
ფანასკერტელის ქ. N20–ე (იყალთოს გორა)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 166
სოფელი დიღომი, დ. აღმაშენებლის №124
ვადა: 2026-07-01
ავერსი 172
ტაშკენტის ქ. N27
ვადა: 2026-07-01
ავერსი 177
გოძიაშვილის ქ. №17
ვადა: 2026-07-01
ავერსი 178
მირიან მეფის ქ №96
ვადა: 2026-07-01
ავერსი 180
მინდელის ქ -11
ვადა: 2026-07-01
ავერსი 181
მ.მაჭავარიანის ქ.#65(ვაშლიჯვარი)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 182
ჩიქოვანის ქ N 45
ვადა: 2026-07-01
ავერსი 192
ვ.ბოჭორიშვილის ქ.#24
ვადა: 2026-07-01
ავერსი 194 (24სთ)
დიდი დიღომი,თინათინის ქ.#1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 195
დიდი დიღომი,პეტრე იბერის#14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 197
დიდი დიღომი,4მკრ,25კორპ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 200
მირიან მეფის #11გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 202
ნუცუბიძის მე-5მ/რ,ა.ვარაზის#16
ვადა: 2026-07-01
ავერსი 210
დავარის ქ. N41
ვადა: 2026-07-01
ავერსი 8
წინანდლის ქ. №9-10
ვადა: 2026-07-01
ავერსი 10
ქ.წამებულის მოედ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 16
ნავთლუღის ქ. №2–ის მიმდებარედ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 52 (24სთ)
თეოფანე დავითაიას ქუჩა №9
ვადა: 2026-07-01
ავერსი 60
ბერი გაბრიელ სალოსის გამზ.. №155
ვადა: 2026-07-01
ავერსი 74
მეველეს ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 98
წინანდლის ქ. №10
ვადა: 2026-07-01
ავერსი 115
თეოფანე დავითაიას N30
ვადა: 2026-07-01
ავერსი 116
ნავთლუღის ქ. №15/1
ვადა: 2026-07-01
ავერსი 156
წინანდლის ქ.№23
ვადა: 2026-07-01
ავერსი 190
ყვარლის ქუჩა N99ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 191
ბოგდან ხმელნიცკის N6ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 203
გიორგი მუხაძის ქ.#70
ვადა: 2026-07-01
ავერსი 204
გაბრიელ სალოსის #122
ვადა: 2026-07-01
ავერსი 205
ქინძმარაულის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 206
ზურაბ პატარიძის N3
ვადა: 2026-07-01
ავერსი 209
ნავთლუღის ქუჩა N6/2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 12
ლუბლიანას ქ. №13გ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 15
ა.წერეთლის გამზ. №143
ვადა: 2026-07-01
ავერსი 45
ა.წერეთლის გამზ. №110
ვადა: 2026-07-01
ავერსი 57 (24სთ)
დიღმის მასივი, II კვარ. კორ.6 ბ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 70
დიღმის მასივი, V კვარ. კორპ..3 ა.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 102
ა. წერეთლის გამზ. №55
ვადა: 2026-07-01
ავერსი 106
ტრანსპორტის ქ. №1 (მ. დიდუბის მიმდებარედ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 136
ლუბლიანას ქ. №31
ვადა: 2026-07-01
ავერსი 141
ჩაჩავას ქ. #5. სს "კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“
ვადა: 2026-07-01
ავერსი 145
ლუბლიანას #5, რკინიგზის საავადმყოფო.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 169
დიღმის მასივი, კვარტალი III, კორპუსი 1ბ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 188
ქ.თბილისი, წყალტუბოს ქ.#12-14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 25 (24სთ)
ც.დადიანის ქ. №321
ვადა: 2026-07-01
ავერსი 29
ანაპის 414-ე დივიზიის ქ. 14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 40
გუდამაყრის ქ. №4 (კლინიკური საავადმყ. მიმდ), ნაკვ.05/001
ვადა: 2026-07-01
ავერსი 50
ც.დადიანის ქ. №2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 51 (24სთ)
მუხიანის III მკრ. კორ. V
ვადა: 2026-07-01
ავერსი 58
ც.დადიანის ქ. №34
ვადა: 2026-07-01
ავერსი 88 (24სთ)
