ვიტ E (ევიტასი)400სე #30კაფს

ვიტ E (ევიტასი)400სე #30კაფს

21.00 ლარი
ქვეყანა: ესპანეთი
მწარმოებელი: ატისავ ფარმა
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ალფატოკოფეროლი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 139353
გააზიარე:

 

ვიტ E (ევიტასი)400სე #30კაფ

პრეპარატის პატენტირებული სავაჭრო დასახელება 

ვიტამინი E 400 IU (274 მგ).


სამკურნალო ფორმა

კაფსულები.


შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს E ვიტამინს 67% (DL -ალფა ტოკოფეროლ აცეტატი 274 მგ)

დამხმარენივთიერებები: შემომგარსველი აგენტი ჟელატინი, დამატენიანებელი აგენტი გლიცერინი.

 

დეფიციტი 

ორგანიზმში E ვიტამინის არარსებობისას ვითარდება დეგენერაციული ცვლილებები  

ჩონჩხის კუნთებსა და  გულის  კუნთში, მატულობს  კაპილარების  განვლადობა, ვითარდება სათესლე არხების  და საკვერცხეების ეპითელიუმის დეგენერაცია.

ორსულობისას ემბრიონებში ვითარდება სისხლჩაქცევები, ანტენატალური სიკვდილი,

 ასევე დადგენილია დეგენერაციული ცვლილებები ნერვულ უჯრედებში და ღვიძლის პარენქიმის დაზიანება.

E  ვიტამინის  უკმარისობისას  შეინიშნება  ცილების  კონცენტრაციის  დაქვეითება  სისხლის  შრატში  და  ნუკლეინის  მჟავის  სინთეზის შემცირება  ღვიძლსა  და  სათესლე  ჯირკვლებში .

E ვიტამინის უკმარისობა ადამიანში შეიძლება დაკავშირებული იყოს კვების  

თავისებურებებთან,  მაგალითად  საკვებში  მცენარეული ცხიმების არარსებობასთან,  ან  შესაძლებელია განპირობებული  იყოს  სხვადასხვა დაავადებით, მაგალითად,  ღვიძლის, კუჭქვეშა  ჯირკვლის.

ვიტამინი ხელს უწყობს თვითნებური აბორტის თავიდან  აცილებასსასქესო  

ჯირკვლების  ფუნქციის  ნორმალიზაციას  მამაკაცებში, ჩონჩხის  კუნთების  ფუნქციის  აღდგენას  კუნთოვანი  დისტროფიის  და  კუნთების  სხვა  

სახის დაზიანების  დროს.

გულ-სისხლძარღვთა  დაავადებების  დროს   ხელსუწყობს გულისკუნთისნორმალურ მეტაბოლიზმს.  ზრდის სისხლის დინების სიჩქრეს არტერიოლებში,  

ხელს უწყობს ვენური ტონუსის შენარჩუნებას, ამაღლებს კაპილარების მდგრადობას,

ანელებსდაბერებისპროცესს.

 

ჩვენებები

მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ჰორმონალურ თერაპიასთან კომბინაციაში);

ორსულობის შეწყვეტის საფრთხე;

სპერმატოგენეზის დარღვევა (სათესლეების სპერმატოგენური ეპითელიუმის გადაგვარება, სპერმის გადაადგილების უნარის დაქვეითება);

სახსრებისა და მყესოვანი აპარატის დეგენერაციული და პროლიფერაციული ცვლილებები (ჩონჩხის კუნთების მიოპათია, ხანგამოშვებითი კოჭლობა);

სკლეროდერმიის ადრეული ფორმები;

პიგმენტური რეტინოპათია;

ეგზემა;

კანის, ლორწოვანი გარსის სიმშრალე, კანის ელასტიურობის დაკარგვა;

აბეტალიპოპროტეინემია.

 

ფარმაკოლოგიურითვისებები

რეკომენდებულია უჯრედების დაცვისთვის ოქსიდაციური სტრესის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად. ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას.

