ზელოქსიმი 15მგ #10ტ

ზელოქსიმი 15მგ #10ტ

0.00 ლარი
ქვეყანა:
მწარმოებელი:
ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: მელოქსიკამი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
კოდი: 13781
გააზიარე:

პროდუქტი გაყიდვაში არ არის.

ზელოქსიმ ფორტე
ZELOXIM FORTE
 
 
საერთაშორისო დასახელება - meloxicam

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

15 მგ 10 ტაბ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

მელოქსიკამი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ენოლის მჟავის ჯგუფის წევრი, რომელიც ცხოველებში ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიურ და სიცხის დამწევ მოქმედებებს. მელოქსიკამმა გამოავლინა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ანთების რამდენიმე სტანდარტულ მოდელში. ზემოთ აღწერილი მოქმედებები შეიძლება დაკავშირებული იყოს პროსტაგლანდინების დათრგუნვასთან, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც სინთეზის ანთებითი მედიატორები. ულცეროგენული დოზისა და ანთების საწინააღმდეგო დოზის შედარებისას ვირთაგვის ადიუვანტური ართრიტის მოდელში აღინიშნა მელოქსიკამის უპირატესი თერაპიული მოქმედება სტანდარტულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით. მელოქსიკამის ეფექტი პროსტაგლანდინების სინთეზზე ინ ვივო უფრო ძლიერი იყო ანთებით ქსოვილში, ვიდრე კუჭის ლორწოვან გარსსა და თირკმელში.
მიჩნეულია, რომ მელოქსიკამის მომატებული უსაფრთხოება დაკავშირებულია COX -2 სელექციურ დათრგუნვასთან COX -1-თან შედარებით. COX -2 დათრუნვა COX -1-ზე მეტად აღინიშნა სხვადასხვა ინ ვიტრო ანალიზებისას, მათ შორის ზღვის გოჭის მაკროფაგებში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ენდოთელურ უჯრედებში (COX -1 მოქმედების ტესტირებისათვის), თაგვის მაკროფაგებში (COX -2 მოქმედების ტესტირებისათვის) და სხვადასხვა უჯრედოვან სისტემებში, როგორიცაა cos - უჯრედების მიერ წარმოებული რეკომბინანტული ადამიანური ფერმენტები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით COX -1 დათრგუნვების რაოდენობა ასოცირებული იყო გასტროინტესტინურ და რენულ ტოქსიკურობასთან, ხოლო COX -2 დათრგუნვას გააჩნია სასარგებლო ეფექტები. კლინიკური ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ მელოქსიკამმა, კლასიკურ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით, რეკომენდებული დოზებით მიღებისას შეამცირა გასტროინტესტინური არასასურველი მოვლენების განვითარება, როგორიცაა პერფორაცია, წყლულები და წყლულოვანი სისხლდენა.
ფარმაკოკინეტიკა
მელოქსიკამი კარგად აბსორბირდება პერორალური (89%) და რექტალური მიღების შემდეგ. ტაბლეტები და სანთლები კაფსულების ბიოექვივალენტურია. საკვებთან ერთად მიღებისას არ აღინიშნება პრეპარატის კონცენტრაციის დროის მრუდის შეცვლა. 7.5 მგ და 15 მგ დოზების პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაციები დოზების პროპორციულია. მყარი კონცენტრაციები მიიღწევა 3-5 დღის განმავლობაში. ერთ წელზე ხანგრძლივი თერაპიისას მყარი კონცენტრაციები იგივეა. მელოქსიკამი 99%-ზე მეტად უკავშირდება პლაზმის ცილებს. 7.5 მგ და 15 მგ დოზების მიღებისას პლაზმაში კონცენტრაციები შეადგენს საშუალოდ 0.4-1.0 მკგ/მლ-ს 7.5 მგ დოზის შემთხვევაში და 0.8-2.0მკგ/მლ-ს - 15 მგ-ს შემთხვევაში (Cmin და Cmax სტაბილური კონცენტრაციები). მელოქსიკამი სრულად დიფუნდირებს სინოვიალურ სითხეში და მისი რაოდენობის თითქმის ნახევარი ვლინდება პლაზმაში.
მელოქსიკამი ფართოდ მეტაბოლიზდება და სადღეღამისო დოზის 5%-ზე ნაკლები გამოიდევნება განავალში უცვლელი სახით. უცვლელი ძირითადი ნაერთის მხოლოდ ნარჩენი ოდენობა ექსკრეტირდება შარდში.
მელოქსიკამის ძირითადი მეტაბოლიზმის გზა არის მეთილის ჯგუფის დაჟანგვა, რომელიც უკავშირდება თიაზოლილის რგოლს. სუბსტანციის ნახევარი ექსკრეტირდება შარდში, მეორე ნახევარი კი განავალში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 20 საათს. არც ღვიძლის უკმარისობას და არც ზომიერ ან საშუალო თირკმლების უკმარისობას არ გააჩნია რაიმე მნიშვნელოვანი მოქმედება მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.
პლაზმის კლირენსი შეადგენს საშუალოდ 8მლ/წთ-ს. კლირენსი მცირდება ხანდაზმულებში. განაწილების მოცულობა დაბალია - საშუალოდ 11 ლ. სხვადასხვა პირებში ვარიაცია შეადგენს 30-40%-ს.