ზღვისუბანი, მე-3 მიკრო რაიონი, მე-5 კვარტალი, ნაკვ. 10/024
ვადა: 2026-07-01
ავერსი 93
ც. დადიანის ქ. №261
ვადა: 2026-07-01
ავერსი 103
გურამიშვილის გამზ. მ. ღრმაღელის მიმდ. ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
ავერსი 109
ქვიშხეთის ქ. №1 (მ. ღრმაღელის პირდაპირ)
ვადა: 2026-07-01
ავერსი 138
ც. დადიანის II მკრ. II კორპუსი
ვადა: 2026-07-01
ავერსი 161
ხუდადოვის ქ. №95ა
ვადა: 2026-07-01
ავერსი 183
დადიანის ქ. № 71
ვადა: 2026-07-01
ავერსი 185
ჭყონდიდელის #101
ვადა: 2026-07-01
ავერსი 186
გურამიშვილის #31
ვადა: 2026-07-01
ავერსი 9
ომარ ხიზანიშვილის ქ. 20
ვადა: 2026-07-01
ავერსი 14
ალექსი გობრონიძის ქუჩა #2
ვადა: 2026-07-01
ავერსი 44
გლდანის ილია ვეკუას N 19
ვადა: 2026-07-01
ავერსი 66 (24სთ)
გლდანი, V მკრ. კორ. №14
ვადა: 2026-07-01
ავერსი 87
მუხიანის II მკრ. კორპ. №8
ვადა: 2026-07-01
ავერსი 90
გლდანი, V მკრ
ვადა: 2026-07-01
ავერსი 111
სარაჯიშვილის ქ. №13
ვადა: 2026-07-01
ავერსი 133
გლდანის VI-VIII მიკრორაიონებს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 143 (24სთ)
გლდანის 5 მკრ. 10–ე კორპუსის მიმდ.
ვადა: 2026-07-01
ავერსი 147
ომარ ხიზანიშვილის ქ. 7
ვადა: 2026-07-01
ავერსი 162
ავჭალა, ლიბანის ქ. №19–სა და №25–ს შორის
ვადა: 2026-07-01
ავერსი 171
ზაჰესი, კოლონიის მიმდებარე ტერიტორია
ვადა: 2026-07-01
ავერსი 198
გლდ.მე-7მ/რ,მირაქიშვილის#29
ვადა: 2026-07-01

რეგიონი (62 აფთიაქი)

ქუთაისი 1
წმ. ნინოს ქ. №17
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 2
ჭავჭავაძის ქ. №31
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 3 (24სთ)
ფალიაშვილის ქ. №21
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 4 (24სთ)
ბუხაიძის ქ. №4
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 5 (24სთ)
ჭავჭავაძის ქ. №54
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 6 (24სთ)
ავტომშენებლის ქ. №8/13
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 7 (24სთ)
ი.აბაშიძის გამზ. №2/2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 8
ავტომშენებლის №34
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 9
ჭავჭავაძის გამზ. №44
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 10
ჭავჭავაძის ქ. 56
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 11 (24სთ)
ასათიანის ქ. №147
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 12 (24სთ)
დუმბაძის ქ. №48
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 13 (24სთ)
თაბუკაშვილის ქ. №115
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 14
მარი ბროსეს ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 15 (24სთ)
ნიკეას ქუჩა, II შესახვევი, №8ე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 16
სულხან-საბას გამზ. №19
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 17
გრიშაშვილის ქ. № 27
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 18
აღმაშენებლის გამზ. №24
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 19 (24სთ)
ნიკეას ქ, სკვერი სამხედრო ნაწილთან და ყოფილ სამხედრო ქალაქთან (ნაკვეთი 1)
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 20 (24სთ)
გრ. აბაშიძის №3
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 21
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 22
ფალიაშვილის ქ. №3
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 23
ბუკიას ქ. №1
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 24
ბუხაძის ქ #23ა
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 25
რუსთაველის1/წერეთლის2
ვადა: 2026-07-01
ქუთაისი 26
ჭავჭავაძის გამზ.#67
ვადა: 2026-07-01
ხონი
თავისუფლების მოედანი
ვადა: 2026-07-01