სენალექსი #20ტ
0.00
ლარი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საფაღარათო (ყაბზობის საწ)საშუალებები
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები:
სინამაქი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 13812
გააზიარე:
პროდუქტი გაყიდვაში არ არის.
ს ე ნ ა ლ ე ქ ს ი
S E N A L E X
S E N A L E X
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს:
სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსიმეთილის სახამებელი, სახამებელი,
სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი,კროსკარმელოზა, ლაქტოზა, ტალკი.
აღწერა: მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ნაზოლით ერთ მხარეზე, ყავისფერი ფერის, დასაშვებია უფრო მუქი ფერის წინწკლების არსებობა.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის საფაღარათო საშუალება.
ათქ კოდი: A06AB06
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახდენს საფაღარათო მოქმედებას, რომელიც ვლინდება 6-12 საათის შემდეგ. საფაღარათო ეფექტი განპირობებულია მსხვილი ნაწლავის რაცეპტორებზე ზემოქმედებით, რომელიც აძლიერებს პერისტალტიკას, რაც იწვევს სწორი ნაწლავის შედარებით სწრაფ გათავისუფლებას.
გამოყენების ჩვენებები:
ყაბზობა, გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ატონიით, ჰიპოტონიით და ნელი პერისტალტიკით. განავლის ევაკუაციის რეგულირება ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნაპრალების დროს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ნაწლავთა გაუვალობა, თიაქარის ჩაჭედვა, მუცლის ღრუს მწვავე ანთებითი დაავადება (მათ შორის პერიტონიტის), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მეტრორაგია, სპაზმური ხასიათის ყაბზობები, ცისტიტი, წყლისა და ელექტროლიტების ცვლის დარღვევა, ბავშვის ასაკი 6 წლამდე.
გამოიყენება სიფრთხილით:
ორსუობა, ლაქტაციის პერიოდი, ღვიძლისა და/ან თირკმლის უკმარისობა, ღრუში ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი.
გამოყენების წესი და დოზები:
მიიღება შიგნით, ჩვეულებრივ დღეში ერთხელ ძილის წინ, წყალთან ერთად.
გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 3 ტაბლეტამდე მიღებაზე.
ბავშვები 6-12 წლამდე: ½-1 ტაბლეტი და აუცილებლობის შემთხვევაში დოზა იზრდება 2 ტაბლეტამდე დღეში.
შერჩევის პროცესისას ერთი და იგივე დოზა უნდა მიიღოთ რამოდენიმე დღის განმავლობაში და უნდა გაიზარდოს თანდათან ½ ტაბლეტამდე. თუ მაქსმალური დოზის მიღწევისას 3 დღის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას შესაძლოა თან ახლდეს კოლიკის მსგავსი ტკივილები მუცლის არეში, მეტეორიზმი. ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შესაძლოა წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა, პროტეინურია, ჰემატურია, ნაწლავის ლორწოვან გარსში მელანინის დალექვა, ღებინება, გულისრევა, დიარეა, შარდის გაუფერულება, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, კრუნჩხვა, სისხლძარღვების კოლაფსი, გონების
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მაღალი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას მოსალოდნელია საგულე გლიკოზიდების მოქმედების გაძლიერება ზეგავლენა ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედებაზე ჰიპოკალიემიის განვითარების ალბათობის გამო. ძირტკბილას ფესვების ექსტრაქტის ერთდროულად მიღებისას თრიაზიდურ დიურეზულებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. არღვევს ტეტრაციკლინების აბსორბციას.
განსაკუთრებული მითითება:
გამოშვების ფორმა:
20 ტაბლეტი პვქ/ქაღალდის ბლისტერში პოლმერული საფარი. 2 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. 20 ან 25 ბლისტერი გამოყენბის ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში(სტაციონარებისთვის).
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25 გრადუს C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გაოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III- გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი
ნაბროს ფარმა პბტ.ლტდ.
ნ.ხ. 8 კაჯიპურა, კხედა, ინდოეთი.
საიტზე მითითებული მარაგების შესახებ ინფორმაცია ცვალებადია, რეკომენდებულია ისარგებლოთ ონლაინ აფთიაქით