პროსტა მიქსი 50მლ N6ფლ
გააზიარე:
პროსტა მიქსი 6X50მლ
შემადგენლობა
- ჯუჯა პალმის ნაყოფის ექსტრაქტი 300მგ
- გოგრის თესლის მშრალი ექსტრაქტი-200მგ
- ლევისტიკა150მგ
- სელენი-145მკგ
- ჭინჭრის ფესვის ექსტრაქტი-120მგ
- დათვის კენკრას ექსტრაქტი- 50მგ
- ვიტამინი E- 40მგ
- თუთიის სულფატი-25მგ
- ასისთავას ექსტრაქტი -18მგ
- ნატრიუმის ციტრატი-5მგ
- კალიუმის ციტრატი-5მგ
- ვიტამინი B6 – 1მგ
ჯუჯაპალმას – ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური თვისებები. ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას. ფერმენტ 5-ა-რედუქტაზას ინჰიბირებით ირღვევა ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნა. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციის მასტიმულირებელს. ჯუჯა პალმის აქტიური ინგრედიენტებია ცხიმოვანი მჟავები, მცენარეული სტეროლები და ფლავონოიდები. ჯუჯა პალმა არის ბუნებრივი საკვებდანამატი, რომელსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები. ამიტომაც ითვლება ტესტოსტერონის და პროსტატის ჯანმრთელობის ბუნებრივი გზით მკურნალობის ერთ-ერთ საუკეთესო წყაროდ. კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ ჯუჯა პალმა აფერხებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას და ანადგურებს საშიშ უჯრედებს.პეკინის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის ბიოქიმიისა და
მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯუჯა პალმამ შეაჩერა პროსტატის კიბოს უჯრედების და დიჰიდროტესტოსტერონის (DHT)
ზრდა. ერექციული დისფუნქცია ჩნდება მაშინ, როდესაც მამაკაცის სასქესო ორგანოს გლუვი კუნთების შეკუმშვა შეფერხებულია, ან ანდროგენული რეცეპტორები ზედმეტად გადატვირთულია, მაგალითად ტესტოსტერონის ფოსფოდიესტერაზა 5-ად (PDE5) გარდაქმნის გამო. PDE5 იწვევს ერექციულ დისფუნქციას. როდესაც ეს ნივთიერება სასქესო ორგანოში ჭარბი მოცულობით არის, ერექციული ქსოვილის დეგრადაცია ხდება. ამ კუთხით ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ჯუჯა პალმა გავლენას ახდენს PDE5-ის ზომიერებაზე, რაც არ აძლევს ქსოვილს დეგრადაციის შესაძლებლობას. ჯუჯა პალმის ექსტრაქტი პირდაპირ გავლენას ახდენს საშარდე გზების სხვადასხვა რეცეპტორებზე. მისი მოქმედებით შესაძლებელია საშარდე დისფუნქციის მართვა მამაკაცებში, რომელიც ძირითადად გამოწვეულია პროსტატის ჰიპერპლაზიით. ჯუჯა პალმის ექსტრაქტი შესაძლოა დაუკავშირდეს შესაბამის რეცეპტორებს და შეამსუბუქოს ქვედა საშარდე გზების სიმპტომები, რის შედეგადაც უმჯობესდება შარდის ნაკადი.
გოგრის თესლის ექსტრაქტის რეგულარული გამოყენების შემთხვევაში სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემაზე. სამედიცინო კვლევებით დამტკიცებულია გოგრის თესლის ექსტრაქტის ეფექტურობა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. ის ამცირებს სიმპტომებს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანდროგენული, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება; აუმჯობესებს სპერმატოგენეზს და ერექციას. გოგრის თესლის ექსტრაქტის გამოყენება რეკომენდებულია წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, ერექციული დისფუნქციის, პროსტატიტის, თირკმლის, შარდის ბუშტის დაავადებების და მამაკაცის უშვილობის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის.