ჩვენებები

ზელოქსიმ ფორტე არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი და ნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობების დროს:
- რევმატოიდული ართრიტის სიმპტომური მკურნალობა
- მტკივნეული ოსტეოართრიტის სიმპტომური მკურნალობა (ართროზი, სახსრების დეგენერაციული დაავადება)

მიღების წესები და დოზები

რევმატოიდული ართრიტი: 15 მგ დღეში (ერთი ტაბლეტი). აუცილებლობისას, დოზა შეიძლება შემცირდეს დღეში 7.5 მგ-მდე.
ოსტეოართრიტი: 7.5 მგ დღეში (ნახევარი ტაბლეტი). აუცილებლობისას, დოზა შეიძლება გაიზარდოს დღეში 15 მგ-მდე.
იმ პაციენტებში, რომლებშიც არასასურველი რეაქციების გამოვლენის რისკი მაღალია, მკურნალობა უნდა დაიწყოს დღეში 7.5 მგ დოზით (ნახევარი ტაბლეტი).
დიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 7.5 მგ-ს (ნახევარი ტაბლეტი).
რეკომენდებული საერთო სადღეღამისო დოზა არის 15 მგ (ერთი ტაბლეტი).
გამოკვლევები ბავშვებში გამოსაყენებელი დოზების შესახებ არ არსებობს. ამდენად, ზელოქსიმ ფორტე გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.
მთლიანი სადღეღამისო დოზა მიიღება ჭამის დროს წყლის ან სხვა სითხის მიყოლებით.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ მოცემულია ზელოქსიმ ფორტეს მიღებით გამოწვეული არასასურველი რეაქციები, რომლებიც იშვიათად ვლინდება:
გასტროინტესტინური:
დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა (1%-ზე მეტი), ღვიძლის ფუნქციის პარამეტრების დროებით შეცვლა, როგორიცაა შრატისმიერი ტრანსამინაზას ან ბილირუბინის დონეები, ეზოფაგიტი, გასტროდუოდენური წყლულები, მცირე და სერიოზული გასტროინტესტინური სისხლდენა (0.1-1%), კოლიკა (0.1%-ზე ნაკლები).
ჰემატოლოგიური:
ანემია (1%-ზე მეტი), სისხლის ანალიზების, მათ შორის დიფერენციული თეთრი უჯრედების შეცვლა, ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია. პოტენციურად მიელოტოქსიკური პრეპარატის, კერძოდ, მეთოტრექსატის მიღება არის ციტოპენიის განმაპირობებელი ფაქტორი (0.1-1%).
კანი:
ქავილი, გამონაყარი კანზე (1%-ზე მეტი), სტომატიტი, ჭინჭრის გამონაყარი (0.1-1%), ფოტოსენსიტიზაცია (0.1%-ზე ნაკლები).
რესპირატორული:
ასთმის შეტევა აღინიშნა ასპირინის, ზელოქსიმ ფორტეს ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ ალერგიულ პირებში (0.1%-ზე ნაკლები).
ცენტრალური ნერვული სისტემა:
თავის ტკივილი (1%-ზე მეტი), თავბრუსხვევა, ტინიტი და ძილიანობა (0.1-1%).
კარდიოვასკულარული:
შეშუპება (1%-ზე მეტი), მომატებული არტერიული წნევა, ჰიპერემია, პულსაცია (0.1-1%).
შარდ-სასქესო:
თირკმლების ფუნქციის საკვლევ ლაბორატორიულ ანალიზებში დარღვევების ალბათობა, როგორიცაა შრატისმიერი კრეატინინის ან შარდოვანას მომატება (0.1-1%).
მოულოდნელი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება

ზელოქსიმ ფორტე არ გამოიყენება მელოქსიკამის ან რომელიმე დამხმარე საშუალების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას. არსებობს ასპირინთან და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ჯვარედინი სენსიტივობის რისკი.
ზელოქსიმ ფორტე არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასთმის ნიშნები, ნაზალური პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება ან ჭინჭრის გამონაყარი ასპირინის ან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.
ასევე უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხივევებში:
- აქტიური პეპტიკური წყლული
- თირკმლის მწვავე უკმარისობა
- არადიალიზებული თირკმლის მწვავე უკმარისობა
- 15 წლამდე ბავშვები
- ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა და ლაქტაცია

მიუხედავად იმისა, რომ წინაკლინიკური ცდებისას არ გამოვლენილა ტერატოგენური ეფექტები, ზელოქსიმ ფორტე არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები

როგორც ყველა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების შემთხვევაში, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო, თუ არსებობს ზედა გასტროინტესტინური დაავადებების ისტორია და თუ პაციენტი იღებს ანტიკოაგულანტებს.
ზელოქსიმ ფორტეთი მკურნალობა უნდა შეწყდეს პეპტიური წყლულის ან გასტროინტესტინური სისხლდენის დაწყებისას. არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ პროსტაგლანდინების შემცირება, რომლებსაც გააჩნიათ კომპენსატორული როლი თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში.
იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ რენალური სისხლის ნაკადისა და სისხლის მოცულობის შემცირება, არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ლატენტური უკმარისობის დეკომპენსაცია.
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შეწყვეტის შემდეგ აღინიშნება მკურნალობამდელი მდგომარეობის აღდგენა.
რისკის ქვეშ იმყოფებიან ის პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია, გულის კონგესტიური უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, ნეფროზული სინდრომი ან თირკმლის უკმარისობა, აგრეთვე პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან დიურეზულებზე ან რომლებსაც ჩაუტარდათ ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც განვითარდა ჰიპოვოლემია. ასეთ პაციენტებში მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შარდის გამოყოფისა და თირკმლის ფუნქციის გულდასმითი კონტროლი.
იშვიათ შემთხვევებში, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები იწვევენ ინტერსტიციულ ნეფრიტს, გლომერულონეფრიტს, თირკმლის მედულარულ ნეკროზს და ნეფროზულ სინდრომს. დიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ბოლო ეტაპზე დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 7.5 მგ-ს. დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის საშუალო და ზომიერი უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი <25მლ/წთ).
როგორც უმეტესი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, აღინიშნება შრატისმიერი ტრანსამინაზას დონეებისა და თირკმლის ფუნქციის სხვა პარამეტრების მომატება, რაც, ზოგადად, უმნიშვნელოა და გარდამავალი ხასიათისაა. თუ ამგვარი ცვლილება დიდხანს გაგრძელდა ან დადასტურდება მისი მნიშვნელობა, ზელოქსიმ ფორტეს მიღება უნდა შეწყდეს და დაიწყოს სათანადო გამოკვლევები. დოზის კორექცია არ არის საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კლინიკურად სტაბილური ღვიძლის ციროზი.
ხანდაზმულები და დასუსტებული პირები ხშირად ნაკლებად ამტანნი არიან არასასურველი რეაქციების მიმართ და ამდენად, საჭიროებენ მეთვალყურეობას. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო იმ ხანდაზმულებში, რომლებსაც ხშირად აღენიშნებათ თირკმლების, ღვიძლისა და გულის ფუნქციების მოშლა.
არ არსებობს სპეციფიკური გამოკვლევები ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობაზე პრეპარატის მოქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა, ისეთი არასასურველი რეაქციების გამოვლენისას, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა, რეკომენდებულია ამგვარი მოქმედებებისაგან თავის შეკავება. არ არსებობს გამოკვლევები ბავშვებში გამოსაყენებელი დოზის შესახებ, ამდენად, ზელოქსიმ ფორტე გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.

