ინდომეტაცინი სანთ 50მგ #6

ინდომეტაცინი სანთ 50მგ #6

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: ინდომეტაცინი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 13849
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ინდომეტაცინი
რექტალური სუპოზიტორიები


შემადგენლობა:

ერთი სუპოზიტორია შეიცავს ინდომეტაცინს -50მგ
დამხმარე ნივთიერებები: აეროსილი, პარაფინის ზეთი (მედოლი), გლიცერიდები (ლიპექსი)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ახასიათებს ანალგეზიური ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით. ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას. ხელს უწყობს სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის სინდრომის შესუსტებას, განსაკუთრებით სახსრების ტკივილებს მოსვენების და მოძრაბის პერიოდში, ამცირებს სახსრების დილის შებოჭილობას და შეშუპებას, ზრდის მოქმედების მოცულობას. ანთების საწინააღმდეგო ეფექტი დგება მკურნალობის პირველი კვირის ბოლოს.

თერაპიული ჩვენება

-    სახსრების სინდრომი (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ანკილოზური სპონდილიტი, პოდაგრა)
-    საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ტრამვები
-    რევმატიზიმი
-    შემაერთებელი ქსოვიის დიფუზური დაავადებები
-    ნევრალგია
-    დისმენორეა
-    ანდეკსიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
-    პროსტატიტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
-    ყელ-ყურ-ცხვირის ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)

უკუჩვნება
მომატებული მგრძნობელობა ინდომეტაცინის მიმართ; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში, «ასპირინული» ასთმა, გარეგანი სისხლდენები, ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; ქრონიკული გულის უკმარისობის მძიმე ფორმა, არტერიული ჰიპერტონია, პანკრეატიტი; ორსულობა (3 სემესტრი), ბავშვის ასაკი (14 წლამდე), პროქტიტი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ინდომეტაცინი აძლიერებს ანტიკოაგულანტების და სულფანილამიდების მოქმდებას, ინდომეტაცინი  ასუსტებს ფუროსემიდის და თიაზიდების მოქმედებას, ნატრიუმის სისხლში შეკავების ხარჯზე.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება

სალიცილატების დანიშვნა ინდომეტაცინთან ერთად ამცირებენ მის კონცეტრაციას სისხლში. ერთდროულის მიღებისას, ინდომეტაცინი ზრდის პენიცილინის ნახევაგამოყოფის პერიოდს.
ერთდროული გამოყენებისას ინდომეტაცინი ზრდის ლითიუმის შემცველობას პლაზმაში.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ ეპილეფსიით, პარკინსონით დაავადებულებს; აგრეთვე ფსიქიკური დარღვევების, სისხლის შედედების სისტემის დარღვევის, მხედველობის და სმენის  დარღვევისას და ხანშიშესულებს. რევმატოიდული ართრიტის მძიმე ფრომებისას ინდომეტაცინი ინიშენბა გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციაში, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უკანასკნელის დოზის შემცირება. მწვავე პოდაგრის დროს ინდომეტაცინი ინიშნება კომბინაციაში პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ შარდმჟავას დონეს სისხლის პლაზმაში. ინდომეტაცინის 150-200მგ/ 24სთ დოაზის გადაჭარბებისას პრეპარატის თერაპიული ეფექტი არ იზრდება, თუმცა ხშირია გვერდითი ეეფექტების რისკი.

დოზირება

რევმატოიდული ართრიტის დროს ინიშნება 50მგ ორჯერ დღეში (დილა საღამოს). მწვავე ტკივილების დროს შესაძლებელი საღამოს დოზის გაზრდა 100მგ-მდე. მწვავე პოდაგრის დროს დოზა შეიძლება გაიზარდოს 150-200მგ დღეში. დოზის შემდგომი მომატება ზრდის  გვერდითი ეფექტების რისკს, ამასთან თერაპიული ეფექტი უცვლე¬ლია. თუ მკურნალობა გრძელდება ავადმყოფობის მწვავე სტადიის შემდეგაც დოზა უნდა შემცირდეს მინიმალურამდე, როდესაც შესაძლებელია ავადმყოფობის ნიშნების კონტროლი.

გვერდითი ეფექტები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი: გულისრევა, ღებინება, დისპეპტიური მოვლენები, მადის დაკარგვა, ტკივილები ეპიგასტრიუმში, დიარეა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; იშვიათად პერფორაცია, სისხლდენები, ტოქსიკური ჰეპატიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა და გრძნობის ორგანოები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობის შგრძნება; იშვიათად გონების არევა, გონების დაკარგვა; მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში.
გულსისხლძარღვთა სისტემა: არტერიული ჰიპოტენზია, არტერიული წნევის მომატება.
შარდმდენი სისტემა: თირკმელების ფუნქციის დარღვევები, იშვიათად ჰემატურია.
სისხლმბადი სისტემა: თომბოციტოპენია, პეიკოპენია, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიზური ანემია; იშვიათად აგრანულოციტოზი, ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევები.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, კანის ანგიონერვოტული შეშუპება, ბრონქოსპაზმი.
ადგილობრივი რეაქციები: რექტალური სუპოზიტორიების გამოყენებისას შესაძლებელია ტენეზიმები, სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ქრონიკული კოლიტის გამწვავება.

დოზის გადაჭარბება: სიპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხევეა, ღებინება, გულისრევა.
მკურნალობა: დოზის შემცირება ან  პრეპარატის დორებით შეწყვეტა. სიპტომატიური მკურნალობა.

შენახვის ვადა: 3 წელი. არა გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: მუყაოს ყუთში არის 3 სუპოზიტორიანი 2 ბლისტერი.

მწარმოებელი:
Магистра К&К, რუმინეთი