ლევისტიკას ექსტრაქტი – მამაკაცებისთვის ეს მცენარე შეუცვლელია, რადგან მასში არის ანდროსტერონი - მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც ამაღლებს პოტენციას. სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ლევისტიკა ვიაგრის ბუნებრივი ანალოგია და თუ ვინმეს ასეთი ეფექტის მიღება სურს, სასურველია, ყოველდღიურად მიიღოს მცენარის ახალგამოწურული წვენი. ლევისტიკა პროსტატიტის პროფილაქტიკის საშუალებაცაა. შარდმდენი თვისების წყალობით ის ამარცხებს შარდ-სასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციურ დაავადებებს. გარდა ამისა, მისი გამოყენება შეიძლება თირკმელებისა და ღვიძლის სამკურნალოდაც.
სელენი – წარმოადგენს ანტიოქსიდანტური ფერმენტის - სელენ დამოკიდებული გლუტათიონპეროქსიდაზას კოფაქტორს, რომელიც ანეიტრალებს ენდოგენურად (მეტაბოლიზმის შედეგად) და ეგზოგენურად (მაიონეზებელი გამოსხივების შედეგად) წარმოქმნილ ყველაზე აგრესიულ თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს მათი მავნე ზემოქმედებისგან; აუმჯობესებს ელასტიური ქსოვილის რეგულაციას.
ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი თვისებები, აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესებს, ზრდის გამოყოფილი შარდის მოცულობას, აძლიერებს ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის რაოდენობას.
დათვისკენკრის ექსტრაქტს – გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და დიურეზული თვისებები. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით. ანტიმიკრობული თვისებები განპირობებულია მცენარეში შემავალი არბუთინის გლიკოზიდების მოქმედებით, რომელიც არბუტაზას ფერმენტების ზემოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქინონად და გლუკოზად. მეთილარბუტინი ჰიდროლიზის დროს შლის მეთილის ეთერს და აგრეთვე ათავისუფლებს ჰიდროქინონს. ანტისეპტიკური თვისებები განპირობებულია ჰიდროქინონის ანტიმიკრობული და ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედებით, რომელიც გამოიყოფა შარდით თირკმელების მეშვეობით.
ვიტამინი E – რეკომენდებულია უჯრედების დაცვისთვის ოქსიდაციური სტრესის მავნე ზემოქმედებისაგან დასაცავად, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგურ ჟანგვას, მონაწილეობს ჰემისა და ცილების სინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვაში; ხელს უშლის ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა და მსხვრევადობას; ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად.
თუთიის სულფატი – ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქიონირებას, რეპროდუქციულ ფუნქციას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნებაში.
ასისთავას ექსტრაქტი – შეიცავს ალკალოიდებს, ეთერზეთებს, ოლეინმჟავას, ასკორბინმჟავას, ფლავონოიდებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, ფიტოსტერინებს, მჟავებს, მიკრო- და მაკროელემენტებს. ასისთავა აძლიერებს იმუნიტეტს, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობას, ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობულ, ნაღველმდენ, ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
კალიუმის ციტრატი – გამოიყენება შარდის მჟავიანობის რეგულირებისთვის. ეს ეფექტი ხელს უწყობს თირკმელებით შარდმჟავას მოცილებას, რითაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. კალიუმის ციტრატით ასევე შესაძლებელია თირკმელების დაავადებით გამოწვეული გარკვეული მეტაბოლური პრობლემების (აციდოზის) თავიდან აცილება და განკურნება.
ნატრიუმის ციტრატი – გამოიყენება შარდ-გამომყოფი სისტემის დისკომფორტის მოსახსნელად ინფექციების, მაგალითად ცისტიტის დროს. იგი ამცირებს შარდის მჟავიანობას თირკმლისმიერი აციდოზის დროს, ასევე გამოიყენება ოსმოსური წნევის რეგულირებისთვის (ინარჩუნებს ბალანსს).
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სინთეზში. ის აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას.
დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, გაწმენდილი წყალი, სუკრალოზა, ლიმონმჟავა.
გამოყენების ჩვენებები
- შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის 1 და 2 სტადიის დროს;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის პროსტატიტების მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
გამოყენების წესი და დოზირება
18 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებში მიიღება 10მლ დღეში 1-ჯერ პერორალურად. გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.
გამოშვების ფორმა: ხსნარი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი
FITOLAB polsha.