ჭარბი დოზირება

ვინაიდან არ არსებობს ანტიდოტი, ჭარბი დოზის შემთხვევაში მიიღება სტანდარტული პრევენციული ზომები, როგორიცაა დამხმარე თერაპია და კუჭის გამორეცხვა. კლინიკური ცდებისას აღინიშნა პრეპარატის ელიმინაციის დაჩქარება ქოლესტირამინით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების, მათ შორის სალიცილატების მაღალი დოზები: ზოგიერთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად მიღებისას შეიძლება აღინიშნოს წყლულებისა და გასტროინტესტინალური სისხლდენის რისკი სინერგისტული მოქმედების გზით.
- პერორალური ანტიკოაგულანტები, ჰეპარინი და ტიკლოპიდინი. მომატებულია სისხლდენის რისკი. ანტიკოაგულანტების ეფექტების მონიტორინგი აუცილებელია, თუ შეუძლებელია ამგვარი კომბინაციის თავიდან აცილება.
- ლითიუმი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ზრდიან სისხლში ლითიუმის დონეებს. ამდენად, აღნიშნული პარამეტრი საჭიროებს მონიტორინგს მელოქსიკამით მკურნალობის დასაწყისში, კორექციისას და გაუქმებისას.
- მეთოტრექსატი: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გააძლიერონ მეთოტრექსატის ჰემატოლოგიური ტოქსიკურობა.
- საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტიული საშუალებები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ამცირებენ ამგვარი კონტრაცეპტივების ეფექტიანობას.
- დიურეზულები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობა ასოცირებულია თირკმლის მწვავე უკმარისობის რისკთან დეჰიდრატირებულ პაციენტებში. მელოქსიკამისა და დიურეზულის ერთობლივად დანიშვნისას, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პაციენტის ჰიდრატაცია და თირკმლის ფუნქციის კონტროლი მკურნალობის დასაწყისში.
- ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (ბეტაბლოკატორები, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, ვაზოდილატორული დიურეზულები და სხვ.): არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება შეამცირონ მათი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ვაზოდილატორული პროსტაგლანდინის სინთეზის ინჰიბირების გზით.
- ქოლესტირამინი: აჩქარებს მელოქსიკამის ელიმინაციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაკავშირების გზით.
- ციკლოსპორინი: არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა თირკმლისმიერი პროსტაგლანდინით განპირობებული ეფექტების გზით შეიძლება გააძლიეროს ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობა.
- ანტაციდების, ციმეტიდინის, დიგოქსინისა და ფრუსემიდის ერთდროული გამოყენება არ იწვევს ზელოქსიმ ფორტესთან რაიმე მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ურთიერთქმედებას. არ არის გამორიცხული ურთიერთქმედებები პერორალურ ანტიდიაბეტურებთან.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25ºC - მდე ტემპერატურის პირობებში.
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
BILIM PPHARMACEUTICALS A.S
თურქეთი