მონაწილეობს ჰემისა და ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში. ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას.

ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. მონაწილეობს ნუკლეინური მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავას სინთეზში.

ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად.

 

დოზირება

მენსტრუალური ციკლის დარღვევა: 1 კაფსულა ვიტ. E (თერაპიის კომბინაციაში).

სპერმატოგენეზის დარღვევა: 1 კაფსულა ვიტ. E (ჰორმონალური თერაპიის კომბინაციაში), 1-2 თვის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ორსულობის შეწყვეტის საფრთხე: 1 კაფსულა დღეგამოშვებით  პირველი  2-3 თვის განმავლობაში ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

სახსრებისადა  მყესოვანიაპარატისდეგენერაციულიდაპროლიფერაციულიცვლილებები: 1 კაფსულა დღეში (კომბინაციაში), 1-2 თვეანექიმისდანიშნულებისამებრ.

ეგზემა, კანის,ლორწოვანიგარსისსიმშრალე: 1 კაფსულადღეში  1 თვეანექიმისდანიშნულებისამებრ.

აბეტალიპოპროტეინემია: 5000-7000 მგ/დღე-ღამეში

სიმპტომურიდეფიციტისმკურნალობა: 800-1200მგ.

 

უკუჩვენება
კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, ბავშვთა ასაკი.

სიფრთხილით – ავადმყოფებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, თრომბოემბოლიების განვითარების მომატებული საშიშროებისას; K ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ჰიპოპროთრომბინემია,

ორსულობის პერიოდში და ძუძუთი კვების დროს E ვიტამინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

 

ჭარბიდოზირება

400-800 მგ/დღეში დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას - არამკაფიო მხედველობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია; 800 მგ-ზე/დღეში მეტი დოზით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღებისას - სისხლდენის განვითარების რისკი  ავადმყოფებში K ჰიპოვიტამინოზით, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპათომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, თირკმელის უკმარისობა, სისხლჩქაცევა თვალის ბადურაში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი, ჰემოლიზი.

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა; ნიშნავენ გლუკოკოტრიკოსტეროიდებს, რომლებიც აჩქარებენ ღვიძლში E ვიტამინის მეტაბოლიზმს; სიმპტომატური საშუალებები.

 

გამოყენების მეთოდები და დოზირება
განკუთვნილია მოზრდილთათვის – 1 კაფსულა დღეში.

 

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი, გულისრევა, გასტრალგია.

სისხლის შრატში ქოლესტერინის დონის მომატება, თრომბოფლებიტები, ფილტვების თრომბოემბოლია, თრომბოზი.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდების,  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების, საგულე გლიკოზიდების ეფექტს. ზრდის ანტიეპილეფსური საშუალებების ეფექტურობას. რკინა ზრდის E ვიტ-ის დღიურ მოთხოვნას. აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას, თუ დოზა აღემატება 400 IU -ს (საერთაშორისო ერთეულს დღეში). 400 ს.ე-ზე მაღალი დოზებით E ვიტამინის ერთდროული გამოყენება ანტიკოაგულანტებთან ზრდის სისლდენების განვითარების რისკს. არ არის რეკომენდებული  იმ ვიტამინურ კომპლექსებისთან ერთად, რომლებიც E ვიტამინს შეიცავენ, ჭარბი დოზირების თავიდან ასაცილებლად.
ძალიან მაღალ დოზებში შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში A ვიტამინის დეფიციტი. 

 

განსაკუთრებული მითითებები
ალოპეციით დაზიანებულ ადგილებში, შეიძლება ამოვიდეს ღია ფერის თმები.

 

შენახვის პირობები
შეინახეთ მშრალ, მზის სხივების პირდაპირი  ზემოქმედებისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობისვადა
ვარგისობის ვადა იხილეთ კოლოფზე. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.


მწარმოებელიქვეყანა 

წარმოებულია ესპანეთში.