პრობაქტო ენზიმი #15კაფს
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
პრობაქტო ენზიმი
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
შემადგენლობა
1 კაფსულის შემცველობა
აქტიური ინგრედიენტები:
- ლაქტაზა 10000 OPNG/г -100.000მგ
- ალფა-გალაქტოზიდაზა 10000ერთ/გ-15.000მგ
- ლაქტობაქტერიები-14.000მგ
მოცვის ექსტრაქტი -240,000მგ (შეიცავს 72მგ პროანტოციანიდინს)
ლაქტობაქტერიები (შეიცავს 8 მილიარდს (8X109)-36,000მგ (შეიცავს 2 მილიარდ 2X109 ბაქტერიებს)
L.acidophilus
L.casei
L.rhamnosus
- ამილაზა-10.000მგ
- ლიპაზა 105000LU/г-6.000მგ
- პაპაინი 48000NF-5.000მგ
- ბრომელაინი 1200GDU-5.000მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა PH102 (E460), მაგნიუმის სტეარატი (E470).
კაფსულის გარსი: ჰიპრომელოზას კაფსულები (UGVW), ნელი გამოთავისუფლების (ზომა1)
აღწერა
გამჭვირვალე კაფსულები თითქმის შევსებულია თეთრი ფხვნილით.
პრობიოტიკები – სასარგებლო ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომელთა საკმარისი რაოდენობით მოხვედრა საჭმლის მომნელებელ სისტემაში უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის აღდგენას და სასარგებლო გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ადამიანისთვის განმსაზღვრელია ნაწლავის, პირის ღრუს, საშოს და ზედა სასუნთქი გზების მიკროფლორა. პრობიოტიკები ხელს უწყობს საჭმლის მონელების დარღვევისგან დაცვას, ინფექციებისადმი წინააღმდეგობის ზრდას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. პრობიოტური დანამატი პრობაქტო ენზიმი გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევისას, მათ შორის, სხვადასხვა გენეზის დიარეის და ფერმენტების უკმარისობისას. პრობიოტიკ პრობაქტო ენზიმის შემადგენლობაში შედის ფერმენტების კომპლექსი (ამილაზა, ლიპაზა, პაპაინი, ბრომელაინი, ლაქტაზა, გალაქტოზოდიაზა) და ლაქტობაქტერიების 3 შტამი.
ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus ყველაზე კარგად შესწავლილია მტკიცებითი მედიცინის მხრივ და კლინიკური კვლევებით დადასტურებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სარგებელი. ლაქტობაქტერიები ადამიანის ნორმალური მიკროფლორის ნაწილია, კონკურენციას უწევს და ამცირებს პირის ღრუს,სასუნთქი გზების და ნაწლავის პათოგენური მიკროფლორის რაოდენობას, წარმოქმნის IgA-ს, ააქტიურებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახდენს ძილის ნორმალიზაციას და ზრდის სტრესის და ინფექციებისადმი გამძლეობას. ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus პრობაქტორ ენზიმის შემადგენლობაში მოთავსებულია სპეციალურად შემუშავებულ, ნაწლავში ხსნად კაფსულებში – DR კაფსულებში. DR კაფსულები ლაქტობაქტერიებს იცავს კუჭის მჟავა გარემოს ზემოქმედებისგან, ხელს უწყობს მათ ცოცხლად მიტანას უშუალოდ მოქმედების ადგილას – ნაწლავში, რითაც უზრუნველყოფს ეფექტურობას.
ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების მახასიათებლები
პრობიოტური ბიოლოგიურად აქტიური დანამატის – პრობაქტორ ენზიმის შემადგენლობაში შემავალი ცოცხალი ლაქტობაქტერიები L.acidophilus, L.casei, L.rhamnosus ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის ფუნქციონირებას, ოპტიმალურ პირობებს ქმნის საკვების გადამუშავებისთვის და საკვები ნივთიერებების შეწოვისთვის, მონაწილეობს ვიტამინების ბიოსინთეზში, ხელს უწყობს ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციური აქტივობის შენარჩუნებას. მჟავაგამძლე ფერმენტები ლიპაზა, ამილაზა, პაპაინი, ბრომელაინი,ლაქტაზა და ალფა-გალაქტოზოდიაზა მონაწილეობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების გადამუშავებაში.
