ვალიდოლი 100მგ #15კაფს

ვალიდოლი 100მგ #15კაფს

0.00 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა:
მწარმოებელი:
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 138695
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ვალიდოლი

 

სავაჭრო დასახელება:  ვალიდოლი

 

ქიმიური დასახელება:  α-მეთილ-2-(2-პროპილ) ციკლოჰექსანოლი და [5-მეთილ-2-(2-პროპილ)ციკლოჰექსილი]-3- მეთილბუტანოატი.

 

სამკურნალო ფორმა:  კაფსულები 100 მგ.

 

შემადგენლობა

ერთი კაფსულა შეიცავს: მენთოლის ხსნარი იზოვალერიანის მჟავას (ვალიდოლის) მენთილის ეთერში - 100 მგ.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

 

აღწერილობა

ჟელატინის რბილი სფეროს ფორმის კაფსულები, ღია ყვითელი ფერის.

კაფსულის შიგთავსი: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო ან მოყვითალო-მომწვანო ზეთოვანი სითხე მენთოლის სუნით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  გულის დაავადებების სამკურნალო                                                               სხვა კომბინირებული სამკურნალო პრეპარატები.

ათქ კოდი: C01EX.

 

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატის გამოყენების მთავარ ჩვენებებს წარმოადგენს სტენოკარდიის, კარდიალგიის მსუბუქი შეტევები,  ვერტიგოზის სიმპტომები (ღებინება, გულისრევა ზღვისა და საჰაერო დაავადებების დროს), ისტერია, ნევროზი;  თავის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია ნიტრატების მიღებასთან.

 

გამოყენების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღების წესი სუბლინგვალურია: 1 კაფსულა (100 მგ) 2-ჯერ დღეში (კაფსულა უნდა გაიჩეროთ პირში, ენის ქვეშ, მის სრულ გაწოვამდე). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დღიური დოზის მომატება 600 მგ-მდე.

მიღების ჯერადობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. პრეპარატის მიღებიდან 5-10 წუთში თერაპიული ეფექტის არარსებობის ან არასაკმარისი გამოხატულობის შემთხვევაში საჭიროა სხვა მკურნალობის დანიშვნა.

 

განსაკუთრებული მითითებები

სასურველი ეფექტის მიღწევის დასაჩქარებლად შესაძლებელია კაფსიდოლის კაფსულის დაღეჭვა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

გამოვლენილი არ არის.

 

გვერდითი მოქმედება

პრეპარატის მიღებისას ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი ღებინების შეგრძნება, ცრემლდენა, თავბრუსხვევა. ეს მოვლენები ქრება თავისით დროის მოკლე მონაკვეთში.

 

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: არტერიული წნევის დაწევა, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა.

მკურნალობა: სიმპტომური, პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა.

 

გავლენა ავტომობილის ტარების, ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

არ ახდენს გავლენას.

 

გამოშვების ფორმა

15 კაფსულა  კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში (ბლისტერში); 1 ბლისტერი სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია შეკვრაში.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას 15°C-25°C ტემპერატურაზე.   შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

შენახვის ვადა

2 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი -III , გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი

უნიტარული საწარმო  „მინსკინტერკაფსი“,

ბელარუსის რესპუბლიკა.