მუსკოფლექსი 4მგ #20კაფს(თურქ)

მუსკოფლექსი 4მგ #20კაფს(თურქ)

6.88 ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ბილიმი
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: თიოკოლხიკოზიდი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კოდი: 138461
გააზიარე:

ინსტრუქციის სახელმძღვანელო

მუსკოფლექსი 4მგ კაფსულა
მიიღება პერორალურად. გადაყლაპვით

●აქტიური ნივთიერება: თითოეულ კაფსულაში 4მგ თიოკოლხიკოზიდი

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი (საქონლის რძიდან), სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (საქონლის), ნატრიუმის ლაურის სულფატი, გამოხდილი წყალი

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ანოტაცია, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ ხელახლა წაკითხვა.

●თუ თქვენ გაქვთ სხვა შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

●წამალი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ მისცეთ ის სხვებს.

●ამ მედიკამენტის გამოყენებისას, საავადმყოფოში, ექიმთან ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს მისი მოხმარების შესახებ

●ზუსტად მიჰყევით ინსტრუქციაში დაწერილ ინფორმაციას. არ გამოიყენოთ პრეპარატის რეკომენდირებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

 

ანოტაციაში წერია:

1.რა არის მუსკოფლექსი და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე
3.როგორ უნდა გამოიყენოთ მუსკოფლექსი
4.რა შესაძლო გვერდითი მოვლენები აქვს
5.მუსკოფლექსის შენახვის წესები

სათაურები შეიცავს:

1.რა არის მუსკოფლექსი და რისთვის გამოიყენება?

მუსკოფლექსი არის კაფსულის სახით და შეიცავს 4მგ თიოკოლხიკოზიდს აქტიურ ნივთიერებას. თითოეულ კოლოფში არის 20 ან 28 კაფსულა, განთავსებული ბლისტერზე. არის ყვითელი ფერის გრანულები გამჭვირვალე ჟელატინის კაფსულაში.

მუსკოფლექსს აქვს კუნთების დამამშვიდებელი მოქმედება. მუსკოფლექსი გამოიყენება მკურნალობაში მოზრდილებსა და 16 წლის ასაკის პაციენტებში ზურგის ტვინის მტკივნეული კუნთების შეკუმშვის უეცარი დაწყებისას.

2. რა უნდა გაითვალისწინოთ მუსკოფლექსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შემდეგი შემთხვევების დროს, თუ:

ვერ ფუნქციონირებს თქვენი კუნთები (ვერ იკუმშება)
●გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
●გაქვთ კუნთების სისუსტე (დაბალი კუნთოვანი მასა)
●ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე.
●დაორსულდით და არ იყენებთ რომელიმე ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს.
●ხართ 16 წელზე პატარა ასაკის

გამოიყენეთ მუსკოფლექსი ფრთხილად შემდეგ სიტუაციებში
თუ:

გაქვთ ეპილეფსია ან არსებობს ეპილეფსიის არსებობის რისკი

მუსკოფლექსის მაღალი დოზებით გამოყენებისას ორგანიზმში წარმოქმნილმა ერთ-ერთმა ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის დაზიანება (ქრომოსომის არანორმალური რაოდენობა). ეს მდგომარეობა ნაჩვენებია ცხოველთა და ლაბორატორიულ კვლევებში. ადამიანის უჯრედებში გამოწვეული დაზიანება წარმოადგენს კიბოს რისკ-ფაქტორს, ასევე, შეიძლება ზიანი მიაყენოს არ დაბადებულ ბავშვს და მამაკაცებში გამოიწვიოს უნაყოფობა. ამიტომ, ,,სათანადო გამოყენებისა და დოზის/მიღების სიხშირისათვის’’ მკაცრად დაიცავით დანიშნული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა. არ გამოიყენოთ მაღალი დოზები 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თქვენ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვა მიმართეთ თქვენს ექიმს და გაიარეთ კონსულტაცია.

მუსკოფლექსით მკურნალობის დროს ღვიძლის დაზიანების ნიშნების (მაგალითად: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, დაღლილობა, მუქი შარდი, სიყვითლე, ქავილი ) გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მუსკოფლექსის გამოყენება და მიმართეთ სამედიცინო დახმარების ცენტრს.

თუ მკურნალობის დროს განავითარდა დიარეა, შეწყვიტეთ მუსკოფლექსის მიღება.

თუ ეს გაფრთხილებები გეხებათ ან წარსულში გქონდათ ნებისმიერ დროს, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს და გაიაროთ კონსულტაცია.

მუსკოფლექსის გამოყენება სასმელთან და საკვებთან ერთად
მუსკოფლექსს არ აქვს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

ორსულობა
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი, თუ:

-ხართ ორსულად, შეიძლება იყოთ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად
-ხართ რეპროდუქციულ ასაკში და არ იყენებთ კონტრაცეფტივებს.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი რადგან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს არ დაბადებულ შვილს.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს და გაიარეთ კონსულტაცია.

ძუძუთი კვება
მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.არ გამოიყენოთ მედიკამენტი თუ ხართ ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და მექანიზმების გამოყენება
მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენებისას, მოერიდეთ ავტომობილის მართვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუსკოფლექსის ზოგიერთი დამატებითი ნივთიერების შესახებ
მუსკოფლექსის ყოველი 4 მგ-იანი კაფსულა შეიცავს 219,4მგ ლაქტოზას მონოჰირატს. თუ გაქვთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება
მუსკოფლექსის მიღება სხვა მიორელაქსანტებთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან მათ შეიძლება გაზარდონ ერთმანეთის ეფექტი. იმავე მიზეზით, არასასურველი ეფექტების გამო, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული სხვა, გლუვ კუნთებზე მოქმედ საშუალებებთან ერთად.

