ქონდროსამინი MSM რაპიდი#30ფლ
გააზიარე:
ქონდროსამინი MSM რაპიდი# 30ფლ
საკვები დანამატი
შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
გლუკოზამინის სულფატი 750მგ,
ქონდროიტინის სულფატი 600მგ,
მეთილსულფონილმეთანი (MSM) 375მგ,
სურნელოვანი მარტინიას (Harpagophytum procumbens) ექსტრაქტი 150მგ,
თეთრი ტირიფის (Salix alba) ექსტრაქტი 150მგ,
ვიტამინი C 80მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები.
გამოყენება
ქონდროსამინი MSM რაპიდი 15 მლ/1 ფლაკონი სწრაფი მოქმედების კომბინირებული საშუალებაა სახსრების ანთებისა და ტკივილისთვის. იგი შეიცავს ქონდროპროტექტორებს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში.
გამოიყენება შემდეგი სამედიცინო მდგომარეობების დროს:
- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტები (მუხლის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყის, ხელის მტევნის, კოჭ-წვივის სახსრები, ხერხემალი).
მიღების წესი
მიიღება პერორალურად, 1-2 ფლაკონი დღეში ერთხელ საუზმის შემდეგ. შესაძლებელია, რომ ფლაკონის შიგთავსი გაიხსნას წყალში ან ხილის წვენში. დალევის წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ.
გაფრთხილება
საკვები დანამატები არ გამოიყენება მრავალფეროვანი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
ექიმის კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ბავშვებში, ორსულებში და მეძუძურებში.
არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვისპირობები
ინახება მშრალ, გრილ ადგილას არაუმეტეს 25°C±2°C ტემპერატურისა და 60%±5% შეფარდებითი ტენიანობის პირობებში.
მოარიდეთ მზის პირდაპირ სინათლეს.
მოცულობა:450მლ.
გაცემისფორმა
III ჯგუფი ურეცეპტო
მწარმოებელი
DietMed – Produtos Dietéticos e Medicinais, S.A. Portugal.
დაიეტმედი. პორტუგალია.
ოფიციალურიდისტრიბუტორისაქართველოში
შპს „ავერსი-ფარმა“.