ლაქტაზა სასარგებლოა რძის პროდუქტების აუტანლობისას.
ალფა-გალაქტოზოდიაზა ხელს უწყობს აირების მომატებული წარმოქმნისა და მუცლის შებერილობის მოხსნას.
8 მილიარდი ლაქტობაქტერიის 3 შტამი, მჟავაგამძლე ფერმენტები, ლაქტაზა და გალაქტოზიდაზები სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის და დისბიოზისას მუცლის დისკომფორტის მოხსნისთვის, საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებისთვის, ჯანმრთელობის გაძლიერებისათვის. ცოცხალი ბაქტერიების წარმოების სპეციალური ტექნოლოგიის გამო (ლიოფილური გაშრობა) L. acidophilus, L.casei, L.rhamnosus ეფექტურობა პრობაქტო ენზიმის შემადგენლობაში ნარჩუნდება შენახვის მთელი ვადის განმავლობაში.
გამოყენების სფერო
რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატის (ბად-ის) სახით, შემდეგი საჭიროებისათვის:
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორის ხელშეწყობა;
– კუჭ-ნაწლავის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ნაწლავის დარღვევის, ყაბზობის, მუცლის შებერილობის დროს, რაც გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსით;
– ფერმენტების უკმარისობისას საჭმლის მონელების დახმარებისთვის.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
მოზრდილებში და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მიიღება 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს.
ბავშვებში და პაციენტებში, ვისაც არ შეუძლია მთლიანი კაფსულის გადაყლაპვა, აუცილებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის წყალში ან საკვებში გარევა.
გამოყენების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
პრობაქტო ენზიმის შემადგენლობა იძლევა ანტიბიოტიკებთან და სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მისი მიღების საშუალებას მკურნალობის პირველივე დღიდან.
უკუჩვენება
– პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა;
– 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
ურთიერთქმედება
გამოვლენილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები
საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატები არ ცვლის კვების სრულფასოვან და მრავალფეროვან რაციონს.
გვერდითი მოქმედება
გვერდითი რეაქციები გამოვლენილი არ არის.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
ნაწლავში ხსნადი 15 ან 30 კაფსულა (DR-კაფსულები), შიგნით მისაღებად.
15 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი შეფუთულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
2 წელი.
ვარგისობის ვადა მითითებულია პირველად და მეორად შეფუთვაზე.
გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრობაქტორ ენზიმი საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატია; არ წარმოადგენს წამალს.
მწარმოებელი
შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობა „ლამირა“, დიდი ბრიტანეთი.
მისამართი: 1-ლი სართული, ბოულინგ გრინ ლეინი 14, ლონდონი EC1R 0BD, დიდი ბრიტანეთი.
დამზადებულია: კვესტ ვიტამინს მიდლ ისტ, ფზე, არაბთა გაერთიანებული საემიროები (მისამართი: Plot,S20708A, Jebel-Ali Free Zone, Dubai, UAE).
ყაზახეთის რესპუბლიკაში ხარისხის შესახებ მომხმარებელთა პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია
შპს „ალდიმედი“, ყაზახეთის რესპუბლიკა, 050051,
ქ.ალმატი, მედეუს რაიონი,სამალის მკრ-1, სახლი-1.
ტელ: +7 (727) 263-27-34, ელ-ფოსტა: [email protected]
პრეტენზიების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე
შპს „ლამირა-ფარმაკარი“ 222215, ბელარუსის რესპუბლიკა,
მინსკის ოლქი, სმოლევიჩსკის რაიონი, ოზერიცკო-სლობოდსკის ს/ს 10ბ, аг სლობოდას ახლოს, ოთახი 55, ტელ: +375 (44) 749-54-32,
ელ-ფოსტა: [email protected]
იმპორტიორი ყაზახეთის რესპუბლიკაში
შპს „კფკ „მედსერვის პლიუსი“, 050004, ყაზახეთის რესპუბლიკა,
ქ.ალმატა, მამეტოვის ქუჩა 54.
იმპორტიორი ყირგიზეთის რესპუბლიკაში
შპს „ნემან-ფარმი“, 720021, ყირგიზეთის რესპუბლიკა, ქ. ბიშკეკი, კიევის ქუჩა 38.