ეს გაფრთხილება, ასევე, ეხება პროდუქტებს, რომლებსაც გამოიყენებდით გარკვეული პერიოდის უკან ან მომავალში აპირებთ გამოყენებას.

თუ ამჟამად იყენებთ, ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე სარეცეპტო ან ურეცეპტო წამალს, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოვიყენოთ მუსკოფლექსი?

სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/ მიღების სიხშირე
რეკომენდებული და მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მიიღება ყოველ 12 საათში ერთხელ. (12 საათის ინტერვალით) 2 კაფსულა (8მგ თიოკოლხიკოზიდი) 2-ჯერ დღეში. ასე რომ, არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი დღეში 4 კაფსულაზე მეტი (სულ 16 მგ თიოკოლხიკოზიდი). 
●ჩვეულებრივ, მუსკოფლექსი 4მგ კაფსულით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. არ გამოიყენოთ 7 დღეზე მეტი.

მიღების გზა და მეთოდი:
მუსკოფლექსი განკუთვნილია მხოლოდ ორალური გამოყენებისთვის. არ დაღეჭოთ კაფსულები
●კაფსულები მიიღეთ ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად (მაგალითად ჭიქა წყალი).

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას და მოერიდეთ ხანგრძლივ გამოყენებას.

თუ ექიმი სხვაგვარად გირჩევთ, მიჰყევით ამ მითითებებს.
არ დაგავიწყდეთ მედიკამენტის დროულად მიღება.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს, რამდენ ხანს გააგრძელებთ მუსკოფლექსით მკურნალობას. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ვადაზე ადრე, რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
არ გამოიყენოთ ეს წამალი 16 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გამოყენება ხანდაზმულებში:
მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტურობა ხანდაზმულ პაციენტებში არ არის შესწავლილი.

სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
მუსკოფლექსის უსაფრთხოება და ეფექტრობა თირკლმის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ არის დადგენილი.

თუ ფიქრობთ, რომ მუსკოფლექსის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია ესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ იყენებთ საჭიროზე მეტ მუსკოფლექსს:
გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მუსკოფლექსის საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემხთვევაში.

თუ დაგავიწყდათ მუსკოფლექსის მიღება:
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ეფექტები, რომლების შეიძლება განვითარდეს მუსკოფლექსის მკურნალობის შეწყვეტისას:
დაუდგენელია

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

მუსკოფლექსმა, ისევე როგორც ყველა წამალმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე განვითარდა, შეწყვიტეთ მუსკოფლექსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას.
ხელების, ფეხების, ტერფების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, სუნთქვის გართულება
●ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი)
●სისუსტე (ვაზოვაგალური სინკოპე)
●კრუნჩხვა

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ თქვენ გამოგივლინდათ ერთ-ერთი მათგანი, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია მუსკოფლექსზე.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათია.

თუ თქვენ შენიშნეთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან წადით უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში:
ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი)
●ტკივილი ან დისკომფორტი კუჭის (მუცლის) არეში. მადის დაკარგვა. გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), ჩვეულებრივზე მუქი შარდი, ქავილი, ცხელება და დაღლილობა (ეს შეიძლება იყოს ღვიძლის პრობლემების ნიშნები)
●დაღლილობა, ძილიანობა
●ქავილი
●გამონაყარი კანზე
●დაბალი არტერიული წნევა, ცნობიერების დროებითი დაბინდვა, გაღიზიანება.

ეს ყველაფერი სერიოზული გვერდითი მოვლენებია. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ეს სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

აცნობეთ თქვენ ექიმს, თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილთაგანს:
გულისრევა
●ღებინება
●დიარეა
●კუჭის ტკივილი
●კანის გაღიზიანება  (ჭინჭრის ციება)
●ტკივილი და წვა ყელის, გულმკერდისა და კუჭის არეში
●გონებისა და გრძნობიერების აგიტაცია და დაბინდვა (ცნობიერების დროებითი დაბინდვა)

ეს არის მუსკოფლექსის მსუბუქი გვერდითი მოვლენები.
ეს გვერდითი მოვლენები ქრება დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების მოხსენება:
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გაჩენის შემთვევაში, რომელიც აღნიშნულია გამოყენების ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე, ინფორმაცია გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ www.titck.gov.tr ლინკზე დაწკაპუნებით, ,,წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება’’ ან გვერდითი მოვლენების დაფიქსირებისთვის დარეკეთ თურქეთის ფარმაკოვიგულაციის ცენტრის, გვერდითი ეფექტების მოხსენების ხაზის ნომერზე 0800 314 00 08 (TÜFAM). გვერდითი ეფექტების დაფიქსირებით თქვენ წვლილი შეგაქვთ მისი უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტის გაგებაში.

5. მუსკოფლექსის შენახვა

შეინახეთ მუსკოფლექსი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას მის შეფუთვაში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ მუსკოფლექსი, თუ შეამჩნევთ რაიმე დეფექტს პროდუქტში და/ან მის შეფუთვაში.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! გადაეცით ის გარემოსა და ურბანიზმის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ საკოლექციო სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:
BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş
ბეიოღლუ-სტამბოლი

წარმოების ადგილი:
BİLİM İLAÇ SAN. ve TİC. A.Ş.
Gebze-KOCAEL

ინსტრუქციის საბოლოო განხილვის თარიღი 07